ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » მარტი » 30 » გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესთან დაკავშირებით კიდევ ერ    

21:23:36
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესთან დაკავშირებით კიდევ ერ
შორენა ბუხრაშვილი განმარტებას აკეთებს
შორენა ბუხრაშვილი განმარტებას აკეთებს
დედაქალაქის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის განცხადებით , ცხოველების მოვლა-პატრონობის მართვის წესთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად ხორციელდება.
როგორც დედაქალაქის საკრებულოდან გვაცნობეს, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ "იმედის" არხზე, გუშინ გადაცემა "იმედის კვირაში" გავრცელებული ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, გადაცემის ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მას "იმედის" ჟურნალისტი დაუკავშირდა, რომელსაც დეპუტატმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფრომაცია მიაწოდა, თუმცა ბუხრაშვილის თქმით, მისი არც ერთი განმარტება გადაცემა "იმედის კვირაში" არ გაჟღერებულა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ აღნიშნულ წესთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად ხორციელდება.

"პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო გუშინ, გადაცემა "იმედის კვირაში" გაჟღერებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოსდა საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია, დაჩქარებული წესით აპირებს ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესში, ცხოველების ცეცხლსასროლი იარაღით მოკვდინებისა და ევთანაზიის გამოყენებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა იმისა, რომ მე, გადაცემის ეთერში გასვლამდე პირადად ვესაუბრე ჟურნალისტს, გადაცემის მსვლელობის დროს, საკრებულოს პრესამსახურის ხელმძღვანელი ,,იმედის კვირის" პროდიუსერს დაუკავშირდა და საზოგადოების ზუსტი ინფორმირებისათვის ჩემი პირდაპირ ეთერში ჩართვის თხოვნით მიმართა, რაზეც მან უარი მიიღო.

მინდა კიდევ ერთხელ განვუმარტო საზოგადოებას, რომ აღნიშნული პროექტი თბილისის მერიიდან საკრებულოში მიმდინარე წლის 2 მარტს შემოვიდა, რის შემდეგაც წარმომადგენლობით ორგანოში არაერთი სხდომა გაიმართა.

გარწმუნებთ, რომ აღნიშნული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვისა და გადაწყვეტილების ინციატივით გარემოს დაცვის ან რომელიმე სხვა კომისია არც ერთ სხდომაზე არ შესულა", _ აცხადებს ბუხრაშვილი.

მისივე თქმით, პირიქით, გარემოს დაცვის კომისიის ინიციატივით, საკრებულოში მოწვეული იყო არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შენიშვნები და რეკომენდაციები აღნიშნულ პროექტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

მისივე განცხადებით, პროექტის საბოლოო ვერსია ჯერ არ დამტკიცებულა. "შესაბამისად, აღმაშფოთებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული საკითხით გულწრფელად დაინტერესებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად ხორციელდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო არა მხოლოდ ძაღლების, არამედ თბილისის ტერიტორიაზე, ურბანულ გარემოში მცხოვრები ყველა ცხოველის უფლებებს თანაბრად იცავს", _ განაცხადა ბუხრაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განმარტა, რომ წესი, რომელიც საკრებულომ უნდა მიიღოს, ძველი წესის გაუქმებას განაპირობებს, რომელიც საკრებულომ 2012 წლის 31 აგვისტოს მიიღო. "მინდა შევახსენო ჩემს ყოფილ კოლეგას, ქალბატონ ინგა გრიგოლიას, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც იგი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახლდათ", _ აღნიშნა ბუხრაშვილმა.

როგორც საკრებულოში განმარტავენ, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის შესახებ საკითხი საკრებულოს სხდომაზე, მე-9 ოქმის შესაბამისად, მესამე საკითხად იყო გატანილი.

"აღნიშნულ სხდომაზე, რომელსაც ინგა გრიგოლიაც ესწრებოდა, მიღებული იქნა პროექტი, რომლის მეცხრე მუხლი "ცხოველების მოკვდინებით" სათაურდება და გვეუბნება, რომ მოკვდინებას ექვემდებარებიან ის ცხოველები, რომელთაც კომპეტენტური ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდებათ ადამიანისათვის საშიში დაავადება. მუხლში ასევე ნათქვამია, რომ ცხოველის მოკვდინება დასაშვებია ვეტერინარის მიერ ცხოველთა თავშესაფარში და უნდა ჩატარდეს მყისებრ, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი ტანჯვის რაც შეიძლება ნაკლებად მიყენებით.

დოკუმენტი ერთხმად, ოცდათოთხმეტი ხმით არც ერთის წინააღმდეგ იქნა დამტკიცებული ", _ განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.


წყაროhttp://www.zooclub.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1397 | დაამატა: giiiivi | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 giorgigagoshvili   (30.03.2015 22:36:48) [მასალა]
უდავოდ საშიშია დაავადებული მაწანწალა ცხოველი საზოგადოებისთვის, მაგრამ ხო ხდებოდა ცოტახნის წინ მაწანწალა ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაცია და ვაქცინაცია, ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა მომავალშიც ასე თუ გააგრძელებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს იოლი მეთოდებით ურჩევნიათ ამ პრობლემის გადაჭრა მოკვდინების ხარჯზე, კი იძახიან მხოლოდ დაავადებულ ძაღლებს დავაძინებთო, მაგრამ რაღაც არ მჯერა ამათი, ყველა მაწანწალას ერთ ქვაბში მოხარშავენ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მათი მასიური ამოღება უნდათ გარემოდან, ალბათ ახალგაზრდული ოლიმპიადის გამო...

0   Spam
2 kucuna1   (30.03.2015 21:47:43) [მასალა]
სადავო საკითხია უნდა მოკვდეს თუ არა მაწანწალა ძაღლი.მე პირადად ხელს არ მიშლიან სანამ ისინი ჯანმრთელნი არიან,მაგრამ წარმოვიდგინოთ ქალაქის ქუჩები სადაც საშინელი ავადმყოფობით დაავადებული ძაღლები დაწანწალებენ და ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზეც ავრცელებენ,ჩვენი ძაღლებიდან კი ჩვენს ოჯახის წევრებზე ვრცელდება.
ჩემი აზრით ის კი არ არის მკვლელი ვინც ავადმყოფ ძაღლს მოკლავს,არამედ ის ვინც რომ ის ძაღლი მაწანწალობისთვის გაწირა.
ყველას ეკრანზე მოუნდა გამოჩენა,მართავენ მიტინგებს და სახლში დაბრინებულები პოლიციაში რეკავენ ძაღლმა დამიყეფაო.

0  
1 akson777   (30.03.2015 21:31:40) [მასალა]
კარგი იქნება თუ არ მიიღებენ კანონს რომლის მიხედვითაც მაწანწალა ცხოველების დახოცვის უფლებამოსილებას გასცემენ... 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика