მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [118]
საიტის ამბები [74]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [157]
მოიპარეს-დაიკარგა [108]
ცხოველები და ფრინველები [256]
ძაღლები [126]
საქართველოს ამბები [415]
უცხოეთის ამბები [308]
საქართველოს წარსულიდან [40]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [46]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [107]
იცით თუ არა რომ [280]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [352]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
tereosპასუხების რაოდენობა: 3634
მონადირე ძაღლის დაავად...   
boika555პასუხების რაოდენობა: 378
შეკითხვა ვეტერინარს   
boika555პასუხების რაოდენობა: 96
იარაღის მოვლა   
HPBT338LMპასუხების რაოდენობა: 270
Sarsilmaz   
hunter96პასუხების რაოდენობა: 138
ქედანზე ნადირობა   
monadire-20პასუხების რაოდენობა: 436

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2015 » მარტი » 22 » ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება    

12:16:59
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება - ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ

​  

დოკუმენტის ნომერი - 20-108
დოკუმენტის მიმღები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი - 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი - ვებგვერდი, 05/01/2015
სარეგისტრაციო კოდი - 410080000.35.101.016087

 
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-108

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი
 
ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 

1. დამტკიცდეს „ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი” თანახმად დანართისა;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 23 აგვისტოს N9-37 გადაწყვეტილება ,,ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“;
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი




ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი ( შემდგომში – წესი) ადგენს ქ. თბილისში ძაღლების და კატების (შემდგომში – ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს. 

მუხლი 2. გადაწყვეტილების მიზანი
წესის მიღების მიზანია ქ. თბილისში ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისათვის იმყოფება მეპატრონის ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ;

ბ) უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ დაუდგინდება მეპატრონე;

გ) უმეთვალყურეო ცხოველი – ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე;

დ) მიკედლებული ცხოველი – ცხოველი, რომლის მეთვალყურე პირს უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მის მოვლაზე და ვეტერინარული სამედიცინო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფაზე;

ე) ცხოველის მეპატრონე – პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას;

ვ) მომშენებელი – პირი, რომელიც ეწევა ცხოველთა მოშენებას კომერციული ან არაკომერციული მიზნით;

ზ) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველის კვება მისთვის დადგენილი რაციონით, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება, ვეტერინარული ზედამხედველობა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, მათ შორის, ცხოველის ლაბორატორიული კვლევა და წინამდებარე წესის შესაბამისად მათი აღზრდა და წვრთნა – ჯიშის, წარმომავლობის, ბუნებრივი და ფსიქოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით;

თ) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;

ი) ცხოველის მოკვდინება (ევთანაზია) – უფლებამოსილი პირის მიერ ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტა წინამდებარე წესით განსაზღვრულ შემთხვევებსა და მეთოდებით. 

მუხლი 4. ცხოველთა კლასიფიკაცია 
1. ცხოველთა სამართლებრივი სტატუსის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატონობის განხორციელების მიზნისთვის ქ. თბილისში ბინადარი ცხოველები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) პატრონიანი;
ბ) უმეთვალყურეო;
გ) მიკედლებული;
დ) უპატრონო.

2. უმეთვალყურეო ცხოველს პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება მისი ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან 10 დღის ვადაში.

3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში მისი ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.

4. ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის შეტანის მომენტიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ცხოველი ითვლება დროებით მიკედლებულად და მასზე ვრცელდება მიკედლებული ცხოველისათვის დადგენილი ნორმები. 

მუხლი 5. ცხოველის ყოლა და მოვლა-პატრონობა
1. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეტოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:

ა) სათანადო კვება და დაწყურვება;
ბ) ფიზიკური აქტივობა;
გ) სანიტარიული ზედამხედველობა;
დ) საძილე ადგილის განთავსება, გათბობა და განათება;
ე) მდედრი ცხოველის შეჯვარების შემთხვევაში ნაყარისა და ცხოველისთვის სათანადო პირობების შექმნა.

2. მეპატრონე ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე.

3. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება. მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში.

4. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა.

5. აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა.

6. ცხოველის გვამის დამარხვა დასაშვებია მხოლოდ საამისოდ სპეციალურ გამოყოფილ ადგილას (ბიოთერმიულ ორმოში).

7. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აგრეთვე დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:

ა) უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა. იდენტიფიკაცია შეიძლება განხორციელდეს სამი ძირითადი მეთოდით: მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან/და სპეციალური ყელსაბამით. იდენტიფიკაციის ეს მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად, ისე კომბინირებულად. იდენტიფიკაციისათვის მათზე აღნიშნული უნდა იყოს: ცხოველის მეპატრონის სახელი და გვარი, მისი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ამასთან პირი, რომელიც ახდენს ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას, ვალდებულია აწარმოოს მის მიერ იდენტიფიცირებული ცხოველების რეესტრი, რომელსაც უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს მას უსასყიდლოდ;

ბ) ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა, ასევე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბმელით და ალიკაპით;

გ) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ ვეტერინარიულ-სანიტარიული შემოწმება;

დ) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება;

ე) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო სამედიცინო-ვეტერინარიულ დაწესებულებას, საკუთრებაში მყოფი ცხოველების მიერ ადამიანის ან სხვა ცხოველის დაკბენის შესახებ, მიაკითხოს ვეტერინარიულ სამკურნალო დაწესებულებას, ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დასაწესებლად. ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯებს იხდის ცხოველის მეპატრონე;

ვ) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ვეტერინარიულ კლინიკას;

ზ) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს ვეტერინარიულ კლინიკასა და უფლებამოსილ ორგანოს;

თ) მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ცხოველთა მეპატრონეების მხრიდან წინამდებარე წესში განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. 

მუხლი 6. ქ. თბილისში ცხოველთა პოპულაციების მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო 
1. ქ. თბილისში ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას, რომლის განხორციელება მთავრობას შეუძლია უშუალოდ საქალაქო სამსახურის, მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მეშვეობით.

2. უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) უპატრონო და უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, იზოლაცია და ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) ცხოველთა მონაცემთა ბაზის წარმოება;

გ) ცხოველისათვის ამ წესით განსაზღვრული სტატუსიდან ერთ-ერთის მინიჭება;

დ) დაჭერილი ცხოველების მოკვდინება ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და შემდგომი პროცედურების განხორციელება;

ე) ამ წესითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 7. ცხოველთა თავშესაფარი 
1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.

2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან.

3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე. 

მუხლი 8. უპატრონო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაცია
1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობის მიზნით – მოახდინოს მათი დაჭერა, იზოლაცია და ვეტერინარიული ზედამხედველობის განხორციელება. დაუშვებელია ცხოველთა დაჭერა მათთვის ტკივილის, ტანჯვისა თუ სტრესის მიყენების გზით.

2. უფლებამოსილმა ორგანომ უპატრონო ცხოველების რაოდენობის ოპტიმიზაციისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:

ა) ცხოველების შეპყრობა თუ მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური, მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უპატრონო ცხოველისათვის სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიების ან მათი თავშესაფრისათვის გადაცემის მიზნით.

3. თავშესაფრიდან ახალი მეპატრონისა თუ მეთვალყურისთვის გადასაცემი ნარევი ჯიშის უპატრონო ცხოველები ექვემდებარებიან ქირურგიულ ან მედიკამენტურ სტერილიზებას, დადგენილი მეთოდიკითა და საშუალებებით. 

მუხლი 9. ცხოველების მოკვდინება 
1. მოკვდინებას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომელთაც კომპეტენტური ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდებათ წინამდებარე წესზე თანდართული ადამიანისთვის საშიში ერთ-ერთი დაავადება მაინც. ცხოველის მოკვდინება შესაბამისი ვეტერინარის მიერ დაიშვება ცხოველთა თავშესაფარში.

2. ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტურია ან ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სხვა ცხოველებს; აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მყისებრ, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის, რაც შეიძლება ნაკლებად მიყენებით სპეციალური მედიკამენტის გამოყენებით.

4. ცხოველის ცხოველთა თავშესაფარში მოკვდინების შემდეგ, ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია. მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა და ა.შ.).

5. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:

ა) დახრჩობა;
ბ) გაგუდვა;
გ) მოწამვლა;
დ) ელექტრომუხტის გამოყენება;
ე) მექანიკური დაზიანების მიყენება;
ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.


ცხოველიდან ადამიანზე გადამდები საშიში დაავადებების ჩამონათვალი (დანართი)

1. ლისტერიოზი – ძაღლი, კატა
2. ტოქსოპლაზმა – ძაღლი, კატა
3. ტულარემია – კატა
4. ლეპტოსპიროზი – ძაღლი
5. ტუბერკულოზი – ძაღლი
6. ცოფი – ძაღლი, კატა
7. ეხინოკოკოზი – ძაღლი, კატა
8. ლეიშმანიოზი – ძაღლი
9. პიროპლაზმოზი – ძაღლი, კატა
10. დემოდეკოზი – ძაღლი, კატა
11. ტეტანუსი – ძაღლი, კატა
12. სტაფილოკოკი – ძაღლი, კატა
13. სტრეპტოკოკი – ძაღლი, კატა
14. მკრეჭავი მუნი – ძაღლი, კატა
15. ბრუცელოზი – ძაღლი
16. ციმბირული წყლული – ძაღლი
17. თურქული – ძაღლი
18. სალმონელოზი – ძაღლი

წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 938 | დაამატა: Falconry | ტეგები: თბილისის, მუნიციპალიტეტის, ქალაქი, საკრებულოს, დადგენილება | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 27
    სტუმარი: 24
    მონადირე: 3
    mirzagg , კობა1973 , zaza123

    დღეს საიტზე იყვნენ
    Maverick, datoburchuladze, zaza1970, dratxara, კობა1973, tereos, sukre17, giorgi_niqo, iurinka, raptor, panati, VAXO-HUNTER, gadarchenili, akson777, aleko, kiklich, bacho-bacho707, zaza123, guguna, boika555, gugaa1987, beso-1, sabjek, shakiki77, chxunte1994, zorbega, dh, mirzagg, bashiachuki, SHAKO1981, bparcvania, [სრული სია]

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    vipgio777(36) , baxsara(44) , majajoo(41) , Kulinari(27) , maria(24) , sergo(29) , seter2009(43) , badri-sixarulidze(55) , WVOLGA21W(49) , rugby91(26) , paata123123(22) , giorgi_1994(23) , Kneina(32) , beqa71(27) , gio-gio(24) , Mister(27) , ramaz76(41) , badribadri(55) , shak(29) , mamukadzagania(30) , hunter-1996(21) , ramaz2525(41) , ABG(20) , NEKA(20) , gi(23) , sopo00(21) , tinatin555(52) , hanter-1996(21) , lelachka73(44) , mamuka1987(30) , [სრული სია]

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика