ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » მაისი » 16 » "იქ, სადაც წესრიგი უნდა დაემყარებინათ, ფულის კეთება დაიწყეს"    

22:47:53
"იქ, სადაც წესრიგი უნდა დაემყარებინათ, ფულის კეთება დაიწყეს"
 
"იქ, სადაც წესრიგი უნდა დაემყარებინათ, ფულის კეთება დაიწყეს"
04-05-2015
"ცინიზმია იმის თქმა, რომ იპოდრო­მთან უკვე გაზრდილ ხეს მოვჭრი და სად­ღაც­ გუდაურში ჩხირებს ჩავარჭობ. ეს არის კომპენსაცია?"

იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩაზე, #13 კორპუსის წინ ისევ გაიჩ­ეხა მრავალწლიანი წიწვოვ­ანი ხეები. 13 ხის მოჭრისა და ოთხის დაზიანების საფუძველი გახდა თბილ­ისის მერიის გამწვან­ებისა და ეკოლ­ოგიის სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის მიერ კომპა­ნია "არქი ჯგუფის" სახელზე გაცე­მული ნებართვა, სადაც­ წერია, რომ დეველოპერს 29 ხის მოჭრის უფლება აქვს.

მას შემდეგ, რაც ხეების ჭრაზე ხმაური­ ატყდა, გიორგობიანმა ჯერ საკუთარი დად­გ­ენილება გააუქმა, შემდეგ კი განაცხადა,­ ეს დადგენილება საჭირო ყოფილა,­ რადგან ამის გარეშე კომპანია„"არქი ჯგუ­ფი"­ გან­ა­შენიანების რეგულაციის გეგმის განხილვაზე საკრებულოს თანხმობას ვერ მიიღებდა­, ამიტომაც წინსწრებით მივე­ცი თანხმობა­ და მას შემდეგ, რაც საკრებუ­ლო­ გეგმ­ას­­­ დაუმტკიცებდა,„"არქი ჯგუფი"­ ხეების­ მოჭრას შეძლებდაო(?!). საკრებულ­ოში საბუ­რთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი­ ალექსანდრე ელისაშვილი და თამარაშვილის ქ. #13-ის საინიციატივო­ ჯგუფის წარმ­ომადგენლები გიორგობიანის­ განცხადებას ალოგიკურს უწოდებენ. აცხადებენ, რომ მან ვანდალიზმის ნებართვა გასცა.  

გიორგი შილაკაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი: - ხის მჭრელმაც და ნებართვის გამცემმაც კარგად იცოდნენ, რომ ხმაური ატყდებოდა და ცდილობდნენ, იმდენი ხის მოჭრა მოესწროთ, რამდენიც მშენებლებს სჭირდებოდათ. 29 ხე იმისთვის ჩაწერეს, რომ გიორგობიანს ეთქვა, რამდენიმე ხე გადავარჩინეო. ნახეთ, რა პროექტის განხორციელებას ითხოვენ დეველოპერები ამ ტერიტორიაზე: ასაშენებ­ელი ცხრა კორპუსიდან ერთ-ერთი 38-სართულიანია და აქ სუნთქვა კი არა, გავლაც შეუძლებელი იქნება. 

ალექსანდრე ელისაშვილი, საკრებულოს დეპ­უტატი: - სამწუხაროდ, საკრებულომ მხოლოდ მოისმინა ბიძინა გიორგობიანის დანაშაული. არადა,კაცი, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქის გამწვანებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (რისთვისაც მას ხელფ­ასს უხდიან), საკრებულოს სხდომ­აზე დეველოპერული კომპანიის მარ­კ­ეტინგის სამსახურის წარმო­მა­დგენელივით ლაპარაკობდა.

აცხადებდა, ეს კომპანიები ხეების მოჭ­რის გარეშე განაშენიანების რეგულირების გეგმას ვერ დაამუშავებენო.  
გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახური­ დეველოპერს საკრებულოში გეგმის განხილვამდე რომ აძლევს ხეების მოჭრის უფლებას და სამშენებლო არეალს უთავისუფლებს, ან არაპროფესიონალია, ან მიამიტი, ან კიდევ - უანგაროდ არ მოქმედებს. ამიტომაცვეჭვობ, მას ხეების მოჭრის გან­კარგულება უანგაროდ არ გაუცია.  

ამ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი სააკაშვილი-უგულავას პერიოდში მოუხსნეს და მიწის ნაწილი, სადაც ამჯერ­ად ხეები მოჭრეს, გია უდესიანის საკუთრება გახდა. ბოლო წლებში უდესიანმა სცადა ტერიტორიის გაყიდვა, ბევრი დეველოპერიც დაინტერესდა, მაგრამ მერე ყველამ ხელები გაასავსავა, რადგან მიხვდნენ, რომ აქ უზარმაზარი ხეების მოჭრაზე ამბავი ატყდებოდა. გამოჩნდა ერთადერთი შემსყიდველი, ცინიკურსახელიანი კომპანია "გრინ სიტი" ("მწვანე ქალაქი") და მან საერთო ენა გამო­ნახა გიორგობიანთან.

- საკრებულომ სცადა ამ ფაქტის იურიდიული შეფასება? 
- საკრებულომ "გაატარა" გიორგობი­ანის სამსახურებრივი გულგრილობა.
6 აპრილს, დავით ნარმანია საკრებ­ულოში რომ მობრძანდა, მასთან დას­ალაპარაკებლად ხუთი წუთი მომცეს. ვთხოვე, თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა ხეების მოჭრას აპრ­ოტესტებს, ფიქრობენ, რომ მეტი ხე მოიჭრება, იქნებ აიღოთ პასუხისმგებლობა, როგორც მერმა, რომ ეს არ მოხდეს-მეთქი. 27 აპრილს ხეები კვლავ მოჭრეს, ნარმა­ნიამ კი გაოცებულმა განაცხადა, რატომ უნდა ვუსაყვედურო გიორგობიანსო?

იმიტომ, რომ ეს არის  უპასუხისმგებლობა­ და თანამდებობის ბოროტად გამოყენება. თუ ამდენს ვერ ხვდება მერი, რომელიც მილიონი ხის დარგვას გვპირდებოდა, საქმე მართლაც ძალიან ცუდად გვაქვს...
გიორგობიანის ამ განკარგულების გარ­ეშე "არქი ჯგუფი" თუ "გრინ სიტი" ხეებს ვერ მოჭრიდნენ. ამასთან, მოსახლეობას ხმაური რომ არ აეტეხა, 30-ივე ხე მოიჭრებოდა. გიორგობიანმა  ბოროტად გამოიყენა თანამდებობა და კერძო კომპანიის სასარგებლოდ გაჩეხა მწვანე ზონა. ხალხს ატყუებენ, თითქოს მიწები სამშენებლო ნებართვით არის გაყიდული და მერიას საკანონმდებლო ვალდებულება აქვს, მშენებლებს ხელი შეუწყოს. მიწის ნაკვეთის ყიდვა იმას არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად კო­რ­პუსი უნდა ამოიზარდოს. თუ არქიტექტურის სამსახური ნებართვას არ გასცემს, მშენებლობის უფლება საიდან გაჩნდება?  

- მერიაში აცხადებენ, რომ იპოდ­რომთან ხეების მოჭრის სანაცვლოდ "არქი ჯგუფი" სხვაგან, მაგალითად, ნუცუბიძის ფერდობზე რგავს ნერგებს. 
- ცინიზმია იმის თქმა, რომ იპოდრო­მთან უკვე გაზრდილ ხეს მოვჭრი და სად­ღაც­ გუდაურში ჩხირებს ჩავარჭობ. ეს არის კომპენსაცია?

- საკრებულოსა და მერის­ არჩევამდე ითქვა, რომ ყველა სადავო მშენებლობ­ა­ზე გაცემულ თანხმობას ხელახლა განიხილ­ავდნენ.
- "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა­ ჰყავს საკრებულოშიც, მერიაშიც, პარლამენტშიც, მათი ერთობლივი შეთანხმებით უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს ძველი, სადავო ან მავნებელი განკარგულებები. თუ მთავარ პოლიტიკურ ძალას ამის სურვილი აქვს, აღასრულებს კიდეც, მაგრამ ეს რომ გაკეთდეს, ბევრი ფულს ვეღარ იშოვის.
"ნაციონალების" დატოვებული მახ­ინჯი კანონები მშვენივრად მოირგო ახალმა ხელისუფლებამ.
ყოველ შეხვედრაზე ვთხოვდით ბიძინა გიო­რგობიანს, მის სამსახურს მწვანე არეალების ინვენტარიზაცია ჩაეტარებინა და დაგვედგინა სკვერების, პარკების წითელი ხაზები, რათა ეს საკითხი სპეკულირების საშუა­ლება აღარ ყოფილიყო. გვპირდებოდა, მაგ­რამ იქ, სადაც წესრიგი უნდა დაემყარებინათ, ფულის კეთება დაიწყეს.

P.S. გიორგობიანის განკარგულებას სამართლებრივად სწავლობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". კვლევის დასრულ­ებამდე იურიდიულ შეფასებებს ერიდებიან. დუმილს ამჯობინებს გიორგობიანიც.  


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1455 | დაამატა: gio90 | ტეგები: 7777777..... | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
1 civilioni   (17.05.2015 19:48:47) [მასალა]
მოჭრაში ბადალი არ ჰყავთ მაგრამ დარგვაში და მოვლაში არ უქნიათ ღმერთს 88e73 საცოდავობაა ნეტავი ოდესმე ეშველება ამ ქვეყანას? ნეტავი მოვა ოდესმე ბუნების ჭეშმარიტი მოყვარული მთავრობა? 25

0   Spam
2 gocha68   (17.05.2015 23:39:49) [მასალა]
გეთანხმებით, ჭრა და ნგრევაში ბადალი მართლა არ ყავთ, რაც შეეხება საქმის კეთებას ჯერ-ჯერობით გაკეთებულს ვერაფერს ვხედავ, გარდა საკუთარ თავებზე ზრუნვისა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    temo-niko13, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика