ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 28 » ჭიაყელა გადაარჩენს საქართველოს?!    

12:28:23
ჭიაყელა გადაარჩენს საქართველოს?!

ჭიაყელა გადაარჩენს საქართველოს?!
კალიფორნიაში ყოველ წელს ე.წ. "წითელი ჭიაყელების" კონფერენცია იმართება, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აფინანსებს. ყოველწლიურად ამ სფეროს განვითარებისთვის 15 მილიარდი დოლარი იხარჯება!.. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავის ქადაგებებში ჭიაყელას ნიადაგის გადამრჩენს უწოდებს...

ჯემალ ბადაგაძე, აგრარულ საკითხთა ექსპერტი: 
-  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, ჩვენთან კატასტროფული მდგომარეობაა. 
არც ერთ რეგიონში აღარ გვხვდება მცენარის ნორმალური ზრდისთვის აუცილებელი ნიადაგის შემადგენლობა. საჰექტარო მოსავლიანობით კი ევროატლანტიკური სივრცის 32 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-2 ადგილზე ვართ.

სოფლის მეურნეობის განვითარების ორი მიმართულება არსებობს - ქიმიური ან ორგანული სასუქის გამოყენება. სოფლის მეურნეობას წელიწადში 100-115 ათასი ტონა ქიმიური სასუქი სჭირდება. მთავარი პრობლემა მისი სიძვირე გახლავთ, მაგრამ გლეხმა ფული რომც იშოვოს, ან სახელმწიფომ მოამარაგოს, მაინც ვერ შეძლებს მის გამოყენებას, რადგან ქიმიური სასუქის გამოყენებამდე აუცილებელია ნიადაგის ანალიზი, ფერმერმა ნიადაგის ანალიზის შემდეგ უნდა შეარჩიოს დაბალანსებული ქიმიური სასუქი, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ შხამქიმიკატებით გაჯერებულ მინიმალურ მოსავალს. 

- არადა, წინა ხელისუფლება გლეხებს ქიმიურ სასუქს უფასოდ ურიგებდა...
- დღევანდელი რეალობა ადასტურებს, რომ 
მხოლოდ ქიმია სოფლის მეურნეობას ვერ უშველის. 
მეორე ტრადიციული სასუქი გახლავთ ნაკელი. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში 20-25 მილიონი ტონა ნაკელია საჭირო, საქონლის რაოდენობის მიხედვით კი 5 მილიონ ტონაზე მეტი ვერ გროვდება... არსებობს მარტივი ტექნოლოგია, რომელიც ჩვენი მოგონილი არ არის - ეს არის ვერმიკულტივირების მეთოდი, რომელსაც გლეხები ინფორმაციის სიმწირის გამო ვერ იყენებენ. ეს არის მეთოდი, რომლის მიხედვითაც, იქვე, სადაც ნარჩენი წარმოიშობა (ანუ ფერმერის კარ-მიდამოზე სეზონურად დაგროვილი ნაკელი, მოთიბული ბალახი, ჩალა და ა.შ), უშვებ ჭიაყელას. ჭიაყელა ამ მასით იკვებება და მას გადაამუშავებს.

გადამუშავების შედეგად მიღებული ნივთიერება გახლავთ ორგანული სასუქი და მას ბიოჰუმუსი ეწოდება. 5 მილიონი ტონა გადამუშავებული ნაკელის 60% გარდაიქმნება ბიოჰუმუსად, ერთი ტონა ბიოჰუმუსი კი 14 ათასი ტონა ნაკელის ეკვივალენტურია. ფერმერს სულაც არ სჭირდება ნაკელის შეგროვება - საკმარისია, ნაკვეთში ხის სპეციალური ყუთებით მოათავსოს ნაკელი, ჩალა, ფოთოლი და მასში შესაბამისი ტენიანობის პირობებში შეუშვას ჭიაყელა. ერთი ჭიაყელა წელიწადში მილიონ-ნახევრად იქცევა. 

კალიფორნიაში ყოველწლიურად ტარდება წითელი ჭიაყელების კონფერენცია. ამერიკელმა მეცნიერებმა გასული საუკუნის  50-იან წლებში ჭიაყელას 8 ათასი ჯიშიდან სწორედ ეს სახეობა შეარჩიეს. ამბობენ, რომ წითელი ჭიაყელა ვერმიკულტურაში ყველაზე მეტ ბიოჰუმუსს იძლევა. მაგრამ ქართველი და ევროპელი მეცნიერების აზრით, კალიფორნიულ ჭიაყელას არაფრით ჩამოუვარდება ქართული პოპულაცია. 1992 წელს ვიყავი მსოფლიო კონგრესზე და მას შემდეგ ამ ტექნოლოგიას ვამუშავებ. ჩვენთან ამ მეთოდით მოსავალი მხოლოდ რამდენიმე ფერმერს მოჰყავს. რაც მთავარია, მოსავალი მიიღება ეკოლოგიურად სუფთა სასუქით და მას ალტერნატივა არ გააჩნია.  
ევროკავშირის ქვეყნებში ყველა იმ საკვები პროდუქტის რეალიზება იკრძალება, რომელიც ჰუმუსის გარეშეა მოყვანილი. როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა, მისი პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ბოტანიკური თესლით მოსახლეობის უზრუნველყოფა გახლდათ. მე ეს ძალიან გამიხარდა, იმიტომ, რომ ყველა კულტურა, განსაკუთრებით - კარტოფილი, ხუთი წლის განმავლობაში ნელ-ნელა კარგავს გამრავლების უნარს, ბოტანიკური თესლით კი მიიღება კარტოფილის ელიტური სათესლე მასალა. საქართველოში უკვე 40 წელია, ახალი სათესლე მასალა არ შემოსულა, ჩვენ კი შეგვიძლია, თავად ვაწარმოოთ. ბოტანიკური თესლი მიიღება კარტოფილის ყვავილებისგან. სწორედ ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ საკარმიდამო ნაკვეთში მოეწყოს სპეციალური ჩარჩო-კონტეინერები, მათზე ფენა-ფენა დაითესოს კარტოფილი - დაახლოებით ათი ფენა. შედეგად ერთი ძირისგან მივიღEებთ 40 კგ კარტოფილს. ჯერჯერობით რეალური შედეგი მხოლოდ კარტოფილზე მივიღეთ. სხვა სახეობებზე ექსპერიმენტს ვატარებთ. როცა შედეგიც გვექნება, ვაპირებთ, საფუძვლიანი მოლაპარაკებები დავიწყოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. 


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2143 | დაამატა: gio90 | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 paitona17   (29.03.2013 13:04:02) [მასალა]
10

0   Spam
6 tiotio   (29.03.2013 00:54:10) [მასალა]
მართლაც რომ საინტერესოა 166

0   Spam
5 chibati   (29.03.2013 00:22:56) [მასალა]
10 10

0   Spam
4 gugalo   (28.03.2013 22:43:13) [მასალა]
მაშ მოვამრავლოთ ჭიაყელები.... 10

0   Spam
3 avtandil   (28.03.2013 21:09:49) [მასალა]
ნაკელი, რომ ნიადაგისთვის სასარგებლო იყო ვიცოდი. აი ჭიაყელა თუ იყო მთავარი ნაწილი არ მეგონა 23

0   Spam
2 badri94   (28.03.2013 20:45:30) [მასალა]
მართლაც რომ საინტერესოა... აქამდე მხოლოდ როგორც თევზის სატყუარას, ისე ვუყურებდი ჭიაყელას 10 10 10

0   Spam
1 ბაქარი   (28.03.2013 14:57:29) [მასალა]
23 ძალიან საინტერესოა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика