ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » სექტემბერი » 27 » 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა - რუსული ოკუპაცია საქართველოში    

15:03:51
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა - რუსული ოკუპაცია საქართველოში
"ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი." - ეს ჟიული შარტავას სიტყვებია, რომელიც სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღით ადრე თავის მეგობარს სატელეფონო საუბარში უთხრა.
1993 წლის 27 სექტემბერი - ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღეა.
საომარი დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა "აფხაზურმა გვარდიამ" ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა."აფხაზურმა გვარდიამ" შეიარაღებულ ძალებს გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირის გარდა, გულირიფშის რაიონში და სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყება მოჰყვა. საომარი მოქმედება წელიწადი, ორი თვე და 13 დღე გრძელდებოდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით დასრულდა. 30 სექტემბერს კი სეპარატისტულმა დ ა რუსულმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები დაიკავეს.ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 6 ათასი მკვიდრი იმსხვერპლა, 3-4 ათასი მშვიდობიანი მოსახლე უგზოუკლოდ დაიკარგა, ხოლო ბრძოლის ველზე 8-9 ათასი მეომარი დაიღუპა. რაც შეეხება აფხაზური მხარის დანაკლისს, დაიღუპა 3 500, ხოლო 2 ათასზე მეტი აფხაზი დაიჭრა. აფხაზეთის კონფლიქტი - ეს იყო მრვალი ათწლეულის განმავლობაში, ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის პირობებში მომზადებული ,,ნაღმი“, რომლის საშუალებითაც რუსეთი მიზნად ისახავდა, ეთნოკონფლიტის საფარველით , აფხაზეთში, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონში, ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას და ამ ძირძველი ქართული მიწების საქართველოსგან ჩამოშორებას. ის, რომ საქართველოში მიმდინარე კონფლიქტები კრემლის მიერ ინსპირირებული იყო, ამის დადასტურებას წამოადგენდა 2008 წლის აგვისტოს ომი, რის შემდეგაც ეთნოკონფლიქტების სამართლებრივი რეჟიმი იქცა ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივ რეჟიმად, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად იქნა აღიარებული.აფხაზეთის ომში სეპარატისტთა მხარეს იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.რა მოხდა 27 სექტემბერს და როგორ იხსენებენ ამ დღეს აფხაზეთის ომის მონაწილე თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:სექტემბრის დასაწყისია, სიტუაცია რთულდება და სოხუმში სახმელეთო გზით („ტრასით“) შესვლის მცდელობა, რომლის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობაც მოგვეცემოდა, ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან ვერშემდგარი მოლაპარაკებების გამო უშედეგოდ სრულდება. კარგი ეკიპაჟებისა და ტექნიკის წაყვანა ერთიანად გამოირიცხა.ქალაქში შესვლის მეორე ვარიანტი - სენაკის ბაზიდან თვითმფრინავებით გადაფრენაც არ გამოვიდა. სოხუმის აეროპორტი არ გვიღებდა. ჩვენმა დაზვერვამაც მოსალოდნელი სამხედრო ინციდენტის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია.თვითმფრინავიდან ჩამოვედით, ფოთში დავბრუნდით და შეიარაღებული ძალებისთვის ყველაზე გამოუსადეგარი სამოქალაქო კატერებით დავიძარით სოხუმისკენ. ქალაქმა კვლავ არ მიგვიღო და გადაწყდა, რომ ოჩამჩირეში ჩამოვსხდებოდით, სადაც დისლოცირებულ დაჯგუფებას შევუერთდებოდით. ასე აღმოვჩნდით ოჩამჩირეში.აქ საკმაოდ დიდი დაჯგუფება შეგროვდა, გაჩნდა გარკვეული ოპტიმიზმი. თუმცა მთავარი პრობლემა ის იყო, რომ დაჯგუფებას ერთიანი ხელმძღვანელობა არ ჰყავდა. რამდენიმე გენერალი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შორის უფროსუმცროსობა, არც იურიდიულად და არც დე ფაქტო, არ იყო მკაფიოდ განაწილებული. ეს ფაქტი გარკვეულწილად დაღს ასვამდა გადაწყვეტილებების მიღებას. რაც მთავარია, დაიწყო სამხედრო მოძრაობები, რამაც ეს ოპტიმიზმი გააქრო.პირველი შეტევა წარმატებული აღმოჩნდა - ახალდაბამდე საკომუნიკაციო ხაზი (გზა) გავწმინდეთ, სიმაღლეც დავიკავეთ; ახალდაბის დაკავების შემთხვევაში სოხუმთან კომუნიკაცია აღდგებოდა. ის სამხედრო ძალა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა, ფაქტობრივად გარანტი იქნებოდა, რომ სოხუმი არ დაკარგულიყო.სწორედ ამ დროს მოხდა გაურკვეველი ამბები:პირველი საარმიო კორპუსის დაზვერვის ცალკეული ბატალიონის მეთაური ვიყავი. გაუგებარი იყო, რატომ აღმოჩნდა ჩემი კარგად ორგანიზებული ბატალიონი დაკავებულ სიმაღლეზე, სიმაღლეზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო თავდაცვითი და არა შეტევითი ოპერაციისთვის. გამოჩნდა დაჯგუფებები, რომლებსაც მეთაურები არ ჰყავდათ. მივაგენით და შევიერთეთ 30-40-კაციანი ლეგიონი, რომელსაც ასევე არ ჰყავდა მეთაური.დაზვერვამ ინფორმაცია მომიტანა, რომ აფხაზური დაჯგუფებები ახალდაბას ამაგრებდნენ. ჩვენი შეტევები არც ისე კარგად იყო ორგანიზებული და თანაც გვიანდებოდა. 20-21 სექტმბერს მოგვივიდა ცნობა, რომ სოხუმს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ამ დროს ჩვენ უმოქმედოდ ვიდექით...გენერალთა დიდმა ყრილობამ ახალდაბაზე შეტევა გადაწყვიტა. სამი დღის განმავლობაში მიდიოდა ბრძოლები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შეტევა ყველაზე ხელსაყრელ დროს - დილით - ინიშნებოდა, არაორგანიზებულობის გამო 6-ის ნაცვლად 12 საათამდე არ იწყებოდა. ახალდაბაზე განხორციელებული შეტევებიც სწორახაზოვანი და მოწინააღმდეგისთვის ადვილად მოსაგერიებელი იყო. მეორე თუ მესამე შეტევის დროს შემოვლითი მანევრის განხორციელების მცდელობაც იყო. თუმცა არაკოორდინირებული მოქმედებისა და დაბალი სამხედრო განათლების გამო ისე მოხდა, რომ ორმა ქართულმა ქვედანაყოფმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა. შეტევა იმ დღესაც ჩაიშალა.განუწყვეტლივ ერთი და იმავე ქმედების გამო ბოლო შეტევისას მოწინააღმდეგემ არტილერია გამოიყენა. თუ არ ვცდები, დაიღუპა გვარდიის მანგლისის ბატალიონის მეთაური, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, აგვიფეთქეს ტექნიკა. ამ ყველაფერმა ჩვენზე მორალურად იმოქმედა.ერთადერთი გზა და ხსნა ახალდაბის გახსნა იყო, რაც იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ არ არსებობდა კოორდინაცია, ერთმმართველობა, სამხედრო მეთაური, რომელიც აიძულებდა და დასჯიდა იმ მებრძოლებს, რომლებსაც შეტევაზე წასვლა არ უნდოდათ. ამ ყველაფერის გამო ახალდაბაზე შეტევა ფაქტობრივად აღარ განხორციელებულა. ამით დასრულდა ყველაფერი. 24 სექტემბრიდან სოხუმს ცალკეული მორალურად გატეხილი მებრძოლები ტოვებდნენ, რომელთა შეკავება, ან რომელიმე ქვედანაყოფში ჩარიცხვა არ მოხერხერდებოდა - უამრავ თოფიან ადამიანში, როდესაც არც კონტრდაზვერვა მუშაობდა არც რაიმე საინფორმაციო ბაზა არსებობდა, ამდენი უცხო პირის შეკრება რთული და სახიფათო იყო.გარკვეული ოპტიმიზმი მას შემდეგ გაჩნდა, როცა ქობალიასთან ერთობლივად შეტევის შეთანხმება შედგა. თუმცა პირველი ერთობლივი შეტევა ერთმანეთის მიმართ უნდობლობის ფაქტორის გამოკვეთით დასრულდა.ამ პერიოდში ერთ დღეს ზვიად გამსახურდიას კორტეჟმა ჩაგვიარა. სავარაუდოდ, სანაპიროსთან განლაგებულ ლოთი ქობალიასა და მის დანაყოფებს შეხვდა. ცოტა ხანში ეს კორტეჟი უკან გაბრუნდა. ჩემთვის უცნობია მათი საუბრის შინაარსი, მაგრამ ფაქტია, გამოცხადდა, რომ ერთობლივი ოპერაცია აღარ ჩატარდებოდა. ლოთი ქობალიას ქვედანაყოფები წინა ხაზიდან მოიხსნა და ჩვენ უკან განლაგდა. ეჭვი და უნდობლობა კიდევ უფრო გაღრმავდა - ამ განლაგებით, ჩვენი, ანუ გვარდიის ალყაში მოქცევა ძალიან გაუადვილდებოდათ.ორი დღის განმავლობაში შტაბთან კავშირი არ გვქონდა, სიტუაციის გასარკვევად ცაგერაში ჩასვლა გადავწყვიტე, სადაც აღმოჩნდა, რომ გვარდიის შტაბი ფაქტობრივად აღარ არსებობდა, აქ უკვე ლოთი ქობალიას ხალხი იყო განლაგებული. ნათელი გახდა, რომ ოჩამჩირის დაჯგუფებამ უკან დაიხია. რამდენიმე საათით ადრე პოზიცია შეუცვლიათ და ოჩამჩირეში განლაგებულან.სამწუხაროდ, ვერ მივაგენით ისეთ ადამიანს, ვინც კავშირგაბმულობის უზრუნველსაყოფად ცაგერაში განთავსებული სამეთაურო მანქანიდან ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას მოახერხებდა, ვინც კოდები იცოდა და ვინც ამაზე პასუხისმგებელი იყო. პარალელურად ჩემმა მებრძოლებმა გადმომცეს ინფორმაცია, რომ ჩვენი ბლოკირების შესახებ მსჯელობა მიდიოდა და საკმაოდ სწრაფად მივიღე ცაგერას დატოვების გადაწყვეტილება. გზა გადაიკეტა, ამ დროს ჩემი კოლონა სოფლიდან უკვე გამოსული იყო.27 ან 28 სექტემბერს ოჩამჩირეში მყოფ დაჯგუფებას შევუერთდი (გვარდიის ქვედანაყოფები ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, პირველი საარმიო კორპუსის ნაწილები, მეორე საარმიო კორპუსის ქვედანაყოფები, 25-ე ბრიგადა, მისი პირადი შემადგენლობის ნაწილითა და 11 ტანკით, ასევე, წვრილ-წვრილი ქვედანაყოფები), რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, თითქმის ორიათას კაცამდე, ტექნიკაც იყო, მაგრამ არ არსებობდა მიზანი, არ გვქონდა ამოცანა, ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ფაქტობრივად უარი თქვა მკაფიო განკარგულებების გაცემაზე.საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩვენი მიმართულებით დევნილთა ნაკადი არ წამოსულა - აფხაზებს გზა არ გაუხსნიათ, შესაბამისად, სოხუმის მთელმა მოსახლეობამ რეგიონი კოდორის გზით დატოვა. თითქმის დაცლილი ოჩამჩირიდან დევნილთა ნაკადი მცირე იყო. ერთადერთი იყო გალი, სადაც გავრცელდა ჭორი, რომ აფხაზები გალს არ დაიკავებდნენ, მაგრამ თავში არავის მოსვლია, რომ გალს დაცვა სჭირდებოდა.ამ ვითარებაში საუბარი ფოთის გადარჩენის შესახებ დაიწყო. ამ პერიოდში დაეცა ფოთი, სადაც ზვიად გამსახურდიას მომხრეები შევიდნენ და არსებობდა ვერსია, რომ ისინი თბილისს შეუტევდნენ. სავარაუდოდ, ამის გამო არ გაიცა განკარგულება გალის დაცვის შესახებ.ჩემთვის გაუგებარი იყო გალის მოსახლეობის ნეიტრალური დამოკიდებულება, ისინი საერთოდ არ გრძნობდნენ საფრთხეს, თითქოს ეს ტრაგედია მათ არ ეხებოდათ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ გალს არავინ დაიკავებდა. მათი ხელმძღვანელობა თავისთავად ინფორმირებული იქნებოდა, რომ სამთავრობო ჯარები გალში არ განლაგდებოდა. ხედავდნენ, რომ გამოვდიოდით და ამას უემოციოდ, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე იღებდნენ - თითქოს არც არაფერი ხდებოდა...ჟიული შარტავა1993 წლის 27 სექტემბრის შტურმზე მისი უშუალო მონაწილე, მაშინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი გვესაუბრება.კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს, თუ როგორ იცავდნენ ჩასაბარებლად განწირულ ქალაქს მისი უკანასკნელი მეციხოვნენი, არა მარტო სოხუმელი, არამედ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსული მეომრები, უშიშარი "ავღანელები", დაცვის ბიჭები. გუმისთის მისადგომებთან კი 12 დღის განმავლობაში (ყოველგვარი შეცვლის გარეშე) ფაქტობრივად შიშველი ხელებით აჩერებდნენ მომხდურს, რათა ზურგს უკან მდგომ ოჯახებს ქალაქიდან გახიზვნის საშუალება ჰქონოდა.ჩვენ თვალწინ წამოიმართება ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც ინარჩუნებს გარეგნულ სიმშვიდეს და XX საუკუნის მიწურულს გმირობის მაგალითს კიდევ ერთხელ ჩაწერს საქართველოს ისტორიაში.იერიში... მთავრობის სახლზე"დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ტიპის ნაღმსატყორცნიდან: დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, ფუნიკულორიდან, "აიდგილარას" შენობიდან... ბრძოლა ორმოც წუთს გრძელდება.დღის პირველ საათზე, როდესაც საბრძოლო მარაგი გვეწურებოდა, კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის "ცოცხალი კორიდორის" შესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთან... გვპირდებოდნენ: "აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლა... ბრძანება გაცემულია... უკვე წამოვიდნენ"... მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა(?!). შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება... აშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ"."გავდივართ!"...სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება).როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: "გავდივართ!"აკაკი გასვიანი: "ჟიული შარტავასა და გურამ ჯანიაშვილის ბრძანებით გადაწყდა მცირე, 2-3-კაციან ჯგუფებად გავსულიყავით და ბოლომდე წინააღმდეგობა გაგვეწია მტრისთვის. კიბეზე დავეშვით. ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთიშვილი, იური გავა და სხვები ქუჩისკენ ჩამავალ კიბესთან შეჩერდნენ. ჟიული შარტავას თან ახლდნენ დაცვის ბიჭები: ავთანდილ დეკანოიძე, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია, თენგიზ აბსანძე, ელგუჯა შარტავა და მერაბ კვირიკაძე.ჩემი მანქანისკენ ვიხედები, იქნებ შევძლო იქამდე მისვლა... და ჟიული შარტავას გაყვანა. სანამ გამოსავალს ვეძებ, ტყვიის ზუზუნი მომესმა. ცხადლივ ვხედავ ტყვიის ირგვლივ წაგრძელებულ ტალღებს, უფლის ნებით, თავის გაწევას ვასწრებ... ეტყობა, სნაიპერმა ჩემს სვანურ ქუდს დაუმიზნა... ერთხელ თაღს ამოვეფარე, მაგრამ მეორე გასროლაზე მეომრების ჯგუფი მომაწვა და უკვე ღია სამიზნედ ვიქეცი. იქ დარჩენა არ შეიძლებოდა. ჩემს მცველს, ზურაბ სუბელიანს დავუწყე ძებნა, რამდენიმე ტყვია ისევ ამცდა. ამ დროს გურამ კვარაცხელიამ ჩამავლო ხელი, - ხომ ხედავ, შენ გესვრიან, კედლისკენ გავიდეთო. სკვერში გადავინაცვლეთ, იქ უარეს საფრთხეში აღმოვჩნდით. ფრუნზეს ქუჩიდან ტყვიამფრქვევები დაგვიშინეს. გურამი მიწაზე გაწვა, მე ხეებს ამოვეფარე და ნახტომ-ნახტომით მივაღწიე ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარამდე. ეგონათ, დაგვხოცეს და სროლა შეწყვიტეს. ქუჩის მესამედი გვქონდა გადასალახი და სროლა ისევ განახლდა. ჯვარედინ ცეცხლში მოვექეცი. ცოცხლად ჩემს აყვანას ვერ შეძლებენ, ხელყუმბარა და ბოლო ტყვია მქონდა გადანახული. ფრუნზეს ქუჩაზე, სამხატვრო სკოლასთან შემომიერთდნენ "ავღანელები". იქ ათი წუთი დავყოვნდით. ავღანელთა ბატალიონის უფროსმა გურამ ჯანიაშვილმა დამამშვიდა, ჟიული შარტავა თავისი ჯგუფით ბოტანიკური ბაღის წინ გამავალ ქუჩას გაუყვაო. ვიფიქრე, როგორც დათქმული გვქონდა, კომენდატურას (წერეთლის ქუჩაზე, უნივერსიტეტის შენობაში) მიაშურეს-მეთქი. თუმცა, კომენდატურაში 2-3 კაციღა დამხვდა, შარტავა მათ შორის არ ყოფილა.წითელი ხიდისკენ წავედი, იქ ბრძოლები არ ყოფილა, გორაკებზე შემდგარი მაღლივი შენობებიდან მტერი გამვლელებს უშენდა ცეცხლს. იქ შევხვდი ქალაქის კომენდანტს მერაბ გამზარდიას, მის მოადგილეს - ნუგზარ ქოიავას და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს კოტე ზაქარაიას. მტერს შეუმჩნეველი არ დავრჩენილვართ, სროლა ატეხეს. ჭურვების თანხლებით პატარა ბაზრამდე მივაღწიეთ და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ობიექტის ჭიშკართან აღმოვჩნდით: "არ გაბედოთ შემოსვლა, თორემ გესვრით!" - ასეთი აგრესიული იყვნენ რუსი სამხედროები ჩვენ მიმართ. თავიანთ მშობლიურ ენაზე შევუკურთხე და იქაურობას გავეცალეთ. გენერალ ვალერი ქვარაიას მძიმე ტექნიკა ტურბაზასთან იდგა. ავუხსენი მდგომარეობა - თუნდაც ერთი ტანკი მოგვაშველეთ "ცოცხალი კორიდორის" შესაქმნელად-მეთქი. არც ამას დავჯერდი. თბილისის გზატკეცილით აგუძერაში, სამხედრო შტაბში ჩავედი. ავუხსენი, მთავრობის სახლს უჭირს, იგი ფაქტობრივად ალყაშია და იქიდან გამოსასვლელად მძიმე ტექნიკაა საჭირო-მეთქი. რამეს ვიღონებთო - აღმითქვეს.მიუხედავად შეპირებებისა, ჟიული შარტავას გამოსახსნელად მინისტრთა საბჭოს შენობამდე მაშველი ძალა არ მისულა(?!).ბოლო "ინსტანცია" ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. იგი გულრიფშში იყო. ვითარების გაცნობა არ გამჭირვებია, ყველაფერი იცოდა. საუბრის ბოლოს მითხრა: "ამჯერადაც გვიღალატეს რუსმა სამხედროებმა. ჩვენი დსთ-ში შესვლა არ აღმოჩნდა საკმარისი... ველაპარაკე ბორის პასტუხოვს, შემპირდა, ჟიული შარტავას და სხვებს ალყიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებით გამოგაყვანინებთო"... გული მაინც ცუდს მიგრძნობდა.საბედისწერო შეძახილიროგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გურამ ჯანიაშვილის მეომრებმა "ცოცხალი კორიდორი" გააკეთეს. ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა რომ შეაზანზარა, შეძახილი გაისმა - ჩახოცეს ბიჭებიო. შეძახილი საბედისწერო გამოდგა. ორი "ავღანელი" სასიკვდილოდ დაიჭრა... ეგონათ, "ცოცხალი კორიდორი" აღარ არსებობდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: მოულოდნელად ჟიული შარტავამ გეზი ისევ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ აიღო. გადაწყდა, ებრძოლათ ბოლომდე, ვიდრე ტყვიები ეყოფოდათ. "ავღანელებს" ელგუჯა გორდაძე მეთაურობდა. დაცვის ბიჭებთან ერთად, ხელიდან ავტომატი არ გაუგდია ქალაქის მერს - გურამ გაბისკირიას. შეურიგებელი ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. მტერი პირდაპირ შარტავას კაბინეტს ესროდა, პირველად ხანძარი მის ოთახს მოედო... წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა...ჟიული შარტავა კრიტიკულ სიტუაციაშიც ამშვიდებდა მეომრებს, აფხაზებთან მოლაპარაკებას გავმართავო...უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, "ავღანელებთან" ერთად. - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! - პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (ოღონდ რა კითხვაზე - ჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული "შარტავას რაზმის" შეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენ... ეშაფოტისკენ!27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, სოხუმი დაეცა...დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე:,,სოხუმი ბევრად უფრო ადრე დაეცა. ამ დაცემას ყველანი ვამზადებდით. ადამიანთა ცოდვები წვეთწვეთობით გროვდება და ერს გრიგალისებურ ტალღებად ატყდება ხოლმე. ჩვენივე ცოდვებმა განგვაიარაღა, ღვთის წინაშე ჩადენილმა დანაშაულმა ხელ-ფეხი შეგვიკრა. ასე აღმოვჩნდით დაუძლურებულნი სასტიკი მტრის წინაშე. შემოსეული მტერი, სტიქია თუ სიღატაკე მხოლოდ იარაღია ღვთის ხელში. მორწმუნემ მიზეზი სხვაგან უნდა ეძებოს. თუ ნამდვილ მიზეზს ვერ ვიპოვით, შედეგს ვერაფერს მოვუხერხებთ. ჩვენ ვერ შევაჩერებთ განსაცდელებს, თუ არ შევაჩერებთ ჩვენს ცოდვებს.აფხაზეთის ტკივილს სხვა ასპექტებიც აქვს - სახარებაში მაცხოვარი ებრაელებს სილოამის გოდოლის დანგრევას და 18 კაცის დაღუპვის ამბავს ახსენებს და მიმართავს მათ - „იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეულები იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის მკვიდნი?“ - ეს კითხვა ყველა ჩვენგანისკენ არის მომართული. უფალი თავად პასუხობს მას: „არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“.მაგრამ გვწამს, რომ ჩვენი სინანულით, წყალობას მოვიზიდავთ უფლისგან და საქართველოს მთლიანობა აღდგება. ასეთია ნება ღვთისა, - განაცხადა ერთხელ პატრიარქმა, ამასვე წინასწარმეტყველებდა გაბრიელ ბერი და ჩვენც გვწამს, რომ ეს მართლაც ასე იქნება“. - (ჟურნალი „კარიბჭე“)


წყაროhttp://www.tzona.org/post/27-seqtemberi-soxumis-dacemis-dge&
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 2240 | დაამატა: ზურა333 | ტეგები: სექტემბერი, 27, რუსული, საქართველოში, დღეა, დაცემის, სოხუმის, ოკუპაცია | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика