ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2018 » აპრილი » 10 » რომელი იშვიათი სახეობის ცხოველები და ფრინველები ფიქსირდება საქართველოში    

07:45:18
რომელი იშვიათი სახეობის ცხოველები და ფრინველები ფიქსირდება საქართველოში

საქართველოს ფლორა და ფაუნა ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოში გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს, განსაკუთრებული დაცვა და კონსერვაცია ესაჭიროებათ. ასეთი სახეობები შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მათ შორის: მერქნიან მცენარეთა 56, ძუძუმწოვართა 29, ფრინველთა 34, რეპტილიების 11, ამფიბიების 2, თევზების 11 და უხერხემლოების 42 სახეობა.

რომელი იშვიათი სახეობის ცხოველები, ფრინველები და მცენარეები ფიქსირდება საქართველოში - ამ კითხვაზე გვპასუხობს ხათუნა წიკლაური, დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი.

"ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული საქართველოს დაცული ტერიტორიები, რომელთა 53% ტყითაა დაფარული, მრავალი ცხოველის საარსებო გარემოს წარმოადგენს. დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების 90 სახეობა, რაც საქართველოს “წითელი ნუსხის” ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.

მათგან აღსანიშნავია: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, არჩვი, ნიამორი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, წავი, აფალინა, მდინარის კალმახი, რუსული ზუთხი, კავკასიური სალამანდრა, კავკასიური გველგესლა, გრძელყურა მღამიობი, ევროპული მაჩქათელა, კავკასიური ციყვი და სხვა.

ცხოველებიდან უნდა გამოვყოთ რამდენიმე სახეობა:

ნიამორი - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დღესდღეობით ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება. მისი საკმაოდ მოზრდილი პოპულაცია ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც გვხვდებოდა, თუმცა გადაშენდა და მხოლოდ 2007 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივით, ნიამორის რეინტროდუქციის პროექტის ფარგლებში, ამ სახეობის სომხეთიდან შემოყვანა გახდა შესაძლებელი.

ჯიქი და ჯეირანი - საქართველოსთვის სიმბოლური დატვირთვის მატარებელ ცხოველებად იყვნენ მიჩნეულნი. ამჟამად, ორივე სახეობა გადაშენებულია და დღესდღეობით ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ აზერბაიჯანიდან რეინტროდუქცირებული ჯეირნების ნახვა არის შესაძლებელი.

ჯეირანი ვაშლოვნის დაცული ტერიტორიიდან

2007 წელს, იმავე ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ფოტოხაფანგმა აზერბაიჯანიდან გადმოსული ჯიქი დააფიქსირა. მას შემდეგ ეს ჯიქი, რომელსაც „ნოე“ შეარქვეს, ფოტოხაფანგის საშუალებით კიდევ რამდენჯერმე იქნა გამოვლენილი. ბოლო რამდენიმე წელია კი, ნოე ვაშლოვანში აღარ გამოჩენილა. მისი ისტორიული ადგილსამყოფელი მხოლოდ ვაშლოვანით არ შემოიფარგლებოდა და გასული საუკუნის 50-იან წლებში თუშეთსაც და ფშავ-ხევსურეთსაც მოიცავდა.

საქართველოს ტერიტორიაზე ჯიქის მოკვლის ფაქტები რამდენჯერმე დაფიქსირდა: 1898 წელს ბზიფის ხეობაში, 1950 წელს, ზნაურის რაიონში, სოფელ განთიადთან ოსებმა ქვებით ჩაქოლეს ხვადი ჯიქი. კიდევ უფრო დიდი ზომის ეგზემპლარი მოკლეს 1954 წელს ზედაზენთან. 1970 და 1983 წლებში არხოტის თემში ასას ხეობაში მოკლეს ჯიქი. მის შემდგომ წლებში კიდევ იქნა ნანახი მისი ცოცხალი ეგზემპლარი. ხოლო მოგვიანებით ვაშლოვანში დაფიქსირებული ჯიქი აჩენს ვარაუდს იმისა, რომ იგი საბოლოოდ არ არის გადაშენებული და ერთეულ ეგზემპლარების სახით ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კავკასიონის მიუვალ ადგილებში, კერძოდ ხევში, ფშავ-ხევსურეთის უღრან ტყეებსა და ჭიუხებში.

არჩვი და ფოცხვერი - ფშავ-ხევსურეთის, ლაგოდეხის, ვაშლოვანისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში გვხვდება.

არჩვი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე

ხერხემლიანი ცხოველების 14 სახეობა კავკასიის ენდემია, ხოლო დაახლოებით 30-მდე კი გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებია.

არსებობს საქართველოში გავრცელებული ცხოველების ჩამონათვალი, ისინი მსოფლიოში გავრცელებულ იშვიათ სახეობებს წარმოადგენენ:

კავკასიური დომბა - ამ სახეობას გარეულ ხარს, ძროხასაც უწოდებენ. კავკასიური დომბას ძირითადი ადგილსამყოფელი საქართველოს დასავლეთ საქართველოში, ბზიფის ხეობის ტერიტორიაზე იყო. მე-19 საუკუნის დასასრულს კავკასიური დომბა ძლიერ შემცირდა, შემდგომში კი 1919-1927 წლებში მთლიანად გადაშენდა, მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნის ზოოპარკში გადარჩა 48 დომბა. ტყვეობაში კავკასიური დომბის ხარისა და ბელოვეჟიეს დომბის ფურებისაგან მიიღეს კავკასიურ-ბელოვეჟიური დომბა, მათ გასამრავლებლად მსოფლიოს 25 ქვეყანაში სპეციალური საშენებია შექმნილი.

თურანული ვეფხვი - ეს სახეობა საქართველოში დაფიქსირდა 1922 წელს სოფელ ლელობთან ძმები წიკლაურების მიერ, რომლებმაც ის მოკლეს. იგი გადმოიხვეწა ირანიდან, შემდეგ აზებაიჯანიდან შემოვიდა მდინარე მტკვრის ჭალებით, ძუ ვეფხვის ძებნაში მოხვდა ჯერ გარდაბნის ტყეში, შემდეგ მანგლისში და ბოლოს სოფელ ლელობთან აღმოჩნდა. ეს საქართველოში ვეფხვის შემოჭრის მეორე შემთხვევა გახლავთ. პირველი შემთხვევა აღნიშნული აქვს დავით რექტორს მე-18 საუკუნეში, როდესაც მონადირეებმა ვეფხვი მოკლეს კახეთში და მოკლული მტაცებელი მეფე ერეკლეს მიართვეს. დროთა განმავლობაში თურანული ვეფხვი გაქრა-გადაიხვეწა.

ზოლებიანი აფთარი - სულ უფრო იშვიათად გვხვდება ბოლო წლებში, რამდენიმე წლის წინ ნახეს ჭაჭუნას აღკვეთილში. ის აფრიკასა და აზიაშიც არის გავრცელებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მსოფლიოს მასშტაბით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ფრინველთა 27 სახეობა გვხვდება. არსებული ინფორმაციის თანახმად კი, მთლიანად დაცული ტერიტორიები 314 სახეობის ფრინველის საბინადრო არეალს წარმოადგენს. მათგან აღსანიშნავია კავკასიური შურთხი და კავკასიური როჭო (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები); რუხი წერო (კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, ჯავახეთის ეროვნული პარკი)

რუხი წერო ჭოროხზე

საქართველოს დაცული ტერიტორიები ასევე გამორჩეულია იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი და ენდემური მცენარეების სახეობების არსებობით. "წითელ ნუსხაში" ჩამოთვლილი მცენარეების რაოდენობა, რომელიც საქართველოში გვხვდება საკმაოდ დიდია, ამიტომ რამდენიმე მნიშვნელოვანი სახეობა შემიძლია გითხრათ: შავი და მრავალნაყოფა ღვიები; უთხოვარი; თურანულა; ევფრატის ვერხვი; ბერყენები; კოლხური ბზა; ძელქვა; იმერული მუხა; უხრავი და სხვა.

ფოტოები: დაცული ტერიტორიების სააგენტო



წყაროhttp://www.ambebi.ge/article/221260-romeli-ishviati-saxeobis-cxovelebi-da-prinvelebi-piksirdeba-sakartveloshi/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3383 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 saiga   (08.07.2018 14:50:03) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика