ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აგვისტო » 8 » სის­ხლი­ა­ნი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი - "ა­მით მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ბიზ­ნე­სი ააწყ­ვეს"    

23:07:33
სის­ხლი­ა­ნი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი - "ა­მით მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა ბიზ­ნე­სი ააწყ­ვეს"

ცხო­ვე­ლე­ბის, მამ­ლე­ბი­სა თუ ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლო­ა, თუმ­ცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ისე რო­გორც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ სა­ხელ­მწი­ფო­ში, "აკ­რძა­ლულ­მა ხილ­მა" ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. სის­ხლი­ა­ნი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის ეპი­ცენ­ტრი ძი­რი­თა­დად თბი­ლი­სია - ზოგს სპორ­ტუ­ლი ჟი­ნი აქვს, ზოგს აზარ­ტი, ზოგს კი ფუ­ლის შოვ­ნის სურ­ვი­ლი. "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" ამ ია­ტაკ­ქვე­შა ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვი­ა.
 



ლე­ვან ტა­ტიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი: "აქ ძაღ­ლებს - მეცხ­ვა­რე ნა­გა­ზებს ხში­რად აჩხ­უ­ბე­ბენ, არის ერ­თი ალი­ა­ქო­თი და გნი­ა­სი, ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. ჩხუ­ბის შემ­დეგ მი­წა­ზე სის­ხლის კვა­ლი, ცხო­ვე­ლების ნაფ­ლე­თე­ბი რჩე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს კი ბავ­შვე­ბი უყუ­რე­ბენ. მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა ასა­კის, ძი­რი­თა­დად, არაფ­ხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. არ გვინ­და, ჩვენს სი­ახ­ლო­ვეს ასეთ რამ ხდე­ბო­დეს"... 

"ყვე­ლა სი­ახ­ლემ" იმ ადა­მი­ან­საც მი­აკ­ვლი­ა, რო­მელ­საც "ძაღ­ლე­ბის ჩხუბ­ში", რომ იტყვიან, ჭი­პი აქვს მოჭ­რი­ლი. მან თავ­და­პირ­ვე­ლად ჩვენ­თან სა­უბ­რის­გან თა­ვის შე­ი­კა­ვა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვის გა­რან­ტია მი­ი­ღო, მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:­ "არ ვი­ცი, აკ­რძა­ლუ­ლია თუ არა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი, მაგ­რამ ჩვენ კა­ნონ­თან პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შეგ­ვქმნი­ა. არის რამ­დე­ნი­მე წე­სი - მხა­რე­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, უნ­და იყოს თუ არა ბრძო­ლა სიკ­ვდი­ლამ­დე. რო­გორც წე­სი, ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ხოლ­მე. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ძაღ­ლის წო­ნას. ორი­ვე ძაღ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წო­ნის უნ­და იყოს და ამი­ტომ ჩხუ­ბამ­დე მათ წო­ნი­ან ხოლ­მე. გვყავს რე­ფე­რიც. ჩხუბს პატ­რო­ნე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან და რო­დე­საც ერ­თ-ერ­თი მხა­რე ჩხუ­ბის შეწყ­ვე­ტას მო­ითხ­ოვს, მე­ო­რე მხა­რე ცხად­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად. რა თქმა უნ­და, ფსო­ნე­ბი იდე­ბა და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლიც".

ამ სის­ხლი­ან ტო­ტა­ლი­ზა­ტორს პირ­ველ რიგ­ში, ცხო­ველ­თა დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ემ­ტე­რე­ბი­ან. ერ­თ-ერ­თი მა­თ­გა­ნია ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერ­თ-ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი

 
თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე:

ამ "შე­ჯიბ­რე­ბის" აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან პირ­და­პი­რი გა­ი­გი­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ის ცოცხ­ა­ლი არ­სე­ბის სი­ცოცხ­ლეს უქ­მნის საფ­რთხეს. ცხო­ველ­თა ჩხუბს კა­ნო­ნი კრძა­ლავს, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლით ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტი­კი მოპყ­რო­ბა, რა­მაც მი­სი და­ღუპ­ვა ან და­სა­ხიჩ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ა, ასე­ვე ცხო­ვე­ლის წვა­ლე­ბა, ჯა­რი­მით ან ერთ წლამ­დე გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ის­ჯე­ბა. ეს არც სპორ­ტუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა­ა, რო­გორც ზო­გი­ერ­თი ამ­ტკი­ცებს, საქ­მე გვაქვს ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტიკ მოპყ­რო­ბას­თან, ამი­ტომ ასე­თი შე­ჯიბ­რე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. ჩვენ­თან ხში­რად მოჰ­ყავთ და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი, დაგ­ლე­ჯი­ლი ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პატ­რო­ნებ­მა აჩხ­უ­ბეს, რის შემ­დე­გაც ისი­ნი და­ა­ვად­დნენ, მე­რე კი ქუ­ჩა­ში გა­მო­ყა­რეს. 



- ძაღ­ლე­ბის ორ­თაბ­რძო­ლის მომ­ხრე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამ გზით სა­უ­კე­თე­სო­ებს ავ­ლე­ნენ და აჯ­ვა­რე­ბენ, ჯიშს აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ...
- უნ­და და­ვა­კონ­კრე­ტოთ, რა ჯი­შის ძაღ­ლებ­ზეა ლა­პა­რა­კი. ­არ­სე­ბობს კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზე­ბი, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რად საჩხ­უბ­რად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ძაღ­ლე­ბი. ასე­თი "არ­გუ­მენ­ტი" და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფსი­ქი­კის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ა. ძაღ­ლე­ბი არ უნ­და აჩხ­უ­ბო, რაც შე­ე­ხე­ბა კავ­კა­სი­ურ ნა­გაზს, სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო, რომ ქა­ლაქ­ში შე­მო­იყ­ვა­ნო, თბი­ლი­სის ზღვა­ზე თუ ლოტ­კინ­ზე ხე­ზე მი­ა­ბა და წე­ლი­წად­ში ხუთ­ჯერ აჩხ­უ­ბო. ნა­გა­ზი, რო­მე­ლიც მთა­ში იბა­დე­ბა, წი­ნაპ­რე­ბის­გან ისე­დაც კარ­გად სწავ­ლობს ჩხუბს, მას­ში გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დია და იცის, რო­გორ და­იც­ვას ცხვა­რი მგლი­სა­გან. ასე­თი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი ავად­მყო­ფუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ა, ვი­თომ "სპორ­ტუ­ლი" ჟი­ნი, თან, რა თქმა უნ­და, ბიზ­ნე­სი, რომ რა­კი ძაღ­ლმა "შე­ჯიბ­რე­ბა" მო­ი­გო,

ზე ძლი­ე­რი და შე­სა­ბა­მი­სად, ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი­ა, ხდე­ბა მა­ღა­ლი ფსო­ნე­ბის და­დე­ბაც. თუნ­დაც ისე­თი ჯი­შის ძაღ­ლე­ბი, რო­გო­რიც პიტ­ბუ­ლი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ ჰყავთ, რომ აჩხ­უ­ბონ. ამას მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე ძაღ­ლე­ბის ტრავ­მი­რე­ბა, სიკ­ვდი­ლი, წა­გე­ბუ­ლე­ბის ქუ­ჩა­ში უპატ­რო­ნოდ გა­მოყ­რა. ასე­თი შე­ჯიბ­რე­ბე­ბით ბევ­რმა ააწყო ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა... 

- ხში­რად ტარ­დე­ბა თბი­ლი­სის ზღვა­ზე თუ სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­თი "შე­ჯიბ­რე­ბე­ბი"? 
- ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, მათ გა­მარ­თვას ხე­ლი შე­ვუ­შა­ლოთ. ჩავ­შა­ლეთ თბი­ლი­სის ზღვა­ზე და­გეგ­მი­ლი ერ­თ-ერ­თი ასე­თი შე­ჯიბ­რე­ბა, სა­დაც 3000-მდე ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი. კა­ნო­ნით, ისი­ნი პო­ლი­ცი­ას მკაც­რად უნ­და გა­ეფ­რთხი­ლე­ბი­ნა, რომ ამ­გვარ "შე­ჯიბ­რე­ბას" აღარ ჩა­ა­ტა­რებ­დნენ, მაგ­რამ... დაშ­ლის შემ­დეგ, 3-4 სა­ათ­ში, მათ სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს და იქ გა­მარ­თეს აკ­რძა­ლუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა. ამა წლის მარ­ტში კი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოცხ­ად­და, რომ "შე­ჯიბ­რე­ბა" კა­ხეთ­ში უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო. და­ვად­გი­ნეთ მი­სი გა­მარ­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი - სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი პა­ტა­რა ჩა­ი­ლუ­რი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც მივ­მარ­თეთ, რომ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი მი­ე­ღო, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ­თან მო­ვიდ­ნენ მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, რომ მო­მა­ვა­ლი "შე­ჯიბ­რე­ბის" ჩა­ტა­რე­ბა­ში ხე­ლი არ შეგ­ვე­შა­ლა, გვითხ­რეს ისიც, რომ კა­ხეთ­ში უპ­რობ­ლე­მოდ გა­მარ­თეს ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი, არა­და, ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტიკ მოპყ­რო­ბას კა­ნო­ნი კრძა­ლავს. ჩვე­ნი აზ­რით, ეს კა­ნო­ნი უფ­რო უნ­და გამ­კაც­რდეს, რო­გორც არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში­ა, ამ მხრივ ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბა სა­ჭი­რო არ არის. 

- რო­გორც ვი­ცი, ძაღ­ლე­ბის ჩხუბ­თან ერ­თად, პო­პუ­ლა­რუ­ლია მამ­ლე­ბის ჩხუ­ბიც. ისიც სა­ინ­ტე­რე­სო­ა, და­ახ­ლო­ე­ბით რა რა­ო­დე­ნო­ბის ფსო­ნე­ბი იდე­ბა.
- ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი­სას და­დე­ბუ­ლი ფსო­ნე­ბი 2-3 ათას დო­ლარს აღ­წევს; რაც შე­ე­ხე­ბა მამ­ლე­ბის ჩხუბს, ვი­ცით, რომ ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, "ნა­ხა­ლოვ­კა­ში" ამ ბიზ­ნეს­ში ჩარ­თულ რამ­დე­ნი­მე ოჯახს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მოჰ­ყავთ მებ­რძო­ლი მამ­ლე­ბი და აჩხ­უ­ბე­ბენ.

ცნობისათვის: 

ა­მე­რი­კუ­ლი პიტ­ბულ­ტე­რი­ე­რის ჯი­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად არა­ლე­გა­ლუ­რი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის­თვის გა­მო­იყ­ვა­ნეს. არამ­დგრა­დი ფსი­ქი­კის გა­მო, მი­სი ყო­ლა აკ­რძა­ლუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, აშ­შ-ში კი, პიტ­ბულ­ტე­რი­ე­რე­ბის გამ­რავ­ლე­ბა მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ჯიშ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი აკ­რძალ­ვე­ბი არ მოქ­მე­დებს და ის საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია.








წყაროhttp://www.ambebi.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2899 | დაამატა: avtandil | ტეგები: სის­ხლი­ა­ნი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი - ა­ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 tedo99   (05.02.2014 23:47:51) [მასალა]
როგორ შეიძლებააააააააააააა მაგრამ არავინ არ დაეძებს 48 48 48 48 48 25 25 25

0   Spam
2 otomari   (08.08.2013 23:55:10) [მასალა]
25

0   Spam
1 otomari   (08.08.2013 23:54:58) [მასალა]
48

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика