ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აგვისტო » 15 » იწყება!    

13:18:25
იწყება!
ეჰეიდა მოვიდააა.. ეჰეიდა აქ არის...

ეჰეიდა ბიჭებო გვეძახის ჩვენი მრავალჯერ ფეხქვეშ ამოდებული სანადირო სანახები და სავარგულები, 

გველიან შემოდგომის ყვითელ ხელებშემოხვეული მინდვრები, გველიან მშვილდივით წელში მოხრილი თავთავდაცვარული ბალახები.. რომელიც ჰა და ჰა მიწას მიაბარებს დამწიფებულ თესლს რათა ეგ სილამაზე მრავალჯერ და მრავალჯერ შეგვაგრძნებინოს მრავალჟამიერ, იწყება მონადირეთა შეკრებები ნელნელა, სკვერებში მეზობლებში, ორღობეებში სადაც კი ამისი დრო და ადგილი მოიძებნება, მიდის გადაძახებები, ტელეფონის ზარები, აბა საით აბა როგორ... როდის??– მაგ კითხვას არავინ სვამს იმიტომ რომ მონადირეს უკვე წამზომი აქვს ჩართული და ელოდება ამ მთელი წლის ნაოცნებარ ნალოლიავებ ნადირობის სეზონის გახსნას... მიდის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების გაგება, დამტვერილი სანადირო ტანსაცმლის გაწმენდვა, სანადრო აბგის მოწესრიგება, რომელსაც აქა იქ ფრინველის ბუმბული ჩარჩენია კუთხეებში, რო გადმოაბრუნებ და დასცხებ ხელს, დააყენებ მტვრის კორიანტელს და მზის შუქზე აბრჭყვიალებულ მტვრის უმწირეს ნაწილაკებზე რო გაგახსენდება, ის ადგილები საიდანაც ეგ მტვერი წამოიღე თავის წილ მონადირულ ბედნიერებებთან ერთად . აბგაში ნანადირევის მაგივრად შენი სასიამოვნო მოგონებები , რომ ჩადევი ..მტვრიან პატრონტაშს რო გადაუსვამ ხელს და სიშავემდე გალურჯებული ალადასტურის მტევანი რო გაგახსენდება. 

არაფერია იმაზე სასიამოვნო ვიდრე შენი ორფეხა და ოთხფეხა გრძნობების მოზიარე მეგობრებთან ერთად პირველი შესვლა სეზონის გახსნის დღეს ცვრიან ბალახში–– მართლაც რო რაა მამული მაგის გარეშე?! 

სეზონს მაინც მწყერზე ნადირობით ხსნის მონადირე, ეს უწყინარი ფრინველი მართლაც რო ყველასათვის საყვარელი სანადირო ობიექტია, მონადირეები მწყერზე აგეშებენ ძაღლებს, თავიანთ პატარა მეგობრებს, შვილებს, ძმებს და ყველას ვისაც კი იმ სიყვარულის ნაპერწკალს დაუნახავენ, რომლის გაღვივებით კიდევ ერთი კარგი მონადირე, კეთილი ადამიანი და მამულის თავგადაკლული პატრიოტი შეემატება სამშობლოს. 

რა გვიან თენდება ხოლმე ამ დროს, და რა უსაშველო ღამეა, ძალაუნებურად გეღვიძება კაცს ამ ბოლო ხანს 3, 4 საათისკენ და ითვლი საათის წიკ წიკს, საათი კი მიწიკწიკებს და მიწიკწიკებს, მირაკრაკებს და მირაკრაკებს , შენც წაგიღებს ისევ მოგონებები და გახსენდება მწყერზე ცხელი ხვატისგან შეწუხებულებს როგორ გაგხარებიათ პატარა მორაკრაკე რუ ან წყარო გზად რო შემოგფეთებია ლამაზი ქალის გამოხედვასავით... 

ფანჯრის შიგნით შენ ხარ შეპყრობილი უცნაური გრძნობით და ფანჯრის გარეთ შენი ძაღლის წკმუტუნი გესმის, ადგები მოიცმევ და გახვალ გარეთ, სხვა დროს ალბათ გაუჯავრდებოდი შენს უერთგულესს, მაგრამ ეხლა არა, ორივე ხელით გადაუსვამ თავზე ხელს, ყურის ძირებს დაუსრისავ და გაგეცინება, ვის რაზე ეცინება ამ დროს ვერავინ ვერ ამიხსნის, მაგრამ რომ გაგეცინებათ ეგ ნამდვილად ვიცი, .. ცოტაც მოითმინე... სუ ცოტაც ; ეტყვი და წახვალ ძილის გასაგრძელებლათ, უკნიდან კი გრძნობ როგორ არის დაქაჩული შენი მურადას ყელზე მომბული თოკი, რომელიც რო გაწყდეს ალბათ სულ გაგიტანდა და თავზე გადაგახტებოდა სიხარულით. რათქმაუნდა ძილი ისევ არ მოვა საღამომდე, შენ კი ადგები და ღამით რახარუხს ატეხავ , ჩაძვრები შენს ნაკაწრებიან გაცრეცილ სანადირო ყუთში და ალაგებ იქეთ აქეთ ვაზნებს და ასე გრძელდება, მაგრამ ცოტაც მოითმინე , სულ ცოტაც.... 

იტყვის ეხლა მავანი ამ კრიმანჭულმა ცოტა ხო არ შებერა, ახალ ამბებში ეგ რა დასაწერი იყოო, მაგრამ ამასაც თავისი მიზეზი აქვს და მინდა ბაზიერელებს ავუხსნა, ჩვენ ამ ყველაფერს რაზეც ზემოთ ვწერდი ყოველთვის განვიცდით და ალბათ სააქაოდან რო წავალთ , საიქიოს გავაგრძელებთ იგივეს, რადგანაც აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს... 

გილოცავთ ყველას სეზონის მოახლოებას და გთხოვთ ამ გრძნობებს რაზეც მე ზემოთ ვწერდი ბრაკონიერულ ღორმუცელობაში ნუ გაცვლით. 

ბრაკონიერი ამ ნაწერს ვერასოდეს გაიგებს. 

ცოტაც მოითმინეთ, სულ ცოტაც.



წყაროhttp://www.bazieri.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2875 | დაამატა: krimanjuli | ტეგები: იწყება! | რეიტინგი: 5.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 421 2 3 »
+1   Spam
42 nanohunt2000   (16.11.2013 17:56:28) [მასალა]
10 :10: 10 :10: :gimili:მართალია სანადიროდ არ ვყოფილვარ ჯერჯერობიდ, მაგრამ გული ამიჩქარდა. 10

0   Spam
აი ესაა მონადირე, ამას მხოლოდ ნამდვილი მონადირე გაიგებს. 167

0   Spam
10 10 10 gimili gimili gimili

0   Spam
39 turatura   (21.08.2013 21:06:49) [მასალა]
გახურებული ვნადირობ უკვე სჰირაქის ველებზე მაგრამ ცოტაა მწყერი

0   Spam
38 bagdati1962   (21.08.2013 13:53:52) [მასალა]
19 19 19 19

0   Spam
37 bagdati1962   (21.08.2013 13:52:37) [მასალა]
04

0   Spam
36 vaja   (20.08.2013 16:34:03) [მასალა]
Shooting kurcxal

0   Spam
35 vaja   (19.08.2013 11:50:00) [მასალა]
457 457 457

0   Spam
34 vaja   (19.08.2013 11:49:15) [მასალა]
გილოცავთ ბაზიერელებო სეზონის გახსნას. ბედნიერ ნადირობას გისურვებთ

0   Spam
33 benito   (18.08.2013 00:38:36) [მასალა]
ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნას!!!გისურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ ერთ დაუვიწყარ და სასიამოვნო ნადირობის სეზონს.krimanjuli შენი ნაწერის წაკითხვის შემდეგ ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე ჟრუანტელმა დამიარა და ცრემლიც მომადგა თვალზე.დიდი მადლობა!!!

0   Spam
32 omo_96   (17.08.2013 17:39:27) [მასალა]
10 10 ძალიან მგარია... მიუხედავად იმისა რო სულ 16 წლის ვარ და არცთუისე დიდი გამოცდილება მაქვს ნადირობაში დამიჯერეთ ამ პოსტში დაწერილ ყველა სიტყვაზე საკუთარი თავი გამახსენდა და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, დარწმუნებული ვარ ყველა ბაზიერელსაც და საერთოდ ყველა ნამდვილ მონადირეს იგივე გრძნობა დაეუფლებოდა... ყველასს გილოცავთ სეზონის გახსნას 39

0   Spam
31 nugomonadire   (17.08.2013 09:09:39) [მასალა]
ბაზიერელებო გლოცავთ 2013-2014 წლის სანადირო სეზონის გახსნას. წარმატებულ ნადირობას და საუკეთესო გასროლებს გისურვებთ. gimili

0   Spam
30 fisherleqso   (17.08.2013 00:46:45) [მასალა]
ცამოვიდა ემოციები თვალზე ცრემლი მომადგა გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას მშვიდობიან და ბარაქიან ნადირობას გისურვებთ 39 10

0   Spam
29 irakli-1973   (17.08.2013 00:10:25) [მასალა]
მართლა მეგონა ჩემს მაგივრად წერდა.... :) ნამდვილად ესეა.... ეს არის რაღაც გრძნობა რასაც ვერაფერი ვერ შეცვლის..... ეს რაღაც პირველი სიყვარულივით თუ პირველი ქალივითააა.... თუ ერთხელ სისხლი მოგეწამლა ამ ნადირობის სიყვარულით სიცოცხლის ბოლომდე ალბათ გაგყვება და ყოველი სეზონის დაწყება ამ ყველაფრის თავიდან განცდააა..... გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას!!!!! ღმერთმა მრავალი გაგითენოთ და იღბლიანი სეზონი გქონოდეთ.....

0   Spam
28 TURA   (16.08.2013 15:36:51) [მასალა]
10 10 10 გილოცავთ ყველას

1-15 16-30 31-42
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика