ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » მაისი » 7 » გადამფრენი ფრინველების გამო, ნიუ-იორკში გარე განათებას ჩააქრობენ    

14:50:09
გადამფრენი ფრინველების გამო, ნიუ-იორკში გარე განათებას ჩააქრობენ
იმის გამო, რომ დაეხმარონ გადამფრენ ფრინველებს დანიშნულების ადგილამდე მიღწევაში, 2015 წლიდან ნიუ-იორკში სახელმწიფო შენობების გარე განათებას გათიშავენ. 

ნიუ-იორკის თავზე გადის ატლანტიკური საფრენი გზა, რომელიც ფრინველების მიგრაციის 4 ძირითადი გზიდან ერთ-ერთია. იგი ჩრდილოეთით, გრელანდიის სანაპიროდან და აღმოსავლეთ არქტიკური კუნძულებიდან იღებს სათავეს. 



გადამფრენი ფრინველები ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მიფრინავენ, ღამით ისინი ორიენტირებას ვარსკვლავების მიხედვით ახდენენ. მაღალი შენობებისა და ცათამბჯენების გარე განათება მათ გზას უბნევს, რის გამოც ფრინველები ფანჯრებს, კედლებსა და პროჟექტორებს ეჯახებიან. ყოველწლიურად, ამერიკაში ასეთი განათების გამო, 500 000-დან მილიონამდე ფრინველი იღუპება.

გარე განათებას ნიუ-იორკში გამორთავენ ღამის 11 საათიდან დილამდე წელიწადის იმ დროს, როდესაც ფრინველების მიგრაცია პიკს აღწევს, ანუ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, კერძოდ 15 აპრილიდან 31 მაისამდე და 15 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე.

ამ პროგრამას მალე როკფელერ-ცენტრის, კრაისლერ-ბილდინგისა და ტაიმ-უორნერ-ცენტრის მფლობელები შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს დაეხმარება ფრინველებს, რომლებიც ნიუ-იორკის ტყეებში, ტბებსა და მდინარეებში ბინადრობენ.

პროგრამა "Lights Out" უკვე იცავს ფრინველებს აშშ-ს ისეთ ქალაქებში, როგორიც არის: ბალტიმორი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, მინეაპოლისი და სან-ფრანცისკო.

წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 1994 | დაამატა: Falconry | ტეგები: გადამფრენი, ნიუ-იორკში, გამო, ფრინველების, ჩააქრობენ, განათებას, გარე | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0  
3 akson777   (08.05.2015 14:29:49) [მასალა]
რას ნიშნავს ძლიერი სახემწიფო, იციან ბიომრავალფეროვნების დაცვის ფასი. ჩვენთან კიდევ გარემოსდამცველები დადიან გრანტიჭამიების ჭკუაზე და უაზრო კანონების შემოღებით დედა უტირეს ბუნებას

0   Spam
4 Falconry   (08.05.2015 14:50:54) [მასალა]
100% 10 10

0   Spam
2 solomon   (08.05.2015 13:20:43) [მასალა]
პატარა ბათუმში რამდენი მწყერი ეჯახება შენობებს და განათების ბოძებს და ნიუ-იორკში წარმოიდგინეთ რამოხდება თუ კი ფრინველების მიგრაციის გზა უწევს.. ჭკვიანური და სასარგებლო აქციაა და სხვა ქვეყნები თუ ქალაქებიც უნდა შეუერთდეს..

0   Spam
1 gugalo   (08.05.2015 00:30:36) [მასალა]
10 10 10 166 166 166 აი ქვეყანა ზოგი კი რუსეთს მისტირის

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика