ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 31 » ორიენტირება რუქით და კომპასით    

20:06:38
ორიენტირება რუქით და კომპასით

 თუმცა ისეთი შემთხვევების ხდება, როდესაც რუკა და კომპასიც საჭიროა.  სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ცოტა რამ რუკის მოხმარების წესების შესახებ.
ამასთანავე  არ ვიცი თუ სადმე მოიპოვება საქართველოს ტერიტორიების ცალკეული ადგილების რუკები,  ისეთი რომელიც მონადირეს და ტურისტს შეიძლება გამოადგეს.  თუ ვინმეს გაქვთ  ინფორმაცია მსგავსი რუკების შესახებ მოგვწერეთ საკონტაქტო ელ ფოსტაზე სად შეიძლება მსგავსი რუკის შეძენა და ამავე სტატიაში განთავსდება მოწოდებული ინფორმაცია ან ბმული.

ყურადღებით დავაკვირდეთ რუკას, მის ზედა ნაწილში ყუველთვის განთავსებულია - ჩრდილოეთი (როდესაც რუკა წაღმა გვიჭირავს ხელში) ქვემოთ - სამხრეთი,  მარჯვნივ - აღმოსავლეთი და მარცხნივ - დასავლეთი.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რუქის მაშტაბი, მაგალითად 1:200000  ნიშნავს რომ ყველაფერი რუქაზე დატანილია 200000 დაპატარავებილი, და რუქის 1 სანტიმეტრი შეესაბამება რეალურ 2 კილომეტრ მანძილს. 
 


აუცილებელია რუკის ორიენტირება, ანუ მოვათავსოთ ის ისე რომ რუქაზე განლაგებული ობიექტები ზუსტად ემთხვეოდეს ობიექტის რიალურ განლაგებას. ეს შესაძლებელია როგორც კომპასით ასევე გარშემო მყოფი ობიექტების საშუალებით.
კომპასის საშუალებით ჯერ უნდა მოვძებნოთ ჩრდილოეთი მხარე, ხოლო შემდეგ რუქის ზედა ნაწილი მოვაბრუნოთ ჩრდილოეთისაკენ.
ობიექტების მიხედვით ორიენტირებისას,  მაგალითად ავიღოთ გზა რომელზეც ვიმყოფებით, რუქა დავიჭიროთ ხელში ისე რომ მასზე გამოსახული გზა ზუსტად ემთხვეოდეს სინამდვილეში არსებული გზის მიმართულებას. ამასთანავე ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ სხვა ობიექტების განლაგება რუქაზე უნდა ემთხვეოდეს მის განლკაგებას გარემოში.


 
რუკის ორიენტირების შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ ჩვენი ადგილ-სამყოფელის მოძებნაზე.  ამისათვის შევარჩიოთ ორი ჩვენთვის ნაცნობი ობიექტი, სასურველია სხვადასხვა მიმართულებით.  მაგალითისათვის ავიღოთ პირდაპირ (ჩვენიდან ჩრდილოეთით) მდებარე მთა და მარჯვნივ (ჩვენიდან აღმოსავლეთით) მდინარე. ჩვენიდან ორივე ობიექტის მიმართულებით გავავლოტ სწორი ხაზი,  ხაზების გადაკვეთის ადგილი არის ჩვენი მდებარეობა.


 
რუკის გარდა სასურველია თან იქონიოთ კომპასიც, რომ ღამით, ცუდი ხედვის პირობებში(ნისლიან ამინდში), ან ისეთ ადგილზე სადაც არ ჩანს ნაცნობი ობიექტები გავარკვიოთ ჰორიზონტის მხარეები. ასეთ პირობებში გადაადგილება ხდება აზიმუტის მიხედვით.
აზიმუტი არის კუთხე რომელიც წარმოიქმნება ჩრდილოეთი-სამხრეთის შემაერთებელ ხაზსა და არჩეულ ობიექტს შორის, რომელიც გამოსახულია რუქაზე.  მაგალითად ჩვენ გვინდა მივიდეთ ადგილზე რომელიც არ ჩანს ჰორიზონტზე,  არ არის მასთან მისასვლელი გზა, მაგრამ ვხედავთ მის მდებარეობას რუქაზე და ვიცით რომ ჩრდილოეთი-სამხრეთის შემაერთებელი ხაზიდან უნდა ვიმოძრაოთ 20 გრადუსიანი კუთხით აღმოსავლეთისაკენ 5 კილომეტრი.

 
ყველანაირი თეორიული ცოდნის მიუხედავად ყოველთვის უნდა ეცადოთ რომ სანამ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდებით პრაქტიკით გაამყაროთ თქვენი ცოდნა და ერთხელ მაინც ნაცნობ ადგილზე ცადოთ რუკით ორიენტირება რომ მეტად თავდაჯერებული იყოთ და რაც ყველაზე სახიფათოა უფრო ღრმად დაიკარგოთ ტყეში,  ბევრი ალბათ იმასაც იფიქრებს რომ საქართველოში ამხელა ტყეები არ არის სადაც შეიძლება დაიკარგო, მაგრამ ხშირია შემთხვევები როდესაც ტყეში ორიენტირის გარეშე დარჩენილ და დაბნეული ადამიანები ისე დადიან წრეზე რომთვიტონაც ვერ ხვდებიან ხოლმე ამას.  ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში მიხვდება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰორიზონტის მხარეების მიხედვით ორიენტირება.
 
რუქა და კომპასი არ არის ერთადერთი საშუალება რომელიც გამოიყენება ბუნებაში ორიენტირებისათვის. წლების მანზილზე ხალხის მიერ დაგროვილი გამოცდილებით ბევრი რამის სწავლა შეიძლება.  აუხლოეს ომავალში კიდევ დაიდება პოსტები ამ თემაზე თუ როგორ მოვახდინოთ ორიენტირება მზის, მთვარის და იმ სხვა ორიენტირების თუ ნივთების საშუალებით  რომელიც მრავლადაა ჩვენს გარშემო.  

წყაროhttp://hunters.ge
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 4045 | დაამატა: hunting-jim | რეიტინგი: 3.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 12
0   Spam
12 Shooter   (23.02.2015 19:50:07) [მასალა]
კომპასიტ და რუკით ორიენტირებას ტოპოგრაფია ქვია ტოპო ბერძნული სიტყვააა და ნშნავს ორიენტირებას არსებობს სხვა ხერხებიც ორიენტირების გასაგბად რუკით და კომპასის გარეშე მაგალითად ციური მნათობებით,მზით ხეებით,ჩიანჩველის ბუდეებით და ასე შემდეგ ბევრი ხერხი არსებოს
gimili

0   Spam
11 koba30   (01.01.2015 14:57:28) [მასალა]
ეგეტი რაგაცები კარგად ვიცი ამერიკული კომპასებია კარგი სამხედრო 166 166

0   Spam
9 1973   (01.01.2015 11:30:34) [მასალა]
კომპასის დიდხან გაჩერება მეტალთან არ შეიძლება,მწყობრიდან გამოდის და ცდომას მოგვცემს.

0   Spam
8 koba30   (31.12.2014 23:36:26) [მასალა]
და აგარ მოგცემს ცდომილებას
166 166 166 166

0   Spam
7 koba30   (31.12.2014 23:35:48) [მასალა]
თობიდან 50 სნტიმეტრი მაგალი დზაბვიდან 55 მეტრი უნდა დაშორდე

0   Spam
10 alika-guria   (01.01.2015 12:04:25) [მასალა]
ვიცი თოფზე იხსნება თორე მეტალთან მიახლოებისას ტრიალებს არჩერდება. 166 39

0   Spam
6 zura-toidze85   (31.12.2014 23:34:04) [მასალა]
10 39

0   Spam
4 zura-toidze85   (31.12.2014 23:17:08) [მასალა]
იხვი ტუგამოცდა ბიჯებო ტუიციტ

0   Spam
3 zura-toidze85   (31.12.2014 23:13:02) [მასალა]
გილოცავტ მონადირეებო ახელწელს

+1   Spam
2 alika-guria   (31.12.2014 21:35:58) [მასალა]
ვისაც გამოუცდია რას ნიშნავს ტყეში დაკარგვა, არამგონია გაეცინოს, შუა ტყეში ყველა ხე ყველა ბუჩქი ერთმანეთს გავს, თან ტუ ბილიკს ასცდი გაგაჭირდება უკან დაბრუნება.სწორედ იმ ტყეში დაკარგები სადაც ბევრჯერ ყოფილხარ და გგონია თვალებ ახვეული გაიკვლევ გზას, ერთ და იმავე ადგილზე ოცჯერ გაივლი და ოცდამეერთედ შეიძლება მიხვდე, უმთვარო ღამეში მაგასაც ვერმიხვდები თუ დაგაღამდა,ფანარი კიარა გენერატორი როგქონდეს ზურგზე მორგებული არგიშველის უარესია სინათლე საერთოდ გაბრმავებს და გზას უარესად გირევს, დიდი გამართლებაა თუ ვარსკვლავები გამოჩნდება,მაგრამ მინიმუმ დიდი დათვის თანავარსკვლავედი უნდა იცოდე რომელია, მას გვერდით კიდე ერთი ვარსკვლავია,მისი სახელი არმახსოვს, რა მანძილითაც არის ის დაშორებული დათვის თანავარსკვლავედთან სამი იმდენი უნდა გადაზომო მარჯვნივ, თვალის ზომით, ის იქნება ჩრდილოეთი. მე ამ "ილეთით"გამოვედი გაჭირვებიდან და მის შემდეგ კომპასი როარდამრჩეს სახლში ავიღე და თოფის კონდახში ჩავამაგრე 069 კიდე ბევრი რამეა რაც გზის მიგნებაში დაგვეხმარება მაგრამ სამწუხაროდ არვიცი, არადა საჭიროა –ეშმაკს არძინავს– ვინიცის სად ან როდის დამჭირდება. 167 gimili

0   Spam
5 1973   (31.12.2014 23:21:45) [მასალა]
მეტალთან,ანუ თოფთან კომპასი დევივაციას,ცდომას მოგცემს.სასურველია მეტალის და მაღალი ძაბვის სადენებიდან მოშორებით გავარკვიოთ ჩრდილოეთი-სამხრეთი.

0   Spam
1 1973   (31.12.2014 20:54:16) [მასალა]
10 ცოდნა აუცილებელია,დაგჭირდება გამოიყენებ.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика