ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 27 » ქართველი გმირები : 9 ძმა ხერხეულიძე    

01:27:37
ქართველი გმირები : 9 ძმა ხერხეულიძე

1625 წლის ხარების დღესასწაულზე მარტყოფის ველზე ქართველებმა სასტიკად გაანადგურეს შაჰ-აბასის არმია. ოცდაათი ათასი სპარსელიდან მხოლოდ სამი ათასი გადაურჩა სიკვდილს. მარტყოფის ბრძოლაში დაეცა შაჰ-აბასის ბევრი სახელგანთქმული სარდალი.

ამ გამარჯვებამ გააერთიანა ქართლ-კახეთი. ქართველთა ძლევამ შაჰისაგან დაპყრობილი სხვა ხალხებიც გაამხნევა და „ყველგან შფოთი გაჩნდა" ... გააფრთებულმა შაჰ-აბასმა საქართველოსკენ უზარმაზარი სპარსული ურდო დაძრა, რომელმაც ისა-ხან ყორჩიბაში სარდლობდა. ქართველები კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში დაბანაკდნენ ოციათასიანი ლაშქრით. მარაბდის ველზე დაბანაკებულ ირანელთა რიცხვი კი ორმოცდაათი ათასს აჭარბებდა.

გათენდა 1625 წლის 1 ივლისი. საზიარებლად გაემზადა ქართველთა ლაშქარი: წესისამებრ, მეომრები ომის დაწყების წინ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ ცოდვათა მისატევებლად და ბრძოლაში წარმატების საწინდრად.

მეომართა გვერდით იარაღით შეჭურვილი სამღვდელოებაც დამდგარიყო, რადგან ესეც წესად იყო დადებული: ყოფნა-არყოფნის ზღვართან მყოფ საქართველოს ჯვრით და მახვილით იცავდა ერი და ბერი. მროველი ეპისკოპოსი დომენტი ავალიშვილი წარდგა ლაშქრის წინაშე წმიდა ბარძიმით ხელში. ლაშქარმა ერთხმად შესძახა: „უკუეთუ დღეს აღიღებ მახჳლსა ბრძოლად, უბრძანე, რათა გვაზიაროს სხუამან, და უკუეთუ არა, უმჯობეს არს შენ მიერ". მროველი ჩაფიქრდა და თქვა: „დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისსტეს მცნებისა და არა ჩემ ზედა, ამისათჳს არა ვყო, უკუეთუ უწინარეს თქუენსა არა დავსთხიო სისხლი ჩემი მახჳლის ამღებმან".

რუისელმა ეპისკოპოსმა დალოცა მხედრობა, თვითონაც, აბჯრით შეჭურვილი, მეწინავე რაზმში ჩადგა. გორგასლიან-დავითიან-თამარიან დროშას ცხრა ძმა ხერხეულიძე დაუყენეს დარაჯად.

შეტევა გარიჟრაჟზე დაიწყო. წინ რჩეული ცხენოსანი ჯარი წავიდა, უკან ქვეითი მიჰყვა. იგრიალა თორმეტი ათასმა სპარსულმა თოფმა და ზარბაზანმა, მაგრამ მამულისათვის და ქრისტესთვის მებძოლ რაინდთა შეჩერება ვერავინ შეძლო - ქართველები მტრის ბანაკში შეიჭრნენ, ლაშქარს დაერივნენ და შეიქნა შუბთა ძგერება, „ჴმალთა და ლახტთა მუზარადებზედ ჴეთქინება".

მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მივიდა მაშველი რაზმით... ქართველები შედრკნენ. ამას ზედ დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი. „განჴდა ჴამდა ჰგონეს ყოველთა კახთ-ბატონის სიკუდილი და ივლტოდენ კახნი და ქართველნი", მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა. გვიან მიხვდნენ ქართველები საბედისწერო შეცდომას. შეთხელდა ივერიელთა რიგები. გულგანგმირულნი დაეცნენ: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი - რუსთველი და ხარჭაშნელი.

ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ - ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.

მზის ჩასვლამდე იბრძოდა თეიმურაზ მეფე, რომელმაც იმ დღეს „დაამტვრია ყოველი საბრძოლო იარაღი და არღარა შემორჩომოდა რა. ბეჭდებიცა დაემტვრია მუშტის ძგერებით". დაღლილი, სიცხისაგან არაქათგამოცლილი ქართველობა გმირულად იბრძოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, მაგრამ უშედეგოდ, გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა.

ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები - რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი  და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი... საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.

სიმონ ჩიქოვანი

ქართველი დედა

ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,
მოკაზმული ხმლით და მუზარადით.
ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,
როს დაგვესხა მტერი მუხანათი.

შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.
ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,
თვითეულმა ხმალი გააცოფა.

ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა...
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,
მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,
მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.

დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.
მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! –
ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.

დასძახოდა, თმები განიძარცვა,
თავდადებით აქეზებდა მხედართ,
ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,
დაუხრელად დაუბრუნდა დედას.

არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,
ქართლის ნისლით სახე დაებანა,
მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,
მისი თმები წვიმას დაემგვანა.

ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს
ანთებული დედა ქეთევანი.
არკინებდა მამულისთვის მაშვრალს,
ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.

წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის.
გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს:
– მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! – 
ქარში რეკავს საქართველოს დედა.




წყაროhttp://orthodoxy.ge/tveni/agvisto/03-9dzma.htm
კატეგორია: საქართველოს წარსულიდან | ნანახია: 4188 | დაამატა: giiiivi | ტეგები: ქართველი, ხერხეულიძე, გმირები : 9, ძმა | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 fshavelo   (27.03.2013 23:14:17) [მასალა]
ცხრა ძმა ხერხეულიძე

ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედიvით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? —
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით...
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!

ლადო ასათიანი

0   Spam
5 fshavelo   (27.03.2013 23:09:22) [მასალა]
გენაცვალე ძმაო gimili

0   Spam
3 giohunt1982   (27.03.2013 16:52:36) [მასალა]
fshavelo რა შეცდომებია??

0   Spam
4 fshavelo   (27.03.2013 23:09:04) [მასალა]
ეს უკვე სხვა ტექსტია, წინაზე გაცილებით უკეთესი :) აქაც ერთი მთავარი ფაქტი აკლია, ქართველებმა ბრძოლა დაიწყეს დღის სიცხეზე, არ დაელოდნენ აგრილებას, რადგანაც მტრის არმია ქვემო ქართლს და საბარათიანოს აოხრებდა, ბარათაშვილები გასკდნენ გულზე და მეფეს რძოლაში დაუყოვნებლივ ჩაბმა მოსთხოვეს, ეს იყო გადამწყვეტი ფაქტროი ჩვენი ჯარის მარცხის, სიცხეს შეგუებული სპარსელები გაცილებით უკეეთ იბრძოდნენ ვიდრე კავკასიელი ქართველები

0   Spam
2 fshavelo   (27.03.2013 16:36:06) [მასალა]
გივი, ბოდიში მაგრამ წყარო საიდანაც ეს სტატია გაქვს აღებული არ არის სანდო აშკარად. არასწორი ცნობებია.

+1   Spam
1 77777   (27.03.2013 02:32:41) [მასალა]
იბერია გაბრწყინდება!დიდება ჩვენს დიდებულ ქართველ გმირებს და წინაპართა ძვლებს!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика