ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » იანვარი » 30 » რჩევები ძაღლის შეძენისას    

22:53:07
რჩევები ძაღლის შეძენისას

რჩევები ძაღლის შეძენისას

გადაწყვიტეთ, ძაღლი იყიდოთ? კარგია, მაგრამ ალბათ მაინც ღირს დაფიქრება, რამდენად სერიოზულია თქვენი განზრახვა – ძაღლი ხომ ნივთი არ არის, რომელსაც, თუ არ მოგეწონათ, უკანვე დააბრუნებთ. უნდა გესმოდეთ, რომ ამ მგრძნობიარე არსების მომავალი თქვენზე, თქვენს ჩვევებსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული.

 

ძაღლს მუდმივი მზრუნველობა სჭირდება, ასე რომ, დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა, მისი მოვლა იტვირთოთ. ერთი სიტყვით, ვიდრე ნაცნობებს დაურეკავდეთ ან იმ ორგანიზაციას დაუკავშირდებოდეთ, რომელიც ძაღლის შეძენისას დახმარებას გპირდებათ, კიდევ ერთხელ აწონ-დაწონეთ, გაქვთ თუ არა ამის მორალური უფლება.

ვიდრე არჩევანს ამა თუ იმ ჯიშზე შეაჩერებდეთ, კიდევ ერთხელ გააანალიზეთ ყველა ის ცვლილება, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მოხდება ოჯახის ახალი წევრის შემომატებისას. როგორია თქვენი ცხოვრების წესი? რამდენი საათს ატარებთ შინ? ვინ მოუვლის ძაღლს, როცა შინ არ იქნებით? ვის დაუტოვებთ ოთხფეხა მეგობარს შვებულების დროს? არც ის დაგავიწყდეთ, რომ ძაღლს კვება განსაზღვრულ საათებში სჭირდება, ხოლო თავდაპირველად, მიუხედავად ამინდისა, 4-5-ჯერ უნდა გაიყვანოთ გარეთ.

 

შეაფასეთ თქვენი ბინის მასშტაბი. თუ პატარა ბინა გაქვთ, არ გირჩევთ, არჩევანი დიდი ზომის ძაღლზე (სენბერნარზე, გერმანულ ნაგაზზე, სეტერზე) შეაჩეროთ. უმჯობესია, მომცრო ჯიშის ცუგა შეიძინოთ (მაგალითად, პუდელი, ტაქსა ან ფოქსტერიერი). ასეთი არჩევანით თქვენც მოიგებთ და ძაღლიც – დიდი ზომის ცხოველებს ხომ გადაადგილებისათვის მეტი ფართობი სჭირდებათ. თუნდაც ქალაქგარეთ ცხოვრობდეთ ან პატარა ბაღი გქონდეთ, პატარა ძაღლის მოვლა მაინც უფრო ადვილია.

 

არსებობს მოსაზრება, რომ ძაღლი ქალაქში ბედნიერი ვერ იქნება, თუმცა ყოველივე შედარე-ბითია. რა თქმა უნდა, თუ ძაღლი ფართობის სიმცირეს განიცდის, გარკვეული დისკომფორტი აუცილე-ბლად შეექმნება, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოველისთვის პატრონთან ურთიერთობაა. მისთვის აუცილებელია, ეთამაშებოდნენ, ყურადღებას აქცევდნენ, ელაპარაკებოდნენ და აგრძნობინე-ბდნენ, რომ ის ოჯახის სრულფასოვანი წევრია. გერმანული ნაგაზი, რომელიც არცთუ ისე დიდ ბინაში ცხოვრობს და პატრონთან ერთად დიდ დროს ატარებს, გაცილებით ბედნიერია, ვიდრე იმავე ჯიშის ძაღლი, რომელიც გრძელი ჯაჭვით არის დაბმული და ბაღს დარაჯობს. მართალია, ეს უკანასკნელი მეტ სივრცეს ფლობს, მაგრამ პატრონთან კავშირი თითქმის არ აქვს.

 

ძაღლის შეძენა ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ – ისინი ხომ ყველა ცოცხალი არსებისკენ ისწრაფვიან. ძაღლიც, თავის მხრივ, საოცარ კეთილგანწყობასა და მოთმინებას იჩენს ბავშვების მიმართ. თუმცა ოჯახური ჰარმონია რომ არ დაირღვეს, ზოგიერთ დეტალზე წინასწარ უნდა შევთანხმდეთ:

ბავშვმა არ უნდა სცემოს, უხეშად არ უნდა მოექცეს ძაღლს.
  • მან ძაღლი ცოცხალ არსებად უნდა აღიქვას და არა სათამაშოდ.
  • პატარა არ უნდა მიუახლოვდეს ძაღლს, როცა ეს უკანასკნელი ჭამს.
  • ბავშვმა არ უნდა შეაწუხოს მძინარე ძაღლი.
  • არ მიაჩვიოთ ძაღლი, ბავშვს სახე და ხელები ულოკოს.
  • პატარა არ უნდა უმასპინძლდებოდეს ძაღლს ტკბილეულით.
  • თავი არიდეთ სიტუაციებს, რომლებიც ბავშვს ძაღლის მიმართ აეჭვიანებს.

 



წყაროhttp://ucnauri.com/
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 4029 | დაამატა: vaxo2000 | ტეგები: შეძენისას, ძაღლის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 @grizli@   (04.02.2014 18:32:27) [მასალა]
10 10 10 10 166

0   Spam
3 maxo1996   (03.02.2014 23:04:46) [მასალა]
10 10 166 166 166 ძან კაია

0   Spam
2 Alex-13   (02.02.2014 00:35:11) [მასალა]
10 10 166 166 ძალიან კარგი რჩევებია!

+1   Spam
1 xvicha1   (31.01.2014 08:51:27) [მასალა]
166 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика