ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ივნისი » 16 » კონ­ტრა­ბან­დის­ტის ნა­ამ­ბო­ბი - "გაწ­ვრთნილ­მა ვირ­მა გა­მამ­დიდ­რა"    

01:42:48
კონ­ტრა­ბან­დის­ტის ნა­ამ­ბო­ბი - "გაწ­ვრთნილ­მა ვირ­მა გა­მამ­დიდ­რა"
კონ­ტრა­ბან­დის­ტის ნა­ამ­ბო­ბი - "გაწ­ვრთნილ­მა ვირ­მა გა­მამ­დიდ­რა"
კონ­ტრა­ბან­დის­ტის ნა­ამ­ბო­ბი - "გაწ­ვრთნილ­მა ვირ­მა გა­მამ­დიდ­რა"
ფუ­ლის შოვ­ნის ბევ­რი ხერ­ხი არ­სე­ბობს, ზო­გი კა­ნო­ნი­ე­რი, ზო­გიც – უკა­ნო­ნო. ჩვენ გვერდით ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც საქ­მის ასაწყ­ო­ბად არა­ლე­გა­ლუ­რი ხრი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა დას­ჭირ­დათ. ერ­თ-ერ­თი მათ­გა­ნი თქვე­ნი მონა-მორჩი­ლის ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მას მცი­რე, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ბიზ­ნე­სი აქვს (ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი). წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჩე­მი გა­ო­ცე­ბა, რო­დე­საც შე­ვიტყ­ვე, რომ მან საწყისი კა­პი­ტა­ლი კონ­ტრა­ბან­დის­ტო­ბით იშო­ვა. რო­ცა თა­ვი­სი თავგადასავლის მო­ყო­ლა ვთხო­ვე, ჯერ შორს და­ი­ჭი­რა, შემ­დეგ კი დამ­თან­ხმდა იმ პი­რო­ბით, რომ მი­სი გვარ-სახელი ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ბო­და.

"პირ­ვე­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე "დავ­ხუ­რე", თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში ჩემ­თვის უკ­ვე სა­მუ­შაო აღარ იყო. რამ­დე­ნი­მე წელი უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დე, რი­სი გა­ყიდ­ვაც შე­იძ­ლე­ბო­და. შემ­დეგ ჩემ­მა სი­მამ­რმა სახ­ლი გა­ყი­და და თან­ხის ნა­წი­ლი მომ­ცა – იქ­ნებ რა­ი­მე საქ­მე და­იწყ­ო­ო. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ერ­თი ად­გი­ლი ლი­ლოს ბაზ­რო­ბა­ზე ავი­ღე, ერ­თიც – ელიავაზე. რამ­დე­ნი­მე წე­ლი საქ­მე კარ­გად მი­დი­ო­და, მაგ­რამ ერ­თხელ ყვე­ლა­ფე­რი ერთმანეთს და­ემ­თხვა – სა­ქო­ნე­ლი ჩაწ­ვა და ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ა­მაც და­მა­ჯა­რი­მა, მოკ­ლედ, "გა­ვი­ჭე­დე", ვა­ლი და­მე­დო და ამას თუ სას­წრა­ფოდ არ მივ­ხე­დავ­დი, თა­ვი მექ­ნე­ბო­და მოსაკ­ლა­ვი. შო­რე­ულ ამ­ბავს კი არ გიყ­ვე­ბით. აქეთ ვე­ცი, იქით ვე­ცი, არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ვი­ყა­ვი", – აცხ­ა­დებს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი. მი­სი­ვე თქმით, სწორედ იმ დროს შე­იტყ­ო, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ბენ­ზი­ნის კონ­ტ­რაბა­ნდა საკ­მა­ოდ მომგე­ბი­ა­ნი საქ­მე იყო. "ცის­ტერ­ნე­ბით კონ­ტ­რა­ბან­დას არა­ვინ შე­მო­გა­ტა­ნი­ნებ­და, გა­მორიცხ­უ­ლი იყო. თუმ­ცა ჭკვი­ან­მა ხალ­ხმა სხვა რამ მო­ი­ფიქ­რა. კერ­ძოდ, ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში და­მა­ტე­ბით ავ­ზებს ამონ­ტა­ჟებ­დნენ, რო­მელ­საც მე­ბა­ჟე­ე­ბი ვერ ამ­ჩნევ­დნენ (თუ, რა თქმა უნ­და, წი­ნას­წარ არ იყა­ვი "ჩაშ­ვე­ბული" და მან­ქა­ნას არ და­გიშ­ლიდ­ნენ). ჰო­და, ერთ გა­დასვლა-­გად­მოს­ვლა­ში, სულ ცო­ტა, ასი ლიტ­რი "ლე­ვი" საწ­ვა­ვის შე­მო­ტა­ნა შე­გეძ­ლო. სიმარ­თლე გითხ­რათ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან დი­დი პრობ­ლე­მა არ იყო – ქრთა­მი და მი­სი ჯა­ნი! აი, ქარ­თვე­ლი მე­ბა­ჟე­ე­ბი თუ და­გა­კა­ვებ­დნენ, მტრი­სას. თუ არ ვცდე­ბი, რადენიმეწლი­ა­ნი ცი­ხეა საწ­ვა­ვის კონ­ტრა­ბან­დის­თვის", – გა­ნაგ­რძობს ნაც­ნო­ბი. მი­სი თქმით, მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც ამ არა­ლე­გა­ლუ­რი საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე გა­დაჰ­ყვა აზერ­ბა­ი­ჯან­ში და საზღ­ვარ­ზე ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რას და­აკ­ვირ­და. ამის შემ­დეგ კი ბე­დი თვი­თო­ნაც სცა­და. "ვა­ლი ავი­ღე და AUDI-ი ვი­ყი­დე. ფარ­თო, დი­დი მან­ქა­ნაა და, რაც მთა­ვა­რი­ა, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ფა­რუ­ლი ავ­ზის და­მონ­ტა­ჟე­ბის­თვის. ერთ რე­ის­ში, ყვე­ლა­ზე მცი­რე, 200 ლა­რი მრჩე­ბო­და. ბენ­ზინს იქ­ვე, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის ერ­თ-ერთ სო­ფელ­ში ვაბა­რებ­დი. ხომ მომ­გე­ბი­ა­ნი საქ­მე­ა? მაგ­რამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ქარ­თველ­მა მე­ბა­ჟე­ებ­მა ეს სქე­მა გა­შიფ­რეს, და­იწყ­ეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის და­ჟი­ნე­ბით შე­მოწ­მე­ბა და რამ­დე­ნი­მე ადამიანი და­ა­კა­ვეს კი­დეც. შე­მეძ­ლო კი­დევ გა­მე­რის­კა, მაგ­რამ აღარ გა­ვაგ­რძე­ლე აქეთ­-ი­ქით სი­ა­რუ­ლი – მე რომ ცი­ხე­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ცოლ­-შვი­ლი შიმ­ში­ლით და­მე­ხო­ცე­ბო­და. თან ამდე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბაც აღარ შე­მეძ­ლო", – აგ­რძე­ლებს რეს­პონ­დენ­ტი. თუმ­ცა, მი­სი თქმით, "ა­ხა­ლი საქ­მეც" მა­ლე გა­მოჩ­ნდა და თან ისე­თი, რომ რის­კი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო. "ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და­მი­კავ­შირ­და ჩე­მი ნაც­ნო­ბი და ასე ვთქვათ, თევ­ზის, კერ­ძოდ, "ა­სატ­რი­ნის" კონტრა­ბან­და შე­მომ­თა­ვა­ზა. მე ვუთხ­ა­რი, ხომ არ გა­გიჟ­დი, ვინ ოხე­რი შე­მო­გა­ტა­ნი­ნებ­ს-მეთ­ქი. შენ მა­გა­ზე არ იდარ­დო­ო, მი­პა­სუ­ხა". მი­სი თქმით, თვი­თო­ნაც რომ არ ელო­და, ისე მა­ლე მო­ა­ხერ­ხა შე­თან­ხმე­ბა ერ­თ-ერთ სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ას­თან, სა­დაც კი­ლო
"ა­სატ­რი­ნას" 17 ლა­რად ჩა­ი­ბა­რებ­დნენ. "მოკ­ლედ, და­ვუ­კავ­შირ­დი ამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს და მან ისე­თი რამ მითხ­რა, რომ ჯერ სი­ცი­ლი ამი­ვარ­და. თუმ­ცა შემ­დეგ ჭკუ­ა­ში და­მიჯ­და. მოკ­ლედ, სქე­მა ასე­თი იყო: სა­ქარ­თვე­ლო­-ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნის საზღ­ვარ­თან მოჰ­ყავ­დათ "ა­სატ­რი­ნით" დატ­ვირ­თუ­ლი ვი­რი. უფ­რო ზუს­ტად, საზღ­ვრამ­დე რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რში. ვი­რი გაწ­ვრთნი­ლი იყო – "და­ზე­პი­რე­ბუ­ლი" ჰქონ­და ერ­თ-ერ­თი ბი­ლი­კი, რომ­ლი­თაც საზღ­ვა­რი უნ­და გად­მო­ეკ­ვე­თა. მოკ­ლედ, იქი­დან უშ­ვებ­დნენ დატ­ვირ­თულ ვირს, მე კი საზღ­ვრის აქეთ ვხვდე­ბო­დი. მე­საზღ­ვრე­ებს ეს ვი­რი რომ და­ე­ჭი­რათ, ნამ­დვი­ლად ვერ "ჩაგვიშვებდა". ჰო­და, ავაწყ­ვეთ საქ­მე ამ ვი­რის ხარ­ჯზე. ბევ­რი "ი­მუ­შა­ვა" საწყ­ალ­მა პირუტყ­ვმა, თუმ­ცა ბო­ლოს, ეტყ­ო­ბა, მე­საზღ­ვრე­ე­ბი რა­ღა­ცას მიხ­ვდნენ და მოკ­ლეს საცოდა­ვი. ამით დას­რულ­და ჩე­მი კონ­ტრა­ბან­დის­ტო­ბაც. მაგ­რამ ამ ვი­რის წყა­ლო­ბით ვალე­ბიც გა­ვის­ტუმ­რე, პა­ტა­რა საქ­მეც და­ვიწყე და უკ­ვე იმ­დე­ნად გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნი გავხდი, რომ მსხვი­ლი კრე­დი­ტიც ავი­ღე. მოკ­ლედ, გაწ­ვრთნილ­მა ვირ­მა გა­მამ­დიდ­რა. არ გეტყ­ვით, კონ­კრე­ტუ­ლად საზღ­ვრის რო­მელ მო­ნაკ­ვეთ­ზე ხდე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი, რად­გან, შესაძ­ლო­ა, ჩემ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­გო­ბარ­მა სხვა ვი­რიც გაწ­ვრთნა", – და­ას­რუ­ლა ჩემ­მა ინ­კოგ­ნი­ტო რეს­პონ­დენ­ტმა.

უცნაური კონტრაბანდისტები

– მექსიკაში დააკავეს გოგონა, რომელიც ციხიდან ჩემოდნით შეყვარებულის "გამოტანას" ცდილობდა.
– შვედეთიდან ავსტრალიაში თიხის ქოთნებით ძაღლისთავიანი მახრჩობელების გადაყვანა სცადეს.
– ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის კონტრაბანდისტებმა ხბოების გადასარეკი გვირაბი გათხარეს.
– კონტრაბანდისტი ქალბატონი ცდილობდა, სინგაპურიდან მელბურნში (ავსტრალია) ცოცხალი ტროპიკული თევზები გადაეყვანა წინსაფარზე გაკეთებული 150 სპეციალური ჯიბით.
– მექსიკიდან წამოღებულ ხის კარში 5 კგ კოკაინი აღმოაჩინეს. ეფედრინის 800 "ქანდაკება" "შავ ბაზარზე" ამოიღეს.
– ბრიუსელის აეროპორტში მებაჟეებმა მგზავრს ფოტოფირის ბუდეში დამალული ეგზოტიკური პანამური ბაყაყი ჩამოართვეს.
– კურიერს კოლუმბიიდან აშშ-ში 6 კგ შაქრის სააღდგომო კვერცხები მიჰქონდა, რომლებიც მთლიანად კოკაინის აღმოჩნდა. მებაჟეები საშობაოდ სააღდგომო საჩუქრის ხილვამ დააეჭვა.

თამარ ბოჭორიშვილი


წყაროhttp://www.zooclub.ge/
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2582 | დაამატა: dudu-duda | ტეგები: კონ­ტრა­ბან­დის­ტის, გა­მამ­დიდ­რა, ვირ­მა, გაწ­ვრთნილ­მა, ნა­ამ­ბო­ბი | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 Hunter77   (20.06.2014 19:59:32) [მასალა]
10 10 10

0   Spam
3 შოთო   (20.06.2014 17:42:10) [მასალა]
მაგარი უჩალიჩია მაგ საცოდავი ვირის წყალობით :D

0   Spam
2 24   (16.06.2014 21:12:30) [მასალა]
მოხერხება უნდა ყველაფერს,ღმერთმა ხელი მოუმართოს ეგეთ ადამიანებს.მაგრამ ესეთი საკითხები მაინც არ არის მოსაყოლი საჯაროდ,სახელი და გვარი,რომც არ თქვა. 10 10 10 10

0   Spam
1 mere   (16.06.2014 17:34:23) [მასალა]
10 069 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика