ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 10 » გარემოს დაცვის სამინისტრო ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს    

20:40:25
გარემოს დაცვის სამინისტრო ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვის სამინისტრო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა ორი დაუშვებელი ფაქტი.
კერძოდ, დააკავეს მოქალაქე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი მუკნიაშვილისთვის ქრთამის სახით 30 000 ლარის გადაცემის ფაქტზე. 
საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ერთობლივად.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ქარელის რაიონში მდებარე ხე-ტყის დამზადების სალიცენზიო ფართობის გეგმური შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა 3209 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი.
წინასწარი მონაცემებით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 850 000 ლარი შეადგინა, ხოლო მოქალაქეს სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ჯარიმა დაეკისრა. 
ამასთან დაკავშირებით, დაკავებულმა მოქალაქემ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს ქრთამის სანაცვლოდ შემოწმების აქტში სახელმწიფოსთვის მიყენებული რეალური ზიანის ნაცვლად 150 000 ლარის ოდენობის ზიანის დაფიქსირება მოსთხოვა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს კოლხეთის ეროვნული პარკის უბნის რეინჯერი ილია კაპანაძე. 
რეინჯერს ბრალად ედება პალიასტომის ტბაზე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის სანაცვლოდ მოქალაქისაგან ფულადი თანხის აღება. მიმდინარეობს გამოძიება და სამინისტროში შესაბამისი ღონისძიებები გატარდება გამოძიების დასრულების შემდეგ.
"მე მივმართავ სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს და მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან, ვინაიდან პასუხისმგებლობას კანონის წინაშე იზიარებს ყველა, განურჩევლად სამსახურებრივი მდგომარეობისა", - აცხადებს მინისტრი ხათუნა გოგალაძე.


წყაროhttp://www.interpressnews.ge/ge/samartali/262982-garemos-dacvis-saministro-qrthamis-shethavazebis-faqtze-moqalaqis-dakavebaze-oficialur-ganc
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2135 | დაამატა: avtandil | ტეგები: გარემოს დაცვის სამინისტრო ქრთამის შ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 პაატაluka   (17.01.2014 19:18:28) [მასალა]
10

0   Spam
3 hunteroo7   (11.12.2013 14:39:49) [მასალა]
ერთი რაც ვიცი რომ ამ ქვეყანას პატრონი არ ყავს შავნაბადაზე რომ ახვიდე გაგიჟდებით იმდენი ტერიტორიები გაუსუფთავებიათ ხეებისგან ისე უმოწყალოთ თითქოსიქ ხე არც მდგარა ბოლობოლო ამათ უმოქმედებაზე ნერვები მასკდება ესენი სათითაოდ უნდა გამოიყვანო და ასწავლო ტყის მორალი "ტყე შეუნახე შვილებსა" 167 167 167

0   Spam
2 avtandil   (10.12.2013 20:47:59) [მასალა]
რა ადგილზეც ამ თემაშია საუბარი შარშანწინ ვიყავი ამ მიდამოებში სადაწ ნაჭრელია ხე ტყე გული გაგისკდება ადამიანს, რო დაინახავ ხოლო უჭრელში, რომ შედიხარ უჩვეულო სიჩუმე და უცნაური აურაა, და ამნაირ ულამაზეს ადგილებს ჩეხენ სავსეა ნადირფრინველით, იაქურობა საევე ალპური ადგილებიცაა და ძალიან მაგარი ადგილებია ერთი სიტყვით და ვიღაცის ჯიბის გასასქელებლად იჩეხება............. 23

0   Spam
1 avtandil   (10.12.2013 20:45:11) [მასალა]
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე უწყების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურა.
როგორც ხათუნა გოგალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სამინისტროში დაუშვებელი ფაქტი მოხდა, კერძოდ, მოქალაქემ გარემოზე მიყენებული ზიანის დაფარვის სანაცვლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი მუკნიაშვილს ქრთამის სახით 30 ათასი ლარი შესთავაზა.
შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე 1971 წელს დაბადებული მოქალაქე კახაბერ ტ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულის სარგებლობაში არსებული, ქარელის რაიონში მდებარე ხე-ტყის დამზადების სალიცენზიო ფართობის გეგმური შემოწმება ჩაატარეს, რის შედეგადაც აღმოაჩინეს 3209 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი.
წინასწარი მონაცემებით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 850 000 ლარი შეადგინა. ამასთან, მეწარმეს სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ჯარიმა დაერიცხა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოქალაქე კახაბერ ტ-მ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს ქრთამის სანაცვლოდ მოსთხოვა შემოწმების აქტში სახელმწიფოსთვის მიყენებული რეალური ზიანის მაგივრად 150 000 ლარის ოდენობის ზიანი დაეფიქსირებინა.
სამართალდამცველებმა კახაბერ ტ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისთვის ქრთამის სახით 30 000 ლარის გადაცემის დროს თბილისში დააკავეს.
გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика