ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მაისი » 13 » ბუნება – მასაც აქვს უფლებები    

14:11:20
ბუნება – მასაც აქვს უფლებები

ბუნება – მასაც აქვს უფლებები

ოცდამეერთე საუკუნეში ტექნოლოგიური მიღწევები უკვე იმდენად არის განვითარებული რომ ადამიანს თითქმის ყველანაირი კონფორტის შექმნა შეუძლია. მისი შესაძლებლობები განუსაზღვრელია, უფლებები – დაცული. თუმცა ის მაინც დიდი ბუნიების უმცირეს ნაწილს წარმოადგენს. იმ მოაზროვნე ნაწილს, რომელიც თავისი აზროვნებით შემუშავებული კონფორტის შესაქმნელად უდიდეს, სასიკვდილო ზიანს აყენებს ბუნებას.

მიუხედავად იმ უამრავი დადგენილებისა, რომელიც მსოფლიომ შეიმუშავა გარემოს დასაცავად, მისმა განადგურებამ უკვე მაშტაბური სახე მიიღო. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან ცხოველები. მასიურად მიმდიანარეობს მათი ხოცვა–განადგურება. ზოგს დაბუნძურებული ჰაერი, წყალი უსპობს სიცოცხლეს, ზოგს ისეთი დაუდევრობა, როგორიცაა უყურადღებობის გამო გაჩენილი ხანძარი, გაჩეხილი ტყეები. მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი ტყვიის მსხვერპლი ხდება. ნადირობა ხომ მსოფლიოში გავრცელებული უძველესი გასართობია. არც ისე ბევრია დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ისინი არსებობს.

გამოჩნდნენ ცხოველთა ბედით შეწუხებული ადამიანებიც, რომლებმაც არა ერთი არსამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს ცხოველთა დასაცავად. ეს საკითხი განიხილება სამთავრობო დონეზეც. განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არიან წითელ წინგნში შეტანილი ცხოველები, რომლების გადაშენების პირას არიან. თუმცა მათ დასაცავად მოწყობილმა მრავალმა ღონისძიებამ, მოწოდებებმა, რეზოლუციებმა, მოთხოვნებმა მაინც ვერ მოახერხეს შედეგის ბოლომდე გარანტირება.

განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ცხოველთა სასტიკი მეთოდებით დახოცვის პრეცედენტი რომელიც საკმაოდ მრავლად გვხვდება. დაავადებული ცხოველიც კი არ შეიძლება იყოს ასეთი სასტიკი მობყრობის ობიექტი. რა თქმა უნდა მათ არ უნდა შეუქმნან საფრთხე საზოგადოების ჯანმრთელობას, საჭიროა მათი იზოლირება და გადაუდებელი აუცილებლობისას მოკვლაც კი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ჰუმანურობის ნორმის ფარგლებში.

ცხოველთა გადანდგურებას იწვევს დედამიწაზე მომხდარი ბუნებრივი კატაკლიზმები და კლიმატური ცვლილებები. ეს ის ფაქტორებია, რომელსაც სამწუაროდ, ხშირ შემთხვევაში წინ ვერ აღვუდგებით. თუმცა რისი უზრუნველყოფა და თავიდან აცილებაც შეგვიძლია ის ყველაფერი შეგვიძლია გავაკონტროლოთ.

ცხოველთა უფლებებს იცავს საქართველოს სისხლის სამართალი, რის მიხედვითაც – ცხოველისადმი სასტიკი მოყრობა, რამაც  მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. ხოლო იგივე ქმედება, თუ ჩადენილია ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით – ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს კანონის – „წითელი ნუსხისა" და „წითელი წიგნის" შესახებ, აკრძალულია ყველანაირი ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა განადგურება, ან გავრცელების არეალის შემცირება. მსგავს მცენარეთა და ცხოველთა დაცვა ხორციელდება მათი საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანით. ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი და მისი განახლება ხდება ყოველ 10 წლიწადში.

საქართველოს ტყის კოდექსის მიზანია არის ტყეების მოვლა, დაცვა და აღდგენა კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ ცხოველთა და მცენარეთა დაცვა პირველ რიგში აუცილებელია ჩვენივე კეთილდღეობისთვის, რადგან ვერანაირი ტექნიკური მიღწევა ვერ შეცვლის ბუნებრივ კლიმატურ პირობებს, და გარემოს სისუფთავეს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავეხმაროთ ბუნებას, შეინარჩნოს საკუთარი თვისებები და იზრუნოს ჩვენივე ჯანმრთელობაზე. საქართველოს კანონის – გარემოს დაცვის შესახებ – მიზანია დაიცვას და შეინარჩუნოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო; დაიცვას იგი მავნე ზემოქმედებისგან; შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს მისი ხარისხობრივი მდგომარეობა; უზრუნველყოს საზოგადოების ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების ოპტიმალური ურთიერთშეწყობა გარემოსთან; განსაზღვროს ბუნებრივი რესურსების გამოყენების სწორი მიმართულება ისე რომ ზიანი არ მიადგეს არც ადამიანს და დარემოს.

საქართველო არა ერთი საერთაშორისო კონვენციის გამტარებელი გახდა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. მათ შორის არის ისეთი საკანონმდებლო აქტები, როგორიცაა – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენცია; კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ; კონვენცია ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ (ბონის კონვენცია);  კონვენცია ოზონის შრის დაცვის შესახებ და სხვა.

დავიცვათ უსაფრთხოების ის ელემენტარული ნორმები, რისი შესრულებაც შესაძლებელია ჩვენს მიერ, რომ საფრთხე არ შევუქმნათ გარემოს განადგურებას. ვიყოთ ჰუმანურები ცხოველების მიმართ, ისინი ხომ ისეთივე ცოცხალი არსებები არიან როგორც ჩვენ. დავიცვათ ბუნება, რომ მან იზრუნოს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ბუნება – ეს არის დედამიწა ჩვენთან ერთად.



წყაროhttp://blog.myadvokat.ge
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 2737 | დაამატა: IRAKLIG | ტეგები: ბუნება – მასაც, უფლებები, აქვს | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 otomari   (16.05.2013 19:47:12) [მასალა]
23

0   Spam
1 otomari   (16.05.2013 19:43:02) [მასალა]
166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика