ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 1 » “თოვლის კაცები”-მითი თუ რეალობა?    

19:59:13
“თოვლის კაცები”-მითი თუ რეალობა?
დედამიწის ზურგზე დღემდე არსებობს ცხოველთა ისეთი სახეობები, რომელთა არსებობის შესახებაც ადამიანმა ან არაფერი იცის ან მხოლოდ ნაწილობრივ თუ გაუგია რაიმე, ამ მეორე კატეგორიას მიეკუთვნება არსება, რომელიც ადამიანებს ხშირად შეუმჩნევიათ და მეტიც, მოუკლავთ ან დაუჭერიათ მსოფლიოს სხვა და სხვა ადგილას, მაგრამ, ის ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი, რისი მიზეზიც ის არის, რომ ჯერ ერთი ადამიანს ეს გონიერი ცხოველი თავს არ ანახვებს, რადგან ადამიანს საფრთხედ აღიქვამს და მერე მეორე, როცა არსებობს მისი დაჭერის შემთხვევები ისე მომკვდარან რომ ნაშიერი არ დაუტოვებიათ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დაჭერილი არსება იყო ან მარტო მდედრი ან მარტო მამრი და მისი გამრავლების საშუალება პრაქტიკულად არ არსებობდა, მაგრამ მასზე გარკვეული ინფორმაცია მაინც დაგროვდა. ამ არსების მეცნიერული სახელწოდებაა „რელიქტური ჰომინოიდი"(სიტყვა „რელიქტური" ნიშნავს შორეული დროიდან გადმონაშთს, ხოლო „ჰომინოიდი"-ადამიანის მსგავსს), რომელსაც სხვა და სხვა ენაზე თუ დიალექტზე სხვა და სხვა სახელწოდება გააჩნია, მაგ; საქართველოში-„ტყის კაცი", აშშ-ში-„Bigfoot", რაც ითარგმნება როგორც „დიდტერფა", რუსეთში-„снежни-человек", რაც ითარგმნება როგორც „თოვლის კაცი", სწორედ მისი ეს სახელი გახდა საქართველოშიც უფრო პოპულარული ვიდრე თვითონ მისი ქართული სახელწოდება.

რაც შეეხება მის ზოოლოგიურ კლასიფიკაციას, ეს ცხოველი მიეკუთვნება ძუძუმწოვართა კლასს და შედის პრიმატთა ოჯახში(პრიმატების ოჯახში შედიან მაღალორგანიზებული თავის ტვინის მქონე არსებები, ჰომინოიდის გარდა ესენი არიან ადამიანები და მაიმუნები), შეიძლება ითქვას რომ, როგორც არსებობს მაიმუნის სხვა და სხვა სახეობა და ჯიში, ასევეა ჰომინოიდიც და ისიც შეიძლება დაიყოს სხვა და სხვა ჯიშად. ჰომინოიდი თავისი გონებრივი განვითარებით დაბლა დგას ადამიანზე, მაგრამ მაიმუნზე მაღლა(მაიმუნებიდან ყველაზე მაღალგანვითარებულ ინტელექტს ფლობს შიმპანზე, რომელსაც შეუძლია ისწავლოს რამდენად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს: ლურსმნის ჩაჭედება, ძაფის ნემსის ყუნწში გაყრა, ველოსიპედის ტარება და მანქანის მართვაც კი, რამაც საქმე იქამდეც კი მიიყვანა რომ აშშ-ს ერთ ერთ შტატში იურიდიული კანონიც დაიწერა, რომლის მიხედვითაც დანაშაულია შიმპანზესთვის მანქანის მართვის სწავლება, რადგან მან შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს ფეხით მოსიარულეები და ასევე დააზიანოს ქუჩის ინფრასტრუქტურა), აქვეა წარმოდგენილი მისი ფიზიკური მახასიათებლებიც.



ჰომინოიდის ფიზიკური მახასიათებლები:


გადაადგილდება ორი ფეხით.
ზრდასრული ინდივიდის სიმაღლეა 1,6 მ-დან 2,1 მ-მდე.
სხეული დაფარული აქვს 2 სმ-დან 8 სმ-მდე სიგრძის ბეწვით (სახეზე არ გააჩნიათ ბეწვი გარდა წვერისა და წარბების).
ბეწვის ფერი შეიძლება ჰქონდეთ: შავი, წითური, ველისფერი, ნაცრისფერი და გვხვდებიან ალბინოსებიც.
ღმუიან, ღრიალებენ, უსტვენენ, აკეთებენ ფრინველთა, ცხოველთა და ადამიანის ხმების იმიტირებასაც კი.
იციან ქვების სროლა.
საკვებად აქვთ ძირითადად ხორცეული: ბაყაყები, მწერები, ჩიტები, კვერცი(ჩიტის), მღრნელები, ასევე ტყის კენკრაც და დიდ ცხოველებზე თითქმის არ ნადირობენ.
ღამით აქტიურობენ დღისით ძინავთ, მათთან ადამიანის შეხვედრის ალბათობა იმ ტყეებში სადაც ისინი ბინადრობენ დღისით 15%-ია, დილა ადრიანად და გვიანდელ საღამოს 40%, ხოლო დანარჩენი ღამით. ზამთარში მათთან შეხვედრის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს.
მკვეთრად აქვთ განვითარებული გრძნობის ყველა ორგანო.
არ აქვთ სიტყვების გამოთქმის უნარი.
ყველა შინაურ ცხოველს ეშინია ჰომინოიდის.
ძალიან სწრაფად დარბიან, შეუძლიათ იქ აძვრნენ სადაც ადამიანი სპეციალური ალპინისტური მოწყობილობების გარეშე ვერ აძვრება, ასევე ფიზიკურად ბევრად ძლიერია ვიდრე ადამიანი.



ჩრდილო ამერიკული ჰომინოიდის, ადამიანის და შიმპანზის სიმაღლეები







ადგილები სადაც ჰომინოიდი ბინადრობს და ასევე პერიოდულად შეიმჩნევა ადამიანთა მიერ





ჰომინოიდთა სახელწოდებები მსოფლიოში ადგილმდებარეობების მიხედვით



ჰომინოიდის სხვა და სხვა სახეობა რომელიც ბინადრობს მსოფლიოს სხვა და სხვა მიუვალ ადგილას

ჰომინოიდების შემჩნევის თარიღები და ადგილები საქართველოში:


ტყიბული,1921 წ.
ქლუხორის უღელტეხილი,1973 წ.
დასახლება "კავშირი", 1986 წ.
ლაგოდეხის რაიონი „ორჯონიკიძე", 1946 წ და თვითონ ლაგოდეხშიც.
შავნაბადას მონასტერი, თარიღი უცნობია.
საქართველოში 1916 წ, ადგილი უცნობია.
მდინარე ცხენისწყლის შესართავთან ტყეში, თარიღი უცნობია.
ყაზბეგი, 1956 წ.
ჯავა, 1956 წ.
სვანეთი,მონასტერი „კალა" , 1956 წ.
აფხაზეთი, სოფელი „თხინა", 1850 წ.
ახმეტის რაიონი „დუისი", 1989 წ, 27 აგვისტო.
პანკისის რაიონი, 1941 წ.



ჰომინოიდების სახელწოდებები საქართველოს სხვა და სხვა პროვინციაში:


აღმოსავლეთ საქართველო-„ტყის კაცი"
ჩრდილო აღმოსავლეთ საქართველო- „ტყის კაცი" და „დევი"
იმერეთი-„ოჩოპინტრე"
გურია- „ოჩოპინტრე"
სამეგრელო- „ოჩოპინტრე" და „ოჩო-კოჩი"
სვანეთი- „ბოქოლია"
აფხაზეთი- „აბნაუაუ"



ჰომინოიდის ერთ ერთი ქართული სახელიდან „დევისგან" წარმოშობილი გეოგრაფიული სახელწოდებები (შესაძლოა აქ ჰომინოიდის შემჩნევის შემდეგ დაერქვა ამ ადგილებს შესაბამისი არსების სახელი):


„დევის გორა"
„დევის ტბა"
„დევის ქვაბი" და კიდევ არსებობს სხვა მრავალი ასეთი დასახელება საქართველოში

ჰომინოიდის საცხოვრებელი ადგილი და პირობები

ჰომინოიდების საცხოვრებელი გარემო არის იქ, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ და არის ტყე, ასეთი ადგილები ძირითადად დღესდღეობით შემორჩენილია მაღალმთიან რეგიონებში, მაგალითად: კავკასიაში (კავკასიონის და მცირე კავკასიონის ქედებზე), სკანდინავიაში (სკანდინავიის მთებში), ინდოეთში (ჰიმალაებში), ჩინეთში (ტიბეტში) და ას.შ.

როდესაც დედამიწაზე ჯერ კიდევ არ შეინიშნებოდა ადამიანის მიერ ბუნებაზე ზემოქმედება და ტყეებს დიდი ფართობი ეჭირა, მათ გააჩნდათ საარსებოდ უფრო ფართო არეალი ვიდრე დღეს და ამიტომ, ისედაც გადაშენების პირას მდგარი ცხოველის ეს სახეობა, გადაშენების თვალსაზრისით უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დადგა.

ისინი ან ხის ტოტებით და თივით იშენებენ ბუნაგებს გაუვალ ტყეში ან ცხოვრობენ გამოქვაბულებში, რომლებიც მათთვის ბუნებრივ თავშესაფარს წარმოადგენენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავტომანქანების მძღოლების მიერ, ხშირად შეიმჩნევიან ისეთ ადგილებში, სადაც საავტომობილო გზები ტყის გავლით აკავშირებს ერთ პუნქტს მეორე პუნქტთან. მრავლად არსებობს ისეთი ფაქტები, როცა ღამით, ეს უცნობი ცხოველი მოძრავ მანქანას წინ გადადგომია, მძღოლს დაუმუხრუჭებია, იმ მიზეზით, რომ ადამიანი გონებია, გაჩერებულ ავტომანქანას კი აგრესიულად განწყობილი ცხოველი თავს დასხმია, მძღოლს კი სიცოცხლე მანქანის დაძვრით გადაურჩენია, შემდეგ კი როცა ყვებიან მძღოლები თუ რა შეემთხვათ, ყველა იხსენებს, რომ ეს არ იყო ადამიანი, ეს იყო არსება, რომელსაც ჰქონდა მაიმუნის სახე, იყო დათვივით ბეწვიანი და სხეულის ფორმით ადამიანს წააგავდა. აშშ-ში ასეთი ფაქტის ხშირად განმეორების შედეგია საავტომობილო გზებზე სპეციალური მინიშნებების გაკეთება, რომელებიც სურათებშია ნაჩვენები.





ადამიანთა მიერ მოკლული ჰომინოიდები



ჰომინოიდი რომელიც მოკლულია აშშ-ში

წყაროhttp://ucnauri.com
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2334 | დაამატა: IRAKLIG | ტეგები: “თოვლის კაცები”-მითი თუ რეალობა? | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 gia-tbilisi   (01.12.2013 23:55:42) [მასალა]
10 10 10

0   Spam
2 24   (01.12.2013 22:46:23) [მასალა]
არ შემხვედრია მაგრამ მულტფილმში მყავს ნანახი. 01155 01155

0   Spam
1 dato75   (01.12.2013 22:35:07) [მასალა]
მე ჯერ არსად შემხვედრია 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика