ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » მეძებარი ძაღლების "საძმო"    

01:42:03
მეძებარი ძაღლების "საძმო"
მსოფლიოში ძაღლის უამრავი ჯიში არსებობს. გამორჩეული ადგილი უკავია მონადირე ძაღლებს , რომლებიც ყველას აოცებენ საზრიანობით, სისხარტითა და პატრონის ერთგულებით. მათ შესახებ მოგვითხრობს კინოლოგიური სკოლის დირექტორი გოჩა თვაური:

განასხვავებენ მონადირე ძაღლების რამდენიმე ჯგუფს, რომელთაგანაც საქართველოში ყველაზე პოპულარულია მეძებრები: გერმანული და ინგლისური ჯიშის ძაღლები, რომლებიც ჩვენს პირობებსა და კლიმატს შეეგუვნენ. ამ ჯიშის ძაღლებს აქვთ მახვილი ყნოსვა, მოქნილი სხეული, რომელიც აუცილებელია ნადირობის დროს, საოცრად ჭკვიანები და საზრიანები არიან. გარდა ამისა, მათ აქვთ ერთი გამორჩეული თვისება, რომელსაც მონადირეები ნაბულს ეძახიან. ეს არის მეძებარი ძაღლის გაუნძრეველი და დაძაბული დგომა უკვე ნაპოვნი ნადირის, ან ფრინველის მიმართულებით. ერთსა და იმავე ფრინველზე ორი ძაღლის ნაბულს თანაბული ეწოდება.


– უცხო ჯიშებს შორის რომელს გამოყოფდით?
– საქართველოში ყველაზე გავრცელებული უცხოური ჯიშებია: კურცჰაარი, დრათჰაარი, პოინტერი და სეტერი. მეძებართა შორის კურცჰაარი ყველაზე დიდი შესაძლებლობების მქონე ძაღლია. შეუძლია მონადირეს მიანიშნოს მსხვერპლის ზუსტი ადგილსამყოფელი და იპოვოს ნადირი ხმელეთზეც და წყალშიც. ის XIX საუკუნის დამლევს გერმანიაში გამოიყვანეს ადგილობრივი, ფრანგული და ესპანური მეძებრების შეჯვარებით, ამიტომ ზოგჯერ გერმანულ პოინტერსაც ეძახიან. შესანიშნავად ნადირობს მწყერზე, ტყის ქათამზე, ხოხობზე და უნივერსალურ ძაღლად არის მიჩნეული. კურცჰაარს გაწონასწორებული ხასიათი, კარგად განვითარებული ძვალ-კუნთოვანი სისტემა და უნივერსალური ყნოსვა აქვს, ის საშუალოდ 12-14 წელიწადს ცოცხლობს. ვისაც კურცჰაარი ჰყავს, დამეთანხმება, რომ ამ ჯიშის დამახასიათებელი ნიშნებია ძალა, სისწრაფე და გამძლეობა. აქვს მახვილი ყნოსვა, ენერგიულია და ყოველთვის მზადაა დავალებების შესასრულებლად. კურცჰაარი ბინისთვისაც მოსახერხებელი ძაღლია – ძალიან მეგობრული და მშვიდია, დამჯერია და კარგად იწვრთნება.

– დრათჰაარიც გავრცელებულია საქართველოში?
– დრათჰაარი XX საუკუნის დამდეგს გამოიყვანეს. ეს გერმანული უხეშბალნიანი მეძებარი საქართველოში მართლაც ძალიან გავრცელებულია. ნადირობს როგორც ფრინველზე, ასევე კურდღელზე, ტახსა და დათვზეც კი... რასაც კურცჰაარი ვერ გაბედავს, იმას აკეთებს დრათჰაარი. ეს ჯიში ჩვენში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა. იგი ღონიერი და წარმოსადეგი აგებულებისაა. ხასიათი მკაცრი აქვს, მაგრამ არა ბოროტი. ადვილად იგეშება, სწრაფად შედის ეკალბარდში და ხშირად სწავლების გარეშე მოაქვს ნანადირევი. სიცივის მიმართ წარმოუდგენლად ამტანია. უნივერსალური ჯიშია, რომელიც დათვსა და ღორსაც კი მშვენივრად გააჩერებს და ნადირობასთან ერთად, თავისუფლად შეუძლია შეითავსოს დარაჯის საქმეც. დრათჰაარის დაგეშვა 7-8 თვის ასაკიდან იწყება. 

– პოინტერზე რას იტყვით?
– პოინტერიც ძალიან პოპულარული მონადირეა. ეს მოკლებეწვიანი მეძებარი ინგლისში გამოიყვანეს XVIII ასწლეულში. ის კარგად გრძნობს მსხვერპლის სუნს და ძალიან ელეგანტურად ნადირობს – პოინტერის ნადირობა ულამაზესი სანახავია. საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს გავრცელდა. პოინტერის სიმაღლე 63-65 სმ-ია, აქვს სწორკუთხა თავი და წკეპლისებრი კუდი. ფერად შავი, ჩალისფერი ან ყავისფერია, თუმცა, თეთრიც არსებობს. პოინტერი სწრაფია და მახვილი ყნოსვა აქვს, რის გამოც ჭაობის, ტყისა და ველის ფრინველზე სანადიროდ იყენებენ. ეს უძველესი მონადირე ძაღლია, რომელიც სხვადასხვა ჯიშის შეჯვარებით მიიღეს. პოინტერი ძალიან პოპულარულია საქართველოშიც.

ბოლოს უნდა გამოვყო კიდევ ერთი სახეობა, რომელიც მონადირეებს ძალიან უყვართ და საქართველოშიც ბევრს ჰყავს – სეტერი. მისი სახელწოდება ინგლისური "სეტ"-ისგან მოდის, რაც ნაბულის კეთებას ნიშნავს. ეს არის მეძებარი ძაღლი, რომელსაც ძირითადად გარეულ ფრინველზე სანადიროდ იყენებენ. ის მოქნილობითა და ძლიერი ყნოსვით გამოირჩევა. არსებობს სეტერის სამი ძირითადი ჯიში – ინგლისური, ირლანდიური და შოტლანდიური. სეტერი XIX საუკუნეში, დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე გამოიყვანეს. იმავე ასწლეულის II ნახევარში რუსეთში გავრცელდა, ხოლო შემდეგ – საქართველოშიც. ჩვენში ძირითადად 3სახეობის სეტერი გვხვდება: ინგლისური სეტერი საშუალო ტანისაა, წაგრძელებული ფორმა აქვს, ხმელ-ხმელი, მაგარი აღნაგობის ძაღლია. სხვა მეძებრებისაგან სისწრაფე და ნადირობის ლამაზი, სხარტი სტილი გამოარჩევს. შემოსილია მშვენიერი, აბრეშუმივით რბილი და გრძელი ბეწვით. მისი შეფერილობა კი ასეთია: თეთრ ფონზე შავი, ნარინჯისფერი, ან ყვითელი კოპლები, ან ლაქები. ირლანდიური სეტერიც ხმელი და მაღალფეხა, ელეგანტური გარეგნობის ძაღლია. გამოირჩევა დაუოკებელი ტემპერამენტითა და ძებნის სწრაფი მანერით. შემოსილია წითელი, სწორი, გრძელი ბეწვით. შოტლანდიური სეტერი ძალიან ძლიერი აღნაგობისაა, თანაც, სხვა სეტერებს შორის ყველაზე დიდტანიანია.

როგორც გითხარით, ეს ის ჯიშებია, რომლებიც შეეჩვივნენ აქაურ გარემოს და საქართველოს ყველა კუთხესა თუ რეგიონში გვხვდებიან. მათ არა მხოლოდ ნადირობის დროს იყენებენ, არამედ ოჯახებშიც ჰყავთ და გამორჩეული თვისებების გამო, პატრონების დიდი სიყვარულით სარგებლობენ.


ჩაქირა

ძველი ქართული ჯიში, ჩაქირა, უკვე გადაშენების პირასაა. ეს არის ერთადერთი ქართული მონადირე ჯიშის მეძებარი, რომელსაც სხვაგვარად მეკვერნესაც ეძახიან. ეს ძაღლი გურიაში, მაღალმთიან აჭარასა და ტაო-კლარჯეთში იყო გავრცელებული და ძირითადად კვერნაზე, ან კატაზე სანადიროდ იყენებდნენ. ჩაქირა ძალიან შეუპოვარი და ჟინიანი ყოფილა, ამის გამო დიდ ნადირზე სანადიროდ არ უშვებდნენ, რადგანაც ხშირად ეს ნადირობა სიკვდილით მთავრდებოდა, ამის გამო ჩაქირას თვითმკვლელი ძაღლიც კი შეარქვეს. ის შესანიშნავად ნადირობდა როგორც მსხვილ ნადირზე, ასევე კურდღელსა და ფრინველზე. ჩაქირა ბუნებით ძალიან ავი ყოფილა და ამიტომ ხშირად დაბმული ჰყოლიათ. ეს ჯიში საქართველოში თითქმის გადაშენებულია, მაგრამ თურქეთის მთიან რაიონებში, კერძოდ, ლაზეთში, დიდად პოპულარულია. ტანად პატარაა, მისი სიმაღლე დაახლოებით 45-50 სმ-ია. დამახასიათებელი ნიშანია – კისერზე თეთრი, საყელოსმაგვარი ზოლი. მეკვერნე ბრწყინვალე ყნოსვითა და განსაკუთრებული შეუპოვრობით გამოირჩევა. არავინ იცის, დღეისათვის საქართველოში რამდენი სუფთა სისხლის ჩაქირაა შემორჩენილი, მაგრამ ხომ შეიძლება, ის თურქეთიდან შემოვიყვანოთ და გავამრავლოთ?!.
 

წყაროhttp://www.zooclub.ge/
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 1985 | დაამატა: doreuli2000 | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 mere   (11.09.2014 00:41:54) [მასალა]
10 10 10 166

0   Spam
1 ahsal777   (10.09.2014 15:44:13) [მასალა]
მე კურცხალ პოინტერის ნაჯვარი ძაგლი მყავს და კარგად ნადირობს უფრო მწყერზე ქატამზეა დაგესჰილი 166 166 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика