ტაილანდში დასვენების დროს, სანაპიროზე სეირნობისას, მეგანმა ლეკვი დაინახა, რომელიც უკანასკნელი ძალით მიათრევდა სხეულს. მისი უკანა თათები მთლიანად პარალიზებული იყო, რადგან მას მოტოციკლმა გადაუარა, ყოფილმა პატრონებმა კი ქუჩაში გამოაგდეს.

ძაღლი ძლივს სუნთქავდა. მიწაზე განუწყვეტელი ხახუნის გამო, მუცელზე უამრავი ჭრილობა ჰქონდა. ამ ყველაფერთან ერთად, უამრავი მკბენარი ესეოდა.

თუმცა, მეგანს მხოლოდ ერთი შეხედვა დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ ეს პატარა საუკეთესო ძაღლი იყო დედამიწაზე.

ის ცხოველების რამოდენიმე თავშესაფარს დაუკავშირდა, მაგრამ ძაღლი მათგან ვერც ერთმა მიიღო. ამიტომ მეგანმა გადაწყვიტა ლეკვის სახლში, კანადაში წაყვანა.

მან ლეოს (ასე დაარქვა ლეკვს) ახალ სახლში ტრანსპორტირებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა შეაგროვა.

ახალ სახლში ლეომ იგრძნო, რომ ის უყვარდათ და სჭირდებოდათ.

მეგანის მიერ ორგანიზებული სახსრების შეგროვების კომპანიის, ასევე ლეოს დახმარების მსურველი ათობით ადმაიანის დახმარებით, ძაღლს მკურნალობის აუცილებელი კურსი ჩაუტარდა და ახლა ის სრულიად ჯანმრთელია, თუ არ ჩავთვლით უკანა ფეხებს. თუმცა ეს პრობლემა მეგანმა შესანიშნავად გადაწყვიტა.

