ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [118]
საიტის ამბები [74]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [157]
მოიპარეს-დაიკარგა [106]
ცხოველები და ფრინველები [254]
ძაღლები [125]
საქართველოს ამბები [409]
უცხოეთის ამბები [308]
საქართველოს წარსულიდან [40]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [46]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [107]
იცით თუ არა რომ [280]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [350]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
მწყერზე ნადირობა   
panatiპასუხების რაოდენობა: 3700
თავისუფალი თემა   
vanichka03პასუხების რაოდენობა: 178
ვინ რამდენად ენდობა ნა...   
daviti911პასუხების რაოდენობა: 565
ვინ რომელ ცხოველს თვლი...   
monadire-21პასუხების რაოდენობა: 58
დრათჰაარი   
giorgi86პასუხების რაოდენობა: 3679
Caйга 12   
julakidze-1990პასუხების რაოდენობა: 27

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2015 » ივნისი » 9 » თბილისის ღია ჩემპიონატი ზუსტ სროლაში    

22:14:08
თბილისის ღია ჩემპიონატი ზუსტ სროლაში
საქართველოს ზუსტი სროლის ასოციაცია შეჯიბრის ჩატარების ზოგადი დებულება მიზნები და ამოცანები დიდი სიზუსტით სროლის პოპულარიზაცია, იარაღთან უსაფრთხოდ მოქცევის უნარის განვითარება, ცეცხლსასროლ იარაღთან მოქცევის კულტურის ამაღლება, მოსახლეობაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის პროპაგანდა. ზოგადი დებულება შეჯიბრი ტარდება სროლის შემდეგ დისციპლინებში: . დაწოლილ მდგომარეობაში სროლა ფიქსირებულ დისტანციაზე F -class- ის სროლა. ბენჩრესტი სპორტული სნაიპინგი. ჩასატარებელი შეჯიბრის წესები და დისციპლინა (ფორმატი) ქვეყნდება შეჯიბრის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე. შეზღუდვები კალიბრის მიხედვით 2015 წლის ბოლომდე 223 დან 330 კალიბრის ჩათვლით. სამხედრო მოსამსახურეები და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლები მათი სურვილისამებრ დარეგისტრიდებიან და მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრში პირადი მონაცემების სრული ანონიმურობის დაცვის რეჟიმში. ორგანიზატორები მონაწილეების მოთხოვნით გაუგზავნიან მოწვევის ოფიციალურ წერილებს შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ზემოაღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელობას. იარაღი და აღჭურვილობა შაშხანა, რომელსაც გააჩნია ნებისმიერი ტიპის საკეტი ოპტიკური სამიზნით. სროლა ხორციელდება ორფეხას ან რბილი წინა საბჯენის გამოყენებით, ნებადართულია უკანა რბილი საბჯენიც. წინა საბჯენად არ დაიშვება ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც მაგრად არაა მიმაგრებული თოფზე. მთელი თავისი აღჭურვილობა მონაწილემ თან უნდა ატაროს შეჯიბრის მთელი დღის განმავლობაში, იკრძალება მოწყობილობების ტრანსპორტით გადატანა, ასევე მის ტარებაში დახმარება. მთელი მოწყობილობა ჩაწერილი იქნება მონაწილის ბარათში და მსაჯს უფლება აქვს შეამოწმოს მონაწილის აღჭურვილობა მსვლელობისას შეჯიბრის ნებისმიერ ეტაპზე. შეჯიბრის მონაწილეებს სავარჯიშოების შესრულებისას ეკრძალება ქარისა და მზისგან დამატებით დაცვა, დამატებითი ნაგებობების შექმნა, რომლებიც ართულებს მსაჯებისა და სხვა მსროლელების სამუშაოს. მსაჯთა კოლეგია მუშაობისას კოლეგიის წევრები ხელმძღვანელობენ საბრძოლო და ტყვიის სროლის შეჯიბრის ჩატარების წესებით, რომელიც შემუშავებულია შეჯიბრის ორგანიზატორების მიერ სროლისა და სნაიპერული მომზადების სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით. შეჯიბრის შეფასებათა სისტემასა და კონკრეტულ სავარჯიშოებს მსროლელებს გააცნობენ შეჯიბრის წინ თათბირზე და ბრიფინგებზე უშუალოდ ყოველი სავარჯიშოს წინ. შეჯიბრის მონაწილეებსა და სტუმრებს ეკრძალებათ მსაჯის მოქმედებებში ჩარევა, მათთან კამათში შესვლა ან რაიმე სხვა სახის გავლენის მოხდენა მსაჯისა და შეჯიბრის ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილე სხვა პერსონალის მუშაობაში. მსაჯები ვალდებულები არიან თავიდან აიცილონ და აღკვეთონ შეჯიბრის წესებისა და უსაფრთხოების ზომების დარღვევის ყველა შემთხვევა. მსაჯებს უფლება არა აქვთ დაეხმარომ მსროლელს, მისცენ მას რჩევები სავარჯიშოების შესრულებისას. საკუთარი მოვალეობების შესრულებისას მსაჯები უნდა ატარებდნენ განმასხვავებელ ბარათს ან სამკლაურს ან გააჩნდეთ სხვა განმასხვავებელი ნიშნები. გამარვებულების გამოვლენა მოხდება დაგროვილი ქულების მაქსიმუმით. იმ შემთხვევაში, თუ შეჯიბრის მონაწილეებს ექნებათ ქულების თანაბარი რაოდენობა, მაშინ გამარჯვებული გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მიხედვით სავარჯიშოში "კვალიფიკაცია". შეჯიბრის მონაწილეები შეჯიბრზე დაიშვებიან შაშხანების მფლობელები, რომელთაც იარაღი გააჩნიათ კანონიერ საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები და ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლები საშტატო ან პირად სარგებლობაში არსებული შაშხანებით, რომლებიც დროულად გააფორმებენ განაცხადს შეჯიბრში მონაწილეობაზე. სარეგისტრაციოდ მონაწილეები წარუდგენენ ორგანიზატორებს შემდეგ დოკუმენტებს:. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (პასპორტს), შეჯიბრში გამოსაყენებელ იარაღზე ვადაგაუსვლელ ნებართვას, ასევე შედარებისათვის იარაღის, სამიზნის ნომერსა და საბრძოლო მასალას იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვაზე პასუხისმგებლობა შეჯიბრის ჩატარების პერიოდში, ასევე შეჯიბრის ჩატარების . ადგილისკენ და უკან მოძრაობისას, ეკისრებათ თვითონ შეჯიბრის მონაწილეებს შეჯიბრის მონაწილეები (მსროლელები) ვალდებული არიან იქონიონ: იარაღი, მჭიდები, სამიზნეები, საბრძოლო მასალები და სხვა აღჭურვილობა; -მსაჯის მოთხოვნით წარმოადგინონ მონაწილის ბარათი. შეჯიბრის მსვლელობისას მონაწილის ბარათი ატარონ მკერდზე (სავარჯიშოების შესრულებისას შესაძლებელია ბარათის დამაგრება ზედა ტანსაცმლის მარჯვენა სახელოზე - სროლის დასრულების შემდეგ პერიოდში იარაღი უნდა წარუდგინონ მსაჯს დასათვალიერებლად). შეასრულონ მსაჯის მითითებები და დაიცვან სპორტული ეთიკის ნორმები; სროლის დასრულების შემდეგ მოაგროვონ ნასროლი ვაზნები და მათ მიერ გამოყენებული სხვა მოწყობილობები და მოაწესრიგონ თავისი საცეცხლე პოზიცია; სავარჯიშოს ან შეჯიბრის დღის (სროლის) დასრულების შემდეგ განსაკუთრებით გულმოდგინედ დაიცვან უსაფრთხოების ზომები იარაღის გადატანის, გადაზიდვისა და გაწმენდისას, არასანქცირებული და შემთხვევითი გასროლების აღკვეთის მიზნით; გაწმინდონ და მოუარონ იარაღს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. თითოეულ მსროლელს უნდა გააჩნდეს: ოპტიკურ სამიზნიანი თოფი კანონით ნებადართული ვაზნებით, ყველა სავარჯიშოსათვის საკმარისი ვაზნების რაოდენობით. შეჯიბრის პირობებთან შეიარაღების შეუსაბამობა, მონაწილეთა ტექნიკური მოუმზადებლობა, არაკორექტული მოქცევა და უდისციპლინობა, მსაჯების დაუმორჩილებლობა და მათთან კამათი, იარაღთან მოპყრობისას უსაფრთხოების წესების დარღვევა წარმოადგენს საფუძველს მონაწილის ან იმ სპორტული გუნდის შეჯიბრიდან მოსახსნელად (დისკვალიფიკაციისათვის), რომლის წევრიცაა იგი , და მათ გასაძევებლად სასროლი მოედნიდან. თუ სავარჯიშოს შესრულების დროს მსროლელის იარაღი გაუმართავი აღმოჩნდება, მაშინ სავარჯიშო შეუსრულებლად ითვლება. მსროლელი მარტო ან გუნდის შემადგენლობაში, რომელიც დააგვიანებს სავარჯიშოს შესრულებაზე, არ დაიშვება სროლაზე მიუხედავად დაგვიანების მიზეზისა და როგორც შედეგი არ დაიშვება მთელი გუნდი სრული შემადგენლობით. პოლიგონზე ყოფნის წესები სასტიკად იკრძალება ალკოჰოლისა და ნებისმიერი ნარკოტიკული და გამაბრუებელი ნივთიერებების გამოყენება მაყურებლისა და მონაწილეების მიერ შეჯიბრის დასრულებამდე, აგრეთვე პოლიგონზე ყოფნისას. აღნიშნული წესის დამრღვევი მონაწილეები დისკვალიფიცირებული და გაძევებული იქნებიან პოლიგონიდან. შეჯიბრის დაწყებამდე მონაწილეები ხელს აწერენ ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და შეჯიბრის წესების გაცნობის აქტს და ეკისრებათ ცალკეული პასუხისმგებლობა. ბრძანება "ნომრები საზღვარზე": ამ განკარგულების გაცემის შემდეგ იწყება მოსამზადებელი დროის ამოწურვა, აღნიშნულმა მსროლელებმა უნდა ამოიღონ გადასატენი იარაღი შალითებიდან და გადაადგილდნენ საზღვართან. მოამზადონ სასროლი ადგილი (დააფინონ ჭილობი), დაიკავონ საწყისი მდგომარეობა ან სასროლი მდგომარეობა (დამოკიდებულია სავარჯიშოზე). იარაღი არ გადატენოთ! - განკარგულებით "გადატენე" - გადატენონ იარაღი. განკარგულებით "ცეცხლი" - ნებადართულია სროლა. - განკარგულებით "შეჩერდი" - შეწყვიტონ სროლა. დაცალონ იარაღი. გახსნან საკეტი უსაფრთხოების მსაჯის მიერ დასათვალიერებლად. - უსაფრთხოების მსაჯის განკარგულების შემდეგ "დათვალირებულია" - დატოვონ საზღვარი. - შეჯიბრების დაწყებამდე ე.წ. "ცივი გასროლის" შესრულება აკრძალულია. იარაღი მუდმივად უნდა იყოს შალითაში ვაზნების გარეშე მიერთებული მჭიდით და დაცლილ მდგომარეობაში - (ხრახნიან შაშხანებს საკეტით უკანა მდგომარეობაში, ავტომატურ კარაბინებს საკეტსა და ლულას შორის ჩადებული აქვს მასრა, იარაღში ვაზნები არაა). საზღვრისკენ გადაადგილება და უკან დაბრუნება - იარაღი დაცლილია . ყველა პირი, რომელიც არ წარმოადგენს მსროლელს, ითვლება შეჯიბრის სტუმრად, მიუხედავად მათი წოდებისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა. სტუმრებს სასტიკად ეკრძალებათ ცეცხლის ხაზთან ყოფნა. შეჯიბირს მონაწილეებსა და სტუმრებს ეკრძალებათ მსაჯის მოქმედებებში ჩარევა, მათთან კამათში შესვლა ან რაიმე სხვა სახის გავლენის მოხდენა მსაჯისა და შეჯიბრის ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილე სხვა პერსონალის მუშაობაში. მსროლელებმა და სტუმრებმა იარაღთან მოქცევისას უნდა დაიცვან უსაფრთხოების მოთხოვნები, სასროლ მოედანზე მოქცევის წესები , განხილვის გარეშე შეასრულონ მსაჯებისა და შეჯიბრის ორგანიზატორების განკარგულებები. შეჯიბრის ჩატარების ადგილი დაყოფილია შემდეგ ზონებად: ავტოტრანსპორტის სადგომი ზონა მაყურებელთა და შეჯიბრის სტუმრების სამყოფელი ზონა შეჯიბრის მონაწილეთა სამყოფელი ზონა ტექნიკური ზონა სასროლი ხაზი ძირითად ზონებში ყოფნის წესების განმარტება ხდება ბრიფინგზე შეჯიბრის წინ, აღნიშნული წესების დაუცველობა იწვევს დისკვალიფიკაციასა და პოლიგონიდან გაძევებას. ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ უარი უთხრან ნებისმიერ განმცხადებელს მიზეზების განუმარტავად. ორგანიზატორები იტოვებენ საპატრულო პოლიციის რაზმის გამოძახების უფლებას შეჯიბრის მონაწილეების ან სტუმრების მიერ უსაფრთხოების წესების დაუცველობის ან მსაჯთა კოლეგიისთვის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. ფორმატი (სასროლი დისციპლინები) დაწოლილ მდგომარეობაში სროლა ორფეხების ან ტომრების გამოყენებით, ფიქსირებულ დისტანციაზე: 100 მეტრი კვალიფიკაცია 5 სროლა, აქედან 3 მონაწილის არჩევით ჩათვლითი. სროლა ქულების რაოდენობაზე, ასევე ცალკე ფასდება ერთობლიობა. 300, 500, 700 და 800 მეტრი 5, 10, 20 ან სროლით ქულების რაოდენობაზე, ერთ შეჯიბრში სასროლი დისტანციების რაოდენობიდან გამომდინარე. სროლა ხორციელდება სროლის საერთაშორისო ასოციაციის სამიზნეებზე. F класс სროლა ხორციელდება დაწოლილ მდგომარეობაში ნებისმიერი კონსტრუქციის ორფეხების ან რბილი არამექანიკური საბჯენების გამოყენებით. სროლის დისტანცია 600, 800 და 900 მეტრი. 20 სროლა თითოეულ სამიზნეზე. სროლების ჩვენება არ ხდება. სროლა ხორციელდება ქულების რაოდენობაზე F კლასის საერთაშორისო ასოციაციის სამიზნეებზე. ბენჩრესტი სროლა ხორციელდება სკამზე მჯდომარე მდგომარეობაში მექანიკური საბჯენების ან ორფეხების გამოყენებით დისტანციაზე 100, 200, 300 მეტრი. დაიშვება მწოლიარე მდგომარეობაში სროლაც. სროლა ხორციელდება ორ სერიად 5 სროლით სამიზნის ჩათვლით ნაწილში ერთობლიობით, სასინჯი სროლების რაოდენობა და რიგითობა სამიზნის ჩაუთვლელ ნაწილში შეუზღუდავია. ერთ შეჯიბრში შესაძლებელია სამიდან ორ დისტანციაზე სროლა. სროლა ხორციელდება საერთაშორისო ნიმუშის სამიზნეებზე. დათვლა ხორციელდება საშუალო აგრეგატის მიხედვით МОА- ში. სპორტული სნაიპინგი სავარჯიშოები აწყობილია თავისუფლად. სროლა შესაძლებელია მდგომიარე, მწოლიარე, მუხლზე ჩაჩოქილ მდგომარეობაში, დისტანციაზე 500 დან 800 მეტრამდე. სროლა მიმდინარეობს ქაღალდის სამიზნებსა და გონგებზე, მსაჯის ხელმძღვანელობით პოზიციების შეცვლით. მონაწილეთა ნაწილი გადაადგილდება მსაჯის ხელმძღვანელობით, შეჯიბრზე ჩანიშნული მარშრუტით სხვადასხვა სასროლ პოზიციებს შორის დაცლილი იარაღით. მარშრუტის საერთო მანძილი 500 მეტრიდან 1 კილომეტრამდე. თითოეული პოზიიცადან 5 სროლა. ერთ შეჯიბრში სავარჯიშოების რაოდენობა 6-დან 8-მდე. საქართველოს ზუსტი სროლის ასოციაციის თავმჯდომარე არჩილ კუცია. რეგისტრაცია. ყაზბეგის გამზირზე, მაღაზია "დენთში". შეავსებთ შესაბამის ფორმას. ამ ფორმის გაგზავნა ასევე შეიძლება ელ.ფოსტით მისამართზე: kishinski@gmail.com

წყაროhttp://guns.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 508 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 mirzagg   (13.06.2015 10:55:35)
შეჯიბრებაში მონაწილეობის საფასური რამდენი ლარია? თუ ვინმეს გაქვთ ინფო?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 16
    სტუმარი: 13
    მონადირე: 3
    gugaa1987 , giga-giga21 , GELIUS

    დღეს საიტზე იყვნენ
    ვულფ, dimi, geluka, panati, mamalixarazuli, xecu20, nikala1992, firali81, CHARLI1123, kobaxidze, gugaa1987, lasha1334, sabjek, benito, giorgevichi83, giga-giga21, Arrow, nika1975, sulxani, GELIUS, xvicha1, vanoarchi, saiga, kalia5555, gochamik, gp, dezi, mixeil1981, ნუგომონადირე, კიკო, m@muka, [სრული სია]

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    temo777rost(45) , ja_ja(44) , bego(25) , levanimachara(31) , ratimari(25) , nati(20) , longest(24) , datochitadze(22) , sino(19) , bababaka(35) , DAVIDPOLADA(41) , avto-at(46) , marirati(25) , dugla(35) , datochitadze2014(22) , davituri(14) , dodari1(19) , gogita-gio(41) , tavgia3(29) , dato2014(22) , sebo(24) , manucharbuskivadze(49) , L0ki(24)

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика