ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » მარტი » 17 » ნადირობის შესახებ კანონპროექტს გარემოს დაცვის სამინისტრო თავიდან შეიმუშავებს    

06:03:45
ნადირობის შესახებ კანონპროექტს გარემოს დაცვის სამინისტრო თავიდან შეიმუშავებს
მონადირეების პროტესტის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტრო ორჯერ კორექტირებულ ნადირობის შესახებ კანონპროექტს თავიდან შეიმუშავებს.
ამის შესახებ ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორმა, რევაზ ბეჟაშვილმა განგვიცხადა.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროში, 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ კანონპროექტის შემუშავებმადე მონადირეთა საზოგადოებას 17 პუნქტიან კონცეფციას წარუდგენენ.

"შევიმუშავებთ საით მივდივართ, რა გვინდა და წარვუდგენთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შემდეგ დაიწყება კანონპროექტზე მუშაობა. გარდა იმისა, რომ სამინისტროს თანამშრომელი ვარ, მონადირეც ვარ და ჩემთვისაც მიუღებელი იყო ამ კანონპროექტის ბევრი პუნქტი," - ამბობს ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორი, რევაზ ბეჟაშვილი.

მისივე თქმით, დოკუმენტის რიგი მუხლები გერმანული კანონის ანალოგიური ვარიანტიდანაა გადმოღებული, რომლებიც საკმაოდ აცდენილია ქართულ რეალობას. რევაზ ბეჟაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე კვირაში დაიწყება.

ნადირობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროში შეიმუშავეს, მონადირეთა საზოგადოებამ დაიწუნა.
ისინი დოკუმენტის თავიდან დაწერას და მასში თავიანთი მოსაზრებების გათვალისწინებას ითხოვდნენ.

კანონპროექტი სამონადირეო კლუბებისა და სამონადირეო ტერიტორიების შექმნას, საწევრო გადასახადის შემოღებას, ტყვიის საფანტის აკრძალვს და სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებდა, რომლებიც მონადირეებისთვის მიუღებელი იყო

წყაროhttp://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/6881-nadirobis-shesakheb-kanonproeqts-garemos-dacvis-saministro-thavidan-sheimushavebs
ნანახია: 2144 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 12
0   Spam
12 kobaxidze   (26.03.2017 08:34:14) [მასალა]
ტყვიის საფანტს ვერ აკრძალავენ

0   Spam
11 basheli   (26.03.2017 00:23:59) [მასალა]
ევროპაჰი ფრანგებს უკვარტ ნადირობა ვიცი უეჰველი ბელგიაჰი ვინმემ ნანადირევი რო დაგინახოს ეგრევე პოლიციასჰი დარეკაცს მინიმუმ 1000 ევრო ჯარიმა გარანტირებულია ესეც მოსამარტლე ტუ კაი ხასიატზე იქნა მაგარი გამარტლება იქნება

0   Spam
10 basheli   (26.03.2017 00:19:06) [მასალა]
მჰვიდობა ქარტველებს 8 ცელი ვიცხოვრე ევროპაჰი არსად გამიგია რკინის საფანტი ნადირობის უფლება არ მქონია მაგრამ სანადირო მაგაზიების ხჰირი სტუმარი ვიკავი ექსპერიმენტს აცკობენ მგონი საქარტველოჰი ტუ რა ხდება ნეტა ცოტა ფხიზლად ზმებო ტორე რაგაც ბოთე კანონებს აგვკიდებენ 167 ფხიზლად ვიყოტ

0   Spam
9 giorgi112   (18.03.2017 12:42:10) [მასალა]
მეც ვეთანხმები იმ აზრს რომ მონადირესა და იარაღის მფლობელს შორის განსხვავება უნდა იყოს,თუნდაც სტატუსით.ჩემი აზრით კარგი იქნება თუ მონადირის სტატუსის მოსაპოვებლად იქნება გამოცდა

0   Spam
თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა მივესალმები, როგორც ჩანს ყურადიღეს კომპეტენტური ადამიანების რჩევები და მონადირეების დამოკიდებულება ამ კანონის არ მიღებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კანონს?! უმეტესობა დამეთანხმებით ალბათ რომ სამონადირეო სფეროში ცვლილებებია საჭირო და ისეთი კანონის მიღებაა აუცილებელი რომელიც დაიცავს ბუნებას და ამავდროულად გათვალისწინებული იქნება მონადირეების ინტერესებიც. პირველ რიგში აუცილებელია მტაცებლების საკითხის მოგვარება თუკი გვინდა ბუნებას რაიმე ეშველოს, შემდეგ მისახედია (მანოკისტების,ღამე ფარისტების, მდინარეებში აპარატისტების და ასე შემდეგ საკითხები) მონადირეები დამეთანხმებით თუ რაოდენ მომრავლდენ ამ ბოლო დროს ადამიანები რომლებიც გვხვდებიან სავარგულებში იარაღით რომლებსაც ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ არც იარაღზე და ნადირობის ეთიკაზე და ბუნებაზე ხომ საერთოდ. თითქოს მოდური გახდა მავანთათვის იარაღის შეძენა და მეორე დღეს თუ არა რამდენიმე კვირაში სანადიროდ გასვლა ისე რომ ელემენტარული არ იციან ამ ადამიანებმა არც უსაფთხოებაზე და არც იმ იარაღის შესაზლებლობებზე რაც ხელში უკავიათ.(გამოცდის შემოღება იარაღის გაფორმების დროს კარგი გადაწყვეტილება იყო ჩემი აზრით) განსხვავება უნდა არსებობდეს იარაღის ფლობელსა და მონადირეს შორის, ის რომ ვისაც იარაღი აქვს ყველა მონადირეა მე ასე არ ვთვლი.(მაგალითები უხვად შემიზლია მოვიყვანო პირადი პრაქტიკიდა, მარტო ჩემი ირლანდიური სეტერიც საკმარისია ალბათ რომელიც ტურა ეგონათ და შემოაკვდათ,ვაი მონადირეს რომელიც მერე ლამის მე შემომაკვდა) ასე რომ შემომაქვს წინადადება გავხსნათ თემა და ვიმსჯელოთ რა ინდა იქნას გათვალისწინებული ახალ კანონში რატომ, როგორ, რას მოუტანს ბუნებას და მონადირეებს, არგუმენტირებულად და რეალობიდან გამომდინარე, და არა ისე სრომ სხვა ქვეყნიდან კანონები ვაკოპიროთ ადგილობრივი რეალობის უგულვებელყოფით. თანახმა ხართ მემგონი ცუდი არ იქნება. ერთხელ და სამუდამოდ ხომუნდა დაადგეს საშველი ამ სახკითხს.თუ არ გვინდა რომ ცოტახანში მარტო ტურები და მგლები დათარეშობდნენ ბუნებაში და მდინარეში ბაყაყები.

0   Spam
7 გოჩა55   (16.03.2017 13:33:31) [მასალა]
ღერა ქნას ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდეს ყველაფერი 166 10 39

0   Spam
6 vanoarchi   (15.03.2017 13:59:27) [მასალა]
მადლობა ყველას , ვინც იაქტიურა, ხმა ამოიღო და სამინისტროს ყურამდე მიიტანა მონადირეების პროტესტი; ეს პატარა საქმე არ იყო. ეხლა იმედი უნდა ვიქონიოთ რომ გააზრებულ და საქართველოს რეალობაზე მორგებულ კანონს მიიღებენ და არა რომელიმე ქვეყნის კანონს გადააქართულებენ გაუაზრებლად.

0   Spam
5 gugalo   (14.03.2017 23:49:43) [მასალა]
მინდა,რომ საქმის მცოდნე ადამიანებმა გადაწყვიტონ ეს ჯანსაღი კამათი და ნამდვილ მონადირეებს გული არ დაგწყვიტონ,ჩვენ ბუნების სიყვარულში ნუშეგვეცილება ნურავინ.

0   Spam
4 monadire_999   (14.03.2017 22:06:40) [მასალა]
ღმერთმა ქნას ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვიტონ და არა ჯიბეების გასასქელებლად..

0   Spam
3 monadire-20   (14.03.2017 16:33:15) [მასალა]
მაშინ თუ ეს მართალია მოგილოცავთ მონადირეებო 10
იმედია ამჯერად წინასავით დებილ კანონს არ შემოიღბებნ

+1   Spam
2 lasha2626   (14.03.2017 11:09:52) [მასალა]
იმედია სანდო იმპორმაციაა, მოსალოცი ამბავია))))

0   Spam
1 panati   (14.03.2017 08:00:27) [მასალა]
აი ასერა შეაჩერეთ შეიმუშავეთ, გადახედეთ ერთი ხელის მოსმით ნუ განიხილავთ , უპირველეს ყოვლისა გაითვალისწინეთ ჩვენი მონადირეების მოთხოვნები პირობები,არშეიძლება უცებ გერმანიას შევედაროთ ,გერმანიამდე ჯერ დიდი გზა გვაქვს გასავლელი,ანდა ის უტვინო რომ გამოსულა და ლექციას რომ კითხულობს ასე არაა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика