ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივნისი » 6 » ავღანეთში ქართულ ბაზაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა    

00:03:36
ავღანეთში ქართულ ბაზაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
        ავღანეთში კიდევ 6 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.
"დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი დღეა. ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან მოხდა ტერორისტული თავდასხმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა, მოახდინა სატვირთო მანქანის აფეთქება ბაზაზე. სამწუხაროდ, მინდა გაცნობოთ, რომ არიან დაჭრილები და დაღუპულები. გარდაცვლილია 6 სამხედრო მოსამსახურე. ესენი არიან: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე, და პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე. 
ნანგრევებშია მოყოლილი პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე. მიმდინარეობს მისი ძებნა.
მინდა მივუსამძიმრო გმირი სამხდროების ოჯახებს. ეს დანაკლისი ჩვენთვის, მთელი შეიარაღებული ძალებისთვის უმძიმესი დარტყმაა. ისინი ჩვენი პატრიოტები არიან, რომლებიც საქართველოს უსაფრთხო მომავალს შეეწირნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაჭრილ სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. 
მიუხედავად ამ თავდასხმებისა, ქართველი სამხედროები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ საერთაშორისო მისიაში, უკან არ დაიხევენ და მოწინააღმდეგეს არ შეუშინდებიან. ყველა ქართველი სამხედრო მოსამსახურე სრულ მზადყოფნაშია, ბოლომდე შეასრულოს მასზე დაკისრებული მისია და მაქსიმალურად პროფესიონალურად დაიცვას საერთაშორისო უსაფრთხოება.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით თავდაცვის სამინისტროში: 2 91 04 21; 2 72 35 35 (შიდა ნომერი 2325)", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
თავდაცვის სამინისტროს მიერ თვადაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულია 7 სამხედრო. მოგვიანებით,  სამინისტრომ  დააზუსტა, რომ დაღუპულია 6 სამხედრო მოსამსახურე.
როგორც ცნობილია,YouTube-ზე დღეს გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.




წყაროhttp://www.interpressnews.ge/ge/samxedro-tema/242471-avghanethshi-qarthul-bazaze-momkhdari-teraqtis-shedegad-6-qarthveli-samkhedro-mosamsakh
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2026 | დაამატა: benito | ტეგები: განხორციელდა, პროვინციაში, ავღანეთში, ქართულ, ჰელმანდის, ბატალიონზე, ტერაქტი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 8
0   Spam
8 zaza123   (09.06.2013 14:28:30) [მასალა]
გაანათლოს მათი სულები უფალმა

0   Spam
7 tiotio   (08.06.2013 11:20:23) [მასალა]
არა ძმა 7 ქართველი გამოგვაკლდა ნათელსი იყოს მათი სულები

0   Spam
6 cq   (07.06.2013 21:05:18) [მასალა]
6 არა 7 გმირი დაკარგა უსჰინ საქარველომ და 9 დაჩრილია

0   Spam
5 cq   (07.06.2013 16:53:10) [მასალა]
ირაკლიგ ტუ ეს ევროპის გზა მსხვერპლს მოიტხოვს არ მიხირს და ბევრიც დამეტანხმება

+2   Spam
4 giohunt1982   (07.06.2013 13:37:25) [მასალა]
ღმერთმა ნათელში ამყოფოს გმირთა სულები!!!

ნუ, მოვიტყუებთ თავს! იმით, რომ ავღანეთში რაც უნდა ბევრი იბრძოლოს საქართველომ, ამის გამო ნატოში მიგვიღებენ. საქართველოს, ნატოში გაწევრიანებისთვის, იმდენი პრობლემა აქვს გადასაჭრელი, რომ საკითხავია, გვინდა ასეთ ფასად ნატო??(ტერიტორიების დათმობას ვგულისხმობ).
კიდევ, ერთი: ჩემი აზრით, არ არის ქართველის საქმე ავღანეთში ბრძოლა! ეს,(ავღანეთში ქართული ჯარის გაგზავნა) წინა ხელისუფლების, ამერიკისთვის საამებლად გაკეთებული, მლიქვნელობა იყო და მეტი არაფერი! ევროპის ქვეყნების, უმრავლესობამ გამოიყვანა თავისი ჯარები ავღანეთიდან, ზოგმა ნაწილობრივ და ზოგმა მთლიანად. კი, იმ ქვეყნებს დალაგებული სიტუაცია აქვთ და საქართველოს სულ სხვა გასაჭირი ადგას, მაგრამ მაინც არ არის გამართლებული, რომ საქართველომ პირიქით, გაზარდა კონტიგენტი ავღანეთში.
ესეც, რომ არა, რამდენად მორალურია, რომ საჯიშეს ავღანეთში ვსპობთ და სახლში გვაქვს გეი-პარადი.

0   Spam
2 Nikadzia   (07.06.2013 12:15:12) [მასალა]
ნეტა რა დაგვრჩენია ავღანეთში ტყუილად იღუპებიან ბიჭები

0   Spam
3 Nikadzia   (07.06.2013 13:16:41) [მასალა]
უმეტესობა წასულია კარგი ანაზღაურების გამო. საქართველო ნატოში შესვლის შანსი ამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გარეშე არ აქვს. თუ ნატოში შევათ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დავივიწყოთ. მარტო საქართველოზე არ მაქ საუბარი საერთოდ რა ესაქმებათ ავღანეთში გინდაც ამერიკას და სხვას. შენ გსიამოვნებს რუსი რო გიდგას ცხვირ წინ ეგრეა ისიც მოგკლავს აბა რას გიზავს

0   Spam
1 cq   (07.06.2013 09:51:54) [მასალა]
ნატელში ამყოფოს მათი სულები

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    temo-niko13, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика