ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » მარტი » 25 » ნუცუბიძეზე ქუჩის ძაღლები მერიის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს    

18:21:17
ნუცუბიძეზე ქუჩის ძაღლები მერიის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს
ნუცუბიძეზე ქუჩის ძაღლები მერიის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს. ამის შესახებ, “პრაიმტაიმნიუსს” თამაზ ელიზბარაშვილმა განუცხადა.
​  

ძაღლთა თავშესაფრის მფლობელი და ცხოველთა უფლებადამცველი აცხადებს, რომ თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, ბაშვების თვალწინ, იარაღით 30-მდე ძაღლი მოკლეს.

თამაზ ელიზბარაშვილი:

“ვანდალური ფაქტი მოხდა ნუცუბიძეზე, სადაც სულ ცოტა ხნის, წინ 30 ძაღლი თბილისის მერიის მონიტორინგის თანამშრომლებმა იარაღით დახოცეს. მათი წკავწკავი და საცოდაობა მთელ ნუცუბიძეს ესმოდა. ახალ ჯიპებს მოასხდნენ და მანქანებიდან გადმოსვლაც ვერ გაბედეს, პირდაპირ იქიდან დახოცეს ძაღლები. ბავშვების თვალწინ, რა უნდა გაიზარდონ ეს ბავშვები, ასეთ ვანდალიზმს რომ შეესწრნენ. მთელი ნუცუბიძე ფეხზე იდგა, ქალი ეხვეწებოდა ერთი, მე მყავს შეკედლებული, ნუ დახოცავთო, მაგრამ ჩაყარეს ძაღლები მანქანაში და წაიღეს. 30 მარტს, თბილისის საკრებულო დაჩქარებული წესით განიხილავს ქუჩის მაწანწალა ძაღლების ცეცხლასროლი იარაღით მოკვლის დაკანონებას. მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებ და არ დავუშვებ, ორშაბათს საკრებულომ ეს დააკანონოს”.

ახალი ინფორმაცია ამ ფაქთის შესახებ..

თბილისის მერიის წარმომადგენელმა პირდაპირ მითხრა, რომ ნუცუბიძის ქუჩიდან გადაყვანილი ძაღლებს ევთანაზიის წესით დახოცავენ – ამის შესახებ კერძო თავშესაფრის დირექტორი, თამაზ ელიზბარაშვილი საუბრობს. ელიზბარაშვილის მტკიცებით, ნუცუბიძის ქუჩაზე 30–მდე ძაღლს მერიის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლი მანქანებიდან გაუხსნეს, ძირს დაყრილი ძაღლები ჩაყარეს და მერიის თავშესაფარში მოსაკლავად გადაიყვანეს.

“მე დამიკავშირდა თვითმხილველი ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ ეს ვანდალიზმი დღისით–მზისით პირდაპირ ბავშვების თანდასწრებით ჩაიდინეს. მერიამ ძაღლების მიმართ პრაქტიკულად ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა. ამის შემდეგ მე დავუკავშირდი მერიის წარმომადგენელს, პაატა კახნიაშვილს და შევთავაზე, რომ თუ ძაღლები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, ჩემს თავშესაფარში გადამოვიყვანდი. თავიდან დამთანხმდა, თუმცა 3 წუთში დამირეკა და მითხრა, რომ ძაღლების გადმოყვანა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან უნდა დავაძინოთო, ანუ ევთანაზიის წესით დავხოცოთო”, – აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.

მერია კი ძაღლების დახოცვას კატეგორიულად უარყოფს. როგორც მერიაში განმარტავენ, ნუცუბიძის ქუჩაზე ძაღლები გამოკვლების ჩატარების მიზნით დააძინეს და ყველა ძაღლი ამჟამად, მერიის თავშესაფარში იმყოფება.

 



წყაროhttp://primetimenews.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2174 | დაამატა: Falconry | ტეგები: ცეცხლსასროლი, იარაღით, ნუცუბიძეზე, ქუჩის, ძაღლები, დახოცეს, მერიის, თანამშრომლებმა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0  
5 avtandil   (28.03.2015 15:19:57) [მასალა]
აუუუ ეს რა მომხდარააა??? რა ნახეთ ხალხნო??? ყველას თვალწინ ლამის დამკბინა ორი კვირის უკან დედა ძაღლმა და ნეტავ ესე თუ შევებრალებოდი ამ ხალხს ცხოველთა უფლებების დამცველებად რომ გვევლინებიან??? მოდით ნუ გამოვიდებთ თავებს რაა რა მნიშვნელობა აქვს შპრიცით მოკლავ თუ ტყვიით გააწყალეს გული. თუ ეგრე შეტკივათ გულები წაიყვანონ და ყავდეთ სახლებში. ფულსაკეთებენ ტლიკინით და თორე მართლა კი არ ანაღვლებთ ამ ძაღლების ბედი. ან სხვა ცხოველს და ფრინველს. ციყვი და კვერნა რო დაუყენო წინ იმას ვერ იტყვიან რომელი რომელია… 25

0   Spam
4 Falconry   (26.03.2015 14:12:25) [მასალა]
ნეტა კიდე რას მოიფიქრებენ ამათი.... 48

+1  
3 Admin   (26.03.2015 12:43:18) [მასალა]
ცეცხლი გაუხსნეს, დახოცეს, დაჟლიტესო და და მერიის თავშესაფარში მოსაკლავად გადაიყვანესო. ამ ქვეყანაში ყველა "თავის" სიმართლეს ყვირის.

0   Spam
2 24   (26.03.2015 00:29:39) [მასალა]

0   Spam
1 24   (26.03.2015 00:25:15) [მასალა]
ვაიმე ცუდად ვარ, დღეს სხვა შუა დღეში იყო მაგაზე ჩხუბი,ამ კანონზე და კიდევ ბევრ რამეზე.და ესე თქვეს ეს ჭორი იყო ხალხმა გაავრცელაო და თურმე სიმართლე ყოფილა.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика