ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [118]
საიტის ამბები [74]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [157]
მოიპარეს-დაიკარგა [106]
ცხოველები და ფრინველები [254]
ძაღლები [125]
საქართველოს ამბები [410]
უცხოეთის ამბები [308]
საქართველოს წარსულიდან [40]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [46]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [107]
იცით თუ არა რომ [280]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [351]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
მწყერზე ნადირობა   
nadsanპასუხების რაოდენობა: 3708
ინგლისური სეტერი   
Gio88პასუხების რაოდენობა: 1157
თავისუფალი თემა   
vanichka03პასუხების რაოდენობა: 178
ვინ რამდენად ენდობა ნა...   
daviti911პასუხების რაოდენობა: 565
ვინ რომელ ცხოველს თვლი...   
monadire-21პასუხების რაოდენობა: 58
დრათჰაარი   
giorgi86პასუხების რაოდენობა: 3679

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2015 » ივნისი » 21 » სეტყვაც "ჩამოაგდო" და გლეხიც კმაყოფილი დაგრჩეს...    

19:04:35
სეტყვაც "ჩამოაგდო" და გლეხიც კმაყოფილი დაგრჩეს...
სეტყვაც "ჩამოაგდო" და გლეხიც კმაყოფილი დაგრჩეს...
სეტყვაც "ჩამოაგდო" და გლეხიც კმაყოფილი დაგრჩეს...
15-06-2015
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დღეს სეტყვისგან დაცვის სრულ გარანტიას ვერ იძლევა, მაგრამ მალე ის შეიძლება ფერმერების "სალოცავად" იქცეს

ქართული სავარგულები დასეტყვას ვერც წელს გადაურჩა, თუმცა, თითქმის 25-წლიანი შეჩერების შემდეგ სწორედ წელს განახლდა ღრუბლების დამუშავება სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.

მაისის ბოლოდან მოყოლებული, აღმოსავლეთ საქართველოში ამოქმედდა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" მიერ შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომლის გამოყენებით დაიშალა არაერთი სეტყვის (მათ შორის - 30 მმ დიამეტრის სეტყვის მარცვლების შემცველი) ღრუბელი და ზვრებიც გადარჩა.
თუმცა, ზოგიერთი სოფელი მაინც დაისეტყვა, განსაკუთრებით - შიდა ქართლში, რამაც მოსახლეობაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გაისმა ისეთი აბსურდული მოსაზრებაც, თითქოს ამ ახალმა სისტემამ სეტყვის ღრუბლები კახეთიდან გორისკენ "გადმოყარა" და შიდა ქართლის სოფლები ამიტომ დაისეტყვა.

"კვირის პალიტრამ" სცადა, გაერკვია სიმართლე, რისთვისაც რამდენიმე საათი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრში, მონიტორების წინ გავატარეთ და გავეცანით სეტყვის შემცველი ღრუბლების აღმოჩენის, კლასიფიკაციისა და დაშლის მეთოდიკას. ვფიქრობთ, ამან პასუხი უნდა გასცეს მოსახლეობაში გაჩენილ კითხვებს:
პირველი - სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების შემდეგ კახეთიდან ქართლისკენ "დევნიან" სეტყვის ღრუბლებს­, რომლებიც იქ "იცლება".…

ასეთი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოქმედების პრინციპი ეფუძნება არა ღრუბლების სხვა მხარეს განდევნას, არამედ მათ ადგილზე "დაცლას", ოღონდ წვიმის და არა - სეტყვის სახით. ამისთვის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი ღრუბლების აღმოსაჩენად კახეთში, კერძოდ, სოფელ ნუკრიანთან, ჭოტორის მთაზე დამონტაჟებული მეტეოროლოგიური რადიოლოკატორიდან საჰაერო სივრცეს მაქსიმუმ 500 კმ-ის რადიუსში აკონტროლებს. რადიოლოკაციური მონიტორინგის ოპტიმალური რადიუსი 200-300 კმ-ია­,­ ხოლო 100 კმ-იანი რადიუსი ითვლება ღრუბლებზე ზემოქმედების დაწყების ზონად. რადიოლოკატორს ღრუბლების აღმოჩენა და მათი კლასიფიკაცია 16-17 კმ სიმაღლემდე შეუძლია.

რადიოლოკატორის ეს ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები საკმარისია კახეთის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე სეტყვის შემცველი ღრუბლების აღმოსაჩენად, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მოდის ფრონტალური ღრუბელი, რომლის შემჩნევა რადიოლოკატორს შორი მანძილიდანაც შეუძლია. არსებობს მეორე სახეობის შიდამასიური ღრუბელი, რომელშიც სწრაფად, 12-15 წთ-ში ყალიბდება სეტყვის მარცვლები. სწორედ ასეთი ღრუბლის დროული დაშლაა ძნელი, რადგან რადიოლოკატორი განახლებულ ინფორმაციას მხოლოდ ყოველ 3 წუთში იძლევა; მიღებული ინფორმაციის ანალიზს 5 წუთი მაინც სჭირდება და სეტყვის შემცველ ღრუბელზე რაკეტებით ზემოქმედებისთვის ცოტა დრო რჩება.

რადიოლოკატორის გარდა, კახეთის რეგიონში ავტონომიური სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარების განთავსებაა დაწყებული. სულ უნდა განთავსდეს 83 დანადგარი. თითოეულში მოთავსებულია 26 ცალი უმართავი რაკეტა. მართვის ცენტრიდან სიგნალის მიღების შემდეგ რაკეტებს უშვებენ სეტყვის შემცველი ღრუბლის მიმართულებით.

რაკეტის ფრენის პარამეტრები დაახლოებით 6,5-7 კმ-ია სიშორეზე და ამდენივე -  სიმაღლეში. თითოეულ რაკეტაში განთავსებულია 400 გ ვერცხლის იოდიდი, რომლის გამოფრქვევა სტარტიდან მე-7 წმ-ზე იწყება. სტარტიდან 41-ე წმ-ზე კი რაკეტა თვითლიკვიდაციას განიცდის.

სეტყვის ღრუბელში მოხვედრილი რაკეტიდან გაფანტული ვერცხლის იოდიდის ნაწილაკები თავის გარშემო ახდენს წყლის კონცენტრირებას, რითაც ხელს უშლის სეტყვის მსხვილი მარცვლების ჩამოყალიბებას, შედეგად ღრუბელი "იცლება" წვიმის სახით, ან ხოშკაკლად იმ შემთხვევაში, თუკი ღრუბელში დიდი, 20-30 მმ დიამეტრის სეტყვის მარცვლები ყალიბდება.

სწორედ ამიტომ ტექნიკურად შეუძლებელია, რომ კახეთში რაკეტამოხვედრილი ღრუბელი 
გორთან სეტყვად "დაიცალოს".

მეორე კითხვა: რამდენად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაკეტებიდან გაბნეული ქიმიური შენაერთი?
ასეთი საშიშროება მართლაც არსებობდა საბჭოთა პერიოდში, როდესაც "ალაზნის" ტიპის პირველი თაობის რაკეტებში რეაგენტის სახით ტყვიის იოდიდს იყენებდნენ, რომელიც შემდეგ წვიმასთან ერთად ნიადაგში ხვდებოდა, ვაზი შეიწოვდა და ქართულ ღვინოებშიც მომატებული იყო ტყვიის შემცველობა. 

გარდა ამისა, ხშირად გასროლილი "ალაზნის" დიდი ფრაგმენტები ძირს ეცემოდა და აზიანებდა როგორც ზვრებს, ისე ზოგჯერ სახლებსაც კი.

"დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა იყენებს თანამედროვე ტიპის უმართავ რაკეტებს, რომლებშიც ტყვიის იოდიდის ნაცვლად, უფრო ეკოლოგიური ვერცხლის იოდიდია მოთავსებული. ამასთან, ფრენის 41-ე წმ-ზე რაკეტის თვითლიკვიდაცია პლასტმასის კორპუსის სამ ადგილზე აფეთქებით ხდება და ქვემოთ ძალზე უმნიშვნელო ზომის ფრაგმენტებიღა ცვივა.

თუკი სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები შიდა ქართლშიც განთავსდება, ერთი რადიოლოკატორი საკმარისი იქნება ქართლ-კახეთის დასაცავად, მაგრამ თუკი მთელი საქართველოს ტერიტორიის სეტყვისგან დაცვას დავისახავთ მიზნად, მაშინ აუცილებელი იქნება ერთი-ორი მეტეორადიოლოკატორის დამატება (მათგან ერთი - აუცილებლად დასავლეთ საქართველოში) და სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარების რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდაც.

"დელტამ", იმის გამო, რომ სარაკეტო დანადგარების დამონტაჟება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სეტყვა არ იცდის, ეფექტურად გამოიყენა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასაშვები მობილური დანადგარები, რომლებიც "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანებზე განთავსდა. ქართული არმიის სარდლობა არ ჩქარობს საქართველოში აწყობილი ჯავშანმანქანების გამოყენებას და იქნებ სეტყვის მოგერიებაში მაინც გამოიჩინონ თავი "დიდგორებმა".
მხოლოდ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სრულად დაცვის გარანტიას ვერ მისცემს ფერმერებს. უფრო ეფექტური იქნებოდა ამ სისტემასთან ერთად ზვრებზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გადაფარება და რაც მთავარია, მოსავლის დაზღვევა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტურად ამუშავებას ტექნიკური მიზეზები არ უშლის ხელს, ამის მიზეზი ობიექტური გარემოებაა, კერძოდ, "საქაერონავიგაცია", რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოებაზე, ხშირად კრძალავს სეტყვის შემცველი ღრუბლის დასაშლელად რაკეტების გაშვებას, რადგან იმ ზონაში დაბალ ან საშუალო სიმაღლეზე რომელიმე თვითმფრინავი ან შვეულმფრენი მიფრინავს.

ამ მხრივ განსაკუთრებით არ გაუმართლა საგარეჯოს რაიონის ფერმერებს, რადგან ამ ზონაში მოძრაობენ ის თვითმფრინავები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეშვებიან ან ფრინდებიან. ასეთ დროს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის ოპერატორები ვერ აიღებენ უდიდეს პასუხისმგებლობას, გაუშვან უმართავი რაკეტები, თუნდაც მონიტორზე ნათლად ჩანდეს სეტყვის მსხვილი მარცვლების შემცველი ღრუბელი.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ახალი სახით ჩამოყალიბება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, რისი არდანახვა არ შეიძლება. დროთა განმავლობაში სწორი მიდგომისა და რაც მთავარია, მიზნობრივი დაფინანსების შემთხვევაში, ის ქართველი გლეხებისა და ფერმერების "სალოცავად" შეიძლება გადაიქცეს.
 


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 778 | დაამატა: Gia | ტეგები: დაგრჩეს..., და, ჩამოაგდო, სეტყვაც, კმაყოფილი, გლეხიც | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 saiga   (26.06.2015 23:45:10)
23 19 54

0   Spam
2 DICHE   (24.06.2015 09:56:49)
რა დადებით შედეგზეა საუბარი როცა მაგ სარაკეტო სისტემის სპელიალისტი არ გვყოლია და კახეტსჰი ისროლეს ეგ რაკეტა და სიგნაგსჰი კოკისპირული წმიმა მოვიდა და თელავის ზოგიერთ რაიონში მოთოვა კიდეც თურმე. მაგრამ უცებ მიჩქმალეს ეგ ამბავი. 167 167

0   Spam
1 gugalo   (22.06.2015 23:38:40)
10 10 10 166 166 166 23 23 23 ვნახოთ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 30
    სტუმარი: 23
    მონადირე: 7
    12344321 , dezi , julakidze-1990 , ნუგომონადირე , zviadauri , nadsan , SHAKO1981

    დღეს საიტზე იყვნენ
    Gia, mixo-kiziki, datoburchuladze, gigagiga239, dratxara, giiiivi, tereos, VAXO-HUNTER, gadarchenili, akson777, giorgi, dudu-477, kobaxidze, nugzari, gugaa1987, giohunt1982, sabjek, ბაქარი, levani560, zorbega, hunter78, giorgevichi83, paatajgali, SHAKO1981, xvicha1, nadsan, qorbuda, chiti2000, teduka55, სამსონი, monadire-21, [სრული სია]

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    kako45(32) , gio1329(26) , berZul(27) , monadire1983(34) , SHAKO(30) , nino123(28) , zazulika(34) , ramazoti85(32) , komblee(31) , glinkovichi(25) , gvene(26) , zaza1983(34) , gavazi99(32) , dede(34) , importer(21) , 21(34) , mtiuli(36) , Melekeduri(49) , otiko100(12) , dimaushka1977(40) , Qarse(26) , gogliko1999(18) , შოთიკო333(20) , თოთიკო333(20)

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика