ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » აგვისტო » 28 » პოლიციამ შეიძლება ხალხის მასიური აყვანა დაიწყოს - რა ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში    

23:52:04
პოლიციამ შეიძლება ხალხის მასიური აყვანა დაიწყოს - რა ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში
    „საქართველოში მასიური პოლიტიკური ტერორი დაიწყო - რამდენიმე კვირაა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პოტენციურ კრიმინალად გამოცხადდა“ - წერს გაზეთი „ქართული სიტყვა“.
     როგორც ცნობილია, ცვლილებების თანახმად, სანადირო თოფის უკანონოდ ფლობა დანაშაულად ითვლება და ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
     ასეთ ცვლილებას არ ეთანხმება ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი. გამოცემასთან საუბრისასა მან განაცხადა, რომ ამ ქმედებით სახელმწიფო საკუთარ მოსახლეობაზე ტერორს ახდენს.
    „236-ე მუხლი ასეთი ფრაზით იწყებოდა: „ცეცხლსასროლი იარაღი...“ და ასე შემდეგ. ახლა კი ასე იწყება: „სანადირო თიფის, ან ცეცხლსასროლი იარაღის“ და შემდეგ მოდის მუხლის დისპოზიცია. გადაჭრილი სანადირო თოფის უკანონოდ ფლობა ყოველთვის ისჯებოდა, მაგრამ აქამდე სანადირო თოფის ქონა დასჯადი არ ყოფილა“.
     ადვოკატის თქმით, რაიონებში, სადაც სოფლებში მთიდან გარეული ცხოველები ხშირად ჩადიან და პირუტყვს იტაცებენ, ხალხს თავდაცვის უფლება აქვთ და თავდაცვის ერთ-ერთი სახე სწორედ სანადირო თოფია. ის, ვისაც სანადირო თოფი გაფორმებული არ ჰქონდა, ადმინისტრაციული გადაცდომად ითვლებოდა.
    „ამაზე ადამიანს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ მოსთხოვდნენ. ასეთი კატეგორიის ადამიანს დამნაშავე არ ერქვა. ახლა კი, დამნაშავე ქვია“.
    ცირა ჯავახიშვილი განმარტავს, რომ გაფორმებული სანადირო თოფის შემთხვევაში, იარაღი აყვანილია აღრიცხვაზე, ბალისტიკურად შემოწმებულია და მფლობელსაც აქვს სათანადო ნებართვა. „მაგრამ, როცა სანადირო თოფს საქართველოს მოსახლების დიდი ნაწილი მემკვიდრეობით იღებს და ეს მემკვიდრეობა რამდენიმე თაობას ეხება, საქმე რთულდება“.
    ადვოკატის განცხადებით, ყველა სახელმწიფოსთვის სასურველია, რომ სანადირო თოფი აღრიცხვაზე იყოს.„მაგრამნ ასე უცებ მოსახლეობა ფაქტის წინაშე დააყენო, კრიმინალად გამოაცხადო, შინ შეუვარდე და სტრესი მიაღებინო, ნორმალურად არ მიმაჩნია. უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა ოჯახში პოტენციური პატიმარია“.
    ცირა ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ პოლიციამ შეიძლება ხალხის მასიური აყვანა დაიწყოს. „კანონში არ წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია მოსასხლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე იფიქროს, მარამ თუ სახელმწიფო ხარ და შენი მოსახლეობის ინტერესებს იცავ, ეს უნდა გააკეთო“ - განაცხადა ადვოკატმა.
მოამზადა თამარ დადიანმა
წყარო: "ქართული სიტყვა"


წყაროhttp://dl2.archiveshare.net/v2/28082015/4/e/a/4/b/a38bb906b2898d3001d3f79a2b120ee713b/3d0816289c42096f943ceeb446f912323ea9069a/web/?archSh=1
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2225 | დაამატა: ზურა333 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 grenader21   (05.11.2015 14:38:15) [მასალა]
არა ესენიც მოსაშორებელი არიან თორე წინებს გადაასწრეს/

0   Spam
5 Hunter77   (02.09.2015 21:45:56) [მასალა]
აღარ იციან როგორ გამოწოვონ საწყალ ხალხს სისხლი ამ უნამუსოებმა. აქამდე ასე რო არ იყო დაიქცა ქვეყანა???????? 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48

0   Spam
4 firali81   (02.09.2015 12:53:29) [მასალა]
ეს ძალიან მკაცრი კანონია. ზედმეტად მკაცრი.

0   Spam
ეგ ნამდვილად მართალია 10

0   Spam
2 tyupi007   (29.08.2015 23:14:41) [მასალა]
ვთქვათ ბაბუის ბაბუის დანატოვარი თოფი ინახება სახლში, რომელსაც საბუთზე აღბეჭდილი მფლობელი არ ყავს და სახლში მას ყველა უვლის. პოლიციის მიერ ასეთი თოფის ამოღების შემთხვევაში ვინ მიეცემა პასუხისმგებლობაში? მთელს ოჯახს ხომ არ დაიჭერენ?

0   Spam
1 avji1987   (29.08.2015 09:53:36) [მასალა]
მართალია ქალბატონი ცირა ჯავახიშვილი მეც ვეთანხმები მას, დავამატებ რომ მასე მემკვიდრეობით მიღებული სანადირო თოფი უპრობლემოთ უნდა ფორმდებოდეს, რათქმაუნდა იმასაც დავზინებ ტუ ბაზაში არაა და მოპარულად არ ითვლება. ბრავო ქალბატონო ცირა. 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика