ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მაისი » 23 » სამონადირეო ტურიზმზე მეოცნებეები მთას ესტუმრნენ    

12:18:21
სამონადირეო ტურიზმზე მეოცნებეები მთას ესტუმრნენ

სამონადირეო ტურიზმის განვითარების მოყვარულები გურიას მრავლად ჰყავს. მათ შორის, ერთ-ერთი თავგადაკლული მოტრფიალის, ენვერ კომახიძის შესახებ ჩვენს გაზეთში ერთი წლის წინ ვსაუბრობდით. იგი "გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის" დამფუძნებელია, დიდი ხნის სტაჟის მქონე მონადირე, რომელსაც უდიდესი სურვილის და არა ერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც განუხორციელებელ ოცნებად რჩება სამონადირეო ტურიზმის ამოქმედება. ამის უმთავრესი მიზეზი დაფინანსების არქონაა, ცარიელი თანამოაზრეების იმედად და გვერდში დგომით კი, საქმე მაინც ვერ დაიძრა; მიუხედავად არა ერთი თხოვნისა თუ ოფიციალური განცხადებისა, ვერა და ვერ გაალხო ვერც ერთი ხელისუფლის გული.

ახლა, როცა ქვეყანაში, არჩევნების გზით, ხელისუფლება შეიცვალა და ხალხი იმედით შესცქერის ახალ მთავრობას, ენვერ კომახიძემ და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, სცადონ ბედი და აღნიშნული იდეით ოფიციალურად მიმართონ ადგილობრივ ხელისუფლებას. მანამდე კი, ერთად შეიკრიბნენ ოზურგეთში და გომისმთის სანახები შემოიარეს.

ისინი "ტყის ძმების" სახელით გვეცნობიან და იმ მარშრუტზე გვიამბობენ, რომლითაც გომისმთა დალაშქრეს. როგორც ენვერ კომახიძე ამბობს, ეს მარშრუტი კურორტ გომისმთაზე სწორედ ტურისტების გზა უნდა იყოს. თუ ჩანაფიქრი განახორციელეს, გომისმთის ტყეებში მრავალი ფრინველისა და ცხოველის გაშვებას აპირებენ: _ ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ხელისუფლების კეთილი ნების შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია. თანხმობის შემდეგ, საქმის კარგი ორგანიზებით, დიდი ხნის ნატვრა აგვიხდება, _ მიიჩნევენ "ტყის ძმები".

მათთან ერთად, ჩვენი ფოტოკორესპონდენტი რევაზ ცქვიტინიძეც იმყოფებოდა და ჭინჭაოს ტბისა და მისი შემოგარენის საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვაწოდა.

ჯგუფში იყო აგრეთვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან არსებული ა(ა)იპ-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ ჩხარტიშვილი. როგორც თვითონ ამბობს, მათი ორგანიზაცია სამთო კურორტის განვითარებაზეც ზრუნავს.

"ტყის ძმების" შემადგენლობაში ცხრა კაცია, რომელთა შორის ერთი, გია თავბერიძე, ექიმია. ენვერ კომახიძე ამბობს, რომ მათი წევრი აუცილებლად უნდა იყოს ექიმიც, რადგან ადამიანი, რომელიც მთისკენ იღებს გეზს, შესაძლოა, წინ ათას ფათერაკს გადაეყაროს.

მარშრუტი, რომელიც ახლა მასპინძლებმა გაიარეს და მომავალში სტუმარმა უცხოელებმა უნდა "დაკეცონ", გომისმთაზე გადის და მშვენიერი ჭინჭაოს ტბის იქეთ, 12 კილომეტრ მანძილზე გრძელდება. კითხვაზე, განსაკუთრებით ახლა, მთავრობისგან ყურადღების მოპყრობის მიზნით მოაწყვეს უცხოელ ტურისტთა გასავლელი მარშრუტით სვლა თუ ეს უბრალოდ, ექსტრემალური სურვილი იყო, ენვერ კომახიძემ გვიპასუხა, რომ ახლა ტყეში სიარული უფრო დასაშვებია, ვიდრე "კეკიობის" ჟამს. ჩიტი, ზოგადად ფრინველი, ასეთ დროს არ უნდა დააფრთხო. ბატონი ენვერი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მართალია, ისინი ნებადართული სანადირო თოფებით იყვნენ მთაში, მაგრამ ერთხელაც არ გაუსვრიათ: "სანადიროდ წასვლა კი არ იყო ჩვენი მიზანი, არამედ კარგად დავათვალიერეთ და ჩვენს გარემოში ვიმსჯელეთ იმ მთავარ ნიუანსებზე, რაც ჩვენი პროექტის გახორციელებას უნდა მოჰყვეს.

კურორტ გომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებული არაერთი ფრინველი თუ ცხოველი, კავკასიური როჭო, შურთხი, გნოლი, შველი, ირემი, არჩვი თუ დათვი წითელ წიგნშია შეტანილი და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში, ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს".

მეოცნებე "ტყის ძმების" ლიდერს ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

_ ბატონო ენვერ, ვიდრე თქვენს მიზანს ბოლომდე მიიყვანთ და სამონადირეო ტურიზმისთვის აუცილებელ სამონადირეო მეურნეობას შექმნით, რა უნდა იცოდეს თქვენს მარშრუტზე მოსიარულე სტუმარმა? აქ ხომ სპეციფიკური რელიეფია და კლიმატური პირობებიც ცვალებადი.

_ იქამდე მივიდეთ და მერე საქმე უპრობლემოდ წაიწევს წინ. ისე ჩვენს მთებში წამოპარული ნისლი ნადირზე უარესია. ყველაფერი როცა მოგვარდება, ამ საქმეს გიდი მიხედავს.

_ მაინც როგორი სამონადირეო მეურნეობა გახდება ტურისტების მოწვევის ადგილი?

_ როგორც არაერთხელ მითქვამს, სამონადირეო მეურნეობის შექმნას სჭირდება სპონსორი. ჯერჯერობით, ეს საქმე ჰაერშია გამოკიდებული. ძირითადად გვსურს ხოხობისა და გარეული ღორის გაშვება, გამრავლება. ამას სამი წელი მაინც დასჭირდება. მერე კი, უცხოელი რა ყოფილა, ჩვენს მონადირეებსა თუ ექსკურსიის მოყვარულებსაც ისეთივე შესვლის უფლება ექნებათ, როგორც სხვას.

_ ამ მარშრუტის გავლის შემდეგ, თემატურ გზამკვლევს ან მსგავს ლიტერატურას თუ შექმნით? ალბათ, სჭირდება ეს ყოველივე მოსამზადებელ სამუშაოებს.

_ რა თქმა უნდა, ჩვენ სურვილი გვაქვს, აღვწეროთ კონკრეტული მარშრუტი, რომელიც ჩვენ გავიარეთ, თორემ ისე მთაში უამრავი გზა და ბილიკია. გადავიღეთ უამრავი ფოტო, ვიდეო-მასალა. ყოველივე ამაზე დაყრდნობით, ვაპირებთ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე მომზადებული ლიფლეტის გამოცემას. მასში აღწერილი იქნება ძირითადი მარშრუტი. კიდევ მრავალი იდეა გვაქვს, ვნახოთ, ზოგი გამოვა, ზოგი - არა. უმთავრესი პირველი სერიოზული ნაბიჯის გადადგმაა, რასაც მთავრობის ან სპონსორის გარეშე ვერ შევძლებთ.

_ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ტიტულში "ბაზიერთა კლუბიც" იკითხება. გურიაში, კონკრეტულად ჩოხატაურში ამ საქმეს დიდი ტრადიცია აქვს. თქვენ რისი თქმა გსურთ?

_ ბაზიერთა კლუბზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ეს ცალკე თემაა. მიმინოსა თუ შევარდენის გაწვრთნა საკმაოდ რთული ხელოვნებაა, ძვირი სიამოვნება, ასე ვთქვათ. სამწუხაროდ, ოზურგეთში პროფესიონალ ბაზიერთა უმრავლესობა ძველი თაობიდან, ცოცხალი აღარაა. მე საგანგებოდ შევადგინე მათი სია, 25-მდე კაცი: გივი ცქვიტინიძე, ავთო ურუშაძე, ხარიტონ გოგიბერიძე, კუკა ხავთასი, ანდრო კვაშალი, ლეო გიორგაძე, რობერტ ჟღერია, ფაკუ მახარაძე და არაერთი სხვა. გვყავდა აგრეთვე შესანიშნავი ქალი ბაზიერი ასმათ მახარაძე. ამ ადამიანების ხსოვნას პატივის მიგება უნდა. გვყავს ძველი თაობის ცოცხალი ბაზიერები _ ბიჭიკო და ზაურ მეფარიშვილები, მიხო გიორგაძე, ქალბატონი კლარა თავართქილაძე, მიტო ქობულაძე... ეს სია უბრალოდ არ შემიგროვებია. ბაზიერთა კლუბი ცალკე თემაა, ამ საკითხზეც ვაპირებთ თავყრილობას. აუცილებლად მოგიწვევთ, თქვენი გაზეთი ძალზე სერიოზულ საქმეს აკეთებს და იმედია, გააშუქებთ.

_ ბატონო ენვერ, თქვენ ამბობთ, რომ ლიტერატურითა თუ ვიდეომასალით არაერთი ქვეყნის გამოცდილებას ეცნობით. რომელიმეს გაზიარებას ხომ არ ფიქრობთ მომავალ პრაქტიკაში?

_ ნამდვილად მომეწონა ბულგარეთის გამოცდილება. უფრო მეტიც, ეს ჩვენი იდეის იდენტურია. ვიდეომასალით გავეცანი და თუ საქმე გამოგვივიდა, მათ პრაქტიკას გამოვიყენებთ.

_ და მაინც, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას როგორ აპირებთ? ვთქვათ და მთავრობა ვერ დაგეხმარათ, ამ ეტაპზე მაინც.

_ ჩვენ ოპტიმისტი ხალხი ვართ. ნამდვილად ვაპირებთ ასეთი ფორმის დანერგვას, _ "ტყის ძმები", წესდების გათვალისწინებით, საწევრო შემონატანს დავაწესებთ, რომელსაც ნებაყოფლობითი წევრები გადაიხდიან. შერჩეული გვაქვს ადგილები, სადაც საცდელად, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გავუშვებთ ხოხობს, გარეულ ღორს. სად, ამას ჯერ ვერ ვიტყვით. სათხოვარი, რა თქმა უნდა, მუდამ გვექნება მთავრობასთან, _ უნდა გამონახოსსაშუალება და დაგვეხმაროს. ასეთ საქმეს როცა წარმატება მოჰყვება, ის ქვეყნის ბიუჯეტშიც საკმაო შემოსავალს შემოიტანს.


                                           


წყაროhttp://www.gurianews.com/2010-11-25-17-01-44/6795-2012-12-04-07-51-44.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 7030 | დაამატა: giohunt1982 | ტეგები: სამონადირეო, ესტუმრ, ტურიზმ, მეოცნებეები, ზე, ნენ, მთა | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
+1   Spam
1 krimanjuli   (23.05.2013 18:49:14) [მასალა]
ეეჰ რა ლამაზი რამ არის გომის მთა და რა არაფრისმეტყველი სურათები გადაუღიათ.... სამოთხეა ამ დალოცვილ მიწაზე. რა ალპები და რის კანადა, უზარმაზარი ცად აზვირთებული ნაძვები, მდინარეები კამკამა და წკრიალა დედის ლოცვასავით. წითელხალა კალმახიის ჩქერებზე თამაში, დათვის ნაკვალევი შლამიან მიწაზე, ჩიტების საარაკო რაკრაკი და რავიცი კიდევ რომელი ჩამოვთვალო... ჰაერს ბევრს ვერ ჩაისუნთქავ თუ ჩაისუნთქავდა გაგიყოლებს ხეობიდან წამოსული ნისლი და მერე მზდიე კუდში...

0   Spam
2 giohunt1982   (23.05.2013 20:05:40) [მასალა]
დამეწვა შიგანი, ძამა ამის წამკითხავს. აა, ძამა შენი გულის გასახარად. gimili

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 21
    სტუმარი: 21
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика