ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივნისი » 6 » უიარაღო ტაჯიკი მწყემსები და „ემ პი სამ პლეიერები“ აგრესიული მტაცებლების წინააღმდეგ    

20:07:32
უიარაღო ტაჯიკი მწყემსები და „ემ პი სამ პლეიერები“ აგრესიული მტაცებლების წინააღმდეგ
მტაცებელი ცხოველების წინააღმდეგ ბრძოლაში  ტაჯიკი მწყემსების ერთ  გონებამახვილურ მიგნებაზე გიამბობთ.  თვითონ მივიდნენ ამ იდეამდე თუ საიდანმე შეიტყვეს,  ვერ გეტყვით, მაგრამ ტაჯიკეთის ერთ სოფელში, რომელიც ავღანეთის საზღვართან მდებარეობს, მწყემსებმა, საერთოდ სოფლელებმა,  ვისაც ცხვრები და თხები  ან სხვა შინაური ცხოველები ჰყავს, ხელოვნური, ჩაწერილი  ხმებით დაიწყეს მგლების და ასევე ტახების შემოტევათა მოგერიება. სოფელ  ყავოყის მცხოვრები რამზიდინ ფაზლიდიენოვი გვიამბობს:

„ხან მგლების შემოსევაა, მთელი ხროვა დაგვესხმის ხოლმე თავს, ხან გარეული ღორების მთელი კოლტი გადაუვლის ხოლმე ჩვენს ბაღ-ბოსტანს და ანადგურებს."

ფაზლიდიენოვმა და მისმა თანასოფლელებმა შეიძინეს ეს „ემ პი სამ პლეიერები",  სადაც ჩაწერილია ძაღლების ყეფა-ღრენის, სროლის ხმა  და  ხმის გამაძლიერებლების საშუალებით, რომლებიც ფარეხზე ან ხეებზეა დამაგრებული,  აფრთხობენ  აგრესორებს. ფაზლიდინოვი კმაყოფილია:  

ისეთ სოფლებში, როგორიც ჩვენია, - გარშემო ტყე და რთული არეალია, - მუდამ გიწევს ბრძოლა ველურ ცხოველებთან. აქ გადარჩენისთვის თოფია საჭირო ...
მეჰრინისო აჰმადოვა

„დიდი შეღავათია ამ აპარატის გამოყენება. მტაცებლები გვინადგურებდნენ ცხვარსა და თხას. ახლა მათ დასაფრთხობად თითქმის ყველა იყენებს  „ემ პი სამ პლეიერს", ამბობს ის და ბოლო ზარალს იხსენებს:

მხოლოდ ივნისის ბოლო კვირაში 23 ცხვარი მოიტაცეს  ან მოსპეს მგლებმა. გლეხებს  იმედი აქვთ, რომ სიახლე, ჩინეთში წარმოებული აპარატურის სახით,  შეაძლებინებს მათ მოიგერიონ თავდასხმები.  საქმე ისაა, რომ ტაჯიკეთში მთავრობამ ძალიან მკაცრად აკრძალა ყოველგვარი ცეცხლსასროლი იარაღი და თვით მწემსებსაც, რომლებსაც მართლაც თავდასაცავად სჭირდებათ თუნდაც სანადირო თოფები, მათი შენახვის უფლება ჩამოერთვათ იარაღთან ერთად.  ყავოყელი დიასახლისი მეჰრინისო აჰმადოვა საბჭოთა პერიოდს იხსენებს, როცა სოფელში თითქმის ყველას ჰქონდა სანადირო თოფი და ნადირობის უფლება:

„ისეთ სოფლებში, როგორიც ჩვენია, - გარშემო ტყე და რთული არეალია, - მუდამ გიწევს ბრძოლა ველურ ცხოველებთან. აქ გადარჩენისთვის თოფია საჭირო."

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტაჯიკეთში სამოქალაქო ომი იყო. ყავოყი, სამხრეთ ტაჯიკეთის სხვა სოფლების მსგავსად, ბრძოლის ველად გადაიქცა.  ადრე წყნარი სოფელი საქვეყნოდ გახდა ცნობილი, როცა იქ 1993 წლის 13 ივლისს 25 რუსი მესაზღვრე დახოცეს ოპოზიციონერებმა, ისლამისტმა მებრძოლებმა. ერთი წლის შემდეგ ტაჯიკეთის მთავრობამ მთელ ქვეყანაში იარაღი  აკრძალა და დაიწყო მოსახლეობისთვის ყოველგვარი ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევა.  ყველას ჩამოართვეს სანადირო თოფებიც. მეორე ფაზა განიარაღებისა,  რაც უკვე მთავრობასა და ტაჯიკეთის ოპოზიციურ ძალებს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოჰყვა,  1997 წელს დაიწყო.  ომი დასრულდა, მაგრამ  იარაღის აკრძალვა ძალაში დარჩა.  სოფლის  მთელი მოსახლეობა, ისევე როგორც  ყავოყელები, იარაღის გარეშეა დარჩენილი.  მაჰმად რაჰიმი, სოფლის მცხოვრები, ამბობს, რომ უშიშროების სამსახური ხანდახან რეიდებს აწყობს სოფლებში და კვლავ იარაღს ეძებს.  გარემოს დაცვის რეგიონალური სამსახურის უფროსის, ამირყულ ჯურაევის თანახმად,  გარეული ღორებისა და მგლების არნახულმა გამრავლებამ ხელისუფლებას უბიძგა  გაეუქმებინა მათზე ნადირობის, ანუ მათი  ხოცვის, აკრძალვა. ნადირობა დაშვებულია, მაგრამ რითი?  ამ ეტაპზე „ემ პი სამ პლეიერებს" ვხმარობთ და ჯერჯერობით მოქმედებს,  მაგრამ  ცხოველები  ადრე თუ გვიან მიხვდებიან,  რომ ეს აპარატები მათ ზიანს ვერ მიაყენებს და მერე უკვე აღარაფერი გვეშველებაო,  შიშობენ ტაჯიკი მწყემსები.

წყაროhttp://www.radiotavisupleba.ge/
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 1887 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 5.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 otomari   (08.06.2013 08:46:40) [მასალა]
166

0   Spam
1 giohunt1982   (07.06.2013 16:42:36) [მასალა]
ეს მასალა საიდანაც არის, გადმოტანილი, იქაური სტილია დაცული ტექსტშიც და სათაურშიც!! თორე არასწორი ფორმა როა მეც ვიცი.!! 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика