ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » იანვარი » 20 » საგზაო წესების დარღვევები, რომელთა გამოც მართვის მოწმობის ჩამორთმევა აღარ მოხდება    

12:11:01
საგზაო წესების დარღვევები, რომელთა გამოც მართვის მოწმობის ჩამორთმევა აღარ მოხდება
   საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დადგენილი მართვის მოწმობის ჩამორთმევის სანქცია, რიგ შემთხვევებში, ფულადი ჯარიმებით იცვლება.
ამას “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ის ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად საგზაო მოძრაობის მიმართულებით, სხვადასხვა კანონპროექტებთან ერთად წარუდგინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, მძოლებისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, ფულადი ჯარიმების დაკისრების ინიციატივა, ქულათა სისტემის დანერგვით არის განპირობებული. კერძოდ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” დამუქებული სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო, მძღოლები მესამე და ყოველ შემდგომ ჯერზე მართვის უფლების 6-თვით შეჩერებით ჯარიმდებიან, რაც 300-ლარიანი ფულადი ჯარიმით იცვლება.
მოქმედი კოდექსით, მართვის უფლების 6-თვით შეჩერებას იწვევს ერთი წლის განმავლობაში ისეთი დარღვევა, როგორიც არის სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის, ხმოვანი სიგნალის ან სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება, ასევე ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, განმეორებით ჩადენილი ეს ქმედება მძღოლის 300-ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზეც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ესკორტს ახორციელებს, ან რომელსაც მიაცილებენ, სადღეისოდ მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას ითვალისწინებს, რაც პროექტით, 100-ლარიანი ჯარიმით იცვლება. ზემოთაღნიშნული სამართალდარღვევები კი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა – გამოიწევევს მძღოლის 700 ლარით დაჯარიმებას, მისთვის მართვის უფლების 1-წლით შეჩერების ნაცვლად.
გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას უზრუნველყოფს, მართვის უფლების 1-წლით შეჩერების ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება, რასაც შედეგად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, სადღეისოდ მართვის უფლების 1-წლით შეჩერებას იწვევს. აღნიშნული სანქცია პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 500-ლარიანი ჯარიმით იცვლება.
მართვის უფლების 1-წლით შეჩერება, ასევე 500-ლარიანი ჯარიმით იცვლება ისეთი ადმინისტრაციული დარღვევის ჩადინისათვის, როგორიცაა, სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა, ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულადაა დაკავებული გზის სავალი ნაწილი.
პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებისთვის ემზადება. ამ თემაზე პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დანიშნა, რომელიც 21 იანვარს გაიმართება. “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.
 


წყაროhttp://live24.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1981 | დაამატა: ზურა333 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 ttg   (21.01.2016 11:03:20) [მასალა]
ე.ი, თუ მძღოლი არ არღვევს მოძრაობის წესებს, დაშვებულ სიჩქარეს, არის ფხიზელი და მოხდა ქვეითთა ( რომლებიც გზაზე სადაც უნდათ, რომ გადადიან გადასასვლელის გარდა ყველგან) მსუბუქი დაზიანება, მძღოლი მართალია და არ დაისჯება კანონით. მე მგონი ასეთი აზრია ამ წესებში 01155

0   Spam
2 panati   (21.01.2016 11:01:35) [მასალა]
ყოჩაღ კარგია ესცვლილება 10 10 10

0   Spam
1 gurami20   (20.01.2016 16:26:25) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    qorbude

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика