ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 26 » თბილისის ზღვაში გადაყრილი 10 ათასი ლარი    

13:28:04
თბილისის ზღვაში გადაყრილი 10 ათასი ლარი
17:00 19.11.2014
-+
 
 
 
თბილისის ზღვის გათევზიანებისთვის გამოყოფილი თანხა წყალში გადაყრილია და ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. ამის შესახებ განცხადებას მეთევზეთა და მონადირეთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ბოკუჩავა „კომერსანტთან“ საუბრისას აკეთებს.   
 
თბილისის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტში თბილისის ზღვის გათევზიანებისთვის 10 000 ლარი გამოყო.
 
პროგრამა ითვალისწინებს თბილისის ზღვაში თევზის მარაგის აღდგენას და გაფართოებას, რომელიც თავის მხრივ თბილისის ზღვის აუზის გაწმენდას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე სპორტული მეთევზეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამის ფარგლებში თბილისის ზღვაში გასაშვებად შეიძენენ რამდენიმე სახეობის თევზს – ლიფსიტას.
 
ბოკუჩავა აცხადებს, რომ დღეს თბილისის ზღვის  ტერიტორია სავსეა ლელიანით დაწყალმცენარეებით, რომლებიც მავნე, მომწამვლელ ნივთიერებებს გამოყოფენ. ეს კი სასმელწყალს აბინძურებს.  
 
მისი განცხადებით, ასოციაციაციას, დაახლოებით, 2 წლის წინ  ჰქონდა მსგავსი პროგრამა, რომელიც  ხელისუფლებას  შესთავაზეს. თუმცა უშედეგოდ, ხელისუფლება ამით არდაინტერესდა.
 
„კერძოდ, ჩვენ შეგვეძლო ჩვენი ძალებით, სახელმწიფოს დაუხმარებლად, შეგვეყვანა ისეთიჯიშის თევზი, რომელიც წყალს წყალმცენარეებისგან გაწმენდდა. 2-3 წლის შემდეგ სახელმწიფოს უნდა მოეცა ნებართვა, რომ ჩვენი გაშვებული თევზი დაგვეჭირა. ეს პროექტი თაროზე შემოიდო“, –აცხადებს ბოკუჩავა.
 
მისი თქმით, კარგია, როცა დღეს თბილისის მერია ამ პროგარმაზე იწყებს ფიქრს, თუმცა ის თანხა, რომელიც ამ მიზნით იქნება გამოყოფილი, სასაცილოა.  ბოკუჩავა განმარტავს, რომ ამ მიზნით მინიმუმ 300 000 ლარია საჭირო. 
 
„100 გრამიანი ლიფსიტი 2–3 ლარი ღირს. 10 000 ლარად იმდენი ლიფსიტი მოვა, რომ ეს თბილისის ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერანაირად ვერ შეცვლის და ეს თანხაც გადაყრილი იქნება“–აცხადებს ბოკუჩავა.
 
მისი თქმით, დაახლოებით 15 წელია თბილისის ზღვა არ გაწმენდილა, წლების წინ კი მის წმენდას მეთევზეთა ასოციაცია ახორციელებდა.მაშინ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაახლოებით  3000 ლიფსიტა იყო გაშვებული.
 
გარდა ამისა, მისი თქმით, ეს პროექტი შესწავლილი უნდა იქნას იხტიოლოგების მიერ, ანუ მთ მიერ უნდა იყოს რეკომენდაცია გაცემული, თუ რომელი სახეობის თევზი უნდა გაიშვას.
 
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა სპეციალური ლაბორატორიაც, რაც ასოციაციას ეხლაც კი გააჩნია და გაცილებით იაფი რესურსებით მოახდენდა  საკითხის შესწავლას, ვიდრე ამას დღეს მერია განახორციელებს.
 
რაც შეეხება სპორტულ მეთევზეობას, ბოკუჩავა აცხადებს, რომ ალბათ მერია ანკესით თევზაობისთვის ბილეთებს გაყიდის.
 
სოფო ქსოვრელი
 


წყაროhttp://commersant.ge/?menuid=88&id=17317&lang=1
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1697 | დაამატა: giiiivi | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 თამაზი   (26.03.2015 13:11:21) [მასალა]
ფულის კეთების ახალი ვარიანტი. 25

+1   Spam
1 simoni   (27.11.2014 14:56:35) [მასალა]
პიარი მოუნდა კაცსსსსს

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика