ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [155]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 7 » ამათი ბაბუები ქართველები იყვნენ, იცოდი ეს?    

17:02:04
ამათი ბაბუები ქართველები იყვნენ, იცოდი ეს?
ეგ არ იცი?! მისი წინაპარი ქართველი იყო." რამდენჯერ გსმენიათ ეს ფრაზა რომელსაც მერე ცნობილი ადამიანის (ძირითადად უცხოელის) უცნაური ისტორია მოყვება?!. მე მაგალითად ბევრჯერ. იმდენად ბევრჯერ რომ უკვე მეცინება კიდეც. საბედნიეროდ ვინც ამ ისტორეიაბს ყვება ისიც იცინის თავის მონათხრობზე. სიცილი რომ არა ჩვენს მეზობლებს ძალიან დავემსგავსებოდით.
ამ ისტორიებს ერთი საერთო რამ ახასიათებს. თითქმის ყველგან ფიგურირებს თავადი. თავადი მოკლა, თავადს მოუკლა, გაძარცვა, ეჩხუბა. მოკლედ ამ საწყალ თავადს ყველამ რაღაცა უქნა.
მოგიყვებით რამოდენიმე მათგანზე.


ჯორჯ ბუში - მაგის დიდი ბაბუის პაპა ქართველი იყო. იმერელი, წამროსადეგი ახალგაზრდა თურმე. მაგის მზერაზე ჭკუა ეკეტებოდა ქალებს. ხოდა ქე შეყვარებია თავადის ქალი. იმასაც ნამეტნავად ყვარებია. ხოდა ამ ნამეტნავად სიყვარულმა ცხრა თვის მერე ქე გამოიღო ნაყოფი. გადეირია თურმე თავადი, აი რა მაკადრესო. გამოაგდო შვილიც, მიაკრა ზრუგში ბაღანა და ასე უთხრა - „კერიას შემრცხვენელო, წეიყვანე შენი ნაბუშარი და მომწყდი თავიდან"-ო. რა ექნათ. იქანა აღარ გეეჩერებოდათ და ქე წასულან ორივე ბაღნითურთ ამერიკაში. იქანა საზღვარზე უკითხავთ აი ბაღანა რომ მიგყავს მოი ჯერ დაფთარში უნდა გავატარო, რა გვარისააო - ხოდა ქე უთხრეს -გვარი არ მიმიცია ჯერ, ბუშია მაიო. ხოდა ქე ჩაწერეს ბუშების ოჯახად.

დონალდ ტრამპი - მაგის დიდი პაპის პაპა ლუკა ტრაპაიძე სურებში ცხოვრობდა. დიდი ჭკუიანი ვინმე ყოფილა და უთქვამს თავადიზა - „აი სურები როა აგერ გოუვალი და მიუწვდომელი, მოი და ავაშენოთ მაქანა პატარ-პატარა სახლები გავაკეთოთ კურორტი და დავარქვათ სურთაური. ხალხიც მოაწყდება და ფულიც შემოვაო" დოუჯდა თავში თავადს აი აზრი. დეიწყეს მშენებლობა. ააშენეს კაი გაყოლა სახლები მარა ქე გოუბა იმერელმ ამასობაში ქალიშვილი. ამას ნერვებ გადაყოლილმა თავადმა მიატია მშენებლობა და დაფინანსება. ეითვალწუნა ლუკაიაც - შენი ძმაკაცია მაი და შენც მამფერს გამიკეთებო - ამტკიცებდა ლუკაია - მამფერს რავა გაკადრებ, კაცი ხარ და მე ქალები მომწონსო - მარა არ ისმინა აფერი თავადმა. აქეთ აი მუშები აჯანყდა სადაა ჩვენი ფულიო. ამან შეჭამაო გადააბრალა თავადმა ლუკაიას შარი და ქე შეახოცა ხელი. მაი მასე არ უნდაო თხლიშა ხელუკუღმა თავადს ალიყური და მერე რაღა დეედგომებოდა იქანა. ამ ამბავს ასე არ დავტიებ, მე მაინც ავაშენებო უთქვამს და ქე გოუყვა ძმაკაცის გზას. სურებში აშენებული სახლები კი ეითვისა ისევლე გურიაში დატიებულმა მისამა ნაგრამმა.



ჩარლზ ჩაპლინი - მაგის დიდი პაპის პაპა თურმე საჭამია სერზე, წისქვილზე მუშაობდა. დიდი ლოთი მარა ოქროს გულის პატრონი იყო. ხუმარა და ონბაზი. ვისაც კი რაცხა მოქონდა დასაფქვავი, თუ საწილე არ ქონდა არც ართმევდა. ერთს გამოთრებოდა და ფქვილში ამოთითხნილი მერე ქე დაჩანჩალებდა ღობე-ყორე. მინსდღემში ოთხი ზომით დიდი ფეხსაცმელი ეცვა და რომ არ გაძრობოდა სიარულისას ფეხებს წინ კიარა გვერდიგვერდ მიათრევდა. თავადის ცოლს ერთხელ სტუმრიანობა ქონია, გუბერნატორი ეწვია, პურმარილს აპირებდა და დასაფქვავად გამოუგზავნია ჭადის ფქვილი. რაღა დაგიმალოთ და კარალიოკის არაყიც მოუყოლებია საჩუქრად - მალე დამიფქვიე სტუმრები მყავსო. ამ გაჭირებულს ქე დოულევია აი არაყი, გამოტენტერებულა და ჭადის ფქვილის მაგივრად ღერღილა გოუგზავნია. გამწარებულა თავადის ქალი. რავა მომჭრა თავი სტუმრებთან და დამაფსოვო, ღერღილა მაჭმია სტუმრებიზაო. ასე დაფსობილი და სასაცილო მენახოს მთელი შენი მოდგმაო - მიუწყევლია კდეც. ამ საწყალიზა ვინცხას უთქვამს არიქა ჟანდარმერია მოდის შენს დასაჭერადო და ისე ფართხუნით გაქცეულა იქედან დაწყვეტილა ხალხი სიცილით. ისე იმ თავადის ქალის წყევლა ქე მოუწია მაგის ბადიშს. მთელი ქვეყანა მასზე იცინოდა მერე.


სელვადორ დალი - მაგის დიდი პაპის პაპა ქვაბღელი ილიკო ჩხეტია იყო. ნამეტანი უყვარდა სიმღერა და ხატვა. მთლა მოხატული ქონია ოდის კედლები, ჭერი და კარაკოშკა. სოფლის შარაზე ვინცხა გეივლიდა და მეეოწებოდა, შემეპიატიჟებდა, დააჟენდა და დახატავდა. მარა არავის არ მოწონდა აი მისი დახატული და არც არავის მიქონდა. რაცხა ნამეტანი აბდლურად ხატავ შენო - ეუბნებოდნენ. რაია აი გრძელფეხა სპილო და ბროწოულიდან გადმოვარდნილი ვეფხვი სა გინახიაო. რა იცით თქვენ ხელოვნების, აი ძამა სულრეალური კი არ იქნებაო. გოუგია ამის მხატვრობის ამბავი თავადს. დოუძახია მოი აი ჩემი ციცა დამიხატეო. მისულა აი. ნამეტანი კაი ცოლი კი ყავდა ისე იმ თავადს. ხოდა ამას უთქვამს - ქალბატონო, მაი ფარჩა კია ლამაზი მარა შენ იმისთანა ლამაზი ხარ ცოდო ხარ მაგ ფარჩაშიო. ფარჩაც გიუხდია, კისერზე თავადის ნაყიდი ზაბროშკა დოუკიდია, კრაოტზეც წამოუწვენია, დოუხატია მარა იმფერი დოუხატია, იმფერი რომ თავადს შეუსწრია შუა „მხატრობაში". ილიკოს ძლივს მოუსწრია ფანჯრიდან გადახტომა. ისე გარბოდა შარვალის ჩაცმაც ვერ მოასწრო და ქე მირბოდა ასე ფუნჯ ამოგდებული. ასე დარჩა თავადის ქალი ტილოზე დოუხატავი და ილიკოს შემოქმედება მასებისთვის უცნობი. ხოლო ილიკო სა გეიქცა ქე მიხვდებით



უმა თურმანი - ქვემო ჩიბათელი თურმანიძე ყოფილა მაგის დიდი პაპის პაპა ალიოშა. საწყალს თავადის ყანებში გზად ტახი შემოფეთებია. ისედაც ნამეტანი დამშეული იყო და ქე მოუკლია აი ტახი - ქალ ბაღანას მივუტან გოუხარდებათო. მოუკიდია ზრუგზე და მიდიოდა სახლში. შემოხვდა თავადი და უთხრა :
- ალიოშა მათხუარო, ჩემს მიწაზე ნადირობა რომ არ შეიძლება თუ იციო
- რავა არ ვიცი, შვიდი წელია მაგას მეუბნები და არ მინადირიაო
- ხოდა რა მოუვიდა აბა მაგ ტახსო
- დიდუ? აი როის მომახტაო - შეიცხადია ალიოშამ (ქონდა მსახუობური ნიჭი). მიაგდო ტახიც თავადიც და იმდენი ირბინა სანამ ამერიკის საზღვაზე არ დეიჭირეს - აღარ მოდევს თავადი დაწყნარდიო.


ჩეგევარა - მაგის დიდი პაპის პაპა მშვიდობაურელი შალიკო მუჯირი იყო. პირგავარდნილი ფირალი და თავზეხელაღებული ვინმე. ადრე მთავრობასთან დიდად დალაგებული ურთიერთობა არ ქონდა და მაგიზა გავარდნილა ფირალად. ხანდახან ნახულობდა ქალ-ბაღანას და მერე ტყეში გარბოდა ისევლე რომ არ დეეჭირათ. ნამეტანი სამართლიანი ადამიანი იყო და ვერ იტანდა უნამუსო ხალხს. ვინცა კი უნამოსობას ჩეიდენდა მიუვარდებოდა თურმე და გადაბუგავდა - კმაყოფლი ხალხი კი უძახდა შალიკია ჩაგეთვალაო. ხოდა ერხელ შემოხვდა თურმე აი თავადი ნადირობისას. ვერ უცნია თავადს. შალიკოს ნანადირევი მოწონებია და ოუხირდა მომეცი - ჩემს მიწაზეა მოკლულიო. შალიკოს უთქვამს შენი მიწა ეგერ ღელესთან მთავრდება და მე ღელეს გადმოღმა ვარო. არ იქნება კი იქნებაო და ქე შემოაკტა აი თავადი შალიკიას - ქე ჩეეთვალა აიც, მარა მერე იქანა არც ღელეს იქეთ დეედგომებოდა და არც ღელეს აქეთ.. ხოდა.....

მოკლედ კიდო რეთი ამფერი ამბავია მოსაყოლი თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. ქართველ ფარაონებზე ხომ გსმენიათ? ხოდა იქანა რა ამბავი ქნებს და ამერიკაში რას იზამდნენ. თუმცა მარტო ამერიკა? დიდი ბებიის საფლავის სანახავად წამოსულ გიტლერზე, ბებიის საფლავზე მისი მისლის წინააღმდეგ წასულ სტალინზე, პეტრე პირველზე, ნიუტონზე, ბუდდაზე და კიდე სხვებზე ვდუმვარ კიარადა რა დაწერს.


ხოდა ამ ყველაფრიდან დასკვა ამფერია. ვინცხამ აქედან გაასწრო ყველა კაი დღეში იყო.




წყაროhttp://intermedia.g
კატეგორია: სახუმარო ამბები | ნანახია: 2773 | დაამატა: butatino | ტეგები: ამათი ბაბუები ქართველები იყვნენ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 hamlet   (31.05.2013 02:22:11) [მასალა]
10 10 10 10 069 069 069 069

0   Spam
5 chibati   (12.04.2013 21:33:31) [მასალა]
აუ აი აღარ ვიცოდი ძამა 069 069

0   Spam
4 chibati   (12.04.2013 21:32:31) [მასალა]
069 069 069 069 10 10 10

0   Spam
3 ormeteli   (07.03.2013 20:57:22) [მასალა]
ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Napoleon Bonaparte; დ. 15 აგვისტო, 1769, აიაჩო, კორსიკა − გ. 5 მაისი, 1821, წმინდა ელენეს კუნძული) — საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ როგორც „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში.

დაიბადა კორსიკაში, სწავლობდა საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერი. პოპულარობა მოიხვეჭა საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1799 წელს ნაპოლეონმა მიაღწია საფრანგეთის პირველ კუნსულობას, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.

1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთის კამპანია კრახით დასრულდა. 1813 წლის ოქტომბერში, ლაიფციგთან ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები დაამარცხა, რასაც მოყვა ნაპოლეონის პირველი გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ იქნა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში ის დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა მან ამჯერად ხელისუფლება მხოლოლ ას დღეს შეინარჩუნა. 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოსთან იგი საბოლოოდ დამარცხდა (იხილეთ ვატერლოოს ბრძოლა) და გადასახლებულ იქნა ატლანტიკის ოკეანის სამხრეთის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი ექვსი წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს, გარდაიცვალა.

0   Spam
2 ormeteli   (07.03.2013 20:21:01) [მასალა]
იცოდით რომ ნაპოლეონ ბონაპარტი ქრთული წარმოშობისა იყო????

0   Spam
1 gigagiga239   (07.03.2013 17:27:11) [მასალა]
რაცხა სომხური ხალხური ზღაპრების მაგვარი რაცხა ხდება აქანე... 069 069 069 069

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика