ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » მაისი » 8 » მინისტრის ბრიფინგი თევზჭერის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით    

16:46:32
მინისტრის ბრიფინგი თევზჭერის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ თევზჭერის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N-423 დადგენილებით დამტკიცებულ „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტში" ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისათვის დაშვებული ბადე-იარაღების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა ე.წ. "ეკრანი."

აღნიშნული ცვლილება განპირობებულ იქნა იმ გარემოებით, რომ ეკრანი არის სახლართი ტიპის ბადე, მისი მეშვეობით ჭერა კი ემყარება გახლართვისა და შებოჭვის პრინციპებს. როგორც განვლილმა პრაქტიკამ აჩვენა, თევზაობისას ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ძუა, რომელზეც ეკრანია დამაგრებული წყდება და მასზე დამაგრებული სიმძიმის გამო წყალში იძირება. წყალში ჩაძირვისას ეკრან-ბადეთა ერთობლიობა ქმნიდა სახლართი ბადეებისაგან შემდგარ გროვას წყლის ფსკერზე, რომელიც თევზებისა და წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის საფრთხეს წარმოადგენდა. ის ასევე აუარესებდა წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობას, მასში გახლართული და შებოჭილი მკვდარი თევზების ლპობითი პროცესების მიმდინარეობის გამო. ეკრანები დამზადებულია წყალში უხრწნადი მასალისაგან და წლების განმავლობაში ფსკერზე "ეკრანის" არსებობა ქმნის წყლის ცოცხალი ორგანიზმებისათვის ნორმალური ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური რიტმის დარღვევის საფრთხეს.

შეგახსენებთ, რომ თევზჭერის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 დან-400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ოდითგანვე არსებული სასროლი ბადის თევზაობის ტრადიციების გათვალისწინებით, ასევე, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის სწორად განვითარების მიზნით, ზემოთ აღნიშნული ცვლილებით, გაიზარდა სასროლი ბადის პარამეტრები. კერძოდ მისი დიამეტრი 1,20 მეტრის ნაცვლად გაიზარდა 4,5 მეტრამდე.

ვიმედოვნებთ, რომ სასროლი ბადით თევზჭერის ამ ფორმით განვითარება ხელს შეუწყობს ადამიანის სპორტული უნარ-ჩვევების და ჯანსაღი ცხოვრების ჩამოყალიბების პროცესს. 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებით დამტკიცებულ „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტში" შეტანილი ზემოთ აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის 2014 წლის 24 მაისიდან.



წყაროhttp://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=2883
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2682 | დაამატა: avtandil | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 16
0   Spam
16 likunia_18   (20.06.2014 11:02:36) [მასალა]
მისასალმებელია მაგის აკრწალვა მაგრამ,დენის აპარატები უფრო დიდ საფთხეს აყენებენ ჩვენს ბუნებას.

0   Spam
15 გეწაძე   (13.05.2014 19:43:49) [მასალა]
ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და თუ მოუვლიან იმას რომ დენის აპარატით ტევზაობის აღმოფხვრას უფრო მეტი დრო დაუთმონ რეინჯერებმა ეს ბევრად უკეთესი იქნება.რაც შეეხება ამ მტაცებლის გამრავლებას,ეს პრობლემა არასოდეს არუნდა მოგვარდეს?გადაშენდა ყველაფერი და სახლებში ვარდება მტაცებელი,ჩემი მეზობელი ლაგოდეხში საკუთარ აივანზე დაკბინა ტურამ,ამას აღარუნდა დააყენონ საშველი?

0   Spam
14 piro55   (12.05.2014 22:42:49) [მასალა]
კარგი იკჰება რომელ კვირიტობის დროს ტუ არ ვიტევზავებტ იკჰებ მომრავლდეს ტევზი

0   Spam
13 sos112   (12.05.2014 09:59:29) [მასალა]
069 069 069

0   Spam
12 gogita12   (11.05.2014 23:24:57) [მასალა]
კარგია. მოუწონებ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას და მადლობა მინისტრს. ეტყობა მიიტანეს იმ არაერთ დიდ პრობლემასთან ეს საკითხი და ამისათვის კარგია რომ ახალი რეგულაციები შემოიღეს. დროა მივეჩვიოთ წესიერ და ყველასათვის მისაღებ წესებით ნადირობა-თევზაობას........... 10 10 10 10 10

0   Spam
11 ggiiggii   (10.05.2014 00:48:18) [მასალა]
კაია მაგრამ ტყის მავნებელ ცხოველებს ვინ მიხედავს ????
კურდღელი ჩემ მხარეში გადაშენდა ტურის წყალობით. დროზე მიხედეთ სანამ დროა და სანამ გაანადგურეს ყველაფერი ტყეში !!!!!!!!!
23 23 23 23

0   Spam
10 ggiiggii   (10.05.2014 00:38:03) [მასალა]
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ტურებს ვინ მიხედავს ???? ცალიან მომრავლდნენ

0   Spam
9 swn555   (09.05.2014 22:31:50) [მასალა]
მაღაზიებშიც უნდა აიკრძალოს წესით, ეკრანების, ვეშოლკების,ეგრედ წოდებული,პუტანკა ბადეების გაყიდვა + ამას თითქმის ყველა მონადირეთა მაღაზიში იყიდება ლამპა ფარიდან დაწყებული ფეხბურთის სტადიონის პროჟექტორებსაც ყიდიან, ჩაატარა ქალბატონმა მინისტრმა ბრიფინგი'მინდვრებში ესენი არ გადიან მდინარის პირას ესენი არ დადიან ტ განძრევა ამათ არუნდათ ხელფასებს არაფერში იღებენ და მაღაზიაში თუ აიკრძალა ზემოთ ჩამოთვლილი ეს ყველაფერი რაღაც შედეგსაც მოუტანს ალბათ ჩვენს გარემოს.

0   Spam
8 zaali746   (09.05.2014 20:23:44) [მასალა]
კარგია რომ მეთევზეებისათვის ზრუნავს მინისტრი,ნადირობის სეზონი 15 მარტმდე გააგრძელოს 10 10 10 10 10

0   Spam
7 xvicha1   (09.05.2014 18:20:48) [მასალა]
166 10 48

0   Spam
6 mere   (08.05.2014 21:29:21) [მასალა]
10 კარგია თუ გაიღვიძეს,იქნებ ბრაკონირებსაც მოკიდონ ხელი...

+1   Spam
4 berZul   (08.05.2014 20:43:12) [მასალა]
სასროლი ბადით თევზაობა ჩემი აზრით უნდა წახალისდეს კიდეც

0   Spam
5 avtandil   (08.05.2014 21:21:11) [მასალა]
გეთანხმები, სასროლი ბადე თითქმის დავიწყებას მიეცა ამ ეკრანების გადამკიდე... პროცენტულადაც ვერ დასაელდება ალბათ ხალხის რაოდენობა, რომლებიც სასროლ ბადით თევზაობენ... არა და რა ეკრანი და ფაცერი შეედრება გაქნეული ბადის და მერე ამოღების სილამაზეს....? 166

0   Spam
3 temo-niko13   (08.05.2014 19:47:15) [მასალა]
ნადირობის სეზონსაც თუ გადაწევენ თუნდაც 20 მარტამდე კარგი იქნებოდა. 10 10 10

0   Spam
2 IKAHUNTER   (08.05.2014 18:52:27) [მასალა]
მისასალმებელი გადაწყვეტილებაა ნამდვილად 10 166

0   Spam
1 avtandil   (08.05.2014 16:49:43) [მასალა]
ეს ქალი გაცილებით მეტს აკეთებს ვიდრე მისი წინამორბედი... აი სასროლი ბადე, რატომ გახდა ამ თემაში სალაპარაკო ვერ მივხვიდ. ჩემი აზრით აბსოლიტურად განსხვავებულია სასროლი ბადე და ეწ (ეკრანი) (ფარდა) ბადე ერთმანეთისგან...:23:

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика