ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისთვის ნებართვის მისაღებად შემოწმების გავლა იქნება საჭირო    

22:53:15
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისთვის ნებართვის მისაღებად შემოწმების გავლა იქნება საჭირო
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თეა წულუკიანმა განაცხადა, პირველი ეხება პრემიერის დავალებას, რომელიც იუსტიციისა და შს სამინისტრომ შეასრულეს. კერძოდ, შემუშავდა იარაღის შესახებ კანონში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები. მინისტრის განმარტებით, ამ ცვლილებების თანახმად, მკაცრდება იარაღზე წვდომის წესები - ნებართვის შემთხვევში, დღეს 18 წლიდან ადამიანს შეუძლია შეიძინოს, შეინახოს და ატაროს იარაღი, ახალი ცვლილებებით კი, იმ პირს, ვინც ითხოვს ნებართვას იარაღის შეძენაზე, შენახვაზე ან ტარებაზე, აუცილებლად უნდა იყოს 23 წელს მიღწეული. წულუკიანის განმარტებით, 21 წლის ზღვარი დგინდება სპორტული, გაზისა და სანადირო იარაღის შემთხვევაში. "ცეცხლასროლი იარაღის შემთხვევაში სავალდებული ასაკი იქნება 23 წელი. მთავრობა მიიჩნვეს, რომ 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდას უნდა აინტერესებდეს სწავლა, თვითგანვითარება, დაოჯახება, პროფესიული კარიერა და არა - იარაღის ფლობა. ჩვენ ჩავდეთ სანადირო იარაღის შემთხვევაში დათქმა, რომ ახალგაზრდას, რომელსაც არ მიუღწევია 21 წლის ასაკისთვის, მშობელთან ან სხვა უფროსთან ერთად საშუალება ჰქონდეს, სანადირო საქმიანობას მისდიოს, თუკი ეს მის ინტერესებში იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ყველა ის პირი, რომელსაც უნდა მოიპოვოს ნებართვა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ვალდებული იქნება, გაიაროს გამოცდა - ის შემოწმდება პიროვნულად იმისათვის, რათა გაიცეს ნებართვები მისი სანდოობის და ფსიქიური თვისებურებების მიხედვით.


წყაროhttp://interpressnews.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3086 | დაამატა: akson777 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 221 2 »
0   Spam
22 romeoxuci   (01.10.2014 17:50:35) [მასალა]
პრეზერვატივების კანონს ვერ ჯობია მარა არც არაფრით ჩამოუვარდება.გამოცდები კარგია,მარა სხვა დანარჩენი არაპროფესიონალების მიერ არის დაწერილი. 10

0   Spam
21 giorgigagoshvili   (25.09.2014 10:12:50) [მასალა]
რა იციან ამათმა რა არის ნადირობა ან იარაღი, იმიტომაა საქართველო განვითარების ზღვარზე რომ პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული ჩვენი სახელოვანი მთავრობა, ასეთ კანონს ისეთი ხალხი იღებს იარაღი ახლოდანაც რომ არ უნახავთ და რაღაც პანიკური შიში რომ აქვთ, ვერ ვხვდები ეს რა კანონია ან რა სარგებელს მოუტანს ხალხს, ან სად ნახეს იარაღს 23 წლის ასაკში აფორმებდნენ, მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცენდენტი... ძაან უბედურ ქვეყანაში ვცხოვრობთ...

0   Spam
20 grenader21   (24.09.2014 23:14:43) [მასალა]
ასე გამოდის რომ მაშინ არც ჯარში 18 წლის ბიჭის წაყვანის უფლება არა აქთ 167 069 48

0   Spam
19 CIVXELA55   (24.09.2014 22:40:01) [მასალა]
რამე საშველი არ გამოჩნდება რო როგერმე ეს კანონი შეიცვალოს და ასაკობრივი ზღვარი ისევ 18 წელი იყოს ჯერ 2 წელ ნახევარი სიმწრიტ უნდა მომეცადა და ახლა კიდევ 5 წელი უნდა ვიცადო მარტლა რაც გასაკეტებელი ის გააკეთონ ამათმა და სისულელეების კეთებას შეეშვან

+2   Spam
18 butatino   (24.09.2014 14:41:35) [მასალა]
ასეთი ტვინგამორეცხილი რო იქნება მინისტრი იმიტომ გვაქვს კარგად საქმე, კანონების მირებას საქართველოში ყველა სამინისტრომ ჯობია ტავისსაქმეს მიხედოს და პირობები გააუმჯობესოს, აბა ევროპელები და ამერიკელები იდიოტები არიან ბავშვობიდან რო აჩვევენ იარაღტან მოპყრობას ადამიანს, კანონი კი არა კულტურა უნდა შეიქმნას, მაშინ არც თეატრში და კინოში სიარული უფლება არ უნდა ქონდეს 23 წლამდე იქაც ხო უცდება დრო ავდგეტ და პირდაპირ დავაპატიმროტ ვაიძულოთ ჯერ სწავლა განათლება მიიღოს და მერე გავუშვათ ტავისუფალ გარემოში ვაი შენს პატროს წულუკიანო , 18 წლიდან ჯაში მიგყავთ და ერაყში და ავღანეთში იხოცებიან ისე რო ცხოვრება არც უნახავთ და ის არის ხო დაშვებული, ცნობისთვის ჩიტები ტყვიებს არ გვესვრიან

0   Spam
17 MateMonadire   (24.09.2014 13:11:25) [მასალა]
ძალიან გონივრული და აზრიანი კომენტარებია. ვეთანხმები Akson 777- ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადრეული ასაკიდან იწყებდეს ბავშვი ნადირობას, როცა ამის სურვილი აქვს. და საერთოდ, რა ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ კრიმინალს აქვს სხვა მიზეზებუ და ის საერთიდ არაა შეხებაში ნადირობასთან, სანადირო იარაღთან. მარტივია ეს..

+1   Spam
16 bizona   (23.09.2014 22:02:08) [მასალა]
ეს რომელმა დაასკვნა რომ ნადირობა და იარაღის სიყვარული დაოჯახებას და სწავლას უშლის ხელს... რა გვეშველება 069 069 069 069 თავიდან ისე საინტერესოდ დავიწყე კითხვა და მაინც ჩააჯვეს რა თავისი სირული დასკვნებით 48

0   Spam
15 antibrakonier   (23.09.2014 21:06:54) [მასალა]
კიდევ ერთისასაცილოკანონი სატირალი რომ არ იყოს ვაი ამატ პატრონს რაა

0   Spam
14 wpw459   (23.09.2014 19:15:50) [მასალა]
არ არის ეს სწორი არა ვეთანხმები 18 წელზე უნდა იყოს 31 31 31 31 31

+2   Spam
13 akson777   (23.09.2014 13:00:27) [მასალა]
არაა მასე არა. მე მიმაჩნია რომ პატარაობიდან უნდა დაიწყოს ადამიანნა ნადირობა სადღაც 15-16 წლის ასაკიდან , რაც ადრე მიიღებს გამოცდილებას უკეთესია. აბა ის დანიელები, იტალიელები და ამერიკელები (შეერთებული შტატების ზოგ შტატში მიღებულია) გიჟები არიან 12,13 წლის ბავშვებს რო აძლევენ მშობლებთან ნადირობის უფლებას? რატო ხდება ეს ? რომ ბავშვმა პატარაობიდან მიიღოს გამოცდილება და 20-22 წლის ასაკში ისეთი რაღაცეები არ აკეთოს , ჩვენთან რო ხდება, მინდორში რო შედიხარ სანადიროდ და უცებ მანქანა რო გააჩერებს და იგივე მინდორში რო შემოდიან ხალხი შენს მიმართულებით, ან პერელიოტზე იხვი რო მოდის შენზე და ვიღაცა 200 მეტრიდან რო დაუშენს, დაგიფრთხობს, ან ტყის ქათმის პერელიოტზე რო დგეხარ და ვიღაცა წინ რო დაგიდგება. რისი ბრალია ეს იცი რო 20-25 წლისამ ისე აიღო თოფი რო ბავშობაში არანაირი გამოცდილება არ მიუღია, იმიტომ აკეთებენ ასეთ საშინელებებს. ამიტომ მიმაჩნია რომ 15-16 წლისამ უნდა დაიწყოს ნადირობა გამოცდილ ხალხთან ერთად და რო დაღვინდება უკვე ეცოდინება რაარი სწორი ნადირობა. უსაფრთხოებას რაც შეეხება გამოცდილ ხალხთან რო ინადირებ 15-16 წლის ბავშვი ,უსაფრთხებაშიც მიიღებს გამოცდილებას, რო გაიზრდება საფანტს არ მოგაყრის უყურადღებობით როგორც ამას ახალბედა ზრდასრულები აკეთებენ.

+3   Spam
12 saiga   (22.09.2014 01:46:49) [მასალა]
ესეიგი ამის შემდეგ ბიჭებს 23 წლიდან წაიყვანენ ჯარში?-აქ თუ არ შეუძლია 23 წლამდე ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა,ტარება შენახვა.და საამისოდ არასრულწლოვანია,-მაშინ 18 წლის ასაკში(23წლამდე)მისი ჯარში გაწვევაც არასწორი იქნება.--რაღაც არამგონია ისიც რომ მხოლოდ 18დან 23წლამდე ახალგაზრდები იდენენ დანაშაულებს და მკვლელობებს,ასეთ საქმეში გარეული ხალხის ასაკი(მეტნაკლებად)არასრულწლოვანებიდან ღრმად მოხუცებულობამდეა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 25

0   Spam
11 giorgig192021   (21.09.2014 22:37:01) [მასალა]
რას ეთანხმებით ხალხო რას?? ვის გაუგია რომ ადამიანი 21 წლის ასაკში ხდება სრუ წლოვანი, როგორც მე ვიცი 18 წლის ასაკში ხდება ადამიანი სრულწლოვანი. და არანაირად არმივესალმები ახალ კანონს. არც იმას რომ არასრულწლოვანმა უნდა ინადიროს გამოცდილ მონადირესთან ერთად რადგან თოფი ისეთი რამაა რასთანაც უბრალოდ მუგამის გასწორება არშეილება. გინდ ცუდად გამიგეთ გინდ კარგად მაგრამ მე მივესალმები ძველ კანონს და მოხარული ვიქნები თუისევ ის კანონები შემოვა ძალაში. არასრულწოვანებმა არმიწყინოთ მეც ვიყავი თქვენ ასაკში მეც მინდოდა ნადირობა და თოფის ჭერა მაგრამ ჩემი გამოცდილი მონადირეები მეუბნებოდნენ რომ ჯერ ადრე იყო ასე რომ ცუდად არგამიგოთ მაგრამ თქვენთვისაც ადრეა, შეიძლება ბევრ ზრდასრულს ჯობნიდეთ სროლაში და კარგად იცავდეთ მინდორში ნადირობის წესებს მარა მაინც არაა მისაგები თქვენი საქციელი. მე უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე. gimili

0   Spam
8 young_hunter_15years_old   (21.09.2014 20:30:00) [მასალა]
არასრულწლოვან უფროსებთან შეუზლია ნადირობა მაგალითად 17 წლისას? და თოფი ვისე უნდა იყოს გაფორმებული?

0   Spam
9 akson777   (21.09.2014 21:22:01) [მასალა]
young_hunter_15years_old კი გამოცდილ ხალხთან ან მშობელთან ერთად შეეძლება არასრულწლოვანს ნადირობა. თოფი უნდა იყოს გაფორმებული იმაზე ვინც შენთან ერთად ნადირობს

0   Spam
10 giorgi1998   (21.09.2014 22:11:27) [მასალა]
რა მაინტერესებს თოფის გაფორმების მსურველს რა გამოცდა ექნება ჩასაბარებელი??

0   Spam
7 nugohunt   (21.09.2014 14:11:20) [მასალა]
კარგი ბრძანებაა რომ არასულწლოვანებსაც სჰეეძლებათ ნადირობა მაგრამ ის მაინტერესებვს კრიმინალი როგორ სჰემცირდება

0   Spam
6 goga577   (21.09.2014 12:02:02) [მასალა]
ამას მეც მივესალმები მაგრამ ერტი რამ მაინტერესებს ტანამსჰრომლების 45 პროცენი თუ 40% 23 წალამდეა? ეხა როგორ მაგატ გაანტავისუპლებენ თუ როგორ ? ამათ ცოტას აინტერესებთ კანონი და ადამიაანის დაცვა ამათთვის მხოლოდ პულის კეთებაა კანონი ბევრი ფაქტი ვიცი ეგრეწოდებული (მანოკი)რომელსაც ტვიტონ ტანამშრომლები დგამენ და ამის მერე რა კანონზეა საუბარი რას აკკეთებენ კანონის დასაცავად და კრიმინალის გარკვევა ტუა მასჰინ ამას პსიქოლოგტან კონტაქტის შემდეგ უნდა აზლევდნენ და არა 86 ლარად ეგ კი კარგია მაგრამ პულის ჯიბეში ცჰაასადებად რო უნდათ ეგააა ცუდი

1-15 16-18
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 15
    სტუმარი: 15
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика