ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ივნისი » 25 » www. Bazieri.ge-სა და club-monadire.ge -ს ერთობლივი ჩემპიონატი    

11:25:32
www. Bazieri.ge-სა და club-monadire.ge -ს ერთობლივი ჩემპიონატი

 

  club-monadire.ge   და   საიტი  Bazieri.ge  ვაწყობთ ერთობლივ  შიდა ჩემპიონატს მრგვალ სტენდში.  შეჯიბრი ჩატარდება მრგვალი სტენდის პრინციპების სრული დაცვით, რადგანაც ეს შეჯიბრი მოყვარულთა შორის ტარდება, შესაბამისად, შერჩეული იქნა რამდენიმე მარტივი პოზიცია და პოზიციათა რაოდენობაც შემცირდა სამამდე.

შეჯიბრი ჩატარდება გურიაში, ოზურგეთის რაონის, სოფ. წითელმთაში.  შეჯიბრის მიზანია ერთმანეთის უკეთ გაცნობა და,  ზოგადად,  სასტენდო სროლის პოპულარიზაცია, წითელი მთის მივიწყებული სასროლეთის ტრადიციების აღდგენა, რომელსაც უმასპინძლია საკავშირიო და ევროპის ჩემპიონატებისთვის. საქართველოში საუკეთესოა და ყოფილ საბჭოთა კავშირის მაშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო , თან, რაც მთავარია,  ამ შეჯიბრს ექნება ანტიბრაკონიერული ხასიათი. შეჯიბრი ჩატარდება ამა თვის 22 რიცხვში.                                              ეს ჩემპიონატი იქნება ყველასგან განსხვავებული, რაც აქამდე ჩატარებულა! რაც მთავარია, ტარდება წითელი მთის ძალიან მაგარ სასროლეთზე!! მაგარი მოედანი, მაგარი ბუნება და ხედები!!

ამ ჩემპიონატს საპატიო სტუმრებად დაესწრებიან  გასული საუკუნის  ცნობილი მსროლელები და ჩემპიონები!

ვეცდებით ფოტო და ვიდეო მასალა მოგაწოდოთ მოგვიანებით, სადაც ნათლად დაინახავთ, თუ როგორ სასროლეთზე ჩატარდება ეს  ჩემპიონატი!

ერთი სიტყვით, ყველას მოვუწოდებ მონაწილეობის მისაღებად და დასასწრებად!

 

www. Bazieri.ge-სა    და   club-monadire.ge -ს  ერთობლივი  ჩემპიონატის მრგვალ სტენდზე მოყვარულთა  შორის   

                              დ    ე    ბ    უ    ლ    ე    ბ    ა

1.  მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 30 ლარს, აქედან  25 ლარი ვაზნის და სამიზნე/თეფშის  ღირებულებაა ხოლო 5 ლარი საპრიზო ფონდისთვის.

2.  მონაწილემ უნდა ისროლოს სამი პოზიციიდან,  პირველი პოზიციიდან 10 გასროლა, მეორე პოზიციიდან 10 გასროლა და მესამე პოზიციიდან 5 გასროლა.

3.   ფინალურ ეტაპზე გადადის 6  მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი  ქულა დაუგროვდება.  ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6  ადგილისთვის, მაშინ იქნება  გადასროლა პირველ დაცილებამდე, ასევე  თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი  სამეულის გამოსავლენად პირველ დაცილებამდე,

3.1 ფინალში მონაწილეები გაისვრიან პირველი ორი პოზიციიდან  ხუთ- ხუთ ვაზნას, ჯამში 10 გასროლა

4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები  გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას  დაემატება.

5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან.

6.  გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით.

7.   მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.

8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს!

9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით!  ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!!
ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები) ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!!
ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!


10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!!  ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!!

 



წყაროhttp://www.bazieri.ge
კატეგორია: საიტის ამბები | ნანახია: 4254 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 5.0/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 461 2 3 »
+1   Spam
46 ირაკლი=   (23.06.2014 01:42:57) [მასალა]
..

0   Spam
45 young_hunter_15years_old   (22.06.2014 23:21:07) [მასალა]
ეჰ მე ჯერ არ სჰემიძლია მონაწილეობა :((

0   Spam
44 ბუთუთი   (22.06.2014 22:49:50) [მასალა]
ბაზიერელები მოვიგებთ იმედია :) !!!!!!!![/size][/size]

0   Spam
43 bedboykuba   (22.06.2014 10:04:56) [მასალა]
რადროს ვმუშაობ

0   Spam
42 gi_chxaidze   (21.06.2014 12:32:59) [მასალა]
ვნახე ძმა მადლობა 166

0   Spam
41 giojvania   (20.06.2014 16:24:16) [მასალა]
მონაწილეობის მისაღებად რაა საჭირო, თანხა გავიგე, კიდე რეგისტრაცია ხოარ უნდა ან რამე ?

0   Spam
40 gi_chxaidze   (20.06.2014 11:35:41) [მასალა]
ვინმემ დამამატეთ სიაში 1000559

0   Spam
38 misho1990   (17.06.2014 22:58:49) [მასალა]
ხვალ რო გავიდე სასროლეთზე იქნება ბიჭები? ქეიფშიც შემოგიერთდებით თუ შეიძლება? 39 39 39

+1   Spam
36 misho1990   (17.06.2014 16:45:34) [მასალა]
რეგისტრაცია სად უნდა გავიარო? ძაან მაგარი იქნება ოზურგეთელი ვარ და მაგრად გამიხარდა, დიდი ხანია ოზურგეთსში ესეთი ჩემპიონატი არ ჩატარებულა. მადლობა ორგანიზატორებს 10 10 10 10 10

0   Spam
37 krimanjuli   (17.06.2014 21:10:34) [მასალა]
1991წლიდან არ ჩატარებულა გურიაში ესეთი შეჯიბრი. რაც შეეხება რეგისტრაციას ფორუმში მითითებულია სრულად ინფორმაცია,

0   Spam
35 gi_chxaidze   (15.06.2014 22:53:41) [მასალა]
ხოარ გარკვეულა ზუსტად რომელზე დაიწყება რეგისტრაცია?

0   Spam
34 SNAIPER   (15.06.2014 19:23:09) [მასალა]
ქუთაისის ახლომახლო მცხოვრებთა საყურადღებოდ,ვინც 22 ში მოდის და სროლაში გავარჯიშება უნდა 21 ში ვიკრიბებით ბიჭები ცოტას გავისროლით და ვისაც სურვილი ქაქვთ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.577934318 დამიკავშირდით.თან 22 წასვლის ტრანსპორტირებასაც გადავწყვიტავთ შეიძლება მიკროავტუბუსით ერთად წავიდეთ

0   Spam
33 saiga   (14.06.2014 00:56:25) [მასალა]
მაგარია ბიჭებო!-თუ ვერ წამოვედი მთელი გულით და სულით თქვენთან ვიქნებიიი!--მერე შედეგები და ვიდეო თუ დაიდება საიტზე მაგას რა სჯობს? - 10 166

0   Spam
32 gi_chxaidze   (13.06.2014 09:56:59) [მასალა]
მადლობა 166

0   Spam
29 dh   (10.06.2014 20:09:03) [მასალა]
კარგია მივესალმები ასეთ ღონისძიებას მითუმეტეს საქართველოში ცოტა არ იკოს მივიცკებულია სტენდი.... 10

0   Spam
28 krimanjuli   (10.06.2014 15:22:32) [მასალა]
მონაწილეთა საყურადღებოდ, ფორუმში მიუთითეთ თქვენი თავი საერთო სიაში, ან სთხოვეთ რომ დაგამატონ, ეს აუცილებელია რადგან წინასწარ ვიცოდეთ მონაწილეთა რაოდენობა ,(მიახლოებით მაინც) რათა ყველაფერი წესიერად და კარგად გავთვალოთ...

0   Spam
31 gi_chxaidze   (12.06.2014 16:19:18) [მასალა]
საერთო სია სად არი ვენ ვნახე და იქნებ ვინმემ დამეხმაროთ 23

0   Spam
39 gi_chxaidze   (19.06.2014 11:54:58) [მასალა]
დამამატეთ ვერ გავიგე როგორ უნდა ვქნა. უეჭველი მოვდივარ
მადლობა ცინასწარ

1-15 16-30 31-36
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика