ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » ივნისი » 18 » მსოფლიოს ათობით ზოოპარკი თბილისის ზოოპარკის მხარდასაჭერად გაერთიანდა    

15:10:42
მსოფლიოს ათობით ზოოპარკი თბილისის ზოოპარკის მხარდასაჭერად გაერთიანდა
მსოფლიოს ათობით ზოოპარკი თბილისის ზოოპარკის მხარდასაჭერად გაერთიანდა
თბილისის ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოტი "ბეგე" რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. 14 ივნისის წყალდიდობის დროს მისი ზოოპარკის ტერიტორიიდან გასვლის ფაქტი მსოფლიოს თითქმის, ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გააშუქა. გავრცელდა არაერთი ფოტო, სადაც ასახულია გმირთა მოედანზე მდგარი ცხოველი, რომელიც მოგვიანებით ზოოპარკის ტერიტორიაზე დააბრუნეს. ამასთან, არაერთი სტატია დაიწერა სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისის ზოოპარკზეც, რომლის ბინადართა თითქმის 50% წყალდიდობის დროს განადგურდა. მომხდარის გამო თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ზოოპარკმა შესთავაზა დახმარება.

თბილისში უკვე ჩამოვიდნენ ჩეხი და ებრაელი სპეციალისტები პრაღისა და იერუსალიმის ზოოპარკებიდან. ისინი თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და საჭირო დახმარებას უწევენ. თბილისის ზოოპარკის აღდგენის პროცესში ჩართვის სურვილი ერევნის ზოოპარკის სპეციალისტებმაც გამოთქვეს. ისინი სტიქიის შემდეგ ცხოველებს რეაბილიტაციაშიც დაეხმარებიან.



"ისინი გაწმენდით სამუშაოებში და ცხოველების გამოტანაში მონაწილეობენ, რომლებიც დატბორილ ვოლიერებში არიან. ვისაც რითი შეუძლია, იმით გვეხმარება. არ ვიცი, რამდენ ხანს დარჩებიან თბილისში, ალბათ რამდენ ხანსაც იქნება საჭირო", - აღნიშნა თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მზია შარაშენიძემ AMBEBI.GE-თან საუბრისას.

გერმანული გამოცემა "ფოკუსის" ცნობით, გერმანიის ზოოლოგიური პარკების კავშირის პრეზიდენტმა, ტეო პაგელმა განაცხადა, რომ დახმარების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ისინი მზად არიან ქართველ კოლეგებს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ.

ამას გარდა, ოდესის ზოოპარკი მზადაა თბილისის ზოოპარკს 20-მდე ცხოველი აჩუქოს. ოდესის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება აქლემის, ირმის, ბუს, ციმბირული თხის და სხვა ჯიშის ცხოველებისა და ფრინველების გაგზავნა. ოდესის ზოოპარკის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ნაჩუქარი ფრინველები და ცხოველები ქართველ კოლეგებს ზოოპარკის ბინადართა კოლექციის აღდგენაში დაეხმარება.



დახმარების სურვილი გამოთქვა რუსეთის არაერთმა ზოოპარკმაც. რუსული მედიის ცნობით, ეკატერინბურგის ზოოლოგიური პარკი ქართველი კოლეგებისათვის დახმარების წინადადებებს ამზადებს. ურალის რეგიონში მდებარე კერძო ფერმა კი მზადაა, თბილისის ზოოპარკს 6 რეპტილია აჩუქოს.

ცხოველების ჩუქების ინიციატივით მოსკოვის ზოოპარკიც გამოვიდა. რუსეთის დედაქალაქის ზოოლოგიური პარკის პრესსპიკერის, ოლგა ვაინშკოტის განცხადებით, ისინი მზად არიან თბილისის ზოოპარკს ცხოველები გადასცენ, თუ ქართული მხარე მათ ამ თხოვნით მიმართავს. მისივე თქმით, მოსკოვის ზოოპარკი მზად არის თბილისის ზოოპარკის ბინადრები დროებით შეიფაროს.

თბილისის ზოოლოგიურ პარკს მსგავს დახმარებას სთავაზობს შვეიცარიის, ლონდონისა და კიევის ზოოპარკების ადმინისტრაციებიც. თუმცა, თბილისის ზოოპარკს ამ ეტაპზე მათთვის უარის თქმა უწევს.



"მსოფლიოს უამრავი ზოოპარკი რეკავს და გვთავაზობს დახმარებას. ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია. ვიდრე არ გვექნება შესაბამისი ტერიტორია, მანამ ცხოველებს ვერ მივიღებთ ფიზიკურად. ევროპის ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციაც, რომლის წევრობის კანდიდატებიც ვართ ჩვენ, გვთავაზობს დახმარებას. ასე რომ, თუკი იქნება შესაბამისი ტერიტორია, კოლექციის შეგროვების პრობლემა არ იქნება".

ზოოლოგიური პარკების გარდა, თბილისის ზოოპარკის დახმარებას მოქალაქეებიც ცდილობენ. მსურველები უკვე რამდენიმე დღეა სპეციალურ ანგარიშზე გარკვეულ თანხას რიცხავენ. თანხა გროვდება მსოფლიოს მასშტაბითაც. სპეციალურ ვებგვერდ www.indiegogo.com-ზე ბოლო ორი დღის მანძილზე 104-მა ადამიანმა უკვე 5000 დოლარზე მეტი შეაგროვა. დონაციის გვერდი კიდევ ერთ თვეს იმოქმედებს და ამ ხნის მანძილზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თბილისის ზოოპარკისთვის თანხების გადარიცხვის შესაძლებლობა ექნება. 

თამთა ჯიჯავაძე
AMBEBI.GE


წყაროhttp://ambebi.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2301 | დაამატა: Admin | ტეგები: გაერთიანდა, თბილისის, მსოფლიოს, ზოოპარკის, მხარდასაჭერად, ზოოპარკი, ათობით | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 22
    სტუმარი: 22
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика