ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » იანვარი » 22 » გამოვლინდა გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილებით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტები    

13:28:06
გამოვლინდა გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილებით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტები
ერთ-ერთ ინტერნეტ პორტალზე განთავსდა ინფორმაცია ქ. თბილისში დათვის ნაღველის გაყიდვის შესახებ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და გამოავლინა მოქალაქეთა მხრიდან ცხოველთა დერივატებით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვაჭრეებს ჩამოერთვათ, 6 ერთეული დათვის ნაღველი; დათვის ქონი 1500 გრამის ოდენობით; მურა დათვის ტყავი 4; მგლის ტყავი 5; ხოლო მელიის ტყავი 1 ერთეული, ასევე 9 ერთეული სხვადასხვა ზომის სავარაუდოდ გარეული ღორის ეშვი. ამასთან დაკავშირებით, შედგა შესაბამისი აქტი და დაილუქა ჩამორთმეული ნივთები. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 854 მუხლის შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებითა და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარამდე. ამასთანავე, მუხლი ითვალისიწინებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი დერივატებისა და მათგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციას. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეყვანილ ნადირზე ნადირობა ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. 

ამასთან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის შესაბამისად, ცხოველთა სამყაროს ობიექტების უკანონოს მოპოვების გამო ხდება ზიანის დაანგარიშება, ხოლო საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილ სახეობებზე ზიანის თანხა ხუთმაგდება. გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ორი ათასი (2000) ლარითა და მეტით.





წყაროhttps://www.facebook.com/MOEgeorgia
კატეგორია: ბრაკონიერობა | ნანახია: 2087 | დაამატა: avtandil | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 Alex-13   (27.01.2014 16:31:19) [მასალა]
ხო იმდღეს მეც გადავაწყდი დათვის ნაღველს მაიმარკეტზე, 2-3 ცალს ყიდიდა და კი ჩამაფიქრა .. მეტის ღირსები არიან !!!

0   Spam
1 gurami   (24.01.2014 22:37:07) [მასალა]
რახდება ვეგარ გევიგე, ქარტველებს არეშველება არაფერი 23 23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика