ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივნისი » 21 » საბრძოლო ძაღლები მეგობრები თუ???...    

13:11:26
საბრძოლო ძაღლები მეგობრები თუ???...
სხვადასხვა ჯიშის და სახეობის საბრძოლო ძაღლები, დღესდღეობით ძალიან პოპულარულები არიან. მათშორის საქართველოშიც და რუსეთშიც. თავდაპირველად ამ სახეობებმა ამერიკაში ჰპოვა დიდი გავრცელება და პოპულარობა. უმეტესი მათგანი სწორედ ამერიკაშია გამოყვანილი და პირველად იქ დარეგისტრირდა როგორც ჯიში(სახეობა), თუმცა დღეს ამერიკაში შეცვლილია სიტუაცია მათი პოპულარობის მხრივ, ზოგიერთ შტატში საერთოდ აკრძალულია მათი ყოლა, შენახვა-გამრავლება. იგივე სიტუაციაა ბევრ ევროპის ქვეყანაში. ძაღლის ამ ჯიშს(სახეობას) საფუძველი ჩაეყარა კონკრეტული მიზნით, იმისთვის, რომ სელექციით გამოეყვანათ და მიეღოთ მაქსიმალურად აგრესიული, ამტანი და უშიშარი ძაღლები. სხვადასხვა აზრის მიუხედავად, მათი ერთადერთი მიზანი(გამოყვანის) გახლდათ, ფულზე ანუ ერთგვარი ტოტალიზატორის ტიპის ორთაბრძოლებში მონაწილეობა. რასაც თანამედროვე საზოგადოება და სხვა მრავალი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები გაუმართლებელ სისასტიკედ მიიჩნევენ და აქედან მოდის მათი, შენახვა-გამრავლების აკრძალვა, ამერიკის ზოგიერთ შტატში და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. პირადად ჩემი აზრით: ყოველგვარ ადამიანურს სცილდება, როცა ერთი თვის ლეკვს აიყვან გასაზრდელად და პატარა ბავშვივით, საკუთარი შვილივით უვლი მას(ამას მონადირეები ადვილად გაიგებენ) და როცა ამდენი წვალების შემდეგ გზრდი მას, მერე სასიკვდილოდ შეგიძლია გაიმეტო ის ორთაბრძოლაში. საქართველოში ამ ძაღლების შემოყვანა და პოპულარობა 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და პიკს მიაღწია 2000 წლამდე. საქართველოშიც მხოლოდ ერთი მიზნით იყვანდნენ ამ ძაღლებს(უმრავლეს შემთხვევაში), ორთაბრძოლებში მონაწილეობისთვის. ასეთი ორთაბრძოლები ყველაზე ხშირად ”ვაკის პარკში” იმართებოდა და მსგავს ადგილებში, რომლებშიც საკმაო ოდენობის ფულადი თანხები იდებოდა. იყო, ისე, უბრალო ”სპოტული ინტერესის” გამო გამართული ორთაბრძოლები, მაგრამ ასეთები ყოველთვის მცირე რციხოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორთაბრძოლების პოპულარობა დღეს მნიშვნელოვნად არის დაკლებული, ამ ძაღლებს მაინც ფართო გავრცელება აქვთ საქართველოში.
უმეტესად მათ იყვანენ, გამოუცდელი ახალგაზრდები, რომლებსაც მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა და ცოდნა აქვთ ამ ძაღლებზე. უბრალოდ ბევრს მათი მებრძოლი იერი და ხასიათი მოსწონს, მაგრამ არ იციან, რა დიდი საფრთხის შემცველნი არიან, არასწორად აღზრდილი და გაწვრთნილი ეს ძაღლები.  90%-ი ამ ძაღლებისა ყავთ, ბინაში, კორპუსში და ესეც ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა, რადგან ეს ძაღლები სპეციალურად არიან გამოყვანილნი, რომ ყოფილიყვნენ ძალიან ენერგიულები და დაუღალავნი ბრძოლისას. ამიტომ როცა არასწორ აღზრდას და წვრთნას ემატება ისიც, რომ ეს ძაღლები ვერ ხარჯავენ დაგროვილ ენერგიას, შესაბამისად იზრდება მათი აგრესია. ის ხანმოკლე გასეირნება(ტუალეტისთვის) არ არის საკმარისი, ჭარბი ენერგიისგან გასანთავისუფლებლად.
ძირითადად ეს მიზეზები ხდება შემდგომი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ ტრაგედიისა! როცა ეს ძაღლები ესხმიან თავს პატრონს და სხვა ოჯახის წევრებს. პირადად მე არაერთი მსგავსი მაგალითი ვიცი საქართველოში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ამ სახეობის ძაღლი ასეთია. სწორი აღზრდის და წვრთნის მქონე ეს ძაღლი შეიძლება იყოს კარგი მეგობარი და კომპანიონი, მაგრამ სწორედ ეს სწორი წვრთნაა იშვიათი. ამიტომ დაუშვებლად მიმაჩნია და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რომ ასეთი ძაღლი გამოუცდელმა და უცოდინარმა ადამიანმა აიყვანოს გასაზრდელად!


ინტერნეტ სივრცეში უამრავი ვიდეო მასალა არსებობს ზემოთ მოყვანილის დასტურად და ზოგიერთს შემოგთავაზებთ, იმედია ეს საკმარისი იქნება საჭირო დასკვნების გამოსატანად.



 ბოლო ვიდეოზე, ის შემთხვევაა ასახული როცა საკითხავი ხდება, ვინ არის ცხოველი ძაღლი თუ ძაღლის ”პატრონი”

წყაროhttp://www.bazieri.ge
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 3210 | დაამატა: giohunt1982 | ტეგები: საბრძოლო, თუ???..., მეგობრები, ძაღლები | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 16
0   Spam
16 maxo777   (28.06.2013 12:08:37) [მასალა]
48 48 48

+1   Spam
15 giohunt1982   (28.06.2013 10:59:42) [მასალა]
აქ საკამათო არ არის არაფერი! წერია ის სიტუაცია რაც რელაურად არის! ჭორები და ტყუილები რა შუაშია? ვიდეოებში სრულიად ნათლად ჩანს ის შემთხვევბი რაც მოხდა. ეს მასალა იმათთვის არის განკუთვნილი, ვისაც არანაირი ცოდნა არ აქვს ამ ძაღლებზე და აპირებს აყვანას, უბრალოდ იმიტომ რომ "მაგარი როჟაა"(ძაღლი), მოსწონს და უნდა აყვანა. ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ ის ისწავლონ როგორ უნდა აღზარდონ და გაწვრთნან ეს ძაღლები და მერე აიყვანონ! gimili

0   Spam
13 WIWKAN@   (28.06.2013 02:21:37) [მასალა]
მეე მააქვს პიტბულებთან ურთიერთობა და მყაავს,ვიცი რაც არიან და როგორებიც არიან,და თქვენ ჩემხელა გამოცდილება მაგ ძაღლებთანა რავის არ გაქვთ და მოდი იმას დავუჯეროთ ვისაც უფრო მეტი უნახია მაგ საქმეში.მონადირე კაცს რო ეხლა ჭკუა დარიგებას აძლევდეს და ასწავლიდეს სულ სხვა რამის მოყვარუყლი კაცი,როცა არ იცი რატო ამტყუნებ,შეხება გქონიათ ვინმეს გყოლიათ?!!!გაგონილებით ლაპარაკები ჭორი არ არის სიმართლე

0   Spam
12 ბუთუთი   (26.06.2013 23:10:16) [მასალა]
ყველა ძაღლს აქვს თავის დანიშნულება და ადგილი, თუ პიტბულს გაუშვებ თავისუფლად რათქმაუნდა ვიღაცას ჩაავლებს კბილებს, ამიტომ ყველას ხელში არ უნდა მოხვდეს ეს მებრზოლი ძაღლები 25 არა ის ვიდეო ძაან მაგარი იყო

0   Spam
11 ბუთუთი   (26.06.2013 22:47:34) [მასალა]
თავიდან მეგონა კოდავდნენ 069 069 069 069 069 ზაან მაგარი ვიდეო იყო 10 10

069 069

0   Spam
9 WIWKAN@   (26.06.2013 22:09:31) [მასალა]
პიტბუყლი და იაგდტერიერი მე ორივე მყავს და ძალიან გვანან ერთმანეთს,როგორც პიტბული ისევე იაგდტერიერი ორივე უზომო ენერგიის მქოე ძაღლები არიან და იაგიც ბევრი მინახია როა რ ხარჯავს ენერგიას ფსიქიკა ერღვევა და ხალხიც მინახია მაგისი დაგლეჯილი და ძაღლების მოძულელი იაგიც.

0   Spam
8 WIWKAN@   (26.06.2013 22:08:17) [მასალა]
თავიდან რომ ეწერა შვილივით გახრდი და მერე აჩხუბებ სასიკვდილოდ იმეტებო,იაგტერიერს რომ გაზრდი და სოროსჰი უშვებ მაჩვთან მაშიონ არ წირავ ძააღლს??????!!!!!და კი გიყვარს ძალიუან მეც მიყვარს ჩემი ძაღლები მაგრამ შვილს ვერ შეადარებ იმიტომ რო ყველა ნადირობა სახიფათოა,მდევრისთვის მითუმეტეს ანგლო იაგი განსაკუთრებით,ეგეც იწირება ყველა ნადირობაში საფრთხე ემუქრება,თუნდაც პოინტერი ლავერაკი ბალახში რომ უშვებ შენ დარწმუნებული არ ხარ რო გიურზა არ მოგიკლავს მაგრამ რისკავ,და შვილზე კდიე არ გარისკავ არასოდეს არაფრის ფასად,მერე კიდე შედარება თუარის მაინცდამაინც შვილ;თან მაგის მაგალითსაც გეტყვი რო როცა შვილი სპორცმენბი მებრძოლია ბოქსიორიუ და ასე შემდეგ უშვებ ჩვეულებრივ ბრძოლაზე რინგზე,პიუტბულიც მებრძოლი შვილია.და სიმართლე კდიევ შემდეგში ყველაფერი ეწერა მომეწონა გმაოუცდელები აიყვანენ და მჩაკეტავენ სარდაფში კარგად იჩხუბებსო რო ამბობენ,ეგრე რო ჩაკეტო თუნდაც დვარნიაშკა და სიბნელეში საჭმელს უყრიდე და გამნოდიეოდე მერე გმაოგყავს აჩხუბებ და ისევ აგდებ შიგნით,რომელი არ გაგიჯდება პიტბულიც გაგიჯდება და პუდელიც ეგრე,კაციც გაგიუჯდება მონადირე ძარლის ეეგ ყველაფერი რაც ხდება ხალხის გლეჯა და უიბედურებები არასწორედ გაზდილი ძაღლის ამბავია,ისიც კარგად წეწერა ენერგიას რო არ ხარჯავენ და მერე ფეთქდება ძაღლი სწორია ეგეც.უგროვდება ენერგია უზომოდ და მერე რო ვეღარ ხარჯავს დადგება და ნებიუსმიერ საკბილოს ეძებს,და მებრძოლ ძაღლს კიდევ არ აქვს ერგეთი გმაოხტომები როცა ის ჩხუბში ხარჯავს თავის ენერგიას.ეგ ყველაფერი ხუთი თითივით ვიცი,პიტბულს სახელი ისევ პიტბულის მოყვარულებმა გაუფუჭეს ხალხში ჭორები და ეგეთი ამბგებვი,და ისე კდიე ნაგაზზს უფრო ემტი კაცი ყავს დაგლეჯილი და შეჭმული ვიდრე პიტბულს,თუნდაც საქართველოში ეგეც კარგად ვიცი და გაითვალისწინეთ ეგეც.

0   Spam
10 giohunt1982   (26.06.2013 22:18:45) [მასალა]
ცოტნე, ”შვილივით” ფიგურალურად არის ნათქვამი. მონადირე ძაღლებიც რაღაც გარკვეული რისკის ქვეშ არიან ნადირობისას, მაგრამ ამ ”რისკის” და საფრთხის არიდებას ცდილობს მონადირე ყოველთვის. საბრძოლო ძაღლების შემთხვევაში კი პირიქითაა, პატრონის თვალწინ რო გლეჯენ ძაღლს ეს არ არის ჩემი აზრით სიყვარული. ესეთი ორთაბრძოლები მთელს მსოფლიოში არის იატაკქვეშეთში. იმაში კი გეთანხმები, რომ ამ ძაღლების რეპუტაციას თუ პოპულარობას ისევ მათმა მოყვარულებმა მიაყენეს ზიანი. არასათანადო აღზრდით და გაწვრთნით.

0   Spam
14 WIWKAN@   (28.06.2013 02:23:59) [მასალა]
მერე რო ამბობ სიკდილამდეო,ის ექცევა მაგ ძაღლს ეგრე ვინც გმაოუცდელია გაუგონია პიტბული ბოლომდე ჩხუბობს და მიუშვებს და სიკვდილამდე რო ტოვებს ძაღლს ჩხუბში,და რეალურად ეგრე არ არის რა

0   Spam
7 WIWKAN@   (26.06.2013 21:55:19) [მასალა]
ჯერ არ წამიკითხავს მხოლოდ სათაური ვნახე,და წინასწარ ვამბობ მу кщ მეგობრები არიან,ეხლა კდიე წავიკიტხავ სტატიას

0   Spam
5 გიორგი   (25.06.2013 23:08:26) [მასალა]
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=5kzMSPDmP0c

0   Spam
4 გიორგი   (25.06.2013 22:50:07) [მასალა]
giohunt1982 აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ძაღლისთვის რომელი ჯიშიც არ უნდა იყოს სწორი აღზრდაა მთავარი, განსაკუთრებით ამ ჯიშებისათვის.მე მყავს პიტბულტერიერი, 2 წლისაა უკვე და არასდროს არ მიჩხუბებია და არც ვთვლი საჭიროდ ამას(მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი რესურსი გააჩნია)მხოლოდ შესაჯვარებლად მოჰყავთ ძაღლები.ძალიან მეგობრული, ჭკვიანი და ერთგული ძაღლია.მთავარია იცოდე რომელ ჯიშს როგორ მიუდგე. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ ძაღლებთან დამოკიდებულება ნელ–ნელა იცვლება. 167

0   Spam
6 giohunt1982   (26.06.2013 13:25:42) [მასალა]
ეგ ვიდეო, მეც ვნახე და ჩასმას ვაპირებდი მასალაში სათანადო ტექსტით, მაგრამ გამომრჩა. მადლობა,რომ შემახსენე. აი, ეს ვიდეოც.

0   Spam
3 BAQARI@123   (24.06.2013 14:20:30) [მასალა]
დასახოცები არიან არ მიყვარს ეგ ჯიში 48 25 25

0   Spam
2 hunter_nika   (23.06.2013 02:37:35) [მასალა]
48 48 48 48

0   Spam
1 hunter_nika   (23.06.2013 02:37:29) [მასალა]
გადასაშენებელია საერთოდ ეგ ჯიშები

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика