ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მაისი » 12 » მამონტის კვალზე    

21:45:43
მამონტის კვალზე

უძველესი ნადავლის მაძიებელი ციმბირელი მონადირე – კარლ გოროხოვი 5 თვეა დღეში 18 საათი აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში მდებარე უკაცრიელი კუნძულის ყინულოვან ტუნდრაში დაეხეტება. ყინვისგან ლოყებდამსკდარი, გათოშილი, ძალაგამოცლილი და მშიერი, იძულებულია თოლიები ჭამოს.ერთხელ ორი პოლარული დათვი მის ბანაკს დაესხა თავს. როცა დათვები დახოცა და მუცლები დანით გამოუფატრა, ისინიც კი მშივრები აღმოჩნდნენ.  კუნძულ კოტელნიზე, რომელიც არქტიკული წრიდან 1000 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს, გვიანი ზაფხულის ქარბუქი მძვინვარებს. კუნძულებზე მოსახვედრად გაზაფხულზე 50 კმ-იანი ყინულის ხიდი უნდა გადალახო, შემდეგ 6 თვე კუნძულზე დაჰყო, სანამ ოკეანე ისევ არ გაიყინება; სახლში უფრო ადრე დაბრუნების ერთადერთი გზა პატარა ნავია, რომელსაც, დიდი ალბათობით, ხუთმეტრიანი ტალღა დალეწავს. უცნაურია, მაგრამ იქ გოროხოვი დაახლოებით 10 000 წლის წინ გადაშენებული ცხოველის – მამონტის ეშვებს დაეძებს.



ბეწვიანი გიგანტი ციმბირის ჩრდილოეთით გვიანი პლეისტოცენის ეპოქაში ბინადრობდა. თუმცა, მცირე პოპულაცია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კუნძულებზე იზოლირებულად შემორჩა და უკანასკნელი წარმომადგენლები დაახლოებით 3700 წლის წინ ამოწყდნენ. გავიდა 5-6 ათასი წელიწადი და ამ უზარმაზარი ცხოველის ეშვებს – რომლებიც მუდმივი ყინულიდან 4 მეტრზეც კი შეიძლება იყოს ამოშვერილი, რუსეთის მთელ არქტიკაში დაეძებენ. ამის მიზეზი კი მისი უზარმაზარი ფასია.

მამონტის ეშვებით ვაჭრობის ისტორიები მე-17 საუკუნიდან გვხვდება, შემდეგ იყო პერიოდი (საბჭოთა კავშირის დროს), როდესაც ეს უძვირფასესი ეშვები „უპატრონოდ" იხრწნებოდა ციმბირის მზის გულზე. მაგრამ, რაც შემდეგ მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და იმდროინდელი საბადოებისა და ქარხნების დახურვის შემდეგ თითქმის მიტოვებულ რეგიონში (იაკუტია) მამონტის ეშვებით ვაჭრობა ეკონომიკური გამოცოცხლების საფუძველი გახდა. დღესდღეობით, ეშვებით ვაჭრობა არქტიკული ციმბირის მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროა. თავისი წინაპრების მსგავსად, ასობით იაკუტელი მამაკაცი ეშვზე მონადირედ გადაიქცა.


„ეშვების ციებ-ცხელება" კი განსაზღვრა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა: „საზღვარზე მყოფი კაპიტალიზმის" აღზევება (ციმბირიდან გატანილი ეშვების თითქმის 90%, რაც წელიწადში დაახლოებით 60 ტონას შეადგენს, სწორედ ჩინეთში ხვდება); სპილოს ძვლით საერთაშორისო ვაჭრობის აკრძალვა (თუმცა, დახოცილი აფრიკული სპილოების რიცხვმა მაინც იმატა, 2012 წელს ჰონკონგის საბაჟო სამსახურმა, რეკორდული რაოდენობა, 5,5 ტონა სპილოს ძვალი „დააპატიმრა");  და გლობალური დათბობაც კი. დღეს გაყინული საფლავების დნობა და ეროზია გვიბრუნებს იმ უძველეს ცხოველებს, რომელთა ეშვზე ფასი, უმაღლესი ხარისხის გამო, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გაორმაგდა და ამ რეგიონის – იაკუტიის დედაქალაქ იაკუტსკში 1 კგ-ზე დაახლოებით $900-ს მიაღწია. ფასი ჩინეთის საზღვართან შესაძლოა კიდეც გაორმაგდეს. ჰონკონგის ერთ-ერთ ანტიკვარიატის მაღაზიაში მამონტის სამმეტრიანი ეშვი, რომელზეც ვაკხანალიის სცენაა გამოსახული, 1,1 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გოროხოვიც მეტად იღბლიანი მონადირეა. მთელი „ნადირობის სეზონის" განმავლობაში მოგროვებული 500 კგ ეშვისთვის, დაახლოებით $150 000-დან $300 000-მდე მიიღებს. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, როგორ მიმზიდველადაც გამოიყურება.


ეშვებზე მონადირეები დაუნდობელი ტუნდრის გადალახვას დაცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებიანი თოვლმავლებით, წყალქვეშა ფრთიანი ნავებითა და საბჭოთა ყველგანმავლებით ცდილობენ. ეშვების საპოვნელად გაყინულ წყალში ყვინთავენ;  გაშავებული ყინულის კლდოვან ზედაპირს წყლის ჭავლით ხვრეტენ; შიმშილს, პოლარული დათვების თავდასხმებსა და მონადირეებს შორის არსებულ კონკურენციას თვეების მანძილზე უძლებენ (ან ვერც…), და ამ ყველაფრის შემდეგ შესაძლოა მთელი ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ ორი ეშვი იპოვონ, ან სულაც ხელცარიელი დაბრუნდნენ. ეს კი არა მარტო მონადირეების, არამედ მათი ოჯახების მთელი ზამთრის განმავლობაში შიმშილსაც ნიშნავს. მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი. შესაძლოა უმკაცრეს კლიმატსაც გაუძლო, თეთრი დათვებიც მოიგერიო, კონკურენტებსაც დაასწრო, ბედმა გაგიღიმოს და გადააწყდე კარგად შემონახულ მძიმეწონიან ეშვს, რომლის დამზრალი მიწიდან გამოთავისუფლებას ხშირად, საათები ან დღეებიც კი სჭირდება და სახლში გასამგზავრებლად მომზადებულს უცაბედად „თავზე დაგატყდეს" ისეთი რამ, მამონტის 4 მეტრიანი ეშვით ხარაკირის გაკეთება მოგანდომოს…

 

პოსტი მოძიებულია ჟურნალ "National GeoGraphic საქართველო” -დან!



წყაროhttp://ucnauri.com
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 3643 | დაამატა: IRAKLIG | ტეგები: მამონტის კვალზე | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 babuka   (05.06.2013 03:57:44) [მასალა]
10 166

0   Spam
4 თამაზი   (27.05.2013 17:12:02) [მასალა]
ჰოო 25 25 25

0   Spam
3 merabnozadze   (14.05.2013 23:44:52) [მასალა]
იღბალი უნდა ყველაფერს.... საქართველოში მაინც ყოფილიყო ასეთი რამ... 166 166

0   Spam
2 tiotio   (13.05.2013 09:48:13) [მასალა]
166 167

0   Spam
1 tiotio   (13.05.2013 09:47:59) [მასალა]
166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика