ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » ივნისი » 5 » ზურაბ გურიელიძე: „მგელს ასე ტოტალურად მსოფლიოში არსად სდევნიან“    

08:21:21
ზურაბ გურიელიძე: „მგელს ასე ტოტალურად მსოფლიოში არსად სდევნიან“

გაიზარდა თუ არა საქართველოში მგლების რაოდენობა და მათი მხრიდან შინაურ საქონელზე თავდასხმის ფაქტები, საჭიროა თუ არა მგლის ამოღებაზე ახალი რეგულაციის შემუშავება და როგორი უნდა იყოს ის? ამ საკითხებზე www.mtisambebi.ge ზოოლოგ ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.

- როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აცხადებენ, საქართველოში გაიზარდა მგლების რაოდენობა და გახშირდა შინაურ საქონელზე მათი თავდასხმის ფაქტები. თქვენ 2009 წელს ჩატარებული კვლევის - “ადამიანის და მგლის კონფლიქტი საქართველოში: იქ სადაც მგელი ჯერ კიდევ ბუნებრივი ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია” ერთ-ერთი ავტორი ხართ. არის თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლე?

- მგლის რაოდენობის შეფასება (შეფასებასა და აღრიცხვას შორის არანაირი განსხვავება არ არის - ზ.გ) საქართველოში ჩატარდა ერთხელ, 2012 წელს. აქცენტი ძირითადად იყო მთის ჩლიქოსნებზე და მგელზე. აღრიცხვები საქართველოში არასოდეს ჩატარებულა. ამიტომ, ახლა მგლის ზუსტ რაოდენობას ვერავინ იტყვის.

- მართლაც თუ გახშირდა მგლის თავდასხმები შინაურ საქონელზე და რა არის ამის მიზეზი?

- არ გახშირებულა. ბოლო წლების განმავლობაში შიანურ საქონელზე მგლების თავდასხმის რაოდენობას აქვს სტაბილური სახე. როდესაც ერთ სოფელში ხდება საქონელზე თავდასხმა და შემდეგ ასეთივე თავდასხმა ხდება ახლო მდებარე სოფელში, უხეშად რომ ვთქვათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ორი მგელი “მუშაობს”. ეს შეიძლება ერთი და იგივე მგელი იყოს.

ბოლო წლების განმავლობაში მაღალია მგლების კონცენტრაცია დასახლებულ ადგილებთან. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ადამიანი შეიჭრა მგლის ჰაბიტატში. გარდა ამისა, ტყეში საკვები აღარ არის. საუბარი იმაზე, რომ ჩლიქოსნების შემცირება მგლების ბრალია, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ადამიანისგან შექმნილი პრობლემაა.

საქართველოში მგლის საქონელზე თავდასხმის გახშირება გამოწვეულია არა მგლის პოპულაციის რიცხოვნობის ზრდით, არამედ სინანტროპი (შინაურ საქონელზე სპეციალიზებული) მგლების რაოდენობის მომატებით. სინანტროპიზაციასაც ბევრი მიზეზი იწვევს. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი არის სოფლებთან ახლოს ნაგავსაყრელების არსებობა. ნაგავსაყრელი ცხოველისთვის საკვების წყაროა და ის შინაურ ცხოველებთან ერთად მგელსაც იზიდავს.

- მტაცებელთა რეგულაციის საჭიროება არის?

- რა თქმა უნდა, რეგულირება საჭიროა. ის ცხოველები, რომლებიც ადამიანის ხარჯზე ცხოვრობენ, რეგულირებას უნდა დაექვემდებარონ. მთავარია, როგორი იქნება რეგულირების წესი: ის მთელ პოპულაციაზე გავრცელდება თუ გავრცელდება მხოლოდ იმ ინდივიდებზე, რომლებიც რაღაცას აშავებენ. ეს არ უნდა იქცეს მთელი სახეობის წინააღმდეგ ბრძოლად და მგლის დემონიზაცია არ უნდა მოხდეს.

საქართველოში მგელთან ბევრი სტერეოტიპია დაკავშირებული, რასაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მედიაც უწყობს ხელს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ საკითხს ინტენსიურად ვიკვლევდი. ხშირად მოდიოდა ჩვენთან ინფორმაცია დასახლებულ პუნქტებში საქონელზე მგლის თავდასხმის შესახებ. მართლაც იყო ორიოდე შემთხვევა, როცა საქონელს ცოფიანი მგელი დაესხა თავს. მაგრამ ძალიან ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, როცა მედიაში ამ თავდასხმების შესახებ გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაცია გადიოდა. იყო შემთხვევები, როცა ვატარებდით ექსპერტიზას და ირკვეოდა, რომ რეალური თავდამსხმელი მგელი კი არა, ძაღლი იყო. ასეთი ფაქტი იყო გლდანში, სადაც ცხვრებს მგელი კი არა, ძაღლი დაესხა თავს. იყო საუბარი იმაზეც, რომ კახეთში მგელმა ქალი დაგლიჯა, თუმცა ექსპერტიზამ ეს ფაქტი არ დაადასტურა.

როდესაც სოფლიდან მოშორებით, სადღაც შუაგულ ტყეში, მტაცებელი თავს ესხმის საქონელს, ეს მტაცებლის ბრალი არ არის. ეს იმის ბრალია, რომ საქონელი სათანადოდ არ არის დაცული.

არ შეიძლება მგლის და ზოგადად, მტაცებლის დემონიზება. ცხოველი ცხოველია. ის ბუნების აუცილებელი შემადგენელი და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მგელი ბუნებაში უფრო დიდი ხანია არსებობს, ვიდრე ადამიანი.

- რით არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი?

- ამ თემაზე ძალიან ბევრი კვლევა არსებობს. ყველაზე უფრო ცხადი მაგალითი იელოუსთოუნის შემთხვევაა. მას შემდეგ, რაც იელოუსთოუნის ეროვნულ პარკში მგლები აღადგინეს, პარკის ეკოსისტემამ დაიბრუნა პირვანდელი სახე და მდინარეებმაც კი შეიცვალეს კალაპოტი. ერთი შეხედვით ხომ თითქოს არანაირი კავშირი არ არის მდინარის კალაპოტსა და მგლებს შორის, მაგრამ ამ დროს ძალიან დიდი კავშირია. არსებობს კვებითი ჯაჭვები და პირამიდა, რომლის წვერშიც უმაღლესი მტაცებელია. ამ პირამიდაში უხეშმა და დაუფიქრებელმა ჩარევამ შეიძლება ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დაგვაყენოს.

ხშირად ამბობენ, რომ "მგელი ბუნების სანიტარია". ეს მართლაც ასეა. მგელი კი არ "ასუფთავებს", არამედ მაქსიმალურად ინარჩუნებს საკუთარი მსხვერპლის ჯანსაღ პოპულაციას.

თუ მგელმა სადმე ერთი ძროხა შეჭამა, ამის გამო მგელი მთლიანად არ უნდა გავწყვიტოთ. თუმცა, ის მგელი, რომელიც ძროხას ჭამს, რა თქმა უნდა, რეგულირებას უნდა დაექვემდებაროს. მაგრამ მთელი სახეობის მიმართ დევნა, არასწორია. რეგულირება უნდა იყოს გონივრული. მტაცებლების რეგულირების წესის შემოღებისას ბევრ ქვეყანაში დაუშვეს შეცდომა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მგელს ასე ტოტალურად მსოფლიოში არსად სდევნიან.

- ველოსიპედი რომ არ გამოვიგონოთ, როგორია გონივრული რეგულირების მექანიზმი?

- მგელს და ზოგადად ველურ ბუნებას არაერთი კონვენცია იცავს. მაგალითად, მგელი არის ბერნის კონვენციით დაცული სახეობა. არაგონივრულმა რეგულაციამ შესაძლოა პრობლემა შექმნას რომელიმე კონვენციასთან ურთიერთობაში. ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იქნება.

აუცილებელია საკუთარი ქონების და პირუტყვის სათანადო დაცვა. ალბათ თქვენც მიგიქცევიათ ყურადღება, რომ სოფლებში ძროხებს ხშირად საძოვარზე მარტო უშვებენ. ამ შემთხვევაში ის მტაცებლისთვის ადვილად მოსაპოვებელი მსხვერპლია და ძნელია, მგელი დაადანაშაულო.

- ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ რთულია უშუალოდ “დამნაშავე” მგლის გამოვლენა...

- სინამდვილეში ეს ძალიან მარტივია. ის, ვინც თავს ესხმის შინაურ საქონელს, იქვე ახლოს ცხოვრობს. ამ დროს ხდება ჩასაფრებით ნადირობა. ეს უტყუარი მეთოდია იმ მტაცებლის გამოსავლენად, რომელიც პრობლემას ქმნის. ასე იქცევიან განვითარებულ ქვეყნებში, იქ, სადაც ნადირობის ბიოლოგების რაოდენობაც ბევრია და მონადირეების კვალიფიკაციაც გაცილებით უფრო მაღალია. აუცილებელია ცხოველების აღრიცხვა, შეფასება და ამ საკითხის შესწავლა. თორემ, ისე მონადირეს თუ ვკითხავთ, ის ყოველთვის იმას იტყვის, რომ მგლების რაოდენობა გაიზარდა და მათი შემცირებაა საჭირო.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მონადირეების პოზიციაა?

- რა თქმა უნდა.



წყაროhttp://mtisambebi.ge/news/ecology/item/268-zurab-gurieliwe-%E2%80%9Emgels-ase-totalurad-msoplioshi-arsad-sdevnian%E2%80%9C
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2419 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 191 2 »
0   Spam
19 ttg   (17.11.2017 12:59:40) [მასალა]
სანიტარი კი არა,მკვლელია. სადაც შემხვდება ცოცხალს არ გავუშვებ, იმიტომ, რომ ხალხზე გადავიდა Shooting

0   Spam
18 Gochahaha   (13.06.2017 21:40:04) [მასალა]
გოჩაჩაჩა. მგლები ისეა მომრავლებული წყალტუბოში სოფელ მაღლაკთან, მდინარე გუბისწყალზე შეიარაღებული დაცვის გარეშე სათევზაოდ ვერ გავსულვართ. ადამიანსაც არ ერიდებიან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაგლეჯილი პირუტყვის ნარჩენები გვხდება ნაპირებთან.

0   Spam
17 nemso001   (12.06.2017 16:20:38) [მასალა]
069 შიგ აქვს ამის სულელი დედა მ...,რა იცი შე სირო რაარის საქნელი.ქუთაისში ქუჩაში ეცა ორი მგელი ადამიანს და ერთი მოკლეს,მეორემ კი გაქცევა მოასწრო,სოფ. დღნორისაში რატომ არაქვეყნებთ მგლებისგან დაჭმული 30 წლის ბიჭის მხოლოდ ტავი რომ ნახეს.ერთი კვირის წინ

0   Spam
16 grenader21   (08.06.2017 19:35:24) [მასალა]
ამ კაცის სიტყვა არ დაიჯერება წყალდიდობის მერე მატორზე,თავისივე ზოოპარკში უნდა ჩაუყარო მშიერ მგლებს მაგათი თავები და რამ დენჯერ გვინატრებენ ვნახოთ ერთი.

0   Spam
15 Hunter77   (08.06.2017 15:19:10) [მასალა]
რას მიაც-მოაცვამ ზურიკო??? შენ ის არ იცოდი ზოოპარკში რამდენი ცხოველი გყავდა და ტყეში რამდენი მგელია რა ჩემი ფეხები იცი...

0   Spam
14 fritz-weber   (07.06.2017 20:37:47) [მასალა]
ტყეში ვეღარ ეტევიან უკვე იმდენია, რიკოთის იქეთ დასავლეთით პატარა სოფელია, ხუნევი, ტყეში ნამდვილი საგიჟეთია სავლეა მტაცებლით. იმიტოა გზები სავსე პირუტყვით შიშით მინდორში ვეღარ უშვებს ხალხი. მაგანაც არ უშველა უკვე რამდენიმე შემთხვევა იყო ღამით მანქანები ეჯახებიან მოსეირნე მგლებს. ტურაზე აღარაფერს ვწერ.....

0   Spam
13 fritz-weber   (07.06.2017 20:25:16) [მასალა]
ეს ვაჟბატონი იყო როგორც ვიცი შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორია მგლების ბუნაგად რო აქცია 90იან წლებში, რაც მაგან გაამრავლა მარტო ისაა საკმარისი მთელი ეკოსისტემის ასაოხრებლად!!! სწორედ მაგის მერე იყო ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში შვლის რაოდენობა 4ჯერ რომ შემცირდა. ამ დროს ერთ შველზე 6ზე მეტი მგელი მოდიოდა

0   Spam
12 giorgigagoshvili   (07.06.2017 15:03:11) [მასალა]
ეს არ იყო ასეულობით მგლები რომ შემოასახლა საქართველოში, 90 იან წლებში?! მადლობა ბატონო ზურაბ ამისთვის, დღეს საქართველოში ყველაზე ჯანსაღი ეკოსისტემა გვაქვს, სანიტრებს ქვეყანად ვიქეცით სულ რამოდინიმე ათეულ წელში. სამშობლო არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს... ec

0   Spam
11 მაცაკ   (07.06.2017 14:18:52) [მასალა]
ეეე დებილებო უნამუსოებო ყ..ბო ეგრე შეარცხვინეთ თქვენი ქართველობა თქვენი დედაცცცცც

0   Spam
10 beqakakabadze   (06.06.2017 19:51:12) [მასალა]
ამ ინტერვიუსჰი ნეტა რამდენი გადაუხადეს ასე ტკბილად როსჰუკსჰუკეებს?

0   Spam
9 ARIOL   (05.06.2017 22:36:40) [მასალა]
კავკასიურ მგელს ქალაქში და ბარში რა უნდა???ის მთაშია!!!გერმანული ნაგაზის ხელაც არ არიან!ძაგლებივით არიან და ტანაც ბირკიანები!!სირცხვილი კი არაა სხვას რომ კიტხოთ აზრი??!! 48 48 48 48 48

0   Spam
8 raptor   (05.06.2017 21:07:58) [მასალა]
ადგნენ მერე და დაითვალონ მგლის რაოდენობა, მარტო იმას გაიძახიან მგლის პოპულაცია არ უნდა შემცირდესო თან არავინ იცის რამდენი მგელია ქვეყანაში. მოვითხოვოთ რომ დაითვალონ რამდენადააც შესაძლებელი იქნება ეს.

0   Spam
7 chale88   (05.06.2017 17:22:48) [მასალა]
ამათი აზრით მგელი კეთილი არსებაა უწყინარი სანიტარი რომელიც მხოლოდ დაავადებულ ნადირ ფრინველს მიირთმევს ჯანმთელს პირს არ ახლებს არცერთ შემთხვევაში ხოდა იმიტომ არის ასერო ფიქრობენ სავსე ნადირ ფრინველი. ჩვენი ქვეყანა წინ ვერ მიდის და ვერც წავა ამდენი ფულის მონა ხალხის ხელში.

0   Spam
6 panati   (05.06.2017 16:30:42) [მასალა]
ჩაიგდეს ძალაუფლება და როგორც უნდათ ისე ატრიალებენ ,მოსახლეობას რააწუხებს არაინტერესებენ

0   Spam
5 zaza1982   (05.06.2017 13:28:01) [მასალა]
ვინც ბევრს ბახიბუხობტ და ტყესჰიც არ ყოფილხარ და ცარმოდგენა არ გაქვტ რაც ხდება აი მტელი ტქვენი კოლექტივი დიდიან პატარიანად უნდა ცაგიყვანოტ კაცმა და ტყესჰი დაგაბატ და ტურებმა და მგლებმა ჯერ უნდა გაგჯიმონ და მერე სჰეგჯამონ სირებო ტქვენ, ცვერებიანო აზრზე არ ხარ და ბახიბუხომ, რამდენ გლეხს სჰეუჯამეს საქონელი, მარტო ერტ მოსარეკსჰი 7 მგელი ვნახეტ ევროპას რომ ედრები გაახილე ტვალები

1-15 16-19
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика