ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » სექტემბერი » 26 » ცის დამპყრობლები - "ბათუმის ძაბრი" მსოფლიოში მესამე ყოფილა    

23:14:01
ცის დამპყრობლები - "ბათუმის ძაბრი" მსოფლიოში მესამე ყოფილა
ცის დამპყრობლები - "ბათუმის ძაბრი" მსოფლიოში მესამე ყოფილა
ცის დამპყრობლები - "ბათუმის ძაბრი" მსოფლიოში მესამე ყოფილა
14-09-2015
"ბათუმთან ზღვა და მთა ძალიან ახლოს არის, გადამფრენი ფრინველები ორივეს ერიდებიან და უნებურად ერთ მონაკვეთში იყრიან თავს. მსგავსი რამ ბევრ ადგილას არ ხდება, ამიტომ ასეთი ადგილები ყოველთვის იწვევდა სპეციალისტთა ინტერესს"

შემოდგომაზე საქართველოში ფრინველთა ყოველწლიური გადაფრენა იწყება. მას უძველესი დროიდან აკვირდებოდნენ ძველი საბერძნეთის, რომის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების სწავლულები. გადაფრენის უმთავრესი მიზეზი ზამთრობით ჩრდილოეთში საკვების ნაკლებობაა, ამიტომ ფრინველები, ინსტინქტის კარნახით, სამხრეთში მიფრინავენ, სადაც სითბო და საკვები ხვდებათ.

საქართველოზე, შავი ზღვის სანაპიროზე, გადის ერთ-ერთი უდიდესი გზა, რომელსაც გადამფრენი ფრინველები იყენებენ. ბათუმსა და მის შემოგარენში ყოველწლიურად ათასობით მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს, რის გამოც ეს ტერიტორია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიგრაციო გზად არის მიჩნეული. ის ცნობილია, როგორც "შავი ზღვის­ სამიგრაციო მარშრუტი", ანუ ე.წ. ძაბრი. გვესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი-ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი. 

- ბათუმთან ახლოს არის ადგილი, სადაც ათასობით გადამფრენ ფრინველს შეიძლება დავაკვირდეთ. ეს არის კონკრეტულად მტაცებელი ფრინველების სამიგრაციო დერეფანი. მტაცებელთა უმეტესობა გადამფრენია. ზაფხულის დასრულებისთანავე სამხრეთისკენ მიეშურებიან. 
არსებობს ფრინველთა გადაფრენის მრავალი გზა, სხვადასხვა ჯგუფში შემავალი ფრინველები სხვადასხვანაირად მიგრირებენ, მაგალითად, წყალმცურავი ფრინველების მარშრუტი სხვაა, მტაცებლებისა - სხვა. 

თავდაპირველად მტაცებელი ფრინველები სხვადასხვა ადგილიდან მოფრინავენ ლივლივით ან ირაოთი, რაც ენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევთ. ხშირად ფრთებს არც ამოძრავებენ და თბილი ჰაერის აღმავალ ნაკადებს იყენებენ. მაგალითად, წრიულად მოძრაობის დროსაც ამ ნაკადებით სარგებლობენ. ირაოსა და ლივლივის მეშვეობით მათ შეუძლიათ ფრთა საერთოდ არ დაიქნიონ და კილომეტრები გადაიარონ.
მიგრაცია ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს­ და სწორედ ასე ახერხებენ ფრინველები ასეულობით კილომეტრის გავლას. 

- რატომ გროვდება ფრინველთა დიდი ნაკადი ჩვენს სანაპიროზე? 
- გადამფრენი ფრინველები ერიდებიან წყლის ზედაპირზე ან მაღალ მთებზე გადაფრენას, რადგან იქ თბილი ჰაერის ნაკადები არ წარმოიქმნება. დედამიწის ატმოსფეროში არსებობს ე.წ. სამიგრაციო ძაბრები, სადაც ეს ფრინველები თავს იყრიან და კონცენტრირებულად გადაიფრენენ. ბათუმთან ზღვა და მთა ძალიან ახლოს არის, გადამფრენი ფრინველები ორივეს ერიდებიან და უნებურად ერთ მონაკვეთში იყრიან თავს. მსგავსი რამ ბევრ ადგილას არ ხდება, ამიტომ ასეთი­ ადგილები ყოველთვის იწვევდა სპეციალისტთა ინტერესს. 

- მხოლოდ მტაცებლები სარგებლობენ ამ მონაკვეთით? 
- იქ კიდევ რამდენიმე სახეობის ფრინველების კონცენტრაციის ადგილია, მაგალითად, ბეღურასნაირებისა. ამიტომაც არის ბათუმი და მისი შემოგარენი საუკეთესო ადგილი ფრინველების შესასწავლად და რაოდენობის დასადგენად. მაგალითად, კრაზანიჭამია, რომელიც ძირითადად კრაზანებითა და მწერებით იკვებება, ყოველ შემოდგომაზე ბათუმის თავზე მიფრინავს. ვიდრე ბათუმის სამიგრაციო ძაბრზე სრულმასშტაბიანი დაკვირვებები დაიწყებოდა, მანამ კრაზანიჭამიების რაოდენობა ნავარაუდევზე ნაკლები ეგონათ. აღრიცხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათი რიცხვი მსოფლიოში 50%-ით მეტია - საშუალოდ 800 ათასამდე კრაზანიჭამია, ნაცვლად 300-400 ათასისა. 

- საქართველოზე მეორე გზაც გადის გადამფრენი ფრინველებისთვის...
- ჯერ შევთანხმდეთ, რომ "გზას" ასეთ მონაკვეთებს პირობითად უწოდებენ. გადამფრენი ფრინველები ყოველწლიურად გადაიფრენენ აღმოსავლეთ საქართველოში, ყაზბეგის ტერიტორიაზეც. მათი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავს, შეგიძლიათ ჯავახეთსა და ივრის ზეგანზე დააკვირდეთ საკმაოდ კარგ გადაფრენის ზონას. ოღონდ ამ ადგილებში არ იქმნება ე.წ. ძაბრი ანუ ვიწრო ზოლი, რადგან იქ დიდი წყალსატევები არ არის, რომ ფრინველებს ხელი შეუშალოს. ამიტომ ისინი უფრო გაშლილად მოძრაობენ და ნაკლებად ჩანან. 
ბათუმის სამიგრაციო ძაბრში კი (ზოგიერთი ასეთ ადგილს დერეფანსაც ეძახის და ბოთლის ყელსაც) ერთ დღეში შეიძლება ნახოთ 150 ათასზე მეტი ფრინველიც კი, ჯავახეთში ან ივრის ზეგანზე კი - მხოლოდ რამდენიმე ათასი. ამიტომ ბათუმის სამიგრაციო გზა დიდი მნიშვნელობის მქონე ადგილია მსოფლიოს ორნითოლოგებისთვის.

აქ ყოველ შემოდგომაზე 35 სახეობის მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს. 

- იციან მსოფლიოში ამ მონაკვეთის შესახებ?
- საბჭოთა კავშირში ამის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. ქართველმა და საბჭოთა ორნითოლოგებმა კი კარგად იცოდნენ ამ ადგილის არსებობა.­ პირველად ეს ცნობა 1980-იანი წლების დასაწყისში გაავრცელეს ბათუმში მყოფმა ფინელმა ორნითოლოგებმა. ეილათისა და ვერაკრუზის შესახებ კი ადრევე იყო ცნობილი. ამიტომაც ვერაკრუზში შემოდგომაზე, როცა გადაფრენა იწყება, ათასობით სტუმარი ჩადის. ქალაქს დიდი შემოსავალი აქვს ტურისტებისგან, რომლებიც გადაფრენის პროცესს აკვირდებიან. ადამიანებმა, რომლებსაც ბანიანი სახლები აქვთ, მათი გაქირავებაც კი დაიწყეს. გადაფრენის დროს ასევეა ეილათშიც, სადაც ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ფრინველებზე დაკვირვებაა. ის საზღვაო ქალაქია და ისედაც ბევრი ადამიანი ჩადის დასასვენებლად. ფრინველების გადაფრენის დროს დამკვირვებელთა სტუმრობა ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო ხდება ამ ქალაქების მცხოვრებთათვის. 
 
"ფრინველებს ლივლივის მეშვეობით შეუძლიათ ფრთა საერთოდ არ დაიქნიონ და კილომეტრები გადაიარონ, ამისთვის ისინი თბილი ჰაერის აღმავალ ნაკადებს იყენებენ"

- ასეთი რამ ჩვენთანაც ხდება, თუ ჯერ არა? 
- დიახ, აჭარაში უკვე იგრძნობა ბერდვოჩერების მომრავლება. 2009 წლიდან იქ დაიწყო მასშტაბური პროექტი, ყოველ შემოდგომაზე მტაცებელ ფრინველებს აღრიცხავენ. საერთაშორისო ასპარეზზე ყველამ შეიტყო, რომ ასეთი ადგილი არსებობს და ეს მიმართულებაც ვითარდება. იყო ასეთი ორგანიზაცია, "ველური ბუნების შენარჩუნების ქართული ცენტრი", სწორედ მან მოახერხა პირველად გადამფრენი ფრინველების აღრიცხვა და მათზე დაკვირვება. დღეს ბათუმთან ბერდვოჩერები ორ ადგილას იყრიან თავს - სოფელ სახალვაშოსა და ჩაქვში. მტირალას ეროვნული პარკშიც აშკარად გაიზარდა ფრინველების გადაფრენაზე დამკვირვებელი ტურისტების რაოდენობა. 

ბათუმის ახლოს, მდინარე ჭოროხის შესართავთან, არის ბეღურასნაირების გადაფრენის ადგილი, რაც ასევე მსოფლიო მნიშვნელობის გზაა. აქაც მიმდინარეობს პროექტი მცირე ბეღურასნაირი ფრინველების შესწავლისთვის. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან საგანგებოდ მოდიან სპეციალისტები, რომ ფრინველები დაიჭირონ და დარგოლონ. ზოგადად, შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ძალიან მნიშვნელოვანია მტაცებელი ფრინველებისთვისაც და ბეღურასნაირებისთვისაც. 

თავისი მწირი სახსრებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც მონაწილეობს, უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას ცდილობენ, სპეციალური პლატფორმები ააშენეს, რეკლამას უწევენ ამ ტერიტორიას. ეს მხოლოდ დასაწყისია. 

"ბათუმის ძაბრი" მსოფლიოში მესამეა

მსოფლიოში ფრინველთა ყველაზე დიდი გადაფრენის ადგილი ვერაკრუზში, მექსიკაშია. ის ვიწრო ხიდივით არის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის. როცა ფრინველები ჩრდილოეთ ამერიკიდან შემოდგომის დაწყებისთანავე სამხრეთ ამერიკაში მიფრინავენ, ოკეანეს თავს არიდებენ, რის გამოც ვერაკრუზთან ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს. თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილია ისრაელის ქალაქი ეილათი, რომლის მახლობლად ყოველ შემოდგომაზე ევრაზიიდან აფრიკაში მიმავალი 2-3 მილიონამდე ფრინველი გადაიფრენს. ბათუმი და მისი შემოგარენი კი სიდიდით მესამე გადაფრენის ადგილია მსოფლიოში. მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ორნითოლოგები. დადგენილია, რომ "ბათუმის ძაბრს" ყოველ შემოდგომაზე 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი სტუმრობს.

ხათუნა ჩიგოგიძე


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1847 | დაამატა: gio90 | ტეგები: m.., /. | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 gia-tbilisi   (28.09.2015 23:45:28) [მასალა]
მაგარია 10 10 10 166 166 166 166

0   Spam
3 solomon   (28.09.2015 21:48:06) [მასალა]
მარტო დაკვირვება არ შველის, ათასობით მიმინოს და კრაზანაჭამიას ხოცავენ და დაცვა ჭირდება ფრინველებს, "ასობენა" ბერძნები, ბეჭდავენ ვანკებში საზამთროდ!! შარშან ვნახე ესპანელი აღრიცხვას აკეთებდა ფრინველების ერთ ერთ სოფელში და ემუდარებოდა მონადირეებს მიმინოს მაინც ნუ მიკლავთო და ფეხზე ეკიდათ ეკაიფებოდნენ..

0   Spam
2 mere   (28.09.2015 15:31:45) [მასალა]
166 166

0   Spam
1 tacha-swd   (27.09.2015 21:34:01) [მასალა]
10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика