ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » ივნისი » 28 » თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის ლოკაციები ცნობილია!    

14:29:22
თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის ლოკაციები ცნობილია!
გიორგი ურუშაძე
  ფაქტი, რომ ყველა ადამიანი სუნთქავს, თუნდაც იმით დასტურდება, რომ მე ახლა ამ სტატიას ვწერ და თქვენ, ალბათ, კითხულობთ. თუმცა გიფიქრიათ ოდესმე, რას ვსუნთავთ? – ჩემი პასუხია არა და თქვენი მერე გამიმხილეთ.
საკვებ პროდუქტებს ხშირად მთელი გულმოდგინებით ვარჩევთ ხოლმე, თუმცა, აი, ჰაერის არჩევის შესაძლებლობა ჯერ არ გვაქვს. მაქსიმუმ აგარაკზე თუ ავალთ და იქ გავიხსენებთ, რა ნეტარებაა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა. სწორედ ამიტომ, შევეცდები გაგარკვიოთ თუ რამდენად დაცულია ის გარემო, სადაც ჩვენი მოხმარების პროდუქტი, ჩვენი წილი ჰაერი ბრუნავს.
წინ რთული ტერმინოლოგიით გაჯერებული ინტერვიუები გელოდებათ, ასე რომ, ხელი ჩამკიდეთ. ერთად გავიკვლიოთ გზა სუფთა ჰაერისკენ.
აი, წარმოვიდგინოთ ვისი მოვალეობა შეიძლება იყოს ჰაერის კონტროლი? ალბათ, გაგვახსენდა. გარემოს დაცვის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, შეიძლება დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც მივმართოთ და ხო, ალბათ, რომელიმე ექსპერტსაც. ჩვენც სწორედ ასე მოვიქეცით. ვნახოთ, რა რეზულტატი მივიღეთ.
ქალბატონი ნანა გაბრიაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსია. სწორედ ის დაგვეხმარება შევისწავლოთ ჩვენი ჰაერი და გავიგოთ რა ზიანის მოტანა შეუძლია მავნე ნივთიერებების შემცველობას ატმოსფერულ ჰაერში.
ნანა გაბრიაძე:
– ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე თბილისში, რამდენიმე მიზეზი იწვევს. ეს არის სამრეწველო სექტორი, ენერგო სექტორი, ავტოტრანსპორტი, ასევე ქალაქდაგეგმარების პრინციპების დარღვევა და გამწვანებული ტერიტორიების ნაკლებობა, განსაკუთრებით თბილისში. ჩვენ სტაციონარული დამაბინძურებელი საწარმოები არა გვაქვს, რომლებიც მასობრივად აბინძურებენ ჰაერს გამონაბოლქვებით, ჰაერის დაბინძურების წილი ავტოტრანსპორტზე მოდის. ამ შემთხვევაში ჰაერში ხვდება ისეთი ტოქსიური ნივთიერებები, როგორიც არის აზოტის, გოგირდის მყარი ნაწილაკები, ე.წ. PM10 და M2,5, ნახშირჟანგი, აზოტის ჟანგეულები, მანგანუმის ორჟანგი და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი ნივთიერებები ერთდროულად მოქმედებენ ადამიანზე. შესაბამისად, ამაზე დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობის ეფექტები, თუ რა დროის განმავლობაში, რა ხანგრძლივობით, რა კონცენტრაციით მოქმედებს ეს ნივთიერებები ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები, მოხუცები და ორსული ქალბატონები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ჰაერის დაბინძურების ეფექტები იყოფა ორ ნაწილად: ეს არის მოკლევადიანი მოქმედების შედეგად გამოწვეული ეფექტები და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოქმედი ეფექტები. ხანმოკლე ვარიანტის შემთხვევაში ადამიანს უჭირს სუნთქვა, აქვს ხველა, სურდო, იმატებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რესპირატორული დაავადებები, ესე იგი, პროცესი არის უფრო მწვავე. ხოლო ხანგრძლივი მოქმედების შედეგად პროცესი გახლავთ ქრონიკული ხასიათის და ხდება რესპირატორული და კარდიოვასკულარული ქრონიკული დაავადებებით მიმართვა ჯანდაცვის დაწესებულებებში. ხდება ფილტვებში ფიზიოლოგიური ფუნქციის მოშლა და განსაკუთრებით, რაც ყველაზე სავალალო გახლავთ, ორსულ ქალბატონებზე, ბავშვის მუცლად ყოფნის დროს, ნაყოფის ზრდის შეზღუდვა.
– არსებობს თუ არა კვლევები, რომელიც ჰაერის დაბინძურების მავნე შედეგებს დაგვანახებს ადამიანის ჯანმრთელობაზე?
– ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომელიც დაადასტურებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და უშუალოდ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, ფინანსური რესურსების არქონის გამო, ჩატარებული არ გახლავთ.
– აბა, როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, ჰაერის შემცველი მავნე ნივთიერებების ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე?
– არის მთელი რიგი მონაცემები. ჩვენი სტატისტიკური ცნობარის მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შემდეგი დაავადებების მომატების ტენდენციაა. ეს არის სასუნთქი სისტემის დაავადებები, ასევე, პნევმონიების ინციდენტობა და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობის შემთხვევები, რომელიც ხასიათდება ზრდის ტენდეციებით.
– როგორც ვიცი, მავნე ნივთიერებები ჰაერში, კიბოს გამომწვევი მიზეზიც კი შეიძლება გახდეს…
– დიახ. კიბოს გამომწვევია, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია, ორგანოების მიხედვით, თუ როგორ ხდება ზრდა კიბოს შემთხვევაში. ყველაზე ხშირია ფილტვის კიბოსა და ზემო სასუნთქი სისტემის შემთხვევები.
– ჰაერში რომელი ნივთიერებების შემცველობა ითვლება ყველაზე საშიშად?
– განსაკუთრებით დამაბინძურებლად ითვლება ჰაერში აზბესტის შემცველობა, როდესაც ხდება მისი გამოყენება სამუხრუჭე ხუნდებში, შემდეგ სამშენებლო მასალებში და ასე შემდეგ. ეს მოქმედებს, როგორც დასაქმებულის ჯანმრთელობაზე, ისე ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობაზე.
– როგორი მონიტორინგის მექანიზმები აქვს სახელმწიფოს?
– არ არსებობს 24 საათიანი მონიტორინგი. როდესაც არა გაქვს ინფორმაცია, რა კონცენტრაციებით არის ნივთიერებები ჰაერში, შეუძლებელია დასკვნების გაკეთება. მაგრამ, ჩვენ გვაქვს საინტერესო ინფორმაცია, მაგალითად, ის, რომ იმატებს იმპორტირებულ მანქანათა რაოდენობა, არ არის დადგენილი იმპორტირებული მანქანების ასაკი, მათი მდგომარეობა. გარდა ამისა, არ ხდება მანქანების ტექნიკური დათვალიერება და ხშირად თბილისის ქუჩებში თუ გავივლით, ტექნიკური დათვალიერებაც არაა საჭირო, რომ მივხვდეთ, როგორ ხდება შავი გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება. – რა არის გამოსავალი? ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება იქნება შედეგის მომცემი?
– ასოცირების ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, გვავალდებულებს და ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი გახლავთ გარემოს დაცვის სააგენტო და გარემოს ეროვნული სააგენტო. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში იგეგმება ქსელის გაფართოება და შესაბამისად, მონიტორინგის გაფართოებაც. ეს ყველაფერი უფრო ნათელ სურათს მოგვცემს, თუ როგორია ჰაერი დღეს. ასევე, ჩვენ გვჭირდება ტროლეიბუსების, ტრამვაის მიმართულებით მუშაობის გაძლიერება, ასევე, საჭიროა ველოსიპედის გამოყენებაც, რადგან ეს გარემოსთვის უსაფრთხო ტრანსპორტია. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ სანიტარული ინსპექციის გაუქმებას მოჰყვა ლაბორატორიების გაუქმება, რომელიც ახდენდა არა მარტო ჰაერის მონიტორინგს, არამედ ადგენდა ჰაერის დაბინძურების შედეგების მოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
აქედან დასკვნა: მონიტორინგის ეფექტური მექანიზმები არ არსებობს. მოსახლეობა არაა ინფორმირებული თუ რა ჰაერს შეისუნთქავს. საცობები, იმპორტირებული მანქანების რაოდენობა იზრდება, ეს კი საშიშ სურათს გვაძლევს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობს მანქანების ტექნიკური დათვალიერების გამართული სისტემა.
ამ და სხვა თემებეზე, ჩვენი შემდეგი გზამკვლევი გახლავთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინა არაბიძე. მარინა არაბიძე:
– გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს ჰაერის ორი ტიპის მონიტორინგს, პირველი ეს არის სტაციონარი – ჯიხურების სახით. ეს გვაქვს განთავსებული 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და ზესტაფონში. ასევე 4 მათგანი გვაქვს თბილისში, აქედან 3 ქალაქში, ხოლო ერთი ვაშლიჯვარში. ეს არის ავტომატური სადგური, თანამედროვე, 24 საათიანი. დანარჩენ სადგურებში სამუშაო საათებში ხდება გაზომვები.
აქ იზომება ძირითადი ჰაერის დამაზიანებლები, ეს არის მტვრის ნაწილაკები, ნახშირჟანგი, აზოტის და გოგირდის დიოქსიდები, ასევე, ვაკონტროლებთ ჰაერში ტყვიის შემცველობას.
ამას გარდა ჩატარდა, მეორე ტიპის კვლევა, ინდიკატორული. ვინაიდან ყველგან ჯიხურები ვერ გვექნება, ამ ხერხით უფრო მეტი ადგილი მოვიცავით. ეს არის მცირე ზომის მილაკები, რომელიც დამუშავებულია ქიმიური სხნარებით, ისინი თავსდება ორი კვირის განმავლობაში გარკვეულ წერტილებში, შემდეგ ხდება მათი შეკრება. ამ ექსპერიმენტის მერე ისინი გაიგზავნა ევროპაში და პასუხები მოვიდა იქიდან. ამ შემთხვევაში გამოვიკვლიეთ 4 სახის დამაბინძურებელი ინდიკატორი. ეს იყო გოგირდის და აზოტის დიოქსიდები, ოზონი და ბენზონი. პირველ კვლევაში ჩართულ 5 ქალაქს დაემატა კიდევ 5 ქალაქი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე და ხარაგაული. სულ მალე, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით გვექნება სამი ახალი ავტომატური სადგული ქალაქში, რომელიც უწყვეტად იმუშავებს.
– თუმცა, მთავარია რა შედეგები დაიდო კვლევის შედეგად?
– მტვრის კონცეტრაციები თითქმის ყველა ქალაქში ნორმას აღემატება. რაც შეეხება ინდიკატორულ გაზომვებს, აქ ყველგან დაგვიფიქსირდა აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსი. როდესაც შედეგები მივიღეთ, პირობითად ისინი შედარდა ევროკავშირის ნორმებს და აქ არის ოთხი სახის ინდექსი: დაბალი, საშუალო, ორიდან სამამდე და სამს ზემოთ. ეს უკანასკნელი არის მაღალი დაბინძურება. ჩვენ, ძირითადად, საშუალო მაჩვენებლი მივიღეთ, რაც ასევე ნორმაზე მეტია.
– სადაა საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ადგილები?
– ყველაზე დაბინძურებული ადგილებია: მეტროსადგურ ისანთან, მელიქიშვილის ქუჩაზე, პირველ სკოლასთან, მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველის გამზირზე, ეს არის 5 ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ასევე, ქუთაისშიც გვქონდა, პარლამენტის შენობასთან აზოტის დიოქსიდის მაღალი შემცველობა, ზესტაფონში აღმაშენებლის ქუჩაზე, გორში, ლუკოილის გაზგასამართ სადგურზე და ასე შემდეგ. კვლევის მეორე ეტაპზე 24 ადგილიდან მხოლოდ 6 ადგილზე დაფიქსირდა საშუალო, ეს არის: ტაშკენტის ქუჩა, ხახულის ქუჩა, მოსკოვის გამზირი, გახოკიძე და სხვა. დანარჩენი იყო დაბალი მაჩვენებელი. თუმცა საშუალო ნიშნავს, რომ ნორმას აღემატება.
– ასოცირების ხელშეკრულება რას ითვალისწინებს და რა შედეგებს მოგვცემს მისი რეალიზება? – ასოცირების ხელშეკრულების შედეგად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავდოთ ზუსტი სურათი და მთელი საქართველო ჰაერის დაბინძურების კუთხით, დავყოთ ზონებად და აგლომერაციებად. ანუ ზუსტი სურათი უნდა შევქმნათ, რათა იმის მიხედვით დაიგეგმოს შემდეგი ღონისძიებები.
როგორც ხედავთ, ჰაერის მონიტორინგი ასე თუ ისე ხორციელდება. თუმცა, ეს მინიმუმია. არ არსებობს დიდი რაოდენობით 24 საათიანი მონიტორინგის ლაბორატორიები. არ არსებობს ჰაერის დაბინძურების შედეგად მიღებული დაავადებების ზუსტი ანგარიშები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ასოცირების ხელშეკრულების შედეგად ნაკისრი ვალდებულებები გვაძლევს იმის იმედს, რომ მალე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოხდება ჰაერის მონიტორინგი და ამას არ ექნება შემთხვევითი ხასიათი. რეალურად, გაზრდილი საცობები, გაუმართავი ტექნიკა, გვაძლევს ზარის შემოკვრის საშუალებას. ასე რომ, ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ, რა ჰაერს შევისუნთქავთ. ამავე აზრზეა „მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენელი რუსუდან სიმონიძე:
„რეალურად, საკმაოდ მძიმე ვითარებაა. მწვანე საფარის განადგურება, ავტომანქანების გამონაბოლქვი, ქალაქის არასწორი დაგეგმარება, მძიმე შედეგებს გვაძლევს. არ არსებობს მონიტორინგის ეფექტური მექანიზმები, ამიტომ, საჭიროა ძალიან მალე მოხდეს შესწავლა და კონკრეტული ანგარიშების დადება, რომელიც გაარკვევს მოსახლეობას, თუ როგორია ჰაერში სხვადასხვა ნივთიერებების შემცველობა და არის თუ არა ჯანმრთელობისათვის საშიში“.
ასე რომ, ჰაერი, რომელსაც ამ წამს მოვიხმართ, დიდი ალბათობით, არ არის ჯანსაღი, თანაც ქალაქის ცენტრში ის კიდევ უფრო საშიშია. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას ვსუნთქავთ. ჯანსაღი გარემო, ჩვენი უფლებაა. თუმცა, არ დაგვავიწყდეს ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც, მწვანე საფარის შექმნა, მოვლა და ჯანსაღი ტრანსპორტით სარგებლობა ჩვენც შეგვიძლია. ახლა კი, შეგიძლიათ ისუნთქოთ!


წყაროhttp://primetimenews.ge/თბილისში-ყველაზე-დაბინძუ/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1631 | დაამატა: ზურა333 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 GioXp   (04.07.2016 20:47:41) [მასალა]
ჰაერი, რომელსაც ამ წამს მოვიხმართ, დიდი ალბათობით, არ არის ჯანსაღი

0   Spam
2 grenader21   (03.07.2016 21:07:51) [მასალა]
ძაან მოუხდება ჩვენ ტურიზმს ესეთი განცხადებები 167

0   Spam
1 panati   (28.06.2016 21:00:56) [მასალა]
აბა ამდენი ტრანსპორტიდან გამომდინარე კიდევ კარგ ჰაერს ვსუნთქავთ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика