
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ ელექტროშოკური აპარატი, აკუმულატორი, ჩოგან-ბადე, ნავი ორი ცალი მოსასმელით და უკანონოდ მოპოვებული 8,9 კგ თევზი. მათ მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 14 მაისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, სულ გამოვლენილ იქნა უკანონო თევზჭერის 115 ფაქტი, რომელთაგან 14 შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და შემდგომი შესწავლის მიზნით გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოებისათვის.