ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 10 » საქართველოს საუნჯენი    

17:16:50
საქართველოს საუნჯენი

ვეფხისტყაოსანიXII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემა. შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.

დღემდე მოღწეული არაა ტექსტის პირვანდელი ვარიანტი; უძველესი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი, XVI საუკუნით თარიღდება. საუკუნეების განმავლობაში პოემის ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბისმქნელების) მიერ ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც; დღეს პოემის ეს დამატებული თავები „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების" სახელითაა ცნობილი.

დღემდე მოღწეულია ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი. ბეჭდურად პოემა პირველად 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ გამოიცა. ვეფხისტყაოსნის ზოგიერთი ხელნაწერი ნუსხა გაფორმებულია მდიდრული ორნამენტებითა და მინიატიურებით. სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილია ილუსტრაციები. პოემა გადათარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

შუა საუკუნეებშიცა და შემდეგ დროშიც ვეფხისტყაოსანი დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში; ვეფხისტყაოსანი ქართველთათვის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად. რჩებოდა. მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებში ვეფხისტყაოსანი ხშირად იდევნებოდა ეკლესიის მხრიდან, რადგან იგი ანტიქრისტიანულ, სპარსულ ნაწარმოებად ითვლებოდა. თუმცა პოემის დევნამ ვერ შეასუსტა მისი მნიშვნელობა ქართველ ხალხში, პირიქით, მისი გავლენა უფრო მეტად გაიზარდა ახალი დროის ქართველ მწერლებში. დღეს ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.

ვეფხისტყაოსნის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს შედარებით მარტივ ფაბულურ ამბავს, რომელიც სიუჟეტური წყობითაა გართულებული. ძირითად ნაწილში ორი ამბავია მოთხრობილი, არაბეთისა და ინდოეთისა. ეს ორი ამბავი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და გადახლართული, იმგვარად, რომ სიუჟეტურად ვეფხისტყაოსანი მაინც ერთიანი ნაწარმოებია. პოემის ძირითადი სიუჟეტური ამბავი გამდიდრებულია შემავალი ეპიზოდებით; ასეთებია, მაგალითად, ნადირობა, ფრიდონის ამბავი, ფატმანის ამბავი. ეს შემავალი ეპიზოდები თავის მხრივ მცირე დასრულებული, სიუჟეტური ამბებია[10]. გარდა ამ ამბებისა, ვეფხისტყაოსნის ძირითად ნაწილში ხშირია ე. წ. სტატიკური ელემენტები, როგორიცაა ანდერძები, ეპისტოლეები, დიალოგები, აღწერილობები, ლირიკული გადახვევები, აფორიზმები და სხვა[11].

რუსთაველი ამბავს სწრაფი ტემპით ავითარებს, მოკლედ და დახვეწილად, როგორც ზოგიერთი რუსთველოლოგი აღნიშნავს, ზოგავს დროსა და ენერგიას[12]. აღსანიშნავია, რომ რუსთაველისათვის დამაასიათებელია თავისი მოსაზრების დამადასტურებლად პერსონაჟების მოწმობის მოყვანა[13][14]. სიუჟეტით ვეფხისტყაოსანი, მეცნიერების თქმით, დღემდე მიმზიდველი წასაკითხია. ვეფხისტყაოსნის ესპანურად მთარგმნელის, გუსტავო დე ლა ტორეს სიტყვით, რუსთაველის პოემის „კითხვა მომხიბლავია"[15]. ქართველი რუსთველოლოგი ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, რომ სიუჟეტური ხლართები ვეფხისტყაოსანში იშვიათი ხელოვნებითაა შეკრული და გახსნილი, სიტუაციები თანდათანობით რთულდება და მძაფრდება, რაც ძაბავს მკითხველის ყურადღებას და აღძრავს ინტერესს[16].

პოემის ძირითადი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ტრადიციული თვალსაზრისით ვეფხისტყაოსნის მთავარ თემად მიჩნეული იყო სიყვარული. ეს მოსაზრება საკამათო გახადა ნიკოლოზ მარმა, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ მთავარი თემა პოემაში არის არა სიყვარული, არამედ ძმობა და მეგობრობა[17]. ნიკო მარს დაეთანხმა ივანე ჯავახიშვილი და აღნიშნა, რომ სწორედ ხალხთა მეგობრობისა და ძმობის იდეაა მთავარი რუსთაველის პოემაში[18]. ზურაბ ავალიშვილი თვლის, რომ სიყვარულსა და მეგობრობას შორის ვეფხისტყაოსანში არჩევანის გაკეთება რთულია და მათ თანაბარმნიშვნელოვან თემებად მიიჩნევს პოემაში[19]. აკადემიკოსი ვ. შიშმარიოვი მიიჩნევს, რომ ვეფხისტყაოსანი სიყვარულის პოემაა და ამაში დაეჭვება შეუძლებელია[20]. ინგლისელი ლიტერატურათმცოდნე მორის ბაურას მოსაზრებითაც ვეფხისტყაოსანში უპირატესია სიყვარულის იდეა და არა მეგობრობისა[21]. ამავეს ამბობს ამერიკელი ქართველოლოგი ლუის სოლანოც[22]. სიყვარული მიიჩნია ვეფხისტყაოსნის მთავარ თემად ქართველმა რუსთველოლოგმა ალექსანდრე ბარამიძემაც[23].

აღსანიშნავია, რომ ვეფხისტყაოსნის ძირითადი ნაწილის ყველა სტროფი, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, არ უნდა ეკუთვნოდეს შოთა რუსთაველს. არსებობს მოსაზრება, რომ ინდო-ხატაელთა ამბავი ვეფხისტყაოსანში მოგვიანებითაა დამატებული; გარდა ამ თავისა, საეჭვოა ზოგიერთი ცალკეული სტროფის წარმომავლობაც[24] (უფრო ვრცლად ამის შესახებ იხილეთ ამავე სტატიის სექცია ავტორი, ვეფხისტყაოსნის გამგრძელებლები

წყაროhttp://ვიკიპედია
ნანახია: 1477 | დაამატა: ormeteli | ტეგები: საქართველოს საუნჯენი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 ormeteli   (10.03.2013 17:23:54) [მასალა]
ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს თავისი ერის შემოქმედებითი კულტურა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 25
    სტუმარი: 25
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика