ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 7 » კურორტი შენობაში    

20:59:13
კურორტი შენობაში


ეს უზარმაზარი შენობა გერმანიაში თავიდან აშენებული იქნა დირიჟაბლების შესანახად და რეკონტრუკციისათვის,მაგრამ ახლა ამ შენობაში გერმანელებმა ნამდვილი კურორტი მოაწყვეს,გარეთ როცა ზამთარი და თოვლია ქალაქში არის ადგილი სადაც შეგიძლია თავი იგრძნო ისე თითქოს რომელიმე კუნძულზე ხარ.ეს შენობა გერმანიაში სახელწოდებით ”ანგარი” ერთ-ერთი ყველაზე დიდია მთელს დედამიწაზე და მონაცემებით თავისუფლების ქანდაკებას უახლოვდება.









































წყაროhttp://ucnauri.com/218600/კურორტი-შენობაში/
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 2513 | დაამატა: avtandil | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 ormeteli   (08.03.2013 00:29:15) [მასალა]
თუ თოვლი არ იქნა, კურორტი ვერ გაიხსნება," _ გვეუბნებიან ხულოში. იგივეს ამბობენ აჭარის მთავრობასა და "გოდერძის რესორტში", რომელიც უღელტეხილზე სამუშაოებს აწარმოებს. გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის კურორტის გახსნა ახალ წლამდე იგეგმება. გოდერძის უღელტეხილზე აშენებულ 3- სართულიან სასტუმროს ჯერ სახელი არ აქვს. სასტუმრო ძველი მეტეოსადგურის შენობაშია გახსნილი და როგორც კურორტის ხელმძღვანელი, ვაჟა დიასამიძე გვეუბნება, სავარაუდოდ, სასტუმროს "მეტეოს" დაარქმევენ: "სასტუმროში ღამისთევა 70 ლარიდან იქნება შესაძლებელი. მომსახურე პერსონალი ადგილობრივები იქნებიან, ძირითადად რესტორან "შკერნალის" მომსახურე პერსონალი, რომელსაც მინიმალური გამოცდილება მაინც აქვს. ამ რესტორანს სტუმრობს პრეზიდენტი მაღალმთიან აჭარაში ვიზიტის დროს. მხოლოდ მზარეული არ იქნება ადგილობრივი," - გვეუბნება დიასამიძე.

კურორტის ხელმძღვანელი შიშობს, რომ შესაძლოა გზების გაუმართაობამ პრობლემები შექმნას. დიდთოვლობის შემთხვევაში, თუ გზის დროული გაწმენდა არ მოხდა, ჩაიკეტება საავტომობილო გზა, ტურისტებს კი გადაადგილება საბაგირო გზის გონდოლებით მოუწევთ. ეს კი დისკომფორტს შექმნის. დღეს მოქმედი საბაგირო 2 კილომეტრი სიგრძისაა. იგეგმება მეორე საბაგიროს გაკეთებაც, რომელიც მთაზე ავა.

კურორტის აშენება ქვეყნის ბიუჯეტს 15 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. გათვალისწინებულია მისი დაფინანსება მომავალ წელსაც 8 მილიონი ლარით. გარდა სასტუმროსი, იგეგმება 3 კოტეჯის მშენებლობა. სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია საბაგიროს ქვედა სადგურთან.

მთავრობა და გოდერძის უღელტეხილი ბუნების იმედადაა. კურორტზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი თოვლია. სამუშაოები თითქმის დამთავრებულია. გოდერძის უღელტეხილზე ტურისტს მხოლოდ ერთი სასტუმრო და საბაგირო გზა, 40 თხილამური და ერთი სნოუბორდი დახვდება.

საბაგიროთი სარგებლობა კი დღიური 25 ლარი ჯდება.

კურორტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დააფუძნა. მოგვიანებით კი, ხულოს მუნიციპალიტეტს გადასცა, თუმცა, 2012 წლის 30 ნოემბერს, ხულოს საკრებულოს გადაწყვეტილებით, კურორტი კვლავ ფინანსთა და ეკონომიკის სამონისტროს გადაეცა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გოდერძის უღელტეხილზე ყოფილი მეტეოსადგურის შენობა და დამხმარე ფართი შეადგენს 10 639 კმ.მ. ხოლო არასასოფლო სამეურნეო მიწის ფართი 42128 კვ.მ. შენობა ნაგებობებისა და მიწის საბაზრო ღირებულება 205 868 ათასი ლარია.

გეგმის მიხედვით, კურორტი ზაფხულშიც იფუნქციონირებს. ჯერჯერობით კი, კურორტისათვის მთავარ პრობლემად საკმარისი ოდენობის თოვლი და დიდთოვლობის შემთხვევაში _ გზის გაწმენდითი სამუშაოების დროული შესრულება რჩება.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика