
ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია, რომ მწვანე გველისთვის განკუთვნილი 2 თეთრი თაგვი სიცოცხლისთვის თავგანწირვით იბრძვის. ქვეწარმავალმა პატარა თაგვი ადვილად დაიჭირა. მოულოდნელად გველს მეორე თაგვი "დაესხა თავს" და მეგობრის დაცვას შეეცადა.ფოტოებზე ჩანს, რომ თაგვი გველის თავზე ჯდება და ყველა ხერხით ცდილობს, მეგობარი ქვეწარმავლის კბილებისგან დაიცვას. თუმცა, თაგვის სიმამაცემ უშედეგოდ ჩაიარა.

ფოტოები გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail გაავრცელა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.