ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » ივნისი » 29 » „სენაკში ამის გაკეთება არ შეიძლება... ვერავინ გათვლის, კარიერის გახსნა რა კატაკლიზმებს გამოიწვევს“    

13:54:45
„სენაკში ამის გაკეთება არ შეიძლება... ვერავინ გათვლის, კარიერის გახსნა რა კატაკლიზმებს გამოიწვევს“
   11 ათას ლარად გაყიდული „ეკის მთა“, დაანონსებული ცემენტის ქარხანა და გარემოზე ზემოქმედების ჯერ არ გაცემული ნებართვა
„ვერსიის“ საგამოძიებო ბიურო აგრძელებს სტატიების ციკლს, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოტიანეთსა და ნოსირში, მიმდინარე ცემენტის კლინკერის ქარხნის მშენებლობასა და კირქვის საბადოს ამოქმედებას შეეხება. ქარხანა ოფიციალურად უკვე გაიხსნა; უფრო სწორად, მშენებლობა დაანონსდა, თუმცა დღეს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გარემოს დაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ არა აქვს გაცემული გარემოზე ზემოქმედების შეფასება ( ე.წ. გზშ), რომელმაც უნდა გვიპასუხოს შემდეგ კითხვებზე - რა გავლენას მოახდენს სოფელ კოტიანეთის კირქვის საბადო გარემოზე, ასევე ცემენტის ქარხნის მშენებლობა სოფელ ნოსირში , დააყენებს თუ არა ეკოლოგიური პრობლემის წინაშე სენაკის მუნიციპალიტეტს, ზოგადად, კოლხეთის დაბლობსა და შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას. ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი თავისტკივილი სწორედ იმაზე ფიქრია, რა ბედი ელის მათ ეზო-კარს, სასმელ წყალს, ნათესებსა და ჰაერს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და იმ ტურისტულ და საკურორტო ზონას, რომელიც მათი მთავრი სიმდიდრეა. ამიტომაცა ითხოვენ სამთავრობო კომისიის შექმნასა და ალტერნატიულ ექსპერტიზას, რაც ლოგიკური და საუკეთესო გამოსავალი მართლაც იქნება.
  2015 წლის 27 აგვისტოს, შპს „ქართული სამშენებლო მასალების კომპანიასა“ და მარიამ მაჭარაშვილზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე ოფიციალურად იყო გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.კანონის ფარგლებში, 2014 წლის 17 ნოემბერს, აუქციონი გაიმართა. ლოტის საწყისი ფასი 10 ათასი ლარი იყო. 6-საათიანი „ვაჭრობის“ შემდეგ კი, ლოტი 11 ათას ლარად გაიყიდა და ლიცენზიით სარგებლობის ვადა 20 წლით განისაზღვრა.
  „ვერსიამ“ გარემოს დაცვის სამინისტროსგან კირქვის კარიერის გაცემის შესახებ დოკუმენტაცია გამოითხოვა, სადაც ვკითხულობთ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთთან, ჯამში, 6 მილიონ 210 000 ტონა კირქვის მოპოვებაზეა ნებართვა გაცემული. საინტერესოა ის, რომ ლიცენზიას ხელს „გაურკვეველი“ პირი აწერს. სახელი და გვარი არ არის გარკვევით დაწეროლი. ხელმოწერით კი, შეუძლებელია ამის დადგენა. ხელმოწერის გასწვრივ, არც ხელმომწერის სტატუსია დაკონკრეტებული. უბრალოდ, წერია, რომ დოკუმენტს ხელს აწერს „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფლებამოსილი პირი. ასე რომ, პასუხისმგებლობა ლიცენზიის გაცემაზე, კონკრეტულად ვის ეკისრება, ჯერჯერობით, გაურკვეველია. ასევე გაურკვეველია ვინ არის ფიზიკური პირი მარიამ მაჭარაშვილი, რომლის ვინაობა ვერც ცეზარ ჩოჩელმა ვერ განგვიმარტა. იმედია, მის ვინაობასაც დავადგენთ.
  ამ პროცესში თითქმის არავის გახსენებია, რომ გასული საუკუნუს 80-იან წლებში, კომუნისტებმა დააკონსერვეს ცემენტის ქარხნის მშენებლობა. მიზეზების ძებნისას, კი აღმოჩნდა, რომ სენაკს დამცველად გამოუჩნდა ეკის მკვიდრი, ტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ლაბორატორიის ინჟინერ-ლაბორანტი ჯულიეტა ადამია, რომელმაც პროცესში ჩართო ტაშკენტის ლაბორატორია და დაიდო ასეთი დასკვნა: „რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელს უწყობს მდინარეთა ქსელების სიხშირეს, რის გამოც ეკის მთა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია მიწისქვეშა წყლებითაც. აღსანიშნავია ასევე თერმული, მინერალური და კარსტრული მტკნარი წყაროებიც... ეკის მთაც და მისი მიმდებარე ტერიტორიაც, ფაქტობრივად, დგას ტბაზე და ხელოვნურად, თუნდაც ერთი ლოდის ჩამოშლის შემთხვევაშიც კი, შეიძლება მთაზე ბუნებრივად უმართავი პროცესები დაიწყოს, რაც არა მხოლოდ სენაკის რაიონს, არამედ საერთოდ კოლხეთის დაბლობსაც დააზარალებს“. ( „ვერსია“ დაუკავშირდა ტაშკენტის ლაბორატორიას და დაწვრილებით ინფორმაციას უახლოეს ნომრებში მოგაწვდით).
 მანამდე კი „ საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პაატა გიორგაძესთან გავარკვიეთ, წყლის რა მარაგია სენაკის მუნიციპალიტეტში და სოფელ კოტიანეთთან კირქვის საბადოს გახსნამ, შეიძლება თუ არა გარკვეული პრობლემები შექმნას. ბატონი პაატას შეფასება, ფაქტობრივად, ტაშკენტის დასკვნის იდენტურია: „საქართველოში არსებული ბუნებრივი სასმელი წყლის მარაგები, რაოდენობრივადაც და თვისობრივადაც, უნიკალურია. ასეთი, 600-მეტრიან შრეებში, ბუნებრივად აკრეფილი, სიცოცხლისათვის აუცილებელი მინერალები, თითქმის 100-ზე მეტი პარამეტრებით, არც რუსეთს აქვს, არც ავსტრიას, არც ინგლისს, არც ამერიკას. ჩვენ გვაქვს ასეთი სიმდიდრე და ამას ვუქმნით პრობლემას? წყლის მარაგისთვის უმნიშვნელოვანესია ტყე, ამიტომ ტყის ფართობების აღგენა-განახლება უნდა იყოს აყვანილი სახელმწიფო დონეზე. სენაკში თუ კირქვის მოპოვებას იწყებენ, პრობლემები, რა თქმა უნდა, შეიქმნება _ კარიერის ამოქმედება გამოიწვევს მიწის წყლების, გრუნტის ზონის დაწევას და აუზების აბსოლუტურ დეგრადირებას. არადა სენაკში, არაერთი არტეზიული და კარსტრული წყალია. კარიერის ამოქმედება ამ წყლების გაქრობას თუ არა, სხვა ხარისხში გადაყვანას მაინც გამოიწვევს. ეს ყოვლად დაუშვებელია. საქართველო უნდა გახდეს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის ქვეყანა. მსოფლიო ბაზარზე უნდა გავიტანოთ ეს ჩვენი სიმდიდრე, ესაა დღეს ჩვენი ხსნა და საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა. რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს რუსეთში ნაპოვნია სასმელი წყლის მარაგი და ოფიციალურად აცხადებენ, რომ წყალს უნდა მიხედონ და ამ ფონზე, მათთვის, ნავთობისა და გაზის მოპოვება-წარმოებაც აღარ არის აქტუალური. ეს ბუნებრივია, რადგან ყოველდღიურად, მსოფლიოში, 4,5 მილიარდი ადამიანი, სასმელი წყლის გარეშე რჩება. ჩვენ კი, წყლის ასეთ უნიკალურ რესურსი გვაქვს და თურმე, ამას ვუქმნით პრობლემას? სენაკში ამის გაკეთება არ შეიძლება. სენაკი მიწისქვეშა წყლებითაა მდიდარი. კირქვის მოპოვებას თავისი წესი აქვს. ასე არიგებენ ლიცენზიებს? არ დადეს გეგმა, რა საფრთხის წინაშე დადგება რეგიონი? პირადად ჩემი პოზიცია ასეთია, სენაკში კირქვის კარიერის ამოქმედება, პრობლემას შეუქმნის იქ არსებულ წყლებს და ვერავინ გათვლის, რა კატაკლიზმებს გამოიწვევს“.
„ვერსიამ“ გარემოს დაცვის სამინისტროში გაარკვია, ჩოჩელის კომპანიას, მსგავსი ნებართვა ჯერჯერობით აღებული არ აქვს: „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მიმდინარე წლის 20 მაისს შემოსული #9291 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში ცემენტის წარმოების საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა/გარემოზე ზემოქმედების ნებართვა არ არის გაცემული“.
  ჯერჯერობით არც წინასწარ შედგენილი დამუშავების პროექტი არსებობს, რომელიც წიაღისეულის მოპოვებისთვისაა აუცილებელი. ინვესტორები ამბობენ, რომ ყველა საჭირო პროექტი, ივლისის ბოლოსთვის ექნებათ. აგვისტოში კი, იმედი აქვთ, რომ გარემოზე ზემოქმედების ნებართვას მიიღებენ.
წყარო გაზეთი „ვერსია“
 


წყაროhttp://ghn.ge/com/news/view/155715
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1569 | დაამატა: ზურა333 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 GioXp   (04.07.2016 20:43:42) [მასალა]
გარემოზე ზემოქმედების ნებართვაო 069 069 069 069 069 069 069 167 167 167 167 167

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 61
    სტუმარი: 61
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика