ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აპრილი » 18 » მითოლოგიური რწმენები და მათი ლოგიკური ახსნები    

03:25:23
მითოლოგიური რწმენები და მათი ლოგიკური ახსნები
მითოლოგიური რწმენები და მათი ლოგიკური ახსნები

საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას მრავალი მითოლოგიური ქმნილებისა და უცნაური მოვლენების სწამდა, მათგან ზოგიერთი კი მრავალ ცივილიზაციაში ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცივილიზაციებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ. თუმცა მითების მსგავსება არ ნიშნავს, რომ ეს მოვლენები რეალურია. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი წარმოადგენს ადამიანური სწრაფვის შედეგს, აეხსნათ მათთვის გაუგებარი ფენომენები, რის გამოც მითებს სხვადასხვანაირი ვარიაციები ეძლეოდათ. თანამედროვე ცოდნის საფუძველზე ზოგიერთ მითოლოგიურ რწმენას მოეძებნება ლოგიკური მეცნიერული ახსნა.


● ჯადოქრობა.
ბალახეული მედიცინა მთელ მსოფლიოში დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა, თუმცა ბევრგან მკურნალებს არც ისე კარგი თვალით უყურებდნენ. ძველ დროში მიიჩნეოდა, რომ ეს ჯადოქრობა იყო და ვისაც განკურნების უნარი ჰქონდა, დემონი ჰყავდა ჩასახლებული. დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში უკვე ვიცით, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან სამკურნალო მცენარეების არსებობა მეცნიერულად არის დადასტურებული. ბევრი წამლის ინგრედიენტებში შედის ის ბალახები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა ავადმყოფობების დასაძლევად. თუმცა ტესტები აჩვენებს, რომ ცალკე აღებულ სამკურნალო ბალახებსაც გააჩნიათ ეს სასარგებლო თვისება.

 


● ჯუჯები.
მითებში ჯუჯებად მოიხსენიებიან ტანდაბალი ადამიანები, რომლებიც ძირითად დროს მაღაროში მუშაობაში ატარებენ ან მჭედლობას და მსგავს საქმიანობას მისდევენ. როგორც წესი, მათ აღწერენ შავგვრემან ძლიერ არსებებად, რომლებიც ადამიანებთან ნაკლებად ურთიერთობენ და ერთმანეთთან ყოფნა ურჩევნიათ. ეს მარტივად იხსნება აქონდროპლაზიით, მემკვიდრული დაავადებით, რომელსაც ახასიათებს მოკლე ხელები და ფეხები, მოკლე თითები, დიდი თავი. ამ დარღვევის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, სიცოცხლის ნორმალური ხანგრძლივობა აქვთ. მისი ძირითადი მიზეზი ზრდის ჰორმონის ნაკლებობაა.

 


● გიგანტები.
გიგანტები ხშირად ფიგურირებენ ფოლკლორში და შთამბეჭდავი მაჩვენებლებით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ, ადამიანები დანაყონ და სისხლიან რბილობად აქციონ, შემდეგ კი ძვლები დაფქვან და პური გამოაცხონ. როგორც წესი, გოლიათების სიმაღლე არ აჭარბებდა 2.7 მეტრს, რაც ნამდვილად უზარმაზარი იქნებოდა ძველ დროში, თუმცა ეს არც ისე დაუჯერებელია. წარსულში სწამდათ, რომ გიგანტები ჩნდებოდნენ მაშინ, როცა ღმერთების ძეებს ურთიერთობა ჰქონდათ ადამიანთა ასულებთან. არსებობს მდგომარეობა, სახელად გიგანტიზმი, რომელიც ვლინდება სხეულის ნაწილების პროპორციულ, ნორმაზე მეტად გაზრდაში. გიგანტიზმის შემთხვევაში მამაკაცის სიმაღლე 200 სმ-ს აღემატება, ხოლო ქალისა – 190 სმ-ს. დადასტურებულ შემთხვევებს შორის სიმაღლის რეკორდია 2.72 მეტრი, ხოლო გადმოცემებში – 3-3.5 მ. გიგანტიზმის გამომწვევი მიზეზია ზრდის ჰორმონის ჭარბი გამოყოფა. გიგანტები, როგორც წესი, სიბერემდე ვერ აღწევენ და ასაკის მატებასთან ერთად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ეწყებათ. თუმცა რიგ შემთხვევებში გიგანტიზმის განკურნება შესაძლებელია.

 


● დრაკონები.
მითები დრაკონებზე თითქმის ყველა კულტურაში გვხვდება და ფაქტობრივად საყოველთაოა. ადამიანთა ნაწილის აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ იყო დრო, როცა დინოზავრები და ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ და დრაკონები იგივე მფრინავი დინოზავრები იყვნენ, მაგრამ ამ მოსაზრებას მეცნიერული მხარდაჭერა არ გააჩნია. თუმცა დღესდღეობით არსებობს ცხოველი, სახელად კომოდოს დრაკონი, და მიუხედავად იმისა, რომ ფრთები და ცეცხლის გამოშვების უნარი არ გააჩნია, ნამდვილად შეიძლებოდა, შთაგონების წყარო გამხდარიყო. დრაკონების მითს საფუძველი შესაძლოა ასევე ჩაუყარა ნიანგებისა და ალიგატორების ძველმა სახეობებმა, რომლებიც დღევანდელებზე დიდები იყვნენ. ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ უძველეს ლეგენდებსა და მითოსში აღწერილი დრაკონები იგივე პითონები და ანაკონდები არიან. ვეშაპების, დინოზავრებისა და უძველესი ძუძუმწოვრების ნამარხები მწირი მეცნიერული ცოდნის ეპოქაში თავისუფლად შეიძლებოდა, დრაკონის ჩონჩხად აღქმულიყო. მითუმეტეს, არსებობს დადასტურებული ცნობები, რომ მეგალოდონის კბილი დრაკონის ენა ეგონათ. არის მოსაზრებაც, რომ ეს უბრალოდ ევოლუციის მიერ ჩვენში ჩადებული თვისებაა, გვეშინოდეს მფრინავი არსებების, რაც შესაბამისად ფოლკლორშიც აისახა.

 


● სირინოზები.
ლამანტინები ზღვებსა და მდინარეებში მობინადრე საოცარი არსებები არიან და მათ დიდი ხნის განმავლობაში ეპყრობოდნენ განსაკუთრებული პატივისცემით. დასავლეთ აფრიკელები მიიჩნევდნენ, რომ ლამანტინები წარსულში ადამიანები იყვნენ და მათი დახოცვა სასტიკად იკრძალებოდა. შორი მანძილიდან მეზღვაურები კარგად ვერ არჩევდნენ მათ და ეგონათ, რომ ნახევრად ქალი და ნახევრად თევზი შენიშნეს, რადგან ლამანტინები ჭამისას ხანდახან ზედაპირზე ამოდიან, ფარფლებით იჭერენ ბოსტნეულს და მიირთმევენ. ამის შემდეგ ისინი თავით ყვინთავენ და კუდი ზედაპირზე შეხებისას ტკაცუნის ხმას გამოსცემს. ასეულობით მეტრის მოშორებით მყოფ მეზღვაურებს თავისუფლად შეიძლებოდა, ლამანტინები ქალისა და თევზის ჰიბრიდული არსება ჰგონებოდათ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მეზღვაურები დიდი ხნის განმავლობაში ხეტიალობდნენ უკაცრიელ ზღვებსა და ოკეანეებში.

 


● დემონით შეპყრობა.
წარსულში მრავალ ადამიანს სჯეროდა, რომ შიზოფრენია და სხვა ილუზიური დარღვევები დემონით შეპყრობის ერთ-ერთი ფორმა იყო. მსგავსი მიდგომა თანამედროვე მორწმუნე ადამიანთა ნაწილშიც გვხვდება. ძველ დროში შესაძლოა ეს არც ისე დაუჯერებელი იყო, რადგან აუხსნელ და საშიშ მოვლენებს, როგორც წესი, ზებუნებრივ განმარტებებს აძლევდნენ. თუმცა დღევანდელ მეცნიერებას გააჩნია ახსნა, რა იწვევს რეალურად ამ პრობლემებს. მაგალითად, ცნობილია, რომ შიზოფრენია მემკვიდრეობითია და დაავადებულ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ ტვინის რუხი ნივთიერების ნაკლებობა.

 


● დემონის ხელით სიკვდილი.
წარსულში ხდებოდა შემთხვევები, როცა ადამიანები გაუგებარი მიზეზების გამო იხოცებოდნენ, რასაც ლოგიკური ახსნა ვერ ეძლეოდა. იმ პერიოდის ექიმები თანამედროვე ინფორმაციის არქონის გამო მიზეზის დასახელებას ვერ ახერხებდნენ და ხალხიც მისტიკურ არსებებს რთავდა საქმეში. მიიჩნეოდა, რომ თუკი ადამიანს მოულოდნელი სიკვდილი ეწვეოდა, ესეიგი დემონი ან ფერია ესტუმრა და მისი სული წაიყვანა. მეცნიერულად ეს მოვლენა შეიძლება მიესადაგოს ე.წ. ჩვილის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომს, როცა 1 წლამდე ასაკის ბავშვი იღუპება და გაკვეთა მიზეზს ვერ ადგენს. მკვლევარებს ბოლომდე გარკვეული არ აქვთ მიზეზები, თუმცა მისი მოხდენის ალბათობას მკვეთრად ამცირებს ბავშვის ზურგზე ან გვერდულად ძილი. არის სხვა ფაქტორებიც, რაც ამ ფენომენში ფიგურირებს, თუმცა დემონები და ფერიები მათ რიცხვში არ შედის. რაც შეეხება მოზრდილებს, ყველაზე სავარაუდო კანდიდატია კარდიალური არიტმია.

 


● მოჯადოება.
ძველ დროში, როცა კუდიანებზე ნადირობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო (ზოგ რეგიონში დღემდე რჩება), ეპილეფსია აუხსნელ მოვლენას წარმოადგენდა და მისგან გამოწვეულ შეტევებს ჯადოქრობას აბრალებდნენ. იმ პერიოდის მეცნიერებს კარგად არ ესმოდათ, ეს დაავადება როგორ ვითარდებოდა და მოქმედებდა, ხალხს კი ახსნა სჭირდებოდა, რათა გაურკვევლობაში არ ყოფილიყვნენ. ასეთ სიტუაციაში ჯადოქრები არაჩვეულებრივ განტევების ვაცად იქცნენ, თუმცა თანამედროვე მეცნიერებაში ცნობილია, რომ ეპილეფსიას ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესები იწვევს და არა ზებუნებრივი მოვლენები. მისი ძირითადი მიზეზებია ტვინში არსებული სიმსივნე, ტვინის სისხლძარღვოვანი განვითარების მანკები, ქსოვილის ჩამოყალიბების დეფექტი, ტრავმა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და ა.შ.

 


● მაქციები.
მაქციების ლეგენდას საკმაოდ მარტივი ახსნა აქვს, ეს არის დაავადება, სახელად ჰიპერტრიქოზი, რაც მთელ სხეულზე არაბუნებრივ ჭარბთმიანობას იწვევს. დღევანდელობაშიც არის დაფიქსირებული შემთხვევა, როცა ასეთი დარღვევის მქონე გოგონა მშობლებმა მიატოვეს. სავარაუდოდ ჩათვალეს, რომ იშვიათი დაავადების ქონა უფრო სამარცხვინო იყო, ვიდრე შვილის მოშორება. თუმცა საბედნიეროდ ის იშვილეს და ასე თუ ისე ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს. მისგან განსხვავებით, ჰიპერტრიქოზის მქონე ადამიანები წარსულში დევნაში იყვნენ, დროთა განმავლობაში კი მაქციების ლეგენდა შეიქმნა. ახსნადია ისიც, რომ მაქციები ასეთები მხოლოდ სავსე მთვარისას ხდებიან: ჭარბთმიან ბავშვებს მშობლები მალავდნენ და მხოლოდ ღამით უშვებდნენ გარეთ, ყველაზე უკეთ კი მათი დანახვა სავსე მთვარით განათებულ მიდამოში შეიძლებოდა. მაქციების ლეგენდის სრულყოფასა და გავრცელებას ხელი შეუწყო შავი ჭირის პერიოდში მგლების მიერ ადამიანებზე გახშირებულმა ნადირობამ.

 


● ვამპირები.
ვამპირებზე მრავალი წარმოდგენა არსებობს და მათი ახსნაც შესაძლებელია ლოგიკურად. მიზეზები მრავალნაირია: სხეულის გახრწნასთან დაკავშირებით მწირი ინფორმაციის ქონა, ასევე ნაადრევი დაკრძალვა, როცა ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მკვდარი ეგონათ, მაგალითად კატალეფსიის დროს, რაც ძველად არც ისე იშვიათი იყო. ცოფით დაავადებულები ხშირად უცნაურად იქცეოდნენ და სხვებს კბენდნენ, რის შემდეგაც ისინიც ავადდებოდნენ. რაც შეეხება სინათლისადმი სენსიტიურობას, არსებობს დაავადება, სახელად პორფირია, რომლის სიმპტომებიცაა კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის სხივებისადმი, კანის ქრონიკული ანთება, ნევრიტი, ფსიქიკური დარღვევები და მუცლის შეტევითი ტკივილები.




წყაროhttp://www.file.ge/?p=27143
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 4284 | დაამატა: ENUQICHI | ტეგები: რწმენები, მათი, ახსნები, მითოლოგიური, ლოგიკური, და | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 pata250   (17.01.2015 12:11:05) [მასალა]
167 167

0   Spam
2 paitona17   (19.04.2013 08:52:35) [მასალა]
167

0   Spam
1 marsi   (18.04.2013 19:04:41) [მასალა]
ENUQICHI სად მონახავ თუ ძმახარ ამ უცნაურ ანომალიებზე სტატიებს. ამ ბანჯგვლიანი ქალების შეხედვაზე გული შემიწუხდა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика