ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბაზიერობაზე და მტაცებელ ფრინველებზე [28]
სტატიები ფრინველების დაგეშვაზე [9]
მტაცებელი ფრინველების კვება და მოვლა [9]
მტაცებელი ფრინველების დაჭერა [3]
მტაცებელი ფრინველების მკურნალობა [2]
მტაცებელი ფრინველები [17]
სტატიები შავარდნებზე და შავარდნისებრზე [1]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ბაზიერობაზე » სტატიები ბაზიერობაზე და მტაცებელ ფრინველებზე    

მიმინო, Ястреб-перепелятник, Accipiter nisus
                                    
       
ფრენითა და მოძრაობით მიმინო ქორს წააგავს,ხოლო სხეულის ზომით მასზე გაცილებით პატარაა.
        დედალი მიმინო 1/3 მეტია მამალზე.მიმინოს ფრთები ფართო,მოკლე და მომრგვალებულია,კუდი გრძელი.მიმინოს ფეხები გრძელი,ყვითელი ფერისაა.
        დედალი მიმინოს სხეულის სიგრძე 40 სმ-ია( მამლის 28 სმ),ფრთა - 23,1-25,6 სმ (მამლის-9,6-21,2 სმ),გაშლილი ფრთები-68-77სმ  (მამლის-59-65სმ).
        დედალი მიმინოს წონა 250-320 გრამია,მამლის 130-150 გრამი.
 მიმინოს სიცოცხლის ხანგძლივობა 5-8 წელია.ძალიან ცოტა ამ ფრინველებიდან თუ მიაღწევს ხანდაზმულობის ასაკს.საშუალოდ მათი 48% შეჯახებისგან მიყენებული ტრამვებით კვდება (მსხვერპლის დევნის დროს საკუთარ უსაფრთხოებაზე თითქმის არ ზრუნავენ), 11%-მდეს მონადირე კლავს, 14% სისხლდენით, 9% შიმშილით, 4% ავადმყოფობით, დარჩენილი 14% სიკვდილის მიზეზი უცნობია.
          მიმინო მთელს მსოფლიოშია გავრცელებული.მას შეხვდებით:ჩრდილოეთ ამერიკაში,ევროპაში,აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში.
          მიმინოს საბინადრო ადგილებია ტყის მასივი  გაშლილი სივრცით.აცივების პერიოდში ხშირად გვხვდება დასახლებულ პუნქტებში.
           მიმინოს საკვები მრავალფეროვანია:ბეღურა,წიწკანა,შაშვი,მტრედი,გნოლი,კაკაბი,კოდალა,სკვინჩა,გულწითელა და სხვა მგალობელი ჩიტები,მწყერი,ჭყიამპო,ბეკასი,ყვავისებრნი,ბაჭიები,თაგვები,ბაყაყები,ქვეწარმავალნი,ღამურები და სხვა.......
          დედალი მიმინო მოიპოვებს საკვებს მტრედის ,მამალი უფრო მცირე -ბეღურებისა და წიწკანების ზომებში.საეთოდ მიმინოს კვების რაციონის 95% შეადგენს ფრინველები (დაახლოებით ფრინველების 120 სახეობა).
          მიმინო დღის ფრინველია.ნადირობს  გაშლილ ადგილებში და
ტყის პირას.დღის უმეტეს ნაწილს გაუნძრევლად,ჩასაფრებული ატარებს თავშესაფარში.
          მსხვერპლს იჭერს
ჰაერში (ფრთებდაკეცილი ქვასავით ეშვება ძირს და თავს ესხმის შეთვალთვალებულ მსხვერპლს და მისდევს მანამ სანამ არ დაიჭერს (ან არ გაექცევა),სხვა ფრინველებს მსხვერპლზე დევნის დროს ყურადღებას არ აქცევს) ან ჩასაფრებით.თუ საჭიროა მიმინოს შეუძლია ჰაერში მსხვერპლს ამოუბრუნდეს და ქვემოდან ზემოთ დაიჭიროს.ასევე შეუძლია მსხვერპლს ფეხით სდიოს(ბუჩქნარში და გაუვალში).
          დღეში მიმინოს საშუალოდ 2 ჩიტი ჭირდება საკვებად(ბუნებაში).
მიმინო დაჭერილ ფრინველს პუტავს და შემდეგ ჭამს.
          მამალ მიმინოებს ნადირობა ურჩევნიათ ტყიან ზოლში,დედლებს გაშლილ ადგილას.ფრენა სწრაფი და მანევრულია-დაფრინავენ დაბალ სიმაღლეზე მიწასთან ახლოს.
          მიმინოების წყვილი გამრავლების პერიოდში დარაჯობს და იცავს საკუთარ ტერიტორიას.ხოლო მეორე წელიწადს იქმნება ახალი წყვილი.
           ყოველ წელს ბუდობენ ერთ მონაკვეთში,მხოლოდ იგება ახალი ბუდე.ბუდისთვის უპირატესობას ანიჭებენ მაღალ 10-18 მეტრის სიმაღლის ხეებს.ბუდის დიამეტრი 30-50 სმ-ია,სიმაღლე 10-35 სმ.ბუდეს მიმინოები მიწიდან 3-15 მეტრის სიმაღლეზე აგებენ.
           კვერცხზე ჯდება მხოლოდ დედალი მიმინო,ბარტყებს კი კვებით ორივე კვებავს.დედალს ბუდეზე ჯდომის დროს წვრილი ჩიტებით კვებავს მამალი,ის კი ბარტყებს კვებავს.დედალი ბუდეზე ზის მანამ,სანამ ბარტყებს ორი კვირა არ შეუსრულდებათ.
                             
          დედალი დებს 4-7  კვერცხს,ზომით
35-48х29-35 მმ.საშუალო დაშორება ბუდეებს შორის არის 0.5-3 კმ.გამრავლების პერიოდია აპრილ-ივნისი.
                            
          ბარტყებს ერთ თვემდე კვებავენ მშობლები.იმისათვის რომ ბარტყები გადარჩნენ, მშობლებმა ბუდეში უნდა მიიტანონ დაახლოებით 10 წვრილი ჩიტი დღეში.ბარტყები იბუმბლებიან 24-30 დღეში.28-32 დღის ასაკში ბარტყები გადადიან ბუდიდან მახლობელ ტოტებზე და ბუდეში მხოლოდ ღამით ბრუნდებიან.კიდევ 3-4 კვირა და ბარტყები ხდებიან მთლიანად დამოუკიდებლები და საერთოდ ტოვებენ ბუდეს.
           სიკვდილიანობა ახალგაზრდა მიმინოებში ძალიან მაღალია.მხოლოდ 100-დან 12-ი თუ მიაღწევს ზრდადასრულ ასაკს.
           მიმინოს დაჭერა  და გაწვრთნა დიდ სიძნელეებთან არაა დაკავშირებული. საქართველოში მიმინოს ოდიდგანვე იჭერდნენ და გეშავდნენ.დაგეშილი მიმინოთი ძირითადათ მწყერზე ნადირობენ.


წყარო:
კატეგორია: სტატიები ბაზიერობაზე და მტაცებელ ფრინველებზე | დაამატა: Admin (30.09.2009)
ნანახია: 11849 | კომენტარი: 33 | ტეგები: Ястреб-перепелятник, Accipiter nisus, მიმინო | რეიტინგი: 4.8/6

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 331 2 »
0   Spam
32 gjaparidze   (12.09.2014 17:17:10) [მასალა]
მიმინო ან კირკიტა ვინმეს ხო არ გყავთ რო აჩუქებდეთ უფო]რო მიმინოს

0   Spam
33 mimino2016   (05.08.2016 00:54:10) [მასალა]
მე მკავს მიმინო

0   Spam
31 racha123   (18.11.2013 21:18:39) [მასალა]
მიმინო დავიცჰირე და სახელი უნდა დავარქვა ტუ არ უნდა ვაპსჰე რა სახელები ეწრქმევა 167

0   Spam
30 cq   (22.09.2013 16:10:04) [მასალა]
გაუშვი (თუ არ ჩამს ჯობია გაუშვა ტორე მოკვდება)

0   Spam
29 tecka777   (22.09.2013 00:07:21) [მასალა]
გამარჯობათ. დგეს მიმინო დავიჭირეთ გურიაში და ავტომობილით თბილისში ჩამოვიყვანე ... არც ხორცს ჭამს და არც წყალს სვამს , არადა დასუსტებულია ... ხელზე რომ მაზის თავს ხრის და ადუნებს . ვინმე დამეხმარეთ და რამე მირჩიეთ 1000569

0   Spam
28 cq   (01.06.2013 22:26:55) [მასალა]
მარტშიდა აგვისტოში ძირიტადად აგვისტოში

0   Spam
27 gio-_axala   (01.06.2013 20:30:47) [მასალა]
რა დროს იჩირება მიმინო?

0   Spam
23 ბუთუთი   (13.05.2013 20:53:48) [მასალა]
Paganini რააა?

0   Spam
24 Paganini   (13.05.2013 22:18:28) [მასალა]
ერთი მიმინო რა ხანგრძლივობით შეიძლება რო მყავდეს

0   Spam
25 badri94   (13.05.2013 22:55:41) [მასალა]
იმდენხანს სანამ არ გაგექცევა ან არ მოგიკვდება...

0   Spam
26 Paganini   (14.05.2013 15:31:42) [მასალა]
მადლობთ მე ბაზიერობაში ისე ვარ როგორც კერლინგში ასე რომ ბევრი (შეიძლება თქვენთვის მოსაბეზრებელი) კითხვებთშეგაწუხებ

0   Spam
22 Paganini   (13.05.2013 20:30:37) [მასალა]
11 მიმინს ყოლა რამდენ ხანს შეიძლება?

0   Spam
21 gia676   (15.07.2012 23:45:07) [მასალა]
როგორ მივხვდე რო მიმინოს ბარტყია? მაგრად გავს და მგონი ეგაა

0   Spam
20 paitona17   (03.06.2012 23:11:16) [მასალა]
23

0   Spam
19 paitona17   (03.06.2012 23:10:31) [მასალა]
მიმინო ეხლა რო დავიჭირო შეიძლება?

0   Spam
18 xarata   (31.03.2012 14:42:11) [მასალა]
მეორე ფოტოზე მიმინო ხო მამალია და რატო ზის კვერცხებზე? 23 23

0   Spam
17 anzori1991   (29.03.2012 14:01:30) [მასალა]
48 48 48 48 48 48

0   Spam
16 WIWKAN@   (08.03.2012 01:24:09) [მასალა]
გამრავლების პერიოდი ზუსტად მაინტერესებს,აქ კია რეწერა... :(

0   Spam
15 keko   (03.06.2011 18:34:57) [მასალა]
ვისაც უნდა მიმინოს დაცერის ცოტა რამ ვასწავლო დამამატეტ giorgikeke skupe cota ram vicida gaswavlit 167

+1   Spam
13 beso-saba   (14.02.2011 17:46:16) [მასალა]
48 36_1_69 39 23_30_126 23 1p3 167 167 19 13 069 166 54 AllSmail133 54 54 54 54 54 54 54 54

+1   Spam
12 beso-saba   (14.02.2011 17:45:02) [მასალა]
39 39 39 39 მიმინო 4ევერ

+1   Spam
11 badri94   (19.12.2010 22:30:08) [მასალა]
10 10 10 10 10

+1   Spam
10 nika-nika96   (30.09.2010 20:43:25) [მასალა]
10 166 23_30_126 მიმინო მარტლაც ლამაზი ფრინველია.

+2   Spam
9 loxishvili   (08.11.2009 21:00:24) [მასალა]
chem ubanshi arian miminoebi blomad...1platoze.saburtalo.da maswavlet rogor davichiro da gavwvrtna...upro dachera mainteresebs..umetes shemtxvevashi saxuravze(korpusiskrishaze)atareben dros.sheudzliat 2 saati gaundzrevlad ijdnene.iseti gansakutrebuli xma aqvt rom egreve mixvdvdebi ro miminoa.da mainteresebs tu iyideba da fasi...momweret plz...

0   Spam
14 toko0000   (30.05.2011 18:32:57) [მასალა]
skypeshi damamate dzma toko_Sk8

1-20 21-28
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика