ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 30 » მიცვალებულთა დღეები დიდ მარხვაში...    

15:16:08
მიცვალებულთა დღეები დიდ მარხვაში...
ყოველი ოჯახი მძიმედ განიცდის უახლოესი ადამიანის გარდაცვალებას და ეკლესიური წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციებისამებრ,მთელი გულით ცდილობს დაეხმაროს თავის მიცვალებულს.
უფლისმიერი სწავლებით ადამიანის სიცოცხლის საზრისი და ამქვეყნიური დანიშნულება მარადიული ცხოვრებისთვის სამზადისია,მარადიულობისაკენ სწრაფვა კი,როგორც ღირსი იუსტინე პოპოვიჩი ამბობდა, ‘’საშინელია უფლის გარეშე…’’
მართმადიდებლილი მრწამსით, სამარე სულაც არ არის მიცვალებულთა უკანასკნელი ნავსაყუდელი.სიცოცხლე კაცისა,გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება, ადამიანის შეგნება და პიროვნულობა ხელშეუხებელია, მისი სული ზეციურ სასუფეველში დაივანებს, რომლის კარიბჭეც ქრისტე-მაცხოვარმა გაუხსნა ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევართ თავისი ჯვარცმის, წამებისა და მკვდრეთით აღდგომის სანაცვლოდ.
პავლე მოციქული სოლონელ ქრისტიანებს სწერდა, რომ მათ არ ეგებოდათ გარდაცვლილ ახლობლებზე ურვა და უსაზომო წუხილი, რამეთუ გარდაუვალად დადგებოდა ჟამი, როდესაც მკვდრეთით აღდგომილი მიცვალებულები, ცოცხლად დარჩენილებთან ერთად შეეგებებოდნენ მაცხოვარს. ადამიანები ხორციელად სწყდებიან ერთურთს; სულიერი კავშირი კი, სააქაო და საიქიო სოფელს შორის უწყვეტია და მარადიულ განცალკავებას დროებით მოვლენად განიხილავდა. ღვთისმეტყველთა თვალსაზრისით, მთავარია ადამიანი არ დაეჭვდეს ჭეშმარიტებაში, რადგან ეჭვი ბოროტისგანაა,მათივე სიბრძნით უბედურია ის მიცვალებული, რომელზეც არ ლოცულობს ცოცხლად დარჩენილი.’’.

2. დიდი მარხვის შაბათები...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
განჩინება მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად
ყოველი ოჯახი, მძიმედ განიცდის უახლოესი წევრის გარდაცვალებას და გლოვით გამოხატავს თავის წუხილს, მაგრამ ბოლო დროს ეს დამახინჯებული ფორმით ვლინდება.

ხშირია შემთხვევა, როცა ახლობლები მრავალი წლის ან მთელი სიცოცხლის მანძილზე არ იხდიან შავ სამოსს და ჩამოშორებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებას.

უსაზღვრო გლოვა, გოდება, ტირილი მეტყველებს ადამიანის ურწმუნოებაზე; იმაზე, რომ მას არ სწამს ღმერთი, არ სწამს სულის უკვდავება და თვლის, რომ გარდაცვლილი სამუდამოდ დაკარგულია მისთვის; ამით კი ჭირისუფალის უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე, რადგან იგი არასწორი ქცევით მეტად ამძიმებს გარდაცვლილის უკვდავ სულს, ამძიმებს თავისი ოჯახის ცხოვრებას.

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის მოსპობას. ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებითა და ქცევით იმსახურებს.

მიწიერი ჩვენი ცხოვრება არის მომზადება მარადიულობისათვის. იგია თითოეული ჩვენთაგანისათვის უდიდესი გამოცდა.

ბედნიერია, ვინც მართლმადიდებელი სარწმუნოებით, სიყვარულითა და კეთილი საქმით წარდგება ამ გარდაუვალი დღის წინაშე და მართალთა სავანის მკვიდრი გახდება.

ხშირია შემთხვევა, როცა კეთილი ადამიანი ადრე ტოვებს ამ წუთისოფელს, ანდა მცირე ასაკისა შეერთვის მარადიულობას. ამაშიც ჩვენ უნდა დავინახოთ განგება უფლისა: ღმერთს ისინი ნაკლებად ცოდვილნი მიჰყავს თავისთან.

ყოველივე ამის გამო განვაჩინებთ:

1. ავადმყოფს აუცილებლად უნდა მოვუყვანოთ მოძღვარი აღსარებისა და ზიარებისთვის, რადგან წმიდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და ხშირია შემთხვევა, როცა წმიდა ზიარებით სასწაულებრივად განკურნებულა ადამიანი; ასევე მეტად კარგია ავადმყოფისთვის ზეთის კურთხევა.

2. გარდაცვალების შემთხვევაში პირველივე დღიდან დასაფლავებამდე მიცვალებულის თავთან ჩაუქრობლად უნდა ენთოს სანთელი და კანდელი, უნდა იდგეს ხატი, ხორბალი, წყალი, ღვინო, მარილი, და დღედაღამ ახლობლების მიერ უნდა იკითხებოდეს დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები.

3. ფსალმუნის კითხვა (თუნდაც დღეს მხოლოდ ერთი კანონის) სასურველია, დასაფლავების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მაინც გაგრძელდეს.

4. გარდაცვლილს გულზე უნდა ეკიდოს ნაკურთხი ჯვარი.

5. თუ მიცვალებულის ახლობლები მოუნათლავია, კარგია თუ ისინი გარდაცვლილის დასაფლავებამდე მოინათლებიან; თუ მიცვალებულია მოუნათლავი, მისი მონათვლა არ შეიძლება.

6. საერო პანაშვიდების დროს სასურველია საერო სიმღერებისა და მუსიკის ნაცვლად შესრულდეს საეკლესიო საგალობლები.

7. მიცვალებული უნდა დაიკრძალოს გარდაცვალებიდან 3-5 დღის განმავლობაში.

8. მიცვალებულს არ უნდა ჩაატანონ ზედმეტი ტანსაცმელი ან სხვა რაიმე ნივთები.

9. დასაფლავების დღეს, დილით, ან წინა ღამეს მოძღვარმა უნდა აუგოს წესი მიცვალებულს და უკურთხოს საფლავის მიწა, ღვინო, პური, მარილი, წყალი.

10. დასაფლავების დღიდანვე საფლავზე უნდა დაიდგას მღვდლის მიერ ნაკურთხი დროებითი ჯვარი (ხის, ლითონის ან სხვა მასალის), რადგან უჯვრო საფლავს, წმიდა მამების სწავლებით, ეშმაკი ეპატრონება.

11. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ მისი სულის მოსახსენებლად მზადდება მოკრძალებული ქელეხი მხოლოდ უახლოესი ნათესავებისა და ახლობლებისთვის. ქელეხი არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს.

თუ ადამიანი მარხვის დროს გარდაიცვალა, საჭმელი მზადდება მხოლოდ სამარხვო.

12. თუ ადამიანი გარდაიცვალა ხსნილში, კარგია, თუ მისი ახლობლები გარდაცვლილის დასაფლავებამდე შეინახავენ მარხვას.

13. გარდაცვალებიდან 39-ე დღეს მოძღვარმა უნდა შეასრულოს პანაშვიდი, ხოლო მეორმოცე დღეს და წლისთავზე მიცვალებულისთვის უნდა დამზადდეს საკურთხი და ეკლესიაში შესრულდეს შეკვეთილი წირვა და პანაშვიდი.

14. მიცვალებულის ორმოცი უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად მეორმოცე დღეს, ან წინა დღეს, რადგან მეორმოცე დღეს ხდება გარდაცვლილის სულის დამკვიდრება მისთვის განკუთვნის სავანეში.

წლისთავიც უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ. ორივე შემთხვევაში მიცვალებულის სული საოხად გამზადებული საჭმელი მარხვაში უნდა იყოს სამარხვო, ხსნილში – სახსნილო.

15. ყოველ წელიწადს მიცვალებულთა ხსენების დღეს (მისი ახლობლები) უნდა ამზადებდნენ საკურთხს, რომელსაც დილით, წირვის დაწყების წინ, მიიტანენ ტაძარში პანაშვიდისთვის.

16. მეტად კარგია თუ მიცვალებულის ახლობლები გააკეთებენ საკურთხს და ეკლესიაში მოძღვარს შეასრულებინებენ პანაშვიდს გარდაცვლილის დაბადების დღეს, გარდაცვალებისა და ანგელოზის დღეებში.

საკურთხი: ზეთი, ღვინო, პური, წანდილი, ან კოლიო (სხვა საჭმელიც შეიძლება).

17. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისათვის, თუ მისი ახლობლები ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ესწრებიან წირვა-ლოცვას, ეზიარებიან და სეფისკვერს აგზავნიან საკურთხეველში გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად.

18. ქრისტიანის საფლავი არ უნდა იყოს მდიდრული. მიცვალებულის სულისთვის უკეთესია, თუ თანხა გაჭირვებულთ დაურიგდებათ.

19. მოძღვრის მიერ საფლავის კურთხევა კარგია მიცვალებულთა მოხსენების დღეებში.

20. ორმოცი დღის შემდეგ გარდაცვლილის ტანსაცმელი და ნივთები უნდა დაურიგდეთ გაჭირვებულთ.

21. თვითმკვლელობით აღსრულებულის და მოუნათლავისათვის საეკლესიო წესების შესრულება საეკლესიო კანონების თანახმად აკრძალულია. მათ სახელზე მხოლოდ მოწყალება შეიძლება გაიცეს. საერთოდ მიცვალებულის სახელზე მოწყალების გაცემა მეტად კარგია.

22. თუ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი მოიკლავს თავს, მისთვის საეკლესიო კანონის თანახმად, საკლესიო წესების შესრულება ნებადართულია.

23. გარდაცვლილის ახლობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ატარონ შავი ტანსაცმელი 40 დღე ან არაუმეტეს 1 წელი. ერთი წლის შემდეგ შავი სამოსი აუცილებლად უნდა გაიხადოს ყველამ. შვილის, მეუღლის, ან მეტად ახლობელი ადამიანის სიყვარული უნდა გამოიხატოს არა შავი სამოსის ტარებით, არამედ ლოცვით და მიცვალებულის სულისთვის ღვთის სათნო კეთილ საქმეთა აღსრულებით.







წყაროhttp://imeroni.ge/
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2131 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: მარხვაში..., დღეები, მიცვალებულთა, დიდ | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 marsi   (30.03.2013 22:50:47) [მასალა]
გაიხარეთ მამაო ასეთ კარგ სტატიებს რომ გვაწვდით,ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика