ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » იანვარი » 3 » მამუკა გორგოძე: ერთი პატარა ქართველი ვარ...    

13:46:33
მამუკა გორგოძე: ერთი პატარა ქართველი ვარ...


დოსიე
მამუკა გორგოძე
დაიბადა: 14.07.84
სიმაღლე: 195 სმ
წონა: 118 კგ
ნაკრები: 54 კეპი
გაიტანა: 22 ლელო (110 ქულა)
პირველი გუნდი: "ლელო" 
ამჟამინდელი გუნდი: "მონპელიე"
მსოფლიოს თასის ორგზის მონაწილე (2007, 2011)
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (2011)
საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი (2012)
ერთა თასის მრავალგზის გამარჯვებული
საქართველოს ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე "ლელოს" გამოკითხვაში 2013 წლის ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი გახდა. ანალოგიურ გამოკითხვაში მამუკამ 2011 წელსაც გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნების" მესამეხაზელი დიდი ხანია ფრანგულ "მონპელიეში" ასპარეზობს და ყოველ შაბათ-კვირას სარაგბო ევროპა, სხვა უძლიერეს მორაგბეებთან ერთად, მასზეც გამუდმებით ლაპარაკობს. 

რაგბიში მეტსახელი ჩვეულებრივი მოვლენაა და როგორც ყველასგან გამორჩეულს, ცხადია, მასაც მეტსახელით მოიხსენიებენ. მშობლიურ თბილისის "ლელოში" "გულივერას" ეძახდნენ, ევროპაში კი "გორგოძილა" შეარქვეს... 

ცხადია, ასეთი პიროვნების შესახებ ქომაგს უფრო მეტი, არასარაგბო ინფორმაციაც აინტერესებს. თამაშისას აგრესიული და ლომივით მბრდღვინავი ვარსკვლავი, ცხოვრებაში ერთი ჩვეულებრივი, თავმდაბალი და მორცხვი კაცია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

გორგოძეს საფრანგეთში ახალ წლამდე დავუკავშირდით და ინტერვიუ, ცხადია, რაგბიზე საუბრით დავიწყეთ...

- საქართველოს ნაკრებმა ახლახან, ნოემბრის ტესტებზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. სამოას ნაკრების დონის გუნდისთვის აქამდე არასდროს მოგვიგია. თქვენ იმ თამაშში კაპიტანი იყავით და მატჩის შემდეგ მოკლედ ისაუბრეთ ამ მოგების მნიშვნელობაზე. იქნებ კიდევ ერთხელ, უფრო ვრცლად გვითხრათ ყოველივე ამის თაობაზე...
- სამოასთან გამარჯვებას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თქვენ აღნიშნეთ, რომ ასეთი მაღალი დონის გუნდისთვის არასდროს მოგვიგია. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი წაგება დაგვიგროვდა. რაც უნდა ვაჟკაცი და კარგი ტიპი იყო, ამის გამო საკუთარ ძალებში, შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება, საკუთარი თავის ნდობას კარგავ. ამ გამარჯვებამ ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა, თავდაჯერება დაგვიბრუნა და დავრწმუნდით, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება ბრძოლა. ასეთი მაღალი დონის გუნდთან მოგებულ თამაშს მეტი სტიმული, მეტი თავდადება მოაქვს. 

- როგორი გამოხმაურება მოჰყვა სამოასთან გამარჯვებას საფრანგეთში?
- ყველას გაუკვირდა. თუმცა საქართველოს ნაკრების მიმართ დამოკიდებულება აქ, საფრანგეთში, არც მანამდე იყო არასერიოზული. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ნაკრებზე ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენაც კი აქვთ. რაც შეეხება სამოას, მათ თავიდან თამაში ხელდახელ დაიწყეს, მერე, ბოლოსკენ, ძალიან სერიოზულად "შემოგვასკდნენ". მართალია, მსაჯმა წესის რამდენიმე დარღვევაზე დახუჭა თვალი, მაგრამ ყველამ ბოლომდე თავდადებით ვიბრძოლეთ და მართლაც ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

- ახლახან საფრანგეთის ჩემპიონატში თქვენი მომავალი გუნდის, "ტულონის" წინააღმდეგ ითამაშეთ. ამ შეხვედრას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ფრანგულ პრესაში, ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა კი სპეციალური სიუჟეტიც მიუძღვნა სათაურით - "გორგოძისა და ბოთას შოუ"...
- დიახ, ვნახე ეგ სიუჟეტი. ჯერ ის მინდა ვთქვა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის დებულების მიხედვით, დასვენება მერგებოდა, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი. ერთი იმიტომ, რომ მინდოდა, ჩემი მომავალი გუნდის წინააღმდეგ მეთამაშა და მეორე - არ იქნებოდა ლამაზი "მონპელიეს" ქომაგებთან მიმართებაში. იტყოდნენ - ნახეთ, რადგან "ტულონში" გადადის, თამაშს თავი აარიდაო. ამიტომ გავედი და ბოლომდე დავიხარჯე. 

ახლა ბაკის ბოთაზეც გეტყვით. დიდი აუტანელი ვინმეა, მაგრამ ისიც ნამდვილია, რომ ეგ და ჯონი ვილკინსონი უდიდესი მორაგბეები არიან. "ტულონი" მაგათ ხარჯზე აღწევს წარმატებას. უფრო მეტად კი, ამ გუნდის წინსვლა სწორედ ბოთას დიდი დამსახურებაა. ის მეორეხაზელია და მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი ტიპის მოთამაშეები ქმნიან ამინდს გუნდში. ისიც კი მგონია, რომ "ვილკოზე" (ვილკინსონი - ავტ.) დიდი მოთამაშეა. თუ ვინმე არ მეთანხმება, შემიძლია ვეკამათო. მთელი მატჩის განმავლობაში ბურთი საერთოდ რომ არ მიიღოს, ისედაც უდიდეს სამუშაოს ასრულებს - მოლებს და რაკებს ანგრევს. მოწინააღმდეგეების მინიმუმ 80 პროცენტს მისი ეშინია. 

ერთი სიტყვით, ამჯერადაც ბოთა პროვოკაციულად თამაშობდა, მთელი თამაშის განმავლობაში ვკინკლაობდით. მატჩის შემდეგ ხელი ჩამომართვა და გადამეხვია. მერე ინტერვიუში უთქვამს ჩემზე - მოუთმენლად ველი, მიხარია, მომავალი სეზონიდან "ტულონში" რომ გადმოდის, ვიმეგობრებთ და ლუდს ერთად დავლევთო. მართლა ასე ფიქრობს თუ არა, არ ვიცი. ჩემთვის კი დიდი პატივია ასეთი დიდი მორაგბის გვერდით თამაში. 

- თქვენც ხომ დიდი მორაგბე ხართ? აბა, რატომ გელით?
- არა, დიდი მორაგბეები ბოთა და ვილკინსონი არიან, მაგათ მსოფლიოს თასიც აქვთ მოგებული. მე კი ერთი პატარა ქართველი ვარ. 

- თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები, ცხადია, ოჯახის წევრები არიან...
- ეს თავისთავად ცხადია. ახლა ისინი ჩემთან ერთად არ არიან, თბილისში გამოემგზავრნენ საახალწლოდ. სახლში მარტო ვართ მე და ჩემი ძაღლი - ამას წინათ შევიძინეთ, იტალიური ჯიშისაა, ანკორსი. 

- სპორტსმენი მამის კვალობაზე, ალბათ, თქვენი შვილებიც ამ სფეროთი იქნებიან გატაცებულები...
- ჩემი ვაჟი უმცროსია, ჯერ ოთხი წლისაა. ფეხბურთზე დამყავს. ფიზიკურად სუსტია. მამაჩემმა მირჩია, ფეხბურთზე შეიყვანეო. რომ წამოიზრდება, მერე თვითონ გადაწყვეტს, რა ითამაშოს - ფეხბურთი თუ რაგბი. ქალიშვილი უფროსია, სკოლაში დადის და აშკარად ჯანზეა. სკოლაში რაგბიში ავარჯიშებენ და ძალიან უხარია. ისე, ჩოგბურთზე ვატარებ. კვირაში ორჯერ აქვს ვარჯიში. ჯანმრთელობისთვის სპორტის ყველა სახეობა კარგია და მომავალში თუ სერიოზულად დაინტერესდებიან, მაგას არაფერი აჯობებს. მეუღლე ენას სწავლობს. თუ ბავშვების აღზრდამ ხელი არ შუშალა, მერე რაიმე სერიოზული პროფესიის დაუფლებას ეცდება. 

ფოტოზე: მამუკა გორგოძის მეუღლე ციცი ბოხუა და ვაჟი ნიკოლოზი დაჯილდოების ცერემონიალზე 

- ერთ-ერთ ფრანგულ ვებგვერდზე სკოლაში თქვენი სტუმრობის ფრაგმენტებია აღბეჭდილი. იქვე ვიდეორგოლიცაა. ბავშვებმა დიდი ინტერესით გიმასპინძლეს...

- ეს ტრადიციაა. დროგამოშვებით "მონპელიეს" სხვადასხვა მორაგბე იმ სკოლას ვსტუმრობთ, სადაც რაგბის ასწავლიან. სხვათა შორის, ჩემი შვილიც იმ სკოლაში სწავლობს. ბავშვები ათას რამეს მეკითხებოდნენ. ძირითადად ბავშვური შეკითხვები იყო. მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. 

- გკითხეს, რომელი იყო თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში?
- ვუთხარი, ყველა თამაში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი მსოფლიოს თასზე-მეთქი.

- ცნობილია, რომ ნადირობის მოყვარული ხართ. საფრანგეთში თუ ახერხებთ ამას?
- ძალიან იშვიათად. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მონადირე ვარ, უფრო - მოყვარული მეთქმის. აი, დავით ზირაქაშვილი კი ნამდვილი პროფესიონალია. სულ მეპატიჟება სანადიროდ, მაგრამ დრო ვერა და ვერ გამოვნახე. 

- ყველაზე დიდი რა მოგინადირებიათ?
- კურდღელი, ახალ ზელანდიაში, 2011 წელს, საქართველოში კი მასზე ოდნავ მოზრდილი ბოცვერი. სულ ეს არის. ერთხელ შველზე ვინადირეთ. მე ვერ მოვარტყი, ჩემმა მეგობარმა კი ზუსტად ესროლა. უფრო დიდ ცხოველს არსად გადავყრივარ. 

ფოტოზე: დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე ნანადირევით

- ახლა რომ ვსაუბრობთ, მუსიკის ხმა მესმის. რას უსმენთ, რა ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას?

- გემოვნების საკითხია. მე რეპი მომწონს. 2PAC-ს ვუსმენ, თუ გარემიქსებულია. 

- თქვენ გარდა, "მონპელიეში" კიდევ სამი ქართველია. თავისუფალ დროს რას აკეთებთ, რა საერთო ინტერესები გაქვთ? 
- თავისუფალი დრო იშვიათად გვაქვს. გაგი ბაზაძე და ლაშა ლომიძე ესპუარების გუნდში რეგულარულად თამაშობენ, მიხეილ ნარიაშვილი კი "მონპელიეს" ძირითადი მოთამაშეა. კლუბებში არ დავდივართ, სადმე წასვლის დრო არ გვაქვს. ისევ უბანში თუ "დავაბირჟავებთ" ხოლმე. ახლა, თქვენთან საუბარს რომ მოვრჩები, მიხეილ ნარიაშვილთან ვიკრიბებით. მისმა მეუღლემ ხინკალი უნდა გააკეთოს და გვეპატიჟება. დიდი ხანია, ხინკალი არ მიჭამია და აუცილებლად უნდა მივიდე. 

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week





წყაროhttp://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/59000-mamuka-gorgodze-erthi-patara-qarthveli-var.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3096 | დაამატა: avtandil | ტეგები: მამუკა გორგოძე | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 firali81   (04.01.2014 15:41:34) [მასალა]
ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ქართველ მორაგბეებს. ღმერთმა გაგახაროთ.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика