სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [143]
საიტის ამბები [78]
ბაზიერი [28]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [264]
ძაღლები [135]
საქართველოს ამბები [467]
უცხოეთის ამბები [319]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [52]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [110]
იცით თუ არა რომ [282]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [356]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ნადირობა იხვზე   
tereosპასუხების რაოდენობა: 6259
ტყის ქათამზე ნადირობა   
IRAKLIGპასუხების რაოდენობა: 4057
ბრაკონიერობის აფიშირებ...   
m@mukaპასუხების რაოდენობა: 152
BROWNING MAXUS   
minchaninპასუხების რაოდენობა: 77
პოინტერი   
irakligvenetadzeპასუხების რაოდენობა: 4156
დავდოთ რა სურათებიც გი...   
vanoarchiპასუხების რაოდენობა: 334

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2014 » აპრილი » 9 » 9 აპრილი    

20:55:48
9 აპრილი

1989 წლის, 9 აპრილი. საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთერთი ტკივილიანი თარიღი. თარიღი რომელიც, მეოთხედი საუკუნის შემდეგაც კი მწველი ტკივილით ახსოვს ბევრს! დღე, როდესაც დაიღუპნენ პატრიოტები!
1. ადამია აზა, 22 წლის
2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის
3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის
4. გიორგაძე ნატო, 23 წლის
5. დოლიძე თამუნა, 28 წლის
6. ენუქიძე თინა, 70 წლის
7. თოიძე ნინო, 25 წლის
8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის
9. ლოლაძე მანანა, 33 წლის
10. მამულიშვილი თამარი,
50 წლის 11. მეტრეველი ვენერა,
12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის
13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის
14. ქვასროლიაშვილი შალვა,
15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის
16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის
17. ჭოველიძე თამარი,16 წლის
18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის
19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის
20. მელქაძე მანანა 23 წლის
21. ქარსელაძე გია 25 წლის.

ბოლო რამოდენიმე წელია, ჩვენი საიტის www.bazieri.ge-ს წევრი მონადირე, მეთევზე, ბაზიერები და უბრალოდ ბუნების მოყვარული ადამიანები. ყოველ 9 აპრილს, ვატარებთ, გამწვანების-ბუნების დაცვის აქციას! ვაგროვებთ თანხას, შემდეგ ვყიდულობთ, სხვადასხვა ნერგებს და რომელიმე ეკლესია-მონასტრის ეზოში ვრგავთ ამ ნერგებს! ვცდილობთ, რომ ამ აქციაში ჩავრთოთ, ჩვენი შვილებიც და ზოგადად, მონადირეთა დამწყები თაობა! რადგან სამაგალითო იყოს, დამწყებთათვის, ბუნების დაცვა! მონადირე, სანადირო სეზონის განმავლობაში, რასაც იღებს ბუნებისგან, ამ აქციით ვცდილობთ უმცირესი ნაწილი მაინც დავუბრუნოთ ბუნებას უკან და მონადირული “ცოდვების” მიტევებაც ვითხოვოთ! 2014წ. 9 აპრილი. ნუცუბიძის პლატოზე მდებარე, წმ.გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ჩავატარეთ გამწვანების აქცია! მონასტრის ეზოში დავრგეთ სხვადასხვა სახის, მარადმწვანე ნერგები! ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ წელს ძალიან სიმბოლურად მოხდა ყველაფერი! როდესაც ნერგებს ვყიდულობდით, აღმოჩნდა რომ სულ 9 ძირი, კოლხური ბზა აღმოაჩნდა ნერგების გამყიდველს და ჩვენც ცხრავე შევიძინეთ! (ბზის ნერგები, მამაოს თხოვნა იყო). დილით, მონასტრის ეზოში შეკრებილნი, ველოდით, სად მიგვითითებდნენ ადგილს, ნერგების დასარგავად. მონასტრის წინამძღვარმა, მამა სერგიმ, მორჩილს უთხრა: სადაც თვითონ სურთ იქ დარგონ ნერგებიო. ჩვენ მაინც მამაოს შევუთანხმეთ ადგილი და დავიწყეთ ორმოების ამოღება, ნერგებისთვის! ჩვენმა მეგობარმა, ლექსომ, მანქანიდან გადმოიღო, დამატებითი სამუშაო იარაღები, რომლებსაც სანადიროდ იყენებს ხოლმე და ყოველთვის მანქანაში აქვს! შემთხვევით აღმოაჩნდა ლექსოს, “მესანგრის ნიჩაბი” ეგრეთწოდებული “საპიორნი ლაფატკა”. ზუსტად ისეთი, მესანგრის ნიჩაბი, რომლებითაც , 1989 წლის 9 აპრილს დაჩეხეს, რუსმა ჯარისკაცებმა, ქართველი პატრიოტები! ესეც ძალიან სიმბოლური გამოვიდა! მრავალი წლის შემდეგ, 9 აპრილს, მესანგრის ნიჩაბი, გამოვიყენეთ, ახალი ნერგის, დასარგავად, როგორც ახალი სიცოცხლის საწყისი! ყველა მონაწილე ბოლომდე ჩართული იყო ნერგების დარგვის პროცესში, მონასტრის ეზოს დასუფთავებაში! როგორც მამაკაცები და ბიჭები, ასევე, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები, გოგონები! ნერგების დარგვის პროცესი დამთავრდა. დავასუფთავეთ ეზო. შემდეგ კი შევედით ეკლესიაში და სანთლები ავანთეთ! ვითხოვეთ მონადირული ცოდვების მიტევება! მოსახსენიებელში, ჩავწერეთ ყველას სახელი, ვინც წვილილი შეიტანა ამ აქციაში! ასევე მიცვალებულთა მოსახსენიებელში ჩავწერეთ, ჩვენი, გარდაცვლილი მონადირე მეგობრების სახელები! პლატოს სიმაღლიდან, კიდევ ერთხელ გადმოვხედეთ თბილის-ქალაქს! კიდევ ერთხელ გავუზიარეთ მეგობრული სითბო ერთმანეთს და დავემშვიდობეთ, მამა სერგის. ზურას(მორჩილი). დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ყველანი, მომავალი წლის, მომავალი 9 აპრილის აქციაზე ფიქრით, რომ მომავალი აქცია უფრო მასშტაბური იქნება. გამოვეშურეთ შინისკენ!

ავტორი: გიორგი სარიშვილი









წყაროhttp://www.bazieri.ge/news
კატეგორია: საიტის ამბები | ნანახია: 2255 | დაამატა: avtandil | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 11
0   Spam
11 gadarchenili   (10.04.2014 23:44:12)
ძალიამ მინდოდა მაგ დგეს თქვენ გვერდიტ ყოპნა სამწუხაროდ ვმუშაობდი.

0   Spam
10 maxo777   (10.04.2014 23:23:52)
10 ყოჩაღთ ბიჭებო და გოგონებო

0   Spam
9 akson777   (10.04.2014 12:43:09)
გაიხარეთ ბიჭებო, ასეთ დიდ სასარგებლო საქმეს რომ აკეთებთ!
როგორ მინდოდა მეც მონაწილეობა მაგამ ვერ მოვახერხე

0   Spam
6 racha123   (10.04.2014 00:10:03)
მეც მინდოდა მაგ აქციაში მონაწილეობის მიღება მარა ვერ ჩამოვედი 25
გაიხარეთ მაგრად მომეწონა 39

0   Spam
4 guma_spiker   (09.04.2014 23:31:53)
23_30_126 23_30_126 23_30_126

+1   Spam
3 guma_spiker   (09.04.2014 23:31:29)
გენაცვალეთ ბიჭებო ძალიან კარგი საქმე გააკეთეთ, ავთანდილ მახსოვს შენ რო პირველად ითხოვე ბაზიერის კეპი ახალი დარეგისტრირებული იყავი და რაგაც სიტუაციები იყო მაგრამ დგეიდან ვიამაყებ რო შენნაირი კაცია დგეს ჩვენ გვერდით, მომიტევეთ დგეს თქვენ გვერდით რომ არ ვიყავი ჩემი ქალაქში უმყოფლობის გამო

0   Spam
7 avtandil   (10.04.2014 00:31:04)
მახსოვს, ძმაო მახსოვს... შენ, რომ არა მაშინ კეპს არ მარგებდნენ... :)))) კიდევ ერთხელ მადლობა ძმაო gimili 39

0   Spam
8 guma_spiker   (10.04.2014 00:35:14)
39

0   Spam
2 fisherleqso   (09.04.2014 22:58:59)
გეთანხმები ავთანდილ, იმედი მქონდა გაცილებით მეტი ვიქნებოდით 23

+2   Spam
1 avtandil   (09.04.2014 21:14:52)
ყველას დიდი მადლობა!!!
P.s მე პირადად მოვითხოვ ზემდგომ ადმინისტრაციისგან : ) მკაცრ გაკონტროლებას ახალი ან უცნობი წევრებისა, რომლებიც არ იღებენ ესეთ პროექტებში, მონაწილეობას და ბაზიერის ლოგოიანი კეპის გამოწერაზე პირველი, რომ ეწერება სიაში აი ესეთი ხალხის მკაცრ კონტროლს ვითხოვ მე პირადად 2daf4
ყველაზე არ მაქვს, რატქმაუნდა ლაპარაკი...

0   Spam
5 dudu-duda   (10.04.2014 00:08:21)
+ 1

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    xedos, tereos, levanichi

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика