ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2018 » იანვარი » 14 » გამოგონებით დასრულებული გურული ახალგაზრდის ჩხირკედელაობა ანუ სიახლე ქართულ იარაღწარმოებაში    

17:34:33
გამოგონებით დასრულებული გურული ახალგაზრდის ჩხირკედელაობა ანუ სიახლე ქართულ იარაღწარმოებაში

ბაჩო ჩხარტიშვილი 21  წლისაა, ის გრიგოლ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სტუდენტია, სწავლობს მეოთხე კურსზე.

ბაჩო წარმოშობით გურიიდანა. ბავშვობა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში გაატარა და სკოლაც აქ დაამთავრა.

უყვარს ბევრი რამის კეთება და აკეთებს მხოლოდ იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებს. ყველაფერი ეს კი მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია მისთვის.

ბავშვობიდან აინტერესებდა იარაღი, სწორედ დამამთავრებელ კლასში ყოფნის დროს გაუჩნდა იდეა, რომელიც  ბევრი შრომისა და ცდის შემდეგ საინტერესო გამგონებად აქცია. ბაჩოს სურდა, გაეუმჯობესებინა იარაღის ფუნქციონირება და იგი უფრო მოსახერხებელი და მრავალჯერადი გამოყენების გაეხადა.

18 წლის ასაკში მან გამოიგონა მექანიზმი, რომელიც იარაღზე დამაგრების შემდეგ ასრულებს მრავალ ფუნქციას და შესაძლებელია როგორც ნადირობა, ასევე თევზაობა, სამიზნეებზე სროლაც სპეციალური ისრის გამოყენებით. იარაღზე მუშაობის შედეგად ბაჩომ ასეთი შედეგი მიიღო, მექანიზი, რომელი 2კგ და 500 გრ-ს იწონის, მშვილდზე მაგრდება 7-ცალიანი საისრე, დანა, სათევზაო მოწყობილობა, ასევე მობილური, რათა შესაძლებელი იყოს ამ ყველაფრის სამუშაო პროცესის გადაღება.

გამოგონილი ისრის მშვილდი ისვრის სხვადასხვა მასის ისრებს: 8-გრამიანსა და 60-მილიგრამიანს, 5-გრამიანსა და 120-მილიგრამიანს და ასევე მას შეუძლია 3 გრამისა და 160 მილიგრამი მასის ისრების სროლაც.

ახალგაზრდა გამომგონებელს ყოველთვის უყვარდა ხატვა და ჩხირკედელაობა, თუმცა მსგავს მექანიზმე მუშაობა მისთვის დიდი სიახლე და გამოწვევა იყო.

მარტო მუშაობდა სახლის პირობებში, მხოლოდ youtube-ის  დახმარებით და ნაცნობების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მრავაჯერადი ცდითა და დაუღალავი შრომით პასუხობდა.

საბოლოოდ სამი თვის შემდეგ, ბევრმა ნახატმა, უფრო ბევრმა ცდამ და გათენებულმა ღამეებმა შედეგი გამოიღო და გამომგონებელმაც შეძლო საკუთარი იდეის რეალობაში მოყვანა.

ბაჩომ მონაწილეობა მიიღო ლეონარდო დავინჩის ნორჩ მეცნიერებათა და გამოგონებელთა პროექტში და 36 ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა, საქართველოში კი თავისი გამოგონებით პირველ პოზიციაზე გავიდა.

კეკულეს არ იყოს, რომელმაც ბენზოლის სტრუქტურა სიზმარში იხილა, ბაჩომ სწორედ ასე მიაგნო მექანიზმის აგებულების ძირითად საიდუმლოს.

„იმდენად ვიყავი ამ საქმით გატაცებული და მთელი დღეები ამით დაკავებული, რომ დამესიზმრა მექანიზი და გამოღვიძებისთანავე შევუდექი მუშაობას. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც რაღაცას ქმნი, ბევრი შეცდომის და მარცხის მერე და საბოლოოდ შედეგამდე მაინც მიდიხარ.” _ აღნიშნავს ბაჩო.

მექანიზმისთვის ახალგაზრდა შემოქედმა ხელმისაწვდომი მასალები: რკინა, ფოლადი, პლასტმასი და ცოტა ხე გამოიყენა.

პროექტში მიღწეული წარმატების შემდეგ ინვესტორებიც გამოჩნდნენ და მექანიზმის 600 დოლარად შესყიდვა შესთავაზეს, თუმცა შემოქმედი ვერ შეელია პირველ გამოგონებას.

ახლა ნორჩი გამომგონებელი ახალ პროექტზე მუშაობს. არ სცდება თავისი ინტერესესის სფეროს- იარაღს. ბაჩო აპირებს შექმნას იგივე მექანიზმი კონდახიანი მშვილდისთვის , იგივე არბალეტისთვის, რომლის დახმარებიტაც ისრის სასროლი მანძილი 200 მეტრამდე გაიზრდება.

ამჟამად სწავლითაა დაკავებული, თუმცა თავისუფალ დროს ისევ ჩხირკედელაობას აგრძელებს და ზუსტად იცის რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებას მას ძალიან სიამოვნებს.

 

 



წყაროhttp://www.doctrina.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1725 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 saiga   (08.07.2018 15:23:44) [მასალა]
10 10 10

0   Spam
4 mere   (24.01.2018 21:37:15) [მასალა]
10 10

0   Spam
3 ttg   (18.01.2018 10:45:46) [მასალა]
10

0   Spam
2 gocha111   (15.01.2018 14:57:28) [მასალა]
10 10 10

0   Spam
1 m@muka   (15.01.2018 05:54:00) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика